| | ქართული სამლოცველო ბასკეთში | |
| Author | Message |
---|
სოსო მეშველიანი Front of Armury

 Number of posts : 97 Age : 45 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: ქართული სამლოცველო ბასკეთში Mon Apr 13, 2009 2:50 pm | |
| კვირას, 12-აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ესპანეთში, კერძოდ ბასკეთის დედაქალაქ ვიტორიაში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, მეუფე აბრამის მხარდაჭერით, ყველა აქ მცხოვრები ემიგრანტი ქართველის და უშუალოდ აქ მოღვაწე ახალგახრდა საქმოსნების, ვანო ნინაშვილისა და ამირან ჟორჟოლიანის თაოსნობით, გაიხსნა ქართული მართმადიდებლური სამლოცველო, რასაც ყველა მართლმადიდებელ ქართველს ვულოცავ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობისგან არანაირი დახმარება და ყურადღება არ ყოფილა (ამ შემთხვევაში ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკური კომენტარებისგან), ღმერთის წყალობით ეს მაინც მოხდა.
სხვა ყველაფერთან ერთად ეს არის ამ დაღლილი, დატანჯული და უსამშობლო ხალხის სულმოსათქვამი ადგილი.
არის აგრეთვე იმედები ადგილობრივი მთავრობისგან მხარდაჭერის.
ამ დიდ სიხარულს, პირადად ჩემთვის, ახლდა აგრეთვე ის სევდის მომგვრელი ფაქტი, როცა ამ პატარა კუთხეში ამდენმა ემიგრანტმა ქართველმა მოიყარა თავი, თავიანთი ოჯახებით. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ აქ იზრდება საოცრად ნიჭიერი თაობა, რომელთაც არამცთუ წერა-კითხვა, ქართული მეტყველებაც ძლივს შერჩენიათ, ანუ, ქვეყანა კარგავს დიდ მომავალს, რაც მართლაც გულისამაჩუყებელია. ამიტომ მამაო სერაპიონის ლოცვა-კურთხევით (ალექსანდრე გრიგოლაშვილი) გაჩნდა იდეა იმისა, რომ სამლოცველოში დრო და ადგილი დაეთმოს (თუნდაც კვირაში ერთი დღე) ამ ბავშვების ქართულად აღზრდა-განათლებას, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ბავშვებს ესაუბროს რელიგიასა და პატრიოტიზმზე, ანუ, რელიგიისა და პატრიოტიზმის მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რათა მომავალ თაობაში ბოლომდე არ ჩაქრეს ის ქართველობა რომელიც ასე საამაყოა აქ მცხოვრები ნებისმიერი ქართველისთვის.
სკოლა გაიხსნება ანა კალანდაძის შესანიშნავი ლექსით "მოდიოდა ნინო მთებით".
იგეგმება აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებები ქარტული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მოძმე ბასკეთში.
და ბოლოს, ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახელით, ვულოცავ მთელ საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს! | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6414 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Mon Apr 13, 2009 9:34 pm | |
| სოსო, მანდ მცხოვრებ ყველა ქართველს და აქ დარჩენილებსაც, ყველას ვულოცავ ამ სამლოცველოს გახსნას ბასკეთში... დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს გაუხარდება ეს ამბავი...
ეს პოსტი ”პოეტების ქვეყანაში” იყო და რაკი თემატურად უფრო ”არმურის საფიხვნოს მოამბეს” შეესაბამებოდა, აქ გადმოვიტანე.
--- პატივისცემით, გამრიგე
P.S. კარგი იქნება, თუ მანდ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ გვიამბობ ხოლმე... | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Mon Apr 13, 2009 9:45 pm | |
| მეც ვულოცავ ბასკეთისა და სრულიად ქართველობას ამ სასიხარულო ამბავს... სამშობლო არ დაგვიწყებოდეთ...  |
|  | | Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | |  | | Elguja Marghia Into Armury


 Number of posts : 110 Location : (+995 99)18 80 93 Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ Registration date : 05.01.09
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Sun Apr 26, 2009 12:26 pm | |
| ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმე...გულწრფელად გილოცავთ და უფალმა გაგაძლიეროთ!!!... | |
|  | | Elguja Marghia Into Armury


 Number of posts : 110 Location : (+995 99)18 80 93 Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ Registration date : 05.01.09
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Sun Apr 26, 2009 12:39 pm | |
| თუ იგეგმება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია ბასკეთში, მე შემიძლია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ წარმომადგენელმა( www.profile.com.ge www.georgianbrand.ge)ადგილზე გავუწიო ორგანიზება საბავშვო და სხვა სახის წიგნების შეგროვებას და ბასკეთის ქართული მართლმადიდებლური სამლოცველოსთვის მის გადაცემას...დარწმუნებული ვარ, ყველა ქართული გამომცემლობა და ავტორი მიიღებს მონაწილეობას ამ საშვილიშვილო საქმეში... | |
|  | | სოსო მეშველიანი Front of Armury

 Number of posts : 97 Age : 45 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Sun Apr 26, 2009 6:23 pm | |
| უღრმესი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის. რა ვიცი ბევრ რამეს ვგეგმავთ რამდენად შევძლებთ ამ ყველაფერს არ ვიცი. ბატონო ელგუჯა სასიამოვნოა თქვენი ასეთი შემოთავაზება. ჩვენი მამაო აპირებს ჩამოსვლას თვის ბოლოს და ვეტყვი თუ შეძლებს იქნებ გნახო|თ კიდეც. | |
|  | | Elguja Marghia Into Armury


 Number of posts : 110 Location : (+995 99)18 80 93 Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ Registration date : 05.01.09
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Mon Apr 27, 2009 12:15 pm | |
| ბატონო სოსო! სიამოვნებით შევხვდებით მამაოს!...პრინციპში საპატრიარქოს პრესცენტრს არ გაუჭირდება ამისი ორგანიზება, რომ მოიწვიოს ჟურნალისტები და გაახმაუროს ამის შესახებ...როგორც გითხარით, ჩვენ მზად ვართ სათანამშრომლოდ...დარწმუნებული ვარ, ყველა გამომცემლობა გაიღებს გარკვეულ შემოწირულობას და შეგროვდება საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა...აქ შეიძლება ჩაერთოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი...თუ ეს აუცილებელი იქნება... | |
|  | | მინდია Into Armury


 Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Fri May 01, 2009 11:17 am | |
| ბატონო ელგუჯა გამომცემლობებს რომ შევეშვათ, ვფიქრობ პირადი შემოწირულობებითაც შეგროვდება მაგ კეთილი საქმისთვის | |
|  | | nel Into Armury


 Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში Fri May 01, 2009 1:50 pm | |
| - მინდია wrote:
- ბატონო ელგუჯა გამომცემლობებს რომ შევეშვათ, ვფიქრობ პირადი შემოწირულობებითაც შეგროვდება მაგ კეთილი საქმისთვის
მე პირადად სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.... სოსო, ურაკპარაკზე მოგწერე ამასთან დაკავშირებით  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში  | |
| |
|  | | | ქართული სამლოცველო ბასკეთში | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|