არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მანანა ჩიტიშვილი

Go down 
3 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptyMon Mar 15, 2021 1:37 pm

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Manana17

მანანა ჩიტიშვილი

არაგვთან

შენ ჩემი სუნთქვა გებარა,
მე შენი ჩერო მფარავდა,
ლეკივით წამოგვეპარა
მთვარე ჩამუხლულთ არაგვთან.

ტოტზე აჩქამდა ბეღურა,
ცისკრის მოსწყინდა ლოდინი,
მთვარის საბანი გვეხურა,
მთვარისა გვეგო ლოგინი.

მერე კი სივრცე გაწალდა
სიტყვამ,
ისეთი რა იყო,
რომ ვერც კოცონმა დაწვა და
ვეღარც არაგვმა წაიღო.

გული ტკივილით ფეთქავდა,
სულის მინელდა ალეგრო,
ან შენ არ უნდა გეთქვა და...
ან მე არ უნდა გამეგო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptySat May 01, 2021 11:04 am

მანანა ჩიტიშვილი

ასე გვეწერა

შეხე,
ცისკარმა უკვე იალა,
ცა - ულურჯესი
ფერით ნახატი...
ბედმა
რამდენი გვახეტიალა,
ვიდრე ერთმანეთს
დავინახავდით.

ასე გვეწერა
განგების წიგნში,
შევხვდით და
სევდით გაფითრდა მთვარე...
მე -
დაკეტილი კარების შიგნით,
შენ -
დაკეტილი კარების გარეთ.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptySat May 01, 2021 11:06 am

მანანა ჩიტიშვილი

როგორ შორიშორ დაგვლია

ქარი ქრის,
ტყისპირს წნორები
ტოტებს მიწაზე ახლიან,
თმა რისთვის ჩამოუშლიათ
ასე ჩუმსა და ნაღვლიანთ,
რანაირ გვემტრო საწუთრო,
აღარცსად ცოდვა-მადლია, _
ერთმანეთისთვის შექმნილი
უერთმანეთოდ დაგვლია.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptySat May 01, 2021 11:11 am

მანანა ჩიტიშვილი

ვინც ყვარებიათ

ციდან წვიმს წეროს წივილი,
მთებს მოსავს ნისლის ფარაჯა,
გული თუმც თვალზე მეტსა გრძნობს,
თვალის ჩანს,
გულის არა ჩანს.

შემობრუნდება ცარგვალი,
თუკი საწუთრომ ინება,
დავნატრი, სატრფოს დალალი
ვის მკერდსაც დაეფინება.

სულ მზის ამოსვლის მნატვრელი
დრომ მზის დასავალს მიმგვარა,
ნეტა მას, ვინც ყვარებიათ,
თვით რომ უყვარდა,
იმგვარად.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptySat May 01, 2021 11:14 am

მანანა ჩიტიშვილი

გადაივლიან ღრუბლები

რა უგუნურად დამკარგე,
განა - ღვთით,
შენის ნებითა,
ცალ-ცალკე გავლევთ საწუთროს,
ცალ-ცალად ჩამოვდნებითა.
შენზედ ძვირს მაინც ვერ ვიტყვი,
არც ბაგეს დავღლი ქებითა,
აღარც საითმე მოგივალ,
არც დაგლევ დალოდებითა.
გადაივლიან ღრუბლები
ცორვებით, ნება-ნებითა,
გადასცდებიან საბადურს
უცხო, უშქარი გზებითა,
ხვალზეით სულეთს წასულნი,
ნეტა სად შევიყრებითა?

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptySat May 01, 2021 11:16 am

მანანა ჩიტიშვილი

არცრა მგონია სიკვდილი

ჩამოიმტვრევა ცის თაღი -
ლურჯი იასპის მინა.
უშენოდ არსად არა ვარ,
უფსკრულის ფსკერზე მძინავს.

რა მრჩება ყამარის კოშკთან,
მარტო ძეძვი და ღოლო.
გამიტანს დარდის ნამქერი
სადმე არაგვის ბოლოს.

ვის დავნანდები, ნეტავი,
ვის დავუმძიმებ ლოდინს...
თუ გინდა, ნურც დამიტირებ,
ისე, უბრალოდ, მოდი.

ჩამოიშლება თვალებზე
მიმწუხრისფერი ფარდა.
არცრა მგონია სიკვდილი
შენთან სიშორის გარდა.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptyWed Sep 01, 2021 4:31 pm

მანანა ჩიტიშვილი

დგას შემოდგომა

ხანდახან რაღაც უცნაური
ამიტანს სევდა,
სიო ათრთოლებს
შეყვითლებულ, გამხმარ ბალახებს,
მე ბრმა ვარ,
რადგან სხვას შენს გარდა
ვერავის ვხედავ,
შენც ბრმა ხარ,
რადგან ჩემი თავი ვერ დაგანახე.

ქარი არაგვის ვრცელ ჭალაზე
მიიმტვრევს მუხლებს,
დგას შემოდგომა
და ფოთოლთა ცვენა მაღონებს,
მე ყრუ ვარ,
რადგან სხვას შენს გარდა
ვერავის ვუსმენ,
შენც ყრუ ხარ,
რადგან ერთი სიტყვაც ვერ გაგაგონე.



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptyTue Dec 14, 2021 4:32 pm

მანანა ჩიტიშვილი

იქ უკვდავება იწყება

დამხარჯა წუთისოფელმა,
მისაგებელიც მიმაგეს,
ხან მშვილდის ლამბმა მიმტყუნა,
ხან ვერც მე თვითონ ვივარგე.

ცისაც ვიყავ და მიწისაც,
მდურვა არ მქონდა ბედისა,
გული და გონი წაიღო
ტირილმა ვეფხვის დედისა.

წინაპრის სიბრძნე-ანდრეზის
არა ჰხამს გადავიწყება,
შურით რომ მარჯვენს მოგჭრიან,
იქ უკვდავება იწყება.

„ლიტერატურული გაზეთი“, # 184, 23 დეკემბერი, 2016 - 12 იანვარი, 2017.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 EmptySat Mar 19, 2022 12:44 pm

მანანა ჩიტიშვილი

***
ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
რაც მიყვარს, ყველაფერი აქეთ არი,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია.

მე რას გთხოვ? - ბევრი არაფერი,
სიტყვა სიყვარულით მომიწანი,
ვიდრე აქეთა ვარ, მომეფერე,
ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი.

თორემ თუ მგზავრობა დამიპირეს,
ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს,
მერე როგორც გინდა, დამიტირე,
ფარჩა-აბრეშუმი გამიშალე.

აღარ გამთელდება ნაღარავი
გული, აქამდეც რომ მიკირია,
წყალგაღმა არაფერი აღარ არის,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   მანანა ჩიტიშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
მანანა ჩიტიშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2
 Similar topics
-
» მანანა ღურჭუმელიძე
» მანანა ქურდაძე
» მანანა მათიაშვილი
» მანანა კობაიძე
» მანანა დუმბაძე

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: