| | უკვდავებისა წყაროო | |
| | |
Author | Message |
---|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 16, 2009 9:10 am | |
| *** შენ,მთვარევ მანათობელო, მთა-ველი გაიარეო, გადაანათე ტიალი, ეგ გომეწრისა მხარეო, უთხარი ერთსა ტურფასა: იცოცხლე,გაიხარეო, შენი გულისა არ ვიცი, მე კი ვერ გავიხარეო, დავკარგე ერთი იმედი, სიცოცხლე გავიმწარეო, რად არა მოვკვდი წინავე, რის ვიყავ მაძებარეო... გამომიგზავნე წერილი, პირად მზევ,სავსე მთვარეო, გამაგებინე ამბავი, რაც რომ მე დაგიბარეო, ჩემი გულისთვი გადმოდი, მნახე და გამახარეო, ან დაწერილის სიტყვებით გულს ვარდი დამაყარეო. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Fri Jun 19, 2009 7:27 pm | |
| *** ალმასის ფანჯარაშია, ქალ,დაგინახე პირი მე; მას აქეთ შენს გონებაში არ მამივიდა ძილი მე; ღამეს ვათენებ თეთრადა, დღე ვზივარ,გგონებ,ვტირი მე, თუნდ მამკალ შენის ხელითა, მოდი კი,შენი ჭირიმე!.. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Wed Jun 24, 2009 9:20 am | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 2:48 pm | |
| არ გათენდება სთვლის ღამე, ღამებნელობა კი არი... მთქმელო,ვერ ამსრულებელო, რაღა შენ სიცოცხლე არი!? ნეტავი ვაჟად მაქცია, ქალი არა მქნა თმიანი, მემრე შაგვყარნა ერთადა ორნივ ჭრელმათრახიანი, ვერც მაშინ გაიგებდია, რაც ჩემი გულის ზნე არი! | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 3:35 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
- არ გათენდება სთვლის ღამე,
ღამებნელობა კი არი... მთქმელო,ვერ ამსრულებელო, რაღა შენ სიცოცხლე არი!? ნეტავი ვაჟად მაქცია, ქალი არა მქნა თმიანი, მემრე შაგვყარნა ერთადა ორნივ ჭრელმათრახიანი, ვერც მაშინ გაიგებდია, რაც ჩემი გულის ზნე არი! ეს ხვარამზეს ლექსია, ვაჟიკავ, და რატო არ მიაწერე ავტორი? |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 7:21 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
ან შენ რამ დაგემართება, მგმობი გავხდები ბედისა, ან მე გამრიყავს ჭალებზე ზვავი დაღესტნის მთებისა, ან კლდეზე გადავვარდები, ჯოგი დამესხმის მგლებისა, ან ტყვია შემათამაშებს გამოგზავნილი მტრებისა!.. ჩამომყვებიან ყორნები, ჩრდილი დამფარავს ფრთებისა, სალეკეს მონაძოძდება ნათოსი ჩემის ძვლებისა. რა დედა ამიტირდება, რა მამა შასწუხდებისა? შენ მაინც დამიტიროდი, ჩემებრ ტანჯულო ბედისა, რა ვიცი,მე ჩემს გეძახი, იქნება გახდე სხვებისა... ... მთქმ.მზექალა არაბული,Cამწ.ნ.სახელაშვილი. დავით გოგოჭურის პირადი კოლექციიდან. ... ლექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ანთოლოგიას. როგორ იგრძნობა სიყვარულის მადლი და სილამაზე, სევდა და სიხარული!.. ბატონო ვაჟა! ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეს მზექალა არაბულის კი არა მიხა ხელაშვილის ლექსის "ჩემო მნათობო" (მიხა ხელაშვილი, "ლექსო ამოგთქომ ოხერო", 2006წ. თბილისი გვ.75)ნაწყვეტია, რომელიც ხევისჭალაში დაუწერია და 1924 წლითაა დათარიღებული. ასევე მიხა ხელაშვილია მინიშნებული ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორად ლელა თათარაიძის აუდიოდისკზე...
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 7:36 pm | |
| - სანათა wrote:
- ვაჟა ხორნაული wrote:
ან შენ რამ დაგემართება, მგმობი გავხდები ბედისა, ან მე გამრიყავს ჭალებზე ზვავი დაღესტნის მთებისა, ან კლდეზე გადავვარდები, ჯოგი დამესხმის მგლებისა, ან ტყვია შემათამაშებს გამოგზავნილი მტრებისა!.. ჩამომყვებიან ყორნები, ჩრდილი დამფარავს ფრთებისა, სალეკეს მონაძოძდება ნათოსი ჩემის ძვლებისა. რა დედა ამიტირდება, რა მამა შასწუხდებისა? შენ მაინც დამიტიროდი, ჩემებრ ტანჯულო ბედისა, რა ვიცი,მე ჩემს გეძახი, იქნება გახდე სხვებისა... ... მთქმ.მზექალა არაბული,Cამწ.ნ.სახელაშვილი. დავით გოგოჭურის პირადი კოლექციიდან. ... ლექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ანთოლოგიას. როგორ იგრძნობა სიყვარულის მადლი და სილამაზე, სევდა და სიხარული!..
ბატონო ვაჟა! ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეს მზექალა არაბულის კი არა მიხა ხელაშვილის ლექსის "ჩემო მნათობო" (მიხა ხელაშვილი, "ლექსო ამოგთქომ ოხერო", 2006წ. თბილისი გვ.75)ნაწყვეტია, რომელიც ხევისჭალაში დაუწერია და 1924 წლითაა დათარიღებული. ასევე მიხა ხელაშვილია მინიშნებული ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორად ლელა თათარაიძის აუდიოდისკზე...
ასეთი რამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ ,რაც არაზუსტი კომენტარების ბრალია.მთქმელში ნაგულისხმევია ადამიანი,რომელმაც ესა თუ ის ლექსი ჩააწერინა სხვას. სტილი აშკარად ხელაშვილისეულია.გმადლობთ გამოხმაურებისათვის. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 8:16 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
- სანათა wrote:
- ვაჟა ხორნაული wrote:
ან შენ რამ დაგემართება, მგმობი გავხდები ბედისა, ან მე გამრიყავს ჭალებზე ზვავი დაღესტნის მთებისა, ან კლდეზე გადავვარდები, ჯოგი დამესხმის მგლებისა, ან ტყვია შემათამაშებს გამოგზავნილი მტრებისა!.. ჩამომყვებიან ყორნები, ჩრდილი დამფარავს ფრთებისა, სალეკეს მონაძოძდება ნათოსი ჩემის ძვლებისა. რა დედა ამიტირდება, რა მამა შასწუხდებისა? შენ მაინც დამიტიროდი, ჩემებრ ტანჯულო ბედისა, რა ვიცი,მე ჩემს გეძახი, იქნება გახდე სხვებისა... ... მთქმ.მზექალა არაბული,Cამწ.ნ.სახელაშვილი. დავით გოგოჭურის პირადი კოლექციიდან. ... ლექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ანთოლოგიას. როგორ იგრძნობა სიყვარულის მადლი და სილამაზე, სევდა და სიხარული!..
ბატონო ვაჟა! ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეს მზექალა არაბულის კი არა მიხა ხელაშვილის ლექსის "ჩემო მნათობო" (მიხა ხელაშვილი, "ლექსო ამოგთქომ ოხერო", 2006წ. თბილისი გვ.75)ნაწყვეტია, რომელიც ხევისჭალაში დაუწერია და 1924 წლითაა დათარიღებული. ასევე მიხა ხელაშვილია მინიშნებული ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორად ლელა თათარაიძის აუდიოდისკზე...
ასეთი რამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ ,რაც არაზუსტი კომენტარების ბრალია.მთქმელში ნაგულისხმევია ადამიანი,რომელმაც ესა თუ ის ლექსი ჩააწერინა სხვას. სტილი აშკარად ხელაშვილისეულია.გმადლობთ გამოხმაურებისათვის. ... როგორც ჩანს,ხევსურეთში გავრცელებული ყოფილა ლექსის ვარიანტები_ამ ვარიანტის ჩამწერია დავით გოგოჭური,განსხვავებული ვარიანტის მთქმელად მოხსენიებულია მზექალა არაბული... მზექალასეული ვარიანტი ასე იწყება: ან შენამც დაგემართება,მგმობი გახდები ბედისა,ან მე გამრიყავს ჭალებზე ზვავი დაღესტნის მთებისა,ან კლდეზე გდავვარდები,ჩრდილი დამფარავს მთებისა,სალეკეს მონაძოძდება ნათოსი ჩემი ძვლებისა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 9:53 pm | |
| ეს პასუხი ეკუთვნის ბობოს ერთ-ერთ ლექსთან დაკავშირებით: ავტორი-ხვარამზე არ მოგვიხსენებია. ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე. | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 10:03 pm | |
| ჩემო მნათობო სიტყვა ფიქრია მღელვარე, ეს გული კალმის წვერია, ქაღალდზე შავი მელანი დამდნარი გულის წვენია. ამ გულის წვენით ნაწერი, ქალავ , ალერსი შენია, რაც ჩემ გულს ცეცხლად ედები, მეორ-მესამე წელია. გშორდები ფიქრი მატულობს გულის, გონების მწველია, ბედკრულს არავინ დამითმობს, კარგის დათმობა ძნელია. ხო იცი, წუთისოფელი რამდენად ცუდის მქმნელია, აგრე ვგრძნობ, აგრე მგონია. ავ სიზმარ ამიხდებისა, ან შენ რამ დაგემართება, მგმობი გავხდები ბედისა, ან მე გამრიყავს ჭალებზე ზოვი დაღისტნის მთებისა, ან კლდეზე გადავვარდები, ჯოგი დამესხმის მგლებისა, ჩამომყვებიან ყორნები, ჩრდილი დამფარავს ფრთებისა, სალეკოს მონათოსდება ნაძოძი ჩემის ძვლებისა. ან ტყვია შემათამაშებს გამოსროლილი მტრებისა!.. შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის, ცელქი ჩანჩქერი მთებისა რა მამა დამიღონდება, რა დედა ატირდებისა, შენ მაინც დამიტიროდი, ჩემებრ ტანჯულო ბედისა, ჩემს გულში ჩემო მნათობო, მჩაგვრელო ვარსკვლავებისა რა ვიცი,მე ჩემს გეძახი, იქნება გახდე სხვებისა. მოსწამლე ჩემი სიცოცხლე წუთები მოსვენებისა. მშვიდობით მენაც მივდივარ, დრო არი გამგზავრებისა.
აი, ეს არის ლექსის სრული ვარიანტი და ანალიზი თქვენთის მომინდვია, როგორც სპეციალისტისათვის!
ძალიან კარგად მესმის ბატონო ვაჟა, "მთქმელისა" და "გამომთქმელის" შინაარსი. ისიც კარგადაა ჩემთვის ცნობილი, რომ ფშავ-ხევსურეთში ხალხური და ინდივიდუალური ავტორების ლექსების უამრავი ვასრიანტები ვრცელდებოდა, ისიც კარგად მოეხსენება მკითხველ საზოგადოებას, რომ მიხა ხელაშვილის სახელს ძალიან დიდხანს ტაბუ ედო და დაახლოებით 10-15 წლის წინაც კი შეიძლება ბევრს არ სცოდნოდა, ამ ლექსის ნამდვილი ავტორი... მაგრამ დღეს უკვე ყველამ იცის... თქვენ არ იცოდით ? თუ არ ჩათვალეთ საჭიროდ ავტორის ხსენება? არადა, სამართლიანობას რომ თავი დავანებოთ, ცხონებული მიხას სულს ბოლო-ბოლო ნათელი არ უნდა დაადგეს?!
| |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 10:18 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
- ცაზედ მოდიან წერონი
მწკრივადა,ჯარის-ჯარადა; ვერა ჰხედავთა,ტივლებო, ცრემლი ჩამომდის ღვარადა? წადით,წაიღეთ ამბავი, არსად დაჰკარგოთ შარადა; უთხარით,ნუ დამივიწყებს ქალასა,ტურფას ტანადა; ნეტარ არ ვაგონდებია_ მე ხო ვსულდგმულობ ძალადა.  მიხა ხელაშვილი
ცაზედ მიდიან წერონი
ცაზედ მიდიან წერონი, მწკრივად და ჯარის ჯარადა, ვერა ჰხედავთა ტივლებო, ცრემლი ჩამომდის ღვარადა. წადით წაიღეთ ამბავი, არცად დაჰკარგოთ შარადა, უთხარით ნუ დამივიწყებს, ქალას ტურფასა ტანადა, ნეტავ არ ვაგონდებია, მე რომ ვსულდგემულობ ძალადა.
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Jun 30, 2009 11:15 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Wed Jul 01, 2009 9:04 am | |
| მიხა ხელაშვილი
ნ ა ტ ვ რ ა -----------
მამაგონდები,მაგრამა ნეტავ,არ მაგონდებოდე, ნეტაი შენთან მამყოფა,აროდის მოგშორდებოდე. ნეტავ მქნა ნათლის გვირგვინი,რო თავზე დაგედგმებოდი, ანა მქნა ზეცის მნათობი,ცით შენთვის ჩამოვხდებოდი, ან ზღვა მქნა კიდით უსაზღვრო,მთელს ხმელეთს გადავწვდებოდი, ან გუნდრუკი მქნა სურნელი,რო შენს წინ დავიწვებოდი. ანდა მაქცია ჩიტადა,უბეში ჩაგიძვრებოდი, იმაზე მეტსა სიკეთეს სხვას რაღას შავესწრებოდი? ანა მქნა სუდრის პერანგი,სიცოცხლით ჩაგეცმებოდი, თავსა და ბოლოს მწდომელი საფლავში ჩამოგყვებოდი, შენის სურვილით,ლამაზო,სიკვდილსაც დავნებდებოდი.
1920 წელი,ჩარგალი.
... დიდი შინაგანი(და არამარტო შინაგანი) მსგავსებაა ამ ლექსსა და ხვარამზეს მარგალიტთან_”ვერცხლის თასადამც მაქცია.” როგორც ცნობილია ხვარამზეს ლექსი ილია ჭავჭავაძეს ჩაუწერია საგურამოში ფშაველი დედაკაცისაგან და შედევრადაც მიიჩნევდა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Fri Jul 31, 2009 8:47 pm | |
|
*** ქალი ვარ გასათხოვარი, ცრემლით ვასველებ კერასა, არ მათხუებენ ჯალაფნი, ვემდური ბედისწერასა, ხევსურის შვილსამც მიმცემენ ტანათ დაბალსა,ქერასა, გულიც რომ უძე მაგარი, ხმალსაც რომ ირტყამს გრძელასა.
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Wed Aug 05, 2009 8:34 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Tue Sep 01, 2009 5:58 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Fri Sep 18, 2009 7:23 pm | |
|
ლამაზო,საყდარს წავიდეთ, დავლიოთ ხატის ნაბანი, ნეტავი როდის გვეღირსოს, ერთად გვებუროს საბანი.
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Sun Sep 20, 2009 6:23 pm | |
| *** პირდაპირ ჩამოხვიდოდი ანგელოზების სახეო, ხელში ჩხირ-წინდა გეჭირა, ზედ ოქროს შიბი აძეო; მკვდარი ვიყავ და გავცოცხლდი, თვალით რო დაგინახეო. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Wed Sep 30, 2009 7:55 pm | |
| ტანად საროტანი ხარ, პირად სახე მზოვანი, წალკოტის ყვავილი ხარ, საყნოსველად თოვანი, გული შენგნით მოწყლულდა ოხვრა ვალალოვანი, ესრეთ ვკვდები სევდისგან, დღე ბნელდება მზოვანი. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Fri Oct 02, 2009 1:36 pm | |
|
*** რომენ ხარ ნიჩბელაჩიგა, ვაჟავ,ვინ უკრავ სტვირსაო, ამაღამ ჩემთან ჩამოდი, არ დაგაძინებ ძილსაო, ქერით გაგიძღებ ლურჯასა, ზედ დაგიკიდებ ლხინსაო, თვალ შუაღმის დროს გაგახსნევ ჩემის ფარაგის ღილსაო.
... ფარაგი_მძივებით მორთული და ფერადი ძაფით მოქარგული გულისპირი.
| |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 66 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Thu Oct 08, 2009 2:07 am | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
*** რომენ ხარ ნიჩბელაჩიგა, ვაჟავ,ვინ უკრავ სტვირსაო, ამაღამ ჩემთან ჩამოდი, არ დაგაძინებ ძილსაო, ქერით გაგიძღებ ლურჯასა, ზედ დაგიკიდებ ლხინსაო, თვალ შუაღმის დროს გაგახსნევ ჩემის ფარაგის ღილსაო. ერთი ავი ზნე სჭირსაო შენი ფარაგის ღილსაო, ვინც ხელს შაახებს, კაი ხნით ემშვიდობება ძილსაო, ამად ვზი ნიჩბელაჩიგა და ვაჭყვიტინებ სტვირსაო. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Thu Oct 08, 2009 9:41 am | |
| | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 66 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო Thu Oct 08, 2009 10:26 am | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
კობავ,ტრფიალის ლექსები სასწაულია ღვთისაო, ბევრიც არაა საიტზე_ თან მოპოვებაც ჭირსაო, ხანდახან შემომეშველე (გული ატირე მტრისაო)_ ჩააწყვე მარგალიტები გინდ_შენი,გინდა_სხვისაო!
 წაბლისთაფლისფერთვალავ მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი, მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს, შეფეთებისას იწყებენ ციმციმს, მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს. მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე, ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა. და აღარ მახსოვს სხვა მისამართი, შენი სახლისკენ სავალის გარდა. ერთხელაც მოვალ და გაგენდობი, რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ, რომ გაბლანდულან სულში ბინდები და შენი შუქით უნდა უშველო. მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას, რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის… გაჩუქებ ვერცხლის წვიმას და ტბაზე ბილიკს მთვარის, ცისკრის ვარსკვლავის ციაგს, ციმციმს კამკამა ჩქერის, ნავარდით დაღლილ ნიავს, ათინათსა და ჩეროს და, უპირველეს ყოვლის, ვაშლის ყვავილის თოვლის ქარქარა ნამქერ–ნამქერ ბილიკებს გაგიკვალავ… ჩემი ოცნების ქალავ, წაბლისთაფლისფერთვალავ… | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: უკვდავებისა წყაროო  | |
| |
|  | | | უკვდავებისა წყაროო | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|