არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ტარიელ ხარხელაური

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptySat Feb 29, 2020 10:32 pm

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Tariel14
Tariel Kharkhelauri and Mikho Mosulishvili, February 13, 2020

ტარიელ ხარხელაური

არც არაფერი მახარებს...

არც არაფერი მახარებს,
არც არაფერი მწყინს,
მზარავს ლანდების ხარხარი,
ხმაური მზარავს წყლის.
გარეთ ხბო ბღავის სახარე,
კოკისპირულად წვიმს.
ცხვირზე მაგდია სათვალე,
ჯავრს რკინასავით ვხრავ,
სივრცის მომბეზრდა თვალ-თვალი,
ფიქრით გონებას ვხნავ,
ეს ლექსიც ვერ დავამთავრე,
ლექსს დავამთავრებ ხვალ,
ვთქვი,
მოვისროლე კალამი,
წვერით დაერჭო ძირს,
კიბის ქვეშ სველი მამალი
მხრებჩამოყრილი ზის…
დღეს არც ესაა მთავარი,
კოკისპირულად წვიმს.
პირი არ უჩანს სადარო
გულდაგულ შეკრულ ცას,
ნეტავ შენ რაღა განაღვლებს,
რას აჰსევიხარ გზას,
ბუხრისკენ გადავბრუნდები,
თვალებში ვიმწყვდევ ძილს,
შენ მაინც არ დაბრუნდები,
ამ ჩემს ფეხებს თუ წვიმს.


What a Face


Last edited by Admin on Sun Apr 12, 2020 1:51 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptySat Feb 29, 2020 10:33 pm

ტარიელ ხარხელაური

მოვსულვარ...

მოვსულვარ,
მოვკვდე და შენთვის ვწერო,
მონა წარსულის,
ახლის მლოცავი...
შენ გამახსენე,
მამულო ჩემო,
რამე თუ დამრჩეს დაუკოცნავი.
მზე ელამ თვალებს მტვერით ამივსებს
და მიმილეწავს სულს ქარიშხლიანს,
უნდა დავმიწდე ბებერ კრწანისზე
და ზურგზე მუხა ავიშრიალო.
ცა, როგორც ცხენმა _ლაგამი, შევხარ,
გზა ოქროსფერით მოვავარაყე;
სამშობლოვ ჩემო,
პოეტი შენ ხარ,


***
დავეწაფე,
ვიღაცამ ბეჭებში დამტაცა ხელი,
გავუძალიანდი,
შევები,
ავიხედე,
კლდე აყუდებულიყო თვალებსველი...
შემრცხვა...
მუხლებში ჩავუვარდი და ვეჩურჩულები:
_ თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ,
კარგებო...
მერე ნაბიჯის სიგრძე გამიზომეს,
ბეჭები გადამიმტკავლეს,
შუბლი ჩამიზოლეს,
მკერდი გადამიტყავეს,
მაჯა გამისინჯეს,
მუხლი შემიმოწმეს,
ქედზე მზე დამიმშვინდეს,
დაიბუბუნეს:
_ შაგერგოს!


What a Face


Last edited by Admin on Sun Mar 29, 2020 11:26 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 101
Age : 31
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyFri Mar 27, 2020 12:22 pm

ტარიელ ხარხელაური

მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას

ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა...
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ, „შვილო“, ხვალისთვის,
სხვა გზა არ არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…


ბმული:
* https://www.facebook.com/photo?fbid=2993695144028288&set=a.291093197621843
* http://exclusivenews.ge/post/180170 - პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ლექსი მიუძღვნა - 2020/03/26


What a Face
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyTue Mar 31, 2020 1:29 pm

ტარიელ ხარხელაური

ან რაღა უნდა მოგიყვე...

გაიცრიცება საღამოს ბინდი,
ვიცი,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც მიდის,
შენ საით წახვალ,
ხმელო ფოთოლო!
ამოვარდნილა ქარი ძლიერი,
ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.
და შენზე ამით ვარ ბედნიერი,
რომ ქარს არ ავდევ,
ხმელო ფოთოლო.
ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,
მთა დუმს,
ამ დილით უნდა მოთოვოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ სადღა წახვალ,
ხმელო ფოთოლო!..

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyTue Mar 31, 2020 1:30 pm

ტარიელ ხარხელაური

არ მიკვირს გაუგნურება ...

არ მიკვირს გაუგნურება,
განზე გადგომა მხარისა
და გლოვისფერი ბუნება,
ჩამოღონება მთვარისა.
ჩემი ტკივილის სათავე –
ჩადგომა არის ქარისა.
თავს მოვიკლავდი ახლავე,
რომ არა მწამდეს ხვალისა.

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyTue Mar 31, 2020 1:41 pm

ტარიელ ხარხელაური

აღარ მინდიხარ აღარც შენ...

აღარ მინდიხარ აღარც შენ,
თეთრად გაშლილო დეკაო,
რად ჰფიქრობ, უფრო შეგამჩნევ,
ხშირად რომ გადმომხედავო.
ისე ვარ დაბრმავებული,
ვერ ვგრძნობ, ვერც რასა ვხედავო.
მარტო შენს დარდზე რომ ჰფიქრობ,
ჩემს გულშიც ჩაგახედაო,
როგორ დუღს ჯავრის მორევი,
შიგ ჯავრი იხარშებაო.
ნათელი გარეთ გამოდის,
ბნელი შიგავე რჩებაო.
არ მესმის, არა ვიცი რა
თუ ვინ რას მეკითხებაო.
მარტო ჩემს თავზე ვისურვო,
როცა სამყარო ქრებაო.
არც არა მზისა შეგშურდეს,
ისიც ნელ-ნელა ლხვებაო.

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyTue Mar 31, 2020 1:42 pm

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Tar_i-11

ტარიელ ხარხელაური

ბინდია...

ბინდია,
სულში მთვარე შემოდის,
კედელზე ბოლავს სანთლის
ნამწვავი,
მადლობა უფალს!
რომ უშენობით
შენზე მუდმივი ფიქრი
მასწავლე.

Exclamation


Last edited by Admin on Mon May 25, 2020 3:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyTue Mar 31, 2020 1:44 pm

ტარიელ ხარხელაური

ლანდების დარბაზი

(ნაწყვეტი)

სცენა...
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი, უაზროდ ვიწყებ ბორიალს...
არა, ბატონო, არა და არა..! _
ეგ ჩემთვის მეტად დიდი როლია.
ცოტა ხმამაღლა, არ ისმის, რა სთქვი?!
ეს გრიგალებიც ზღვებს არყევს ძლიერ
და მაინც ჰფიქრობ _ გვირგვინი დაფნის
შუბლს მომილბობს და შემიცვლის იერს.
არც მოლოდინი ცით რისხვის მზარავს
და არც მსოფლიო შიში მაქვს წარღვნის,
არა, ბატონო, არა და არა,
მაგ როლზე ჩემი მოცდენა არ ღირს.
ვაცხადებ უარს, დღეებს მოავდრეთ
კვალში ვუდგევარ, ზათქით მივგრგვინავ.
თქვენ ვისაც გინდათ იმას მოარგეთ
ეგ სისხლიანი დაფნის გვირგვინი...
და სისხლიანი ეგ ველი ბრძოლის
მეც ბევრჯერ ვლოკე, არ ვამბობ უარს...
მაგრამ, ო, არა ეგ დიდი როლი
თქვენ ითამაშეთ, იოლი თუა.
ამ თამაშიდან გავიდე უნდა,
სიმართლე გითხრათ, კიდეც ვიღლები...
მე დამიბრუნეთ ეგ ჩემი გუდა
თქვენ დაიბრუნეთ თქვენი ნიღბები...
სცენა_
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი, უაზროდ ვიწყებ ბორიალს.
არა, ბატონო! არა და არა!
ეგ ჩემთვის მეტად მძიმე როლია.

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptySat May 23, 2020 12:51 pm

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Tar_i-10

ტარიელ ხარხელაური

***
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
ამ საზღვრების იქით
ბილიკი მხოლოდ ჩემთვისაა
ძნელად სავალი.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
გათავდა ფიქრი, გაცვდა კალამი
და დადუმდა ჩანგი ლირიკის.
ფერი, რომლითაც შენს სახეს ვქმნიდი,
შავი ნისლივით დაიხვია ჩემმა გონებამ,
მე დაშლილი ვარ ყოველი მხრიდან.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
ჩემს სულში მხოლოდ ტკივილია
ყველაზე წმინდა,
რაც კი ოდესმე კაცთა მოდგმას უტარებია.
მე ფიქრს დავცილდი -
წუთისოფლის ამაოებას...
მე ფიქრს დავცილდი,
დავუტოვე საზრდოდ სამყაროს.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო...
ეს სიტყვა ჩემთვის ძნელი იყო
ძალზე სათქმელად.

Exclamation


Last edited by Admin on Mon May 25, 2020 3:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptySat May 23, 2020 4:56 pm


ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი
•May 8, 2020


ლელა თათარაიძე (3 ივლისი,1949, ზემო ალვანი) - მომღერალი, სიმღერების ავტორი და ლოტბარი. თუშური სიმღერებისა და მელოდიების განთქმული შემსრულებელი. უკრავს აკორდიონსა და ფანდურზე. ლელა თათარაიძე და ასევე სახელ-განთქმული ეთერ თათარაიძე არიან დები.

ტექსტი:
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ გვერდით იდოსა,
ამოვყვე,ქშენით ამოვძოვ
სასხლით დაღვარულ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა კი სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა…
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.
ტარიელ ხარხელაური

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptySun May 24, 2020 2:57 am

ტარიელ ხარხელაური

***
ცოცხალ მკვდრებივით დაყრილან
გონწართმეული ხევები.
სასომიხდილი მდინარე
ხავსიან ლოდებს ლოკავს.
იანვრის ქარი აივლის
შეჭირხლულ ტყეებს ხველებით...
შეხვდება გზაში მოსისხლეს,
დედას უტირებს, მოჰკლავს...
ძმისმკვლელის სისხლი სწყურია,
მისდევს ბილიკებს, ნათლავს,
შურს არ შეარჩენს შურიანს,
მოძმეს დაენთოს სანთლად...
ბებერ მგლები ყმუიან
იქ, ლომისგორის ხევში,
მოდის და მუხლებს მოიმტვრევს
ქარი წიოკით, თქეშით,
მოძმის საფლავთან შედგება,
თვალს დააკვესებს წყრომით,
თოვლში მხრებამდე ჩადგება,
ღრუბლებს გაჰკენწლავს შორით.
რა დედა გაუჯავრდება,
მამა დაუშლის რამეს?!
ჩაივლის,
ჩააკანკალებს
გვერდებს ჩააცლის ხრამებს.
- ვაგლახ მე!
დედას გიტირებთ!-
ვის, ემუქრება, ვისა,
გულღვარძლიანი ხევსური,
სისხლის ამღები ძმისა.
საყორნის მთაზე შედგება,
მთას აეწვება გავა.
ო, ვის რა დაუღამდება
ზამთრის მოკლე დღე შავად!
წავიდა...
მერე ნისლებმა
გადააფარეს კალთა.
ჩაჰკეცა ვიწრო ბილიკი,
ლომმა მუხლებით ჩაფქვა.
ცოცხალმკვდრებივით ეყარნენ
გონწართმეული ხევები.
სასომიხდილი მდინარე
ხავსიან ლოდებს ლოკავს.
იანვრის ქარი აივლის
შეჭირხლულ ტყეებს ხველებით...
გამოარიდეთ მოსისხლე,
დედას უტირებს, მოჰკლავს!

Exclamation


Last edited by Admin on Mon May 25, 2020 12:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyMon May 25, 2020 10:00 am

ტარიელ ხარხელაური

***
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს.

Exclamation


Last edited by Admin on Mon May 25, 2020 9:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 EmptyTue May 26, 2020 2:26 am


ტარიელ ხარხელაური - ცოცხალ მკვდრებივით დაყრილან...
•May 25, 2020

ცოცხალ მკვდრებივით დაყრილან...
© ტარიელ ხარხელაური
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020
მუსიკა - პოლ უინტერი „მგლის თვალები“.
***

ტარიელ ხარხელაური

***
ცოცხალ მკვდრებივით დაყრილან
გონწართმეული ხევები.
სასომიხდილი მდინარე
ხავსიან ლოდებს ლოკავს.
იანვრის ქარი აივლის
შეჭირხლულ ტყეებს ხველებით...
შეხვდება გზაში მოსისხლეს,
დედას უტირებს, მოჰკლავს...
ძმისმკვლელის სისხლი სწყურია,
მისდევს ბილიკებს, ნათლავს,
შურს არ შეარჩენს შურიანს,
მოძმეს დაენთოს სანთლად...
ბებერ მგლები ყმუიან
იქ, ლომისგორის ხევში,
მოდის და მუხლებს მოიმტვრევს
ქარი წიოკით, თქეშით,
მოძმის საფლავთან შედგება,
თვალს დააკვესებს წყრომით,
თოვლში მხრებამდე ჩადგება,
ღრუბლებს გაჰკენწლავს შორით.
რა დედა გაუჯავრდება,
მამა დაუშლის რამეს?!
ჩაივლის,
ჩააკანკალებს
გვერდებს ჩააცლის ხრამებს.
- ვაგლახ მე!
დედას გიტირებთ!-
ვის, ემუქრება, ვისა,
გულღვარძლიანი ხევსური,
სისხლის ამღები ძმისა.
საყორნის მთაზე შედგება,
მთას აეწვება გავა.
ო, ვის რა დაუღამდება
ზამთრის მოკლე დღე შავად!
წავიდა...
მერე ნისლებმა
გადააფარეს კალთა.
ჩაჰკეცა ვიწრო ბილიკი,
ლომმა მუხლებით ჩაფქვა.
ცოცხალმკვდრებივით ეყარნენ
გონწართმეული ხევები.
სასომიხდილი მდინარე
ხავსიან ლოდებს ლოკავს.
იანვრის ქარი აივლის
შეჭირხლულ ტყეებს ხველებით...
გამოარიდეთ მოსისხლე,
დედას უტირებს, მოჰკლავს!

***
Below lie as not alive or dead
The verse by Tariel Kharkhelauri (in Georgian)
This clip is made with: 'Wolf Eyes' by Paul Winter.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
https://youtu.be/ryRK1Tbpn7o


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   ტარიელ ხარხელაური - Page 4 Empty

Back to top Go down
 
ტარიელ ხარხელაური
Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: