Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: შეთე Sat Mar 21, 2009 5:10 pm | |
| შეთე - მისი თიკუნია ბერიძე ხახონიშვილისა...  | |
|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: შეთე Sat Mar 21, 2009 7:10 pm | |
| - გამრიგე wrote:
- შეთე - მისი თიკუნია ბერიძე ხახონიშვილისა...

დასაზუსტებლად: ------------------- ქართული ხალხური პოეზიის მე-9 ტომში(გვ.344)ვკითხულობთ: "შეთე ზედმეტი სახელია ბერიძე ხახონიშვილისა,რომელიც განთქმულ მოლექსედ ითვლებოდა ფშავში..." მეც დამაეჭვა "ბერიძის" სახელად მოვლინებამ.სანათა რომ ამბობს "ბახტრიონში":"აქა ვარ გმოთხოილი,ბერიძე მყვანდა ქმარიაო",_აქაც ბერიძე სახელივითაა... ... ასეა თუ ისე,არსებობს შეთე,მართლაც,უნიჭიერესი მელექსე. ...
შეთემ თქვა ხახონიშვილმა -------------------------------- შეთემ თქვა ხახონიშვილმა, ლექსი მაქვ გასავრცელები; ახადს შამოვლა მინდოდა, იქა მაქვ მოსახსენები. დაზრდილან ჯეილ ბიჭები, ვეღარ ვარგიან ძველები, თითო არშინებ ქოჩრები, სუ დაუპარსავ წვერები. ჭიპჭონაის ქალს ვეუბენ, მაგათ ნუ გეეთელები, თუ მაგათ გვერდში დაუწევ, მუცელში გაიბერები. ეხლა კი დედა უტირე, ხო დაუსეტყვა ქერები, კახეთს იარონ პურობა, გრიხონ საპალნის წნელები!  | |
|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: შეთე Sun Nov 01, 2009 9:32 am | |
| შ ე თ ე ს
საწყალს,რა ცუდი დღე ადგას, ჩემ თავ მამკვდარსა შეთესა, გაუხდა მაგის ცოლებსა, ახალმ აჯობა ბებერსა, მაგათ მეშვლობას მოუნდა, თავ დაუნებდა გრდემ-კვერსა. ორ ცოლის მონიაზეო, თავი ახალე კედელსა! | |
|