| | ლექსო ლეკიაშვილი | |
| Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
 | Subject: ლექსო ლეკიაშვილი Tue Mar 17, 2009 2:27 pm | |
| | |
|  | | ნეკერა Into Armury


 Number of posts : 142 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ლექსო ლეკიაშვილი Wed Mar 18, 2009 1:12 am | |
| ორმაგი მოციქული ციკლიდან „პოემატოგრაფი” ფილმი და თამაში „ჰიტმენი”მისია I ანუ „მე, ჰიტმენი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი...” ხელისგულში მოვაქციე ცხადიცა და სიზმარიც, მეეჭვება, ჩემზე მეტის ვინმემ შეძლოს ატანა... დრო მყავს, როგორც არბალეტით გასროლილი ისარი, სივრცე - როგორც მოქნეული სამურაის კატანა! თვით სატანაც თვალს არიდებს ჩემს სისხლიან ნაბიჯებს, ერთადერთი სახელი მაქვს - კოდი 47... სიცოცხლეს კი ის არ გვართმევს, ვინც სიცოცხლეს გვანიჭებს მეც თანდათან მივეჩვიე და თანდათან დავმშვიდდი! ჩემი გზების გასაყარზე ერთხელ კიდევ მივედი და მომიწევს ერთხელ კიდევ ჩუმად დავასამარო როიალის გამწყდარ სიმით მოხრჩობილი იმედი და ოპტიკურ სამიზნეში ჩამწყვდეული სამყარო. მე ვეღარ ვგრძნობ ცოდვებისგან გამოწვეულ სიმძიმეს, არ მივიკვლევ ამ ცხოვრებას ტანჯვითა და წვალებით, მე ყოველთვის მშვიდადა ვარ და როდესაც ვიძინებ, არ მდევნიან მსხვერპლის ღიად დარჩენილი თვალები. მხოლოდ ერთი გადამირჩა - ჩემი ბედის მისანი! ვინც მე იმას მაპოვნინებს, ჩემი სულიც მისია... სიკვდილია ჩემთვის დღემდე ერთადერთი მიზანი, სიცოცხლე კი - ერთი დიდი უხმაურო მისია! სავე მისია II ანუ „ლოცვად მუხლმოყრილი ჰიტმენს შევედრები...” როგორც ვატყობ, პიროვნების გაორება მეწყება ვერ გავიგე, რომელი ვარ - კილერი თუ პოეტი, ჩემი სული ცოდვებისგან აღარ გაირეცხება, მაგრამ მაინც... წამოვედი და ტაძრამდე მოვედი. გირჩევნიათ მოკვდავებს, აღარ გამომეკიდოთ - მე არ ვერჩი არავის, სანამ არ შემაწუხებს გარდერობი, რომელშიც ძველებურად ჰკიდია სისხლიანი წარსული და სისხლისფერი ჰალსტუხი! მეც ვიყავი თქვენნაირი და თქვენს ყოფას, ცივილურს, ვამოკლებდი ჩემი ნაღდი წესრიგით და ეთიკით და გულიდან ამოხეთქილ კივილებს და ტკივილებს ვერ მიყუჩებს ვეღარც მუშტი, ვეღარც ანესთეტიკი. ქვეყნად ყველა სისხლის წვეთი ჩემი ნატერფალია, ხელთ მაქვს ყველა გასაღები, უფსკრულის კარს რაც აღებს... მე - ბნელეთის მოციქული - უფალთან ვკრავ ალიანსს და სკალპელით გადაჭრილი სისხლძარღვივით ვცახცახებ! ამ ქვეყნისგან გარიდება სხვას ყველაფერს მერჩივნა, დავიღალე, აღარ მინდა, რომ ცოდვებმა მარჩინოს... მე ვხოცავდი, რათა ჩემი ხორცი გადამერჩინა და ვლოცულობ, რათა ჩემი სული გადავარჩინო! 14.07.2008წ. P.S. მე შენით ვამაყობ, დიიიიიიდო პოეტო  | |
|  | | 2x+1
 Number of posts : 15 Age : 102 Location : ასათიანი Job/hobbies : უსაქმურების არმიის გენერალსიმუსი Humor : x2+2ab+85 Registration date : 07.03.09
 | Subject: Re: ლექსო ლეკიაშვილი Wed Mar 18, 2009 1:35 pm | |
| უზენაესი (საბჭოს) ქურუმი
ციკლიდან: `პოემატოგრაფი~ ფილმიდან: `მუმია~
არ მგონია, ჩემნაირი კიდევ სადმე სხვა თუა (ეჰ, რამდენი საუკუნე გაპარულა ნატვრაში...) წყევლასავით ვერ ვიშორებ ანუბისის სტატუას, დილის სხივიც ვეღარ აღწევს ჩემს ბნელ ჰამუნაპტრაში!
ხოჭოები და ფიქრები ისევ მჭამენ, მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა ქვიშა ვარ... მე ვარ ბოროტი... და არ ვიცი, რა დამიშავა დანარჩენმა კაცობრიობამ.
სივრცე წინ მაქვს გადაშლილი, თითქოს ტაროს კარტია, მეც ვმკითხაობ _ დროის მონა დარდით ნალამუნები... მინდა, თავი დავაღწიო ამ ქაჯების პარტიას, მიმელიან სადღაც ჩემი ანაქსუნამუნები!
მე ვარ ბოროტი... მაგრამ მიყვარს, ისე როგორც ადრე მიყვარდა, ფარაონის ძვირფასი ცოლი, მასაც ვუყვარდი, სწორედ ამისთვის დაგვსაჯეს, და ჩემი გული, ხოჭოებისგან შეჭმული გული და ტვინი, და რწმენა სადღაც პირამიდის ბნელ სენაკში გადამივარდა...
და მას შემდეგ ვწევარ ასე, ურწმუნო და უტვინო, შემარჩინეს მხოლოდ სული _ ისიც უღვთოდ ვნებული, და აქედან როცა ვუმზერ თქვენს დამქანცველ რუტინას, მგონია, რომ ყველანი ხართ მუმიფიცირებული!
ბევრს, და, მათ შორის, თქვენც, გეგონათ, რომ მე მთელი ეს დრო სარკოფაგში ვიწექი, და მერე ავდექი, დაახლოებით ისე, როგორც ერთმა პოეტმა დაწერა: `სარკოფაგიდან დგებაო მუმია!~ მაგრამ ცდებით!
მე აქა ვარ, არაერთხელ შერაცხული ავსულად, როგორც ხედავთ, შერისხვამაც ვერ ამომდო აღვირი, მე აქა ვარ და არასდროს თქვენგან არსად წავსულვარ, მე _ ქურუმი იმჰოტეპი, ოსირისის მახვილი!
და როდესაც ხალხთან გამოვედი, მე ისინი დავიმორჩილე, და მათ დაიწყეს ჩემთვის და ჩემი სახელით ბრძოლა, ისინი დადიოდნენ ქუჩაში და იძახდნენ ჩემს სახელს (მე კი მრავალი სახელი მაქვს):
_ იმ-ჰო-ტეპ! _ იმ-ჰო-ტეპ! _ ჩაუ-შეს-კუ! _ ჩაუ-შეს-კუ! _ ზვი-ა-დი! _ ზვი-ა-დი! _ იუ-შენ-კო! _ იუ-შენ-კო! _ მი-შა! _ მი-შა! _ ზიგ ჰაილ! _ ზიგ ჰაილ! _ ზიგ ჰაილ! | |
|  | | Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ლექსო ლეკიაშვილი Sat Mar 28, 2009 11:47 am | |
| # 35 ეს ლექსი დავწერე #35 "მარშრუტკაში" თქვენ შემომხედეთ... და ჩემი ლექსი გადაგეღვრებათ თმებში წვიმებად... თქვენ ჩაიკითხავთ ამ ლექსს და ჩემზე, როგორც სულელზე, გაგეღიმებათ. თქვენ წახვალთ... ტერფთა უნაზეს კვალზე მოვა რითმების შმაგი დინება... მე გავიხსენებ თქვენს მწვანე თვალებს და ღამე აღარ დამეძინება... მივდივარ უხმოდ, თქვენგან შეშლილი... ტუჩებიც თბილი, მზერაც თბილია... ეს მე ვარ - ლექსო ლეკიაშვილი! ჩაბრძანდით, თქვენი გადახდილია!  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ლექსო ლეკიაშვილი  | |
| |
|  | | | ლექსო ლეკიაშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|