არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ოთარ ჭილაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:26 pm

ოთარ ჭილაძე - Page 3 Otar_c12

ოთარ ჭილაძე

***
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

2007

Arrow


Last edited by Admin on Wed Apr 29, 2020 9:50 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:27 pm

ოთარ ჭილაძე

***
ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის...
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.
ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს...
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.

2006

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:44 pm

ოთარ ჭილაძე

გარეთ თოვს...

გარეთ თოვს... გარეთ ვიღაც იცინის,
ვიღაც თავისთვის იცინის მარტო,
რადგან კვლავ იგრძნო თეთრი სიცივე,
კვლავ ცოცხალია და ასე ათოვს.
მე კი კვლავ შენთან დავრჩი ცოტა ხნით,
როგორც ვრჩებოდი ოდესღაც, სხვა დროს...
მაგრამ ეს ვითომ მყუდრო ოთახი
აღარც მიზიდავს და აღარც მართობს.
შემოდის კატა, როგორც ციცინო –
რაზე საუბრობთ, ან როგორ ხართო...
გარეთ თოვს, გარეთ ვიღაც იცინის,
ვიღაც თავისთვის იცინის მარტო.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:45 pm

ოთარ ჭილაძე

გზა მიდის მთებში: თეთრი და მრუდე

გზა მიდის მთებში: თეთრი და მრუდე
და გზას კივილით მისდევს იელი..
მე შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა
და ამ სურვილით ვიყავ ძლიერი.
მაგრამ ეს წუთი არაფრით არ ჰგავს
შენს მოლოდინში გაფრენილ წუთებს..
გზა მიდის მთებში და ჩრდილებს კარგავს
და მიდის მთებში, თეთრი და მრუდე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:47 pm

ოთარ ჭილაძე - Page 3 Otar-c10

ოთარ ჭილაძე

ავტობიოგრაფია

ოთარ ჭილაძე დაიბადა ქალაქ სიღნაღში, 1933 წლის 20 მარტს. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი გახლდათ ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. ოთარი მათი მეორე შვილია. სულ სამი შვილი ეყოლათ, ოთარამდე – თამაზი და ოთარის შემდეგ – თინა. ოთარი არც მამას ჰგავს, არც დედას, უფრო სწორად, იმდენად ჰგავს ორივეს, რამდანადაც მაინცდამაინც მას გამოჰყვა თუკი რამე ნაკლი ჰქონდათ მის მშობლებს, ან გარეგნობაში, ან ხასიათში…
სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა, თუმცა დიპლომი აქამდე უნივერსიტეტის არქივში ინახება. სწავლის წლებიდან ყველაზე მძაფრად კოშმარული სიზმარი ახსოვს: ვითომ, რომელიღაც საგანში (საგანს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა) საშემოდგომო გამოცდა გამოჰყვა და არ იცის, როდის, სად და ვისთან უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩასაბარებლად. პირველი ნაწარმოები ნამდვილად არ ახსოვს. პირველი სიყვარული ახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად.
მსახურობდა მხოლოდ რამდენიმე წელი, ჟურნალ „მნათობში“, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა. ჯილდოები მიღებული აქვს, თუმცა, როგორც თვითონ ფიქრობს, ნამდვილად არ დაუმსახურებია ისინი, მით უფრო, საბჭოთა ხელისუფლებისგან. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებდა ეს ამბავი. უფრო სწორად, თვითონ იცოდა, როდის როგორ მოქცეოდა ნებისმიერ ქვეშევრდომს, დაეჯილდოვებინა თუ დაესაჯა, რადგან არც დასასაჯელად ჭირდებოდა მიზეზი, არც დასაჯილდოვებლად. ამიტომ, ჯილდოების დასახელებისგან თავს შეიკავებს, მით უფრო რომ, უმეტესი ნაწილი ოთხმოცდაათიანი წლების ეკონომიურ სიდუხჭირეს შეეწირა. მაშინ, რატომღაც, ფასი დაედო და მუშტარიც გამოუჩნდა საბჭოურ ჯილდოებს. რაც შეეხება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი აზრით, მან მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი დაბნეულობისგან, უკვე ორჯერ დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რასაც, თუ მახსოვრობა არ გვღალატობს, მხოლოდ კოტე მახარაძე თუ ღირსებია.
დაოჯახდა ადრე, უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ჰყავს ორი შვილი – ზაზა და თაკო – და ოთხი შვილიშვილი – ნანა, ანა, ოთარი და ნათელა, რომლებიც თავს ურჩევნია და რომლებსაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის. რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც – ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, „სხვა გზას“ დაადგა. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც, ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია. „დიდი საზოგადოებრივი საქმე“, ჩვენი აზრით, არ გაუკეთებია. ჩვენში რომ ვთქვათ, არც არავინ ანდობდა, რამდენადაც საბჭოეთის ერთ-ერთი უერთგულესი და უფხიზლესი ცერბერის თვალსაზრისით, „რესპუბლიკის მასშტაბით“, ის იყო ქვეყნისთვის ყველაზე არასანდო ელემენტი, რაც ოფიციალურადაც განაცხადა კიდეც გაზეთში, ოღონდ, უკვე გადამდგარმა. ხოლო, ახალ ხელისუფლებას, მისი რანგის მწერალი, ალბათ არ ემეტება „დიდი საზოგადოებრივი საქმეებისთვის“. სამხედრო სამსახური უნივერსიტეტში მოიხადა: ორჯერ გაიწვიეს ერთთვიან შეკრებაზე გორში, სადაც თითბრის მათლაფიდან ჭამდა და ხვლიკებით სავსე კარავში ეძინა.
მწერალთა კავშირში 1959 წელს მიიღეს, პირველი პოეტური კრებულის გამოცემამდე, რაც მაშინდელი ნორმატივების გათვალისწინებით, თითქმის წარმოუდგენელი ამბავი იყო და დიდ პატივად ითვლებოდა. იმანაც შეიფერა და, როგორც ხედავთ, აქამდე ვერ შელევია ამ პატივს, ანუ, ჯერ კიდევ არ გამოსულა მწერალთა კავშირიდან, ჯერ კიდევ ითრევს ფეხს, რამდენადაც ვერც ის გაარკვია, რა სჯობს თავად მწერლობისთვის: ცუდი მწერალთა კავშირის მიტოვება უბრძოლველად, თუ განდგომილთა, გაქცეულთა უკან მობრუნება და, მათთან ერთად, კარგი, თუნდაც არსებულზე უკეთესი მწერალთა კავშირისთვის ბრძოლა. ყმაწვილთა საკითხავად სამი ლექსი აქვს დაწერილი: „ზოოპარკი“, „პედრო“ და „ფრანგული ზღაპრის ფრაგმენტი“. რაც შეეხება „საქმიან მოგზაურობებს საზღვარგარეთ“, ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, ერთხელ დიდი ხნის წინად, მართლაც იყო მცდელობა, ისიც ჩაერთოთ „საქმიან მოგზაურობაში“, ანუ ისიც შეიყვანეს სამკაციან დელეგაციაში, ფინელ მწერლებთან შესახვედრად, მაგრამ ადგილობრივმა ცენტრალურმა კომიტეტმა ვერ გაბედა პასუხისმგებლობისაღება საკუთარ თავზე, რის მერეც, საკმაოდ დიდი ხნით, საერთოდ აეკრძალა იმას ყველანაირი მოგზაურობა საზღვარგარეთ. ასე რომ, კურიოზებს სხვისასაც ვერ იტანს, მით უფრო, კურიოზების სახალხოდ მოყოლას. ხოლო, „ტკივილიანი მოგონებები“ იმდენად ბევრი აქვს, ვერ გამოარჩევს რომელიმეს, თანაც ასე ნაუცბათევად. ჰობი, არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში, დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა. არის რუსთაველის, ილიას, ყაზბეგის, საბას და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ასევე – ნობელის პრემიის ნომინანტი. ამიტომ, „სხვათა შეფასებანი“ სჯობს სხვებს ჰკითხოთ. ასევე გაუჭირდება, თავად განსაზღვროს, რა ადგილს იკავებს ლიტერატურაში, თუმცა, თარგმნილი აქვს რასინის „ფედრა“, ბაირონის „ბარათი ავგუსტას“, ლონგფელოს „ჰაიავატას სიმღერა“, პუშკინის „რუსლანი და ლუდმილა“, „პოლტავა“ და „ბაღჩისარაის შადრევანი“… ასევე – ბაგრიცკის, უკრაინკას, ბაჟანის, ისაკიანის, ჰესეს და სხვათა ლექსები… ჟან ანუის „ანტიგონე“, თამაზთან ერთად…
მეტი რა ქნას, თითქმის უკვე ნახევარი საუკუნეა, ინტენსიური და საკმაოდ ნაყოფიერი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა გამომცემლობასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. ძალიან ბევრი წიგნი აქვს გამოცემული და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, არც ამით გამოირჩევა სხვებისგან.
მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ჯერჯერობით, არცერთ ქველმოქმედს არ გახსენებია მისი არსებობა, არც დაინტერესებულა, რითი უდგას სული ამ უჰონორარობის მეტისმეტად გაჭიანურებულ პერიოდში. თავად კი, როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერ გახდება ქველმოქმედი, თუნდაც, მარტო უფულობის გამო…

2004

Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 27, 2020 11:29 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:48 pm

ოთარ ჭილაძე

შობა და გამოჩეკვა

(საერთო პასუხი მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის კორესპონდენტის შეკითხვებზე)

თქვენ თუ მართლა გაინტერესებთ, რა გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც მწერალზე, მშობლიურმა ლიტერატურამ და ისტორიამ, საერთოდ ქართულმა კულტურამ, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, გადამწყვეტი-მეთქი. თუკი ჩემი შემოქმედება მართლა იმსახურებს მკითხველის ყურადღებას, მით უფრო, ასე დიდი მასშტაბით – ვგულისხმობ რუსულენოვან მკითხველს – თუკი ჩემი შემოქმედება არაქართველ მკითხველშიც იწვევს გარკვეულ ინტერესს, თუკი მასაც აღელვებს, აშფოთებს და ახარებს ის, რითაც მე ვღელავ, რაც მე მიმაჩნია აღსაშფოთებლად ან გასახარად, რა თქმა უნდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ლიტერატურის, ქართული ისტორიისა და კულტურის დამსახურებაა, რამდენადაც მეც მისი სისხლხორცეული, განუყოფელი ნაწილი ვარ, მისი წესის მიმდევარი და მისი სიტყვის გამტარებელი.
ხოლო რაკი საქართველოც, თავის მხრივ, ასევე სისხლხორცეული და განუყოფელი ნაწილია მსოფლიოსი, არანაკლებ მნიშვნელოვანია და, რასაკვირველია, გარკვეულ ზეგავლენასაც ახდენს ჩემზე ის საერთაშორისო, საყოველთაო გამოცდილება კულტურისა და ლიტერატურისა, რაზედაც ხელი მიმიწვდება. ჩემი აზრით, ეს აუცილებელი გავლენაა, რამდენადაც ამგვარი გავლენის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ნებისმიერი ეროვნული ლიტერატურის არსებობა და, მით უმეტეს, მისი შემდგომი განვითარება.
რაც შეეხება „ლიტერატურნაია გაზეტაში“ დაბეჭდილ ლექსებს, სამწუხაროდ, ყველა ლექსი ძველია. უბრალოდ, გვიან ითარგმნა და ამან განაპირობა მათი ასევე დაგვიანებული გამოქვეყნებაც. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ლექსებს აღარ ვწერდე, თითქოს პროზა ვამჯობინე პოეზიას, როგორც კრიტიკოსებს ჰგონიათ. კრიტიკოსებს, ალბათ მათი პროფესიის უაღრესად არისტოკრატიული ბუნების გამო, ხშირად, ნაწარმოებზე მეტადაც, ის მიზეზები, მოვლენები, ხელისშემშლელი თუ ხელისშემწყობი პირობები აინტერესებთ, რომლებიც წინ უძღვის და თან ახლავს ამა თუ იმ ნაწარმოების დაბადებას. მაგრამ კრიტიკოსებმა არ იციან, მწერალზე რომ არ არის ეს დამოკიდებული. მწერლის სათქმელი განაპირობებს ჟანრს და არა მწერლის სურვილი. ოღონდ, თავად მწერლისთვის, თუკი ნამდვილად მწერალია, ყველა ჟანრი ერთნაირად მისაღებია, ანუ ჟანრებს შორის არანაირი არსებითი, მით უფრო, თვისობრივი განსხვავება არ არსებობს მისთვის, ისევე როგორც, ვთქვათ, შობასა და გამოჩეკვას შორის. უბრალოდ, მწერალს ერთიც უნდა შეეძლოს და მეორეც, იმისდა მიხედვით, თუ როდის რომელ ჟანრთან იქნება დაკავშირებული სულიან- ხორციანა, მთელი არსებით...
შეგნებულად, წინასწარი განზრახვის, ან რაიმე პროფესიული მოსაზრების გამო არც მე გადავსულვარ პოეზიიდან პროზაში. ამჯერადაც სათქმელმა მოითხოვა ასე, სათქმელმა აირჩია ჟანრი, თორემ მე ჩემი პირველი რომანი თავიდან პოემად მქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ თანდათანობით დავრწმუნდი, ვერანაირი „კვერცხი“ ვერ დაიტევდა იმ ზღვა მასალას, რომელიც, ერთი შეხედვით, მართლაც უაღრესად პოეტურმა ვერსიამ მოითხოვა. ვერსიის მიხედვით, კოლხეთის ჭაობების წარმოშობა ახსნილია ოდესღაც აქ არსებული ზღვის სანაპირო ზოლის შეცვლით, რაც საფუძვლად დაედო „შეგნებულად“ უკანდახეული ზღვის სახის შექმნას, რამაც, თავისთავად, სხვა უამრავი მეტაფორა მოიყოლა თან და სწორედ ამით განაპირობა მომავალი ნაწარმოების დაბადების „მეთოდიცა“ და გარეგნული მხარეც. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, თუ რამდენად საჭირო და სიცოცხლისუნარიანია, რასაც მწერალი „შობს“ ან „ჩეკავს“, სულერთია, კიდევ ერთი შვლის ნუკრი იქნება ის, თუ კიდევ ერთი ყვავის ბახალა. ეს კი მხოლოდ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა. მან უნდა თქვას, რამე მართლა გვცხია მწერლისა, თუ საერთოდ არ უნდა მოგვეკიდა ამ საქმისთვის ხელი. ამიტომ, თქვენ რომ ბრძანებთ, თქვენი რომანების მიმართ ინტერესი არსებობსო, რასაკვირველია, სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას ნებისმიერი მეორე ადამიანის წინაშე, რომელიც, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ჩემი მკითხველიც აღმოჩნდეს.

1986


Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 27, 2020 2:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 9:50 pm

ოთარ ჭილაძე

გუბე და ღობე

შენი ლანდია ქუჩის გადაღმა
და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,
და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან
ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.
და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ
ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,
ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად
თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.
ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,
რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა,
სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,
ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.
არ გადმოხვიდე! წადი! იარე!
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.
ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი
ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,
რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი
და არა მხოლოდ გუბე და ღობე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 10:03 pm

ოთარ ჭილაძე

და აი, როგორც სველი ძაღლები...

და აი, როგორც სველი ძაღლები,
ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები
და მოითხოვენ კარის გაღებას:
ყეფით, წკმუტუნით და დაჟინებით.
და წვეთავს ისევ წყალი თუ ღამე,
ღამე თუ შლამი, შლამი თუ სული,
თუ უაზრობით შემკრთალი წამი,
თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...
რაღა აზრი აქვს ან რითი შეცვლი
ფუძეგამოცლილ ცასა და მიწას,
ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით,
ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.
თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს,
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას,
და სხვას არასდროს არ შეაწუხებს
ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია.
ადგილს მიწაზე ყველგან იშოვის
დღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი,
მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორა
იმედი - სულის მთავრი მტერი.
ჩემი ცხოვრებაც, ბუნების სარკე,
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის
და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს
მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.
ნახვამდის, ზღვაო, თავისუფალო!
ნახვამდის, თუმცა შენთან ვარ ისევ
და დაყრუებულ სხეულით ვისმენ
შენ ხმას თუ ხმაურს: მხნეს და უბრალოს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Dec 09, 2019 10:12 pm

ოთარ ჭილაძე

კერიის კვამლის ფთილა

(საერთო პასუხი ჟურნალ „ლატინსკაია ამერიკას“ ანკეტაზე)

ყოველნაირად შევეცდები დავაკმაყოფილო თქვენი თხოვნა, ანუ – შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ შეკითხვებზე და, რაც მთავარია, ვიყო გულწრფელი: არც ცოდნა დავმალო და არც უცოდინრობა იმ საკითხებისა, რომელთა გასარკვევადაც ესოდენ სერიოზული ღონისძიების ჩატარება განგიზრახავთ. ამიტომ, თავიდანვე ვიტყვი, რომ თქვენმა შეკითხვებმა რატომღაც საკამათოდ განმაწყო, უფრო სწორად, მეც ათასი შეკითხვა გამიჩნდა; მაგრამ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, შეიძლება სწორედ ამ შეკითხვების მეშვეობით მოვახერხო ჩემი აზრის გამოთქმა, რამდენადაც აქამდე არასოდეს მომცემია შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამომეყალიბებინა გარკვეული შეხედულება ლათინურ-ამერიკულ რომანზე.

უფრო მეტიც – ზოგადად ლათინურ-ამერიკული რომანი, პირადად ჩემთვის ნაკლებად ამაღელვებელი მოვლენაა, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისის გარდა, უფრო ზუსტად – მარკესის გარდა, რომლის გამოჩენამაც, ჩემი ღრმა რწმენით, საერთოდ განაპირობა ცნება „თანამედროვე ლათინურ-ამერიკული რომანი“ – როგორც განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა. ლათინურ-ამერიკული რომანი მარკესამდეც ხომ არსებობდა? არსებობდნენ ის მწერლებიც, რომელთა სახელებიც დღეს საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ მარკესის გამოჩენამდე აზრადაც არ მოსვლია ვინმეს, ელაპარაკა ლათინური ამერიკის ლიტერატურის მსოფლიო მნიშვნელობაზე და, რაც ჩვენთვის მთავარია, მისი გავლენის კვალი ეძებნა რიგი ქართველი, სომეხი, უკრაინელი თუ ბალტიისპირელი მწერლის შემოქმედებაში. კეთილი და პატიოსანი! პირადად მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ამგვარი გავლენებისა. პირიქით – ჩემი აზრით, ლიტერატურის განვითარება საერთოდ წარმოუდგენელია გავლენების გარეშე.

ვინც გავლენას განიცდის, თავადაც ახდენს გავლენას. შეიძლება ესეც იყოს ლიტერატურის მარადიულობის საიდუმლო: მივიღე და გავეცი! მაგრამ, მე მგონი, მაინც განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს: როცა ამგვარ ლიტერატურულ გავლენებზე ვლაპარაკობთ, გავლენის სფეროებიც მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი და არა ჩვენ მიერ შერჩეული ჩვენივე შეურყეველი თეორიისა თუ მიმზიდველი მოსაზრების გასამართლებლად. ამიტომაც მოგახსენეთ ზემოთ, თქვენმა შეკითხვებმა მეც ათასი შეკითხვა გამიჩინა-მეთქი. მაგალითად, არ ვიცი და ძალიან მინდა ვიცოდე, რის საფუძველზე მიაჩნიათ, რომ ახალმა ლათინურ-ამერიკულმა რომანმა „გარკვეული ზემოქმედება მოახდინა რიგი ქართველი, სომეხი, უკრაინელი და ბალტიისპირელი მწერლის შემოქმედებაზე“? კონკრეტულად ვინ არიან ეს მწერლები? რაღა მაინცდამაინც იმათთვის აღმოჩნდა ახლობელი ლათინურ-ამერიკული რომანის ძიებანი? რა დააშავეს სხვა რესპუბლიკების მწერლებმა? ხომ არ ვაზვიადებთ ლათინურ-ამერიკული რომანის მნიშვნელობას და ხომ არ მოვიკოჭლებთ, მაგალითად, სომხური ლიტერატურის ცოდნასა და შეფასებაში? მარტო საბჭოთა და ლათინური ამერიკის ლიტერატურებში შეიმჩნევა „ინტერესთა დამთხვევა“ თუ ეს ჩვეულებრივი, უფრო სწორად, კანონზომიერი მოვლენაა ყველა ლიტერატურისთვის? მოკლედ, შეკითხვა ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი შეკითხვებია მთავარი და არა ჩემი.

აი, თქვენ მეკითხებით, რამ განაპირობა ლათინურ-ამერიკული რომანით დაინტერესება ჩვენს ქვეყანაშიო? ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი ლიტერატურით დაინტერესების მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა – კარგი წიგნი! სადაც კარგი
წიგნი დაიბადება, ჩვენც, მკითხველებიც, იქით შევბრუნდებით. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ლათინური ამერიკის ლიტერატურის ბოლოდროინდელ აღზევებაში უდიდესი როლი მიუძღვის მოულოდნელობის ეფექტს. ყუმბარა იქ აფეთქდა, სადაც არავინ ელოდებოდა. მაგრამ მარტო იქ „აფეთქდა“ თუ მსგავსი „აფეთქებები“ საერთოდ დამახასიათებელია ჩვენი ეპოქისთვის? ამ ბოლო ოცწლეულში ასეთი მოულოდნელი „აფეთქებები“, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ძალისა და მნიშვნელობისა, მსოფლიო ლიტერატურის სწორედ „ჩამორჩენილ“ და „მიყრუებულ“ უბნებში ხდებოდა, რაც მხოლოდ ერთი შეხედვითაა საკვირველი, თორემ ლათინური ამერიკაც ისეთივე განუყოფელი ნაწილია მსოფლიოსი, როგორიც საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია... და ისიც განუწყვეტლივაა ჩართული მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერ ლიტერატურულ პროცესში.

და მაინც, როდესაც ლათინურ-ამერიკულ რომანსა და მისი გავლენის სფეროებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ მოულოდნელობის ეფექტი. მე იშვიათად მეგულება მარკესისთანა ნიჭიერი მწერალი, მაგრამ ის რომ უფრო პრესტიჟიანი ლიტერატურის წარმომადგენელი იყოს, ვთქვათ, ამერიკული, ინგლისური, ფრანგული, რუსული ანდა თუნდაც ესპანური ლიტერატურისა, შეიძლება, მისი გამოჩენა ნაკლებად მოულოდნელი ყოფილიყო და ამდენად – ნაკლებად ეფექტურიც.

მაგრამ ასეა თუ ისე, მარკესი ნამდვილად დიდი ტალანტია და დიახაც რომ შესწევს ძალა, დიდება და უკვდავება შესძინოს მშობლიურ ლიტერატურას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ ის უფრო უნდა გვაინტერესებდეს, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ლათინურ-ამერიკული რომანი უკვე ჩამოთვლილი რესპუბლიკების რიგ მწერლებზე. წეღან ვიკითხე, რატომ მაინცდამაინც ამ რესპუბლიკების მწერლებზე-მეთქი? ახლა კი დავამატებ: ამ რესპუბლიკებშიც ხომ არ მოხდა მსგავსი „აფეთქებები“? ანუ, აქაც ხომ არ შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, რომლებმაც თავიანთი მოულოდნელობითა და ეფექტურობით თავისთავად შეუქმნეს მსგავსების ილუზია როგორც ზოგიერთ სულსწრაფ კრიტიკოსს, ისევე საამისოდ მოუმზადებელ მკითხველსაც.

ბოლო წლებში მეტნაკლებად გახმაურებული ნაწარმოებები, თუკი საერთოდ ჰგვანან ერთმანეთს, სწორედ ეფექტურობით ჰგვანან. გარკვეული დამთხვევები, საგნებისა და მოვლენებისადმი ერთნაირი მიდგომა – სრულებითაც არ არის საკმარისი, ორი ლიტერატურის ურთიერთგავლენაზე რომ ვილაპარაკოთ. ამგვარ „გავლენებს“, უპირველეს ყოვლისა, თავად ეპოქა განაპირობებს, დღეს კი ალბათ უფრო მეტადაც, ვიდრე – ოდესმე. ქვეყნები და ხალხები არასოდეს არ ყოფილან ასე ახლოს ერთმანეთთან, არამარტო გეოგრაფიულად, არამედ სულიერადაც და ფსიქოლოგიურადაც. ბუენოს-აირესში თოფი რომ გავარდეს, ერთი საათის მერე მთელ თბილისს ეცოდინება. მართალია, ლიტერატურამ არაერთხელ დაგვიდასტურა უკვე, რომ ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან და, მიუხედავად კანის ფერისა თუ მსოფლმხედველობისა, ერთნაირად ტირიან, ერთნაირად იცინიან, ერთნაირად უყვართ და ღალატობენ, მაგრამ ტექნიკურმა რევოლუციამ (თუმცა, სრულებითაც არ ითვალისწინებდა ამას) კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ადამიანური სულისა და გონების ერთნაირობას. პოეტურად რომ ვთქვათ, ახლა ადამიანებს სიზმარიც საერთო აქვთ. მაგრამ თუკი ადამიანი სიზმარში ნამდვილად იმას ხედავს, რაც ცხადში აღელვებს და აშფოთებს, მაშინ მართლა არაფერია გასაკვირი, ერთსა და იმავე სიზმარს ხედავდეს პერუელი და ესტონელი, ლუქსემბურგელი და ჩუვაში... რწმენის შერყევა, მომავლის შიში, ატომური კატასტროფის მოლოდინი განაპირობებს დღევანდელი ადამიანის აზროვნებას, თვალთახედვას, აღქმისა და განცდის თავისებურებას. აქედან იღებს სათავეს სხვადასხვა ხალხების ლიტერატურაში მიმდინარე მსგავსი პროცესებიც, მსგავსი მიდრეკილებებიც, მსგავსი მარშრუტებიც კი ისტორიასა თუ მითოლოგიაში. იოანეს გამოცხადება დიდი ხანია კაცობრიობისათვის ცნობილი „ფაქტია“, მაგრამ დღევანდელ ლიტერატურაში აპოკალიფსური ჩვენებების მოჭარბება, თითქმის დაკანონება, ისევ და ისევ დაძაბული, დასაჭექად გამზადებული ეპოქის ბრალია და არა რომელიმე მწერლის პიროვნული თვისებისა თუ პროფესიული მეთოდისა.

ფაქტორების, სტიმულების მსგავსება განაპირობებს ცალკეულ დამთხვევებს, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისითაც ერთმანეთისგან უაღრესად განსხვავებული მწერლების შემოქმედებაშიც კი. ჩემს პირველ რომანში (1972 წ.) ზღვა უკან იხევს, მიიპარება, უზღვოდ ტოვებს დაპყრობილსა და გაპირუტყვების გზაზე დამდგარ ქვეყანას. მარკესის მეორე რომანში (1975 წ.) ასევე დაპყრობილი და გაპირუტყვების გზაზე დამდგარი ქვეყნის დიქტატორი ზღვას ყიდის. ლიტერატურულ დამთხვევებს, ძირებსა და წარმომავლობებს გამოკიდებული კრიტიკოსი, თუკი ძალიან ჩაეძიება, ჩვეულებრივ დამთხვევაზე მეტს დაინახავს აქ, მაგრამ განა ეს უფლებას აძლევს ვინმეს, უპირველეს ყოვლისა კი მე – ავდგე და განვაცხადო: მარკესმა ჩემი რომანის გავლენით დაწერა თავისი რომანი-მეთქი? რა თქმა უნდა – არა. ასევე არა მგონია, ლათინურ-ამერიკულ რომანს და, კერძოდ, მარკესის რომანებს ასე უცებ მოეხდინოს გავლენა ზემოთ ჩამოთვლილ „რიგ მწერლებზე“, თუნდაც იმიტომ, ისინი და მარკესი თითქმის ერთდროულად რომ ქმნიან თავიანთ ნაწარმოებებს.

ჩვენ თუ ნამდვილად გავლენაზე ვლაპარაკობთ, გავლენისათვის გარკვეული დროცაა საჭირო, რათა გაითავისო ის, რამაც შეგძრა, დაგმუხტა, მსგავსის შესაქმნელად განგაწყო („ანა კარენინა“, ჩემი აზრით, დღევანდელ ლიტერატურაზე უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე თავის თანამედროვე ლიტერატურაზე ახდენდა). მიმბაძველობისგან განსხვავებით, გავლენა ხომ
სულზე ტოვებს კვალს?! ამას კი დრო სჭირდება. თუკი შეთვისება-შესისხლხორცებისთვის საჭირო (აუცილებელი!) დროის ფაქტორს გამოვრიცხავთ, ანდა ამ დროს ჩვენი გუნება-განწყობილებისდაგვარად ავაჩქარებთ, მაშინ კეთილშობილი, გამამდიდრებელი გავლენის ნაცვლად ჩვეულებრივი, არაფრისმაქნისი მიმბაძველობა, ანდა კიდევ უარესი – პლაგიატობა შეგვრჩება ხელში.

საერთოდ, ჩემი აზრით, მშობლიური ენა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, შეუვალი ჯებირიცაა შენსა და უცხო სამყაროს შორის და ვიდრე იქიდან შემოღწეული რაიმე ახალი მოვლენა შენს სულსა და გონებაზე მოახდენდეს ზემოქმედებას, ჯერ მან უნდა გაფილტროს თავის წიაღში, მოათვინიეროს, უფრო სწორად, მოაშინაუროს, რათა შენთვისაც უფრო გასაგები და, ამდენად, მისაღები ანდა სულაც დასაგმობი გახადოს იგი.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ლათინურ-ამერიკული რომანი, მართალია, დამსახურებულად გახდა ფართო ყურადღებისა და განსჯის საგანი, მაგრამ როცა ამ რომანის კონკრეტული ზემოქმედების კვალს ვეძებთ სხვა ლიტერატურებში, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი წიგნები საერთოდ ჰგვანან ერთმანეთს, ჰგვანან, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი სიკარგით, და არაფერია ამაში არც გასაკვირი, არც შესაშფოთებელი. პირიქით – ყოველი ახალი კარგი წიგნის გამოჩენა საყოველთაო ზეიმის განწყობას უნდა ბადებდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად დაიწერა იგი, რამდენადაც კარგი წიგნი ყველგან შეიძლება დაიწეროს, ყველგან, სადაც ადამიანი ცხოვრობს, სადაც მისი გაუტეხლობის, მარადიულობის, სიჯიუტის საერთაშორისო დროშა – კერიის კვამლის ფთილა – ფარფატებს.


1983



Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 27, 2020 3:20 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyWed Dec 11, 2019 12:13 am


#ტელემუზეუმი ოთარ ჭილაძე კითხულობს ლექსს „აჰა დაძრულან ხეთა ლანდები...“
Dec 10, 2019


ოთარ ჭილაძე

***
აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!
უკვე მესამედ ყივის მამალი
და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,
შენგან წასული და ბრმად მავალი.

ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში,
გზა არსაიდან არსაით მიდის.
და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში -
მცენარესავით ჩუმი და მშვიდი.

ყივილით ებრძვის წყვდიადს მამალი,
რადგან კვლავ სჯერა ამ კეთილ ფრინველს,
რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი,
გამხსენებელი თუ რჩება ვინმე.

მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე
ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.
და ვივლი, ვივლი... სულ ვივლი ასე,
სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.

Arrow


king
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyWed Dec 25, 2019 1:35 pm

ოთარ ჭილაძე

***
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი...
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.

1997

study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyTue Dec 31, 2019 10:33 pm

ოთარ ჭილაძე

აი, გავიდა ეს წელიწადიც...

აი, გავიდა ეს წელიწადიც
და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი:
კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი,
კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.

თუმცა ასეა, ასეა ყველა,
ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს.
მე მომემატა დღეს ერთი წელი
და ამდენივე მომაკლდა უცებ.

გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივა
და უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა).
ასე მგონია, შენსავით ცივად,
შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.

გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს.
ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ.
მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,
როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.

ასეა, თუკი რაღაცას ელი,
თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ…
მე მომემატა დღეს ერთი წლი
და იმდენივე მომაკლდა უცებ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptySat Feb 22, 2020 11:46 pm

ოთარ ჭილაძე

***
თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
სველი, აწოწილი, მოდის ენკენის თვე,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
ერთი ფოთოლიღა იბრძვის კენწეროზე,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.

1955

study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptySat Feb 22, 2020 11:49 pm

ოთარ ჭილაძე

***
მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა,
როგორც დასიცხულ მიწას _ ღრუბელი.
მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ,
ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი.
და წინ, კარივით, მეხსნება სივრცე,
თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს...
ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევს
უკვე გარდასულ დღეების მიმართ.
ასე იქცევა ნახატი ხატად,
ლერწამი – სტვირად და ორთქლი – წვიმად...
ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს
ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.

study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptySat Feb 22, 2020 11:50 pm

ოთარ ჭილაძე

***
შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად:
უცებ გადაწყდა ფოთლების საქმე
და მხოლოდ ერთი, ყველაზე სუსტი,
ხელისგულივით აწვება სარკმელს.
მოცოცავს ლურჯი ასფალტის ხავსი.
შიშვლდსება ქუჩა და სახეს კარგავს,
და გაქვავებულ მდინარის მსგავსად,
ყველაზე უფრო თავის თავს არ ჰგავს.
გაქვავებული მდინარის მსგავსი,
სილის ქვეყანას ვეღარ მიათრევს
და ლაქებივით არტყია ტანზე,
რაც მორჩენიათ სახლებს სინათლე.

1968

study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptySat Feb 22, 2020 11:52 pm

ოთარ ჭილაძე

***
ჩვენ ვგავდით ფოთლებს, რომლებსაც ქარი
დააქროლებდა თვის ნებაზე,
რომლებსაც გრძელი და ცივი ქარი
დააქროლებდა თავის ნებაზე.

და ჩვენც მივქროდით. ცაში ციოდა
და ერთმანეთში ჩახლართულები,
ვერ გვეწეოდნენ და მოგვწიოდნენ
სველი ტოტები და მავთულები.

ჩვენ კი მივქროდით. ნაცრისფერ ცაში
მივქროდით, როგორც თეთრი ღმერთები.
თუმცა არავის არ სწამდა მაშინ
ჩვენი ფიქრები და იმედები.

და ვეშვებოდით სახურავებზე,
ქვაფენილებზე და გამვლელებზე,
გადაყრუებულ სახურავებზე
ქვაფენილებზე და გამვლელებზე...

და იდუმალი, როგორც წარსული
ამოდიოდა ყვითელი მთვარე
და ჩვენც გავრბოდით, რომ უსასრულოდ
გვეცქირა, როგორ ბრწყინავდა მტკვარი.

1960

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptySat Feb 22, 2020 11:55 pm

ოთარ ჭილაძე

***
მე ვკითხულობდი. მომწყინდა ფიქრი
და ვკითხულობდი. ხმამაღლა წვიმდა.
სარკმელში ქარი არხევდა ხეებს
დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.

სარკმელში ქარი არხევდა სახლებს
დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.
სადღაც კიოდნენ მატარებლები,
გახვეულები ორთქლში და ბოლში.

და თითქოს ვიღაც იდგა ბაქანზე,
ვიღაც ძალიან ძვირფასი ჩემთვის
და არ ვიცოდი, რომ ჩუმად მეთქვა
ან დამეყვირა მისი სახელი.

მე არ ვიცოდი მისი სახელი,
მისი თვალების და თმების ფერი
და მხოლოდ ვგრძნობდი, რომ წვეთებივით
ჰგავდნენ ერთმანეთს ჩვენი ფიქრები.

ის იდგა სადღაც, სველი და მძიმე,
გაბეზრებული წვიმით და ქარით,
და გუბეებში ირეკლებოდნენ
უზარმაზარი მატარებლები.

სარკმელში ქარი არხევდა ხიდებს,
დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.
მე ვკითხულობდი. აღარ შემეძლო
მეფიქრა რამე და ვკითხულობდი.

1959

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptySat Feb 22, 2020 11:57 pm

ოთარ ჭილაძე

მდინარე

1
დაუსრულებლად მოდიხარ ისე
და თუკი რამე შემოგხვდა გზაზე,
ანგრევ და მიგაქვს, ქვიშად ქცეული,
ვით საკუთრება შენი სხეულის,
გიჟის ფიქრივით თამამს და ძლიერს,
თან მიგაქვს ისიც... და გვიცვლი იერს
შენი სურვილის მორჩილ ნაპირებს.
და შებრძოლება თუ დავაპირეთ,
ჩვენც ქვიშად გვაქცევ...

2
ტყუილად ფიქრობთ,
ასე ცხოვრება მომწონდეს თითქოს.
ყელი სავსე მაქვს ხრეშით და შლამით,
წამი რა არის, არც ერთი წამით
არ ჩამიმუხლავს, რომ ჩემი ფსკერი,
კაცის სულივით ვრცელი და ჭრელი,
საბადო ცრემლის, ქვის და ყინულის,
ბუდე ცოდვილის და განწირულის,
მარადიული სახლი სიბნელის
და ოფელიას ბოლო სიმღერის
სტალაქტიდები არ დავინახო.

1967

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyMon Feb 24, 2020 11:14 am


ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ! ოთარ ჭილაძე
•Feb 23, 2020

* https://1tv.ge/video/otar-chiladze/

:::


ოთარ ჭილაძე

ბიჭვინთა

ეს, რა თქმა უნდა, სიზმარია,
მწვანე სიზმარი...
ნიავი კბილით ჩაფრენია ბურუსის კალთას
(ძალით მიათრევს ფიჭვნარიდან), ხოლო ბურუსი
დიდი ცხოველის გულგრილობით მიჰყვება ნიავს
და ამიტომაც ყველაფერი მწვანეა ირგვლივ:
კედელიც, კიბეც, აივანიც, სკამიც და წიგნიც -
მთელი ღამე რომ ჩიფჩიფებდა (დედაბერივით,
სიკვდილის სუნთქვა რომ უგრძვნია და დაბნეულა,
სწორედ ისევე,
როგორც ერთხელ, დიდი ხნის წინათ,
როცა პირველად გაეხუმრა ქუჩაში კაცი
და უცაბედად დაჩლუნგებულ სახეს შიგნიდან,
როგორც გალიის გადაჭიმულ პრიალა ბადეს,
მოაწყდა ვნება).
ეს, რა თქმა უნდა სიზმარია,
გრძელი სიზმარი...
გამხმარი წიწვის იატაკი ფეხის ხმას ახშობს.
მწვანედ ამოსდის ჩიტებს სტვენა ღია პირიდან
და კი არ გესმის - ხედავ სტვენას, რადგან ბურუსმა
ისიც ჩაახშო, დააკნინა, დაიმორჩილა
და ამის მერე მისცა ნება, რომ ტოტებს შორის
მწვანე ფლოსტებით ესეირნა...
დამფრთხალ კვიცივით,
თავაწეული ყნოსავს ჰაერს პატარა გოგო.

king
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyThu Feb 27, 2020 10:46 am

ოთარ ჭილაძე

გიახლოვდები...

გიახლოვდები და ვეღარ ვმალავ
ჩემს აღტაცებას... და ყოველ წამში
მიზიდულობის იზრდება ძალა...
და რა აზრი აქვს, რომელი დაგვშლის:
ბუნებისა თუ კაცის გენია...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyThu Feb 27, 2020 11:38 am

ოთარ ჭილაძე - Page 3 Otar_t12

Otar Tschiladse

Otar Tschiladse, 1933 im georgischen Sighnaghi geboren, gilt als der bedeutendste georgische Schriftsteller des 20. Jahrhunderts. Zeitlebens engagierte sich der Lyriker, Dramatiker und Romancier für die Eigenständigkeit Georgiens und gegen die fast zweihundertjährige Übermacht russischen, später sowjetischen Einflusses. Tschiladse starb 2009.


ოთარ ჭილაძე - Page 3 9783957576378-x160xx400x-1538654423
Awelum აველუმი
Übersetzung: Kristiane Lichtenfeld
Erschienen: 2018
ISBN: 978-3-95757-637-8
Preis: 30,00 €

Leseprobe

Awelum, rebellischer Grübler, unsteter Liebhaber mehrerer Frauen, Dichter und Familienvater, ist tief gekränkt, als er von seiner Moskauer Geliebten Sonja verlassen wird. Während ihm seine Frau Melania in Tbilissi duldsam den Rücken freihält, riskiert er die Aufdeckung der heimlichen Treffen mit seiner wahren Liebe, der Pariser Slawistin Françoise, durch den KGB. Und doch: Trotz seiner in ihr verkörperten Liebe zu Europa kann er sich von den kulturellen Wurzeln, seiner Heimat Georgien, nicht lösen. Vielmehr wird seine Geliebte »den Samen der Liebe von hier heraustragen, aus der moderigen Finsternis der Gefängnisverliese hinaus in die freie Welt«. Dieser in einem unentwegten Gedankenstrom mitreißende Roman spielt vor dem Hintergrund des Bürgerkriegs in Tbilissi in den Jahren 1991/92. Indem er die Sehnsucht nach Freiheit und das Unvermögen, mit ihr zu leben, beschreibt, wird Awelum zur Metapher für die großen Umbrüche am Ende des letzten Jahrhunderts.

Pressestimmen
»Es ist ein großes, episches Buch über den Unterschied zwischen dem Verlangen nach Freiheit und der Fähigkeit zur Freiheit, und über die Idee der Freiheit in einem System der Unfreiheit. [...] Man weiß nicht recht, was man an Otar Tschiladses „Awelum“ mehr bewundern soll: seinen kunstvoll fabulierenden Stil, der ganz unverhohlen den magischen Realismus Lateinamerikas feiert [o]der die psychologische Tiefe seiner Frauenfiguren, die den Vergleich mit Emma Bovary, Anna Karenina oder Effie Briest nicht scheuen müssen, [o]der [...] seine brillant formulierte Selbstkritik als Schriftsteller«
– Cornelius Wüllenkemper, Deutschlandfunk

»Dass die Wirklichkeit nicht in einfache Dichotomien aufgeteilt werden kann, wie hier der freie Westen und dort die Sowjetunion, die die Menschen in unfreie Bürger verwandelt, zeigt Awelum dem Leser, der bereit ist sich auf den mäandernden Stil Tschiladses einzulassen, meisterlich auf.«
– Jana Fuchs, literaturkritik.de


ოთარ ჭილაძე - Page 3 9783882210309-x160xx400x-1538640023

Der Garten der Dariatschangi

663 Seiten, Hardcover gebunden mit Schutzumschlag

Übersetzung: Kristiane Lichtenfeld

Erschienen: 2014
ISBN: 978-3-88221-030-9
Preis: 39,90 €

Cover
»Mein Buch«, sagte Tschiladse über seinen ersten Roman von 1973, »zeigt Medea, wie sie bis zum Eintreffen der Griechen war: ein gewöhnlicher lebendiger Mensch, ohne alles Magische. Sie vermag zu lieben und begeht um der Liebe willen Taten, für die sie später leiden muss.« Otar Tschiladse erzählt in diesem gewaltigen Roman über die sagenhafte Medea aus der ungewöhnlichen Perspektive der eroberten »Barbaren«, der Bewohner der antiken Kolchis (dem heutigen Georgien). Er verwendet dabei die uns aus der griechischen Überlieferung bekannten mythologischen Stoffe und Gestalten, erzählt sie jedoch als Geschichten aus einem gewöhnlichen Alltag, dass sie unser aller Geschichten sein könnten. ›Der Garten der Dariatschangi‹ schildert elementarste menschliche Leidenschaften: Liebe und Hass, Selbsttreue und Opportunismus, Stolz und Demut, aber auch Demütigung, Gewalt und Duldsamkeit. So lotet Tschiladse die verborgensten Winkel der Seele aus und verleiht seinen Figuren eine große menschliche Dimension.
Pressestimmen
»›Der Garten der Dariatschangi‹ bezaubert durch die ungewöhnliche Mischung aus Mythos und Realität, genauer psychologischer Auslotung der Figuren, philosophischer Tiefe und großer Metaphernfülle, die an den magischen Realismus lateinamerikanischer Autoren erinnert. Zu verdanken ist dieses intensive Leseerlebnis auch der hervorragenden Übersetzungsleistung von Kristiane Lichtenfeld.«

Christina Links, SR 2, Juli 2015


ოთარ ჭილაძე - Page 3 9783957575319-x160xx400x-1538647235

Der Korb გოდორი
Mit einem Nachwort von Alexander Ebanoidse

464 Seiten, Hardcover gebundenmit Schutzumschlag
Nachwort: Alexander Ebanoidse

Übersetzung: Kristiane Lichtenfeld

Erschienen: 2018
ISBN: 978-3-95757-531-9
Preis: 30,00 €

Leseprobe
Cover
Das Idyll des einfachen Hirten an einem Bergeshang des Kaukasus trügt: Der Hirte ist in Not, er weiß, dass sich derweil der russische Chef des Militärpostens lustvoll mit seiner Frau vergnügt. Doch als er zur Ehrenrettung der Familie erst sie erschlägt und sich dann selbst ersticht, ahnt der Hirte nicht, dass seine Tat ein Ungeheuer gebiert: Der zweijähige Sohn, aufmerksamer Zeuge all dieser Szenen, wächst zum furchtbaren Gewalttäter heran: Er ist der erste Rashden Kascheli, Stammvater einer neuen Gattung, die mehrere Generationen hindurch die Geschicke Georgiens bestimmt. Die Vernichtung der georgischen Republik, die Sowjetisierung des Landes, Schauprozesse und Intelligenzlermorde nehmen fortan ihren Lauf. Bis in die Gegenwart fasziniert ein immer noch machtvoller Rashden Kascheli die jungen Aufmüpfigen, hier fesselt er sie in einer inzestartigen Beziehung innerhalb der für Tschiladse typischen Großfamilie. Die Folge – noch ein Mord. Nur ein gedachter? Der Leichnam fehlt. Die Sühne wird im Abchasienkrieg erbracht. Otar Tschiladses letzter Roman zeichnet virtuos ein Zeitbild seines in schwierigem Umbruch befindlichen Landes, das sich nach der Loslösung vom Imperium erst selbst finden muss.

Pressestimmen
»›Der Korb‹ ist Ermutigung und Anstoss, das Unmögliche zu versuchen: die Geschichte zu begreifen und den Menschen aus ihr zu erretten.«
– Christine Hamel, Neue Züricher Zeitung

»Ein 700 Seiten starker Wälzer, der den Titel ›Epos‹ verdient hat und zugleich Familiengeschichte und Reise durch die georgischen Zeitläufte ist.«
– Libroscope

»Indem Otar Tschiladse die psychologischen Ambivalenzen – je figurengebunden einzeln sowie in deren Wechselwirkungen – minutiös bis in feinste Sprachfasern und gekoppelt an atmosphärische Natursymbole auslotet, gelangt er zum Paradox, dass man wahrscheinlich den Gipfel des Tiefpunkts erreichen muss, um neu aufzuerstehen.«
– Hans-Dieter Grünefeld, Buchkultur

»In einer Verknüpfung aus Familiensaga, griechischer Mythologie und politscher Beobachtungsgabe kombiniert [Tschiladse] zentrale Themen der georgischen Geschichte und Kultur.«
– Fabian Thomas, Forum

»Die Spiegelung des Gesellschaftlichen im Seelischen seiner Figuren, die wiederkehrende Motivik und Variation verschiedener Themen, diese großangelegte, in schillernden Bildern und einer überwältigenden Sprachkunst daherkommende, tragikomisch-bizarre Geschichte ist ein Werk, das jedem wärmstens ans Herz gelegt sei, der sich für die „Seelen-Geschichte“ Georgiens, ach was!, für großartige Literatur interessiert.«
– Johannes Fischer, kommbuch.com

»Tschiladse [...] übertrifft sich mit dem vorliegenden Roman selbst. Gleichzeitig Familiengeschichte, Krimi, Saga und lyrischer Gesellschaftsroman, ist es [...] das wertvollste Werk, das derzeit aus diesem Land zu haben ist.«
– Steffi Chotiwari-Jünger, Neues Deutschlan

»Sein fesselndes Hauptwerk „Der Korb“ zeichnet ein eindringliches Portrait des krisengeschüttelten Georgiens.«
– Wolfgang Schriek, Wostok

»Wer verstehen möchte, wie Georgien sich mühevoll als Nationalstaat wiedererfunden hat und welche Angst man bis heute vor einer erneuten russischen Besetzung hat, der wird in diesem Roman fündig.«
– Cornelius Wüllenkemper, Deutschlandfunk


* https://www.matthes-seitz-berlin.de/autor/otar-tschiladse.html

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyThu Feb 27, 2020 11:50 am

ოთარ ჭილაძე - Page 3 Otar_c14

ოთარ ჭილაძე

თაკო და ზაზა

ჩემი ცხოვრება აეწყო ასე:
ბევრი სურვილი გაქრა თავისით,
ფრთები კი შემრჩა და თითო ფრთაზე
თითო უმწეო ბარტყი დავისვი:

თაკო და ზაზა!
გოგო და ბიჭი!
ხატი და ფიცი!
ხარკი და წვლილი!
თვითონ ბუნების მდიდარი ნიჭით
და სიყვარულით შექმნილი წყვილი.

თაკო გოგოა
და უკვე იცის,
როგორ მიაპყროს ეშმაკი თვალი
უბრალო საგნის ბრწყინვას თუ ციმციმს
და შიგ ჩამალულ შაქარს თუ მარილს.

ზაზა ბიჭია
და მის თვალებში,
ყოველ საღამოს და ყოველ დილით,
მიიზლაზნება, როგორც კამეჩი,
ჯერ გაურკვეველ სურვილის ჩრდილი.

მე არ მეგონა კვალს თუ ვტოვებდი,
არც ის მეგონა თუ ვასხივებდი.
ჩემო სხივებო,
ახლა ყოველთვის
და ყველგან გქონდეთ ჩემი იმედი.

მიწა,
რომელზეც უნდა იარო,
დედაა ჩვენი ამაყი ჯიშის
და იგი თუმცა მალავს იარებს,
ხანდახან მაინც ეხსნება ძილში.
დედის სევდაა ეს ლურჯი ხავსი,

ძუძუებია ეს მთები დედის
და ძუძუები რძითაა სავსე,
რძე კი ძარღვებში ფიცივით შედის.

თაკო, ძვირფასო!
შენც დედის მსგავსად
დედად იქცევი და შენი მკერდიც
ატორტმანდება, როგორც მტევანი
და შენი მკერდის დამაწყევარი
განიგმირება ზაზას მახვილით.

თაკო, ძვირფასო!
ღმერთის წყალობით
შენც დაქალდები და გაფრინდები
და როგორც ტაძრის თაღი გალობით
შენც გაივსები მზით და ჩიტებით.
შენც განათდები...
ძალიან მალე
დატრიალდება შენი მორევიც
და მოგაბჯენენ მხურვალე თვალებს
სტადიონები და რესტორნები.

გზა, დაწყებული წინარის ქოხთან,
დღეს შენი გზაა და შენთვის მიდის.
შენ არ გეხება, რაც ადრე მოხდა:
დრო მდინარეა,
ქალი კი ხიდი.
და შენც გავალებს შენი ქალობა,
რომ შენს ქვეყანას გაუთბო ფიქრი
და შენი დიდი გულის წყალობით
გადაიყვანო მდინარის იქით.

მე კიდევ ბევრი მქონდა სათქმელი,
მაგრამ დღეები უცებ გადიან
და ჩემი სული,
როგორც სანთელი
საკუთარ სხეულს წვავს და ანთია.

თაკოს კი ძინავს და რაც ვუთხარი,
ის ჩაყოლია სიზმარშიც, კეთილს.
თითქოს ყვავილზე ფეთქავს ფუტკარი,
ანდა მინაზე ციმციმებს წვეთი.

ხოლო ბრიალა ჭადრის რტოებში
ჩიტივით ცხოვრობს გულის ძახილი
და ვინც დაარღვევს ამ მყურდოებას,
განიგმირება ზაზას მახვილით.

ზაზა ბიჭია
და მის თვალებში,
ყოველ საღამოს და ყოველ დილით,
მიიზლაზნება, როგორც კამეჩი,
ჯერ გაურკვეველ სურვილის ჩრდილი.

და ჯერ ხისაა მისი მახვილიც,
თუმცა ზეპირად იცის წარსული:
მის წინ გადენა სპარსმა ნახირი
და მის წინ იდგა თავგაპარსული
და ცხენზე რწევით მთვრალი თათარი
და პაპის ძველთაძველი ღადარიც
მის წინ ჩააქრო მონღოლმა შარდით
და აიფარა თვალებზე ჩადრი
შეშინებულმა დედამ,
შემთხვევით.

ზაზამაც ბევრჯერ იძია შური,
ბევრჯერ თათარი ათრია ყურით,
ბევრი ყორანი ჩაეშვა ხევში,
გაანჩხლებული სისხლით და ლეშით.
და რაკი ერთხელ ჰქონდა ნაკისრი,
გადაიტანა ბევრი ანისი,
ბევრი დმანისი,
ბევრი კრწანისი,
ბევრი ქელეხი და პარაკლისი.

თვითონაც ბევრკერ დახუჭა თვალი,
ბევრჯერ დაიდგა მკერდზე სანთელი,
მაგრამ საფლავშიც ტანჯავდა ვალი
გადაუხდელი! გადასახდელი!

და ერთხელ კიდევ დამრთხალი ბედი
მიშლიგინებდა ბნელში ტახივით
და მგლოვიარე დებსა და დედებს
ხალხში დაჰქონდათ მისი მახვილი.

ის კი უძრავად იწვა,
ძვირფასი...
ტანშეფუთვნილი მშობელი მიწით,
უძრავად იწვა,
მაგრამ სიბრაზე
და უკვე სისხლში გამჯდარი ფიცი
არ ანებებდა დიდი ხნით სიკვდილს

და ისევ ქუხდა მისი სახელი,
ბევრი მდინარის გადამლახველი,
ბევრჯერ დამწვარი
და დამარხული,
დაგლეჯილ დროშის და ხმლის მსახური.

მხოლოდ იმიტომ, რომ გაეხარა
ძლივს მოპოვებულ მტვრით და ტალახით,
ის ღამით ფერხდით ეჯდა ქვეყანას
და წიგნებს წერდა ქვეყნის კარნახით.

ჩემო ქვეყანავ!
მაინც მოვედით,
მაინც გადავრჩით ნაადრევ წერტილს
და ვსუნთქავთ ისევ,
რადგან ყოველთვის
იყავი ჩემი და არა ღმერთის.

ჩემო ქვეყანავ!
შენს ქვას და ყვავილს
კვებავდა სისხლი ცეცხლივით ცხელი.
და ჩემი ზაზას გულიც და თავიც
მომირთმევია ორივე ხელით.

მექნება რამე თუ არ მექნება,
მაინც გაგიზრდი
პურით ან წიგნით.
უკვე აუღეს შენმა ეკლებმა
სისხლის ჭაშნიკი, –
შენია იგი.
მხოლოდ შენია!
და მის თვალებში
ყოველ საღამოს და ყოველ დილით
მიიზლაზნება, როგორც კამეჩი,
ჯერ გაურკვეველ სურვილის ჩრდილი.

1963

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyThu Feb 27, 2020 11:51 am

ოთარ ჭილაძე

***
ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანი
პირქუში ქალი,
ჯოხის ამარა
რომ დასდგომია უკაცურ ბილიკს,
კაბის კალთით რომ აუთრევია
მისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვი
და მიდის, მიდის, არც იცის, საით.
იქნებ ბედკრული საქართველოა,
ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?!
ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალს
ჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში,
ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?!
ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?!
აბა, რად შევკრთით წამით ყველანი,
რად შეგვაცოცდა, მორიელივით,
შიში განკითხვის და აღსასრულის?!
ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი,
არაფრის გამო და არაფრისთვის,
ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი,
ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი...
და მიდის, მიდის, არც იცის, საით,
რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით,
სადმე, კლდეებში და ყინულებში.
მაინც არ არის ჩვენი საშველი,
თუ ისევ იმან არ მოგვაქცია
გზასაცდენილნი და დაქსაქსულნი.
თუ ისევ იმან არ გაგვახსენა,
რანი ვიყავით და რანი დავრჩით.
თუ ისევ იმან არ გვაპატია
ეს გულგრილობა გასაოცარი.
მაგრამ ჯერ მიდის... ჯერ გამოხედვაც
არ უნდა ჩვენსკენ...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyThu Feb 27, 2020 11:54 am

ოთარ ჭილაძე

ბუხარი

მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც,
აქ მიპოვია დღის დასასრული.
მე მიყვარს შენი პატარა სახლის
სიმყუდროვე და კედლების სუნი.

მე მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ,
ფესვი გადგმული სულში ისეა,
და იქნებ ჩემი სტუმრობა მარტო
ჩვეულება და სინდისია!

შენ ისევ ისე მიხდი მადლობას
და ისევ ისე ამზადებ ჩაის,
(ვინ იცის, თოვლი როდის გადნებადა
რა იქნება ვინ იცის გაისს).

როგორ ბერდები. როგორ ბერდები,
როგორ გეცვლება ხმა და იერი...
ჩემი გზებით და იმედებით
სულ სხვანაირედ ვარ ბადნიერი

და მაინც მიყვარს ეს ჩუმი სახლი,
ეს ძვლისძველი დიდი ბუხარი,
შენი ფერმკთალი და წყნარი სახე
ისე ლამაზად არის მწუხარე.

ერთ დროს შენც იყავ ნაზი და ჩვილი
შენც გერხეოდა ყურზე საყურე...
დადიხარ,ფიქრობ და გეჩვენება
როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს.

ასეა, როცა გაივლის ქარი
ტყეშიც ამგვარად დგება ზამთარი.
დრო,გაფრენილი საოცრად ჩქარა
შენს თმებში ვერცხლად არის ჩამდნარი.

და მე მგონია, იმიტომ მიშვებ შენთან,
მდუმარე და მწუხრისფერი,
რომ შენს მახლობლად მეც ვიგრძნო შიში
სადღაც მოარულ ჩემი სიბერის.

მე დღეს ბუხარი ვერაფერს მეტყვის,
მე დღეს სურვილებს გრიგალს ვატოლებ,
ის აიშენა მან,ვისაც მეტი
ჰქონდა წუხილი და სიმარტოვე.

გარეთ შრიალებს იანვრის თოვლი,
იძინებს ბაღი ქარით ნარწევი...
ახლა მშვიდობით.მე კიდევ მოვალ
შენი მსმენელი და ხმის გამცემი.

1956

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 EmptyThu Feb 27, 2020 12:09 pm

ოთარ ჭილაძე

...და სიბნელიდან გამოდის ბავშვი

...და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვა ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან.

და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა,
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე,
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე.

რადგან არ უნდა, არ სურს, რომ ჰქონდეს
ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის
მე შენ გგულისხმობ... საიდან მოდის
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის!

study


Last edited by Admin on Wed Apr 29, 2020 9:51 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: