არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ოთარ ჭილაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:46 pm

ოთარ ჭილაძე - Page 2 Otar_c11


ოთარ ჭილაძე

სიზმარი

გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა - როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.

Arrow


Last edited by Admin on Wed Apr 29, 2020 9:49 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:47 pm

ოთარ ჭილაძე

ნოეს კიდობანი
(საერთო პასუხი „ლიტერატურნაია გაზეტას“ შეკითხვებზე)

მე, სიტყვითაც და საქმითაც – თავისთავად ცხადია, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში – ტრადიციულ რომანს ვუჭერ მხარს, ამ ცნების საუკეთესო და ფართე გაგებით. ამდენად, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც ტრადიციულს კიდევ უფრო აღრმავებს, ამდიდრებს, ამრავალფეროვნებს – კი არ უპირისპირდება, ემატება მას, რის შედეგადაც, უპირველეს ყოვლისა, თავად იზრდება, თავად ხდება უფრო მნიშვნელოვანი, უფრო მდიდარიცა და მრავალმხრივიც, რამდენადაც წინამორბედთა გამოცდილებაც თავისთავად, მექანიკურად გადაეცემა ხოლმე, როგორც ღირსეულსა და კანონიერ მემკვიდრეს. კომლი ემატება სოფელს და არა სოფელი კომლს – ესაა ყველაზე მარტივი და ყველაზე სწორი გზა ბუნებრივი მატებისა, რაც განაპირობებს კიდეც როგორც სოფლის მარადიულობას, ასევე კომლის ადგილსა და მნიშვნელობას ამ მარადისობაში.

ტრადიციული რომანი თავის თავში, მეტნაკლებად, თანამედროვე რომანის ყველა სახეობას მოიცავს – ფილოსოფიურიცაა, ფსიქოლოგიურიც, ისტორიულიც, რეალისტურიც, სათავგადასავლოც, მეცნიერულიც… ფილოსოფიურია იმდენად, რამდენადაც თავად ადამიანია ფილოსოფოსობისკენ მიდრეკილი არსება; ფსიქოლოგიურია, რამდენადაც მწერლობა სწორედ ადამიანის ბუნების ამოხსნის ცდაა; ისტორიულია, რამდენადაც ნებისმიერი მოვლენა აღწერის პროცესში უკვე ისტორიის საკუთრებაა; სათავგადასავლოა, რამდენადაც ყველაფერი თავგადასავალია, რაც კი შეიძლება შეემთხვას ნებისმიერი წიგნის ნებისმიერ გმირს თუნდაც ერთი გვერდის, ერთი აბზაცისა თუ ერთი წინადადების მანძილზე; მეცნიერულია, რამდენადაც თავად ადამიანის ყოფა, ობიექტურად არსებული სინამდვილეც მეცნიერულია.

და მაინც, ჩემი დილეტანტური დაკვირვებით, ყველა დროისა და მიმდინარეობის რომანს ცრემლის ის ჯადოსნური წვეთი აერთიანებს, ადამიანობის დამამტკიცებელი ყველაზე შეუვალი, ყველაზე უტყუარი საბუთივით რომ გადადის ერთი რომანიდან მეორეში (გაიხსენეთ: „შენ ტირი, ესე იგი, ადამიანი ხარ“.) და ხან ერთი გმირის თვალში გაკრთება, ხან კი მეორეს უგუბდება სასულეში. მხოლოდ და მხოლოდ ეს მარადიული ანუ მარად ერთი და იგივე ცრემლის წვეთია საერთო ყველა ეპოქის რომანისთვის, ადამიანის ცრემლის წვეთი, რომელიც, ადასტურებს რა ჩვენს ერთნაირობას, ამითვე გამოგვარჩევს სხვებისაგან; ოღონდ, ეს აუცილებელი და, ამდენად, არამარტო გასაგები, მისაღები განსხვავებაცაა, რაც ლიტერატურასა და საერთოდ ცხოვრებას, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვნებას, მარადიულობას, სილამაზესა და მშვენიერებას უნარჩუნებს. ესაა განსხვავება რაბლესი და ტოლსტოისა, ჟიულ ვერნისა და ფოლკნერისა, ჯოისისა და ჯავახიშვილისა… საბედნიეროდ, ლიტერატურა უაღრესად ინდივიდუალურ აზროვნებათა, მრწამსთა, პოზიციათა ჯამია და, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ეს განაპირობებს სწორედ მის მთლიანობასა და განუყოფლობას. ამავე დროს, როგორებიც არიან მწერლები, ისეთია ლიტერატურაც. ავია თუ კარგია, ლიტერატურა მწერლის ხელიდანაა გამოსული, მაგრამ ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების სიცოცხლისუნარიანობის წინასწარ განსაზღვრა, ვიდრე ის ნაწარმოები მკითხველს არ ჩაუვარდება ხელში, ყოვლად შეუძლებელია. ამიტომ, ამა თუ იმ ნაწარმოების სიავკარგის დადგენისას იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად გულისხმიერი, მომთმენი და გამგები აღმოჩნდება მკითხველი – მხოლოდ იმიტომ წაიკითხავს წიგნს, ასეთი ტრადიცია რომ არსებობს, თუ ყველანაირად შეეცდება, გაითავისოს, თავისი ცხოვრების განუყოფელ და აუცილებელ მოვლენად აქციოს იგი.

ასე რომ, მწერალი არ შეიძლება შიშითა და რიდით არ ფიქრობდეს მკითხველზე, რადგან მწერლისთვის ყველაზე ძნელი იმის ნათლად წარმოდგენაა, თუ რისი თქმა ევალება თავად და რამდენად მისაღები იქნება მისი სათქმელი სხვებისთვის, რამდენად გამოეხმაურება დროის მოთხოვნებს, რამდენად გაამართლებს ხალხისა თუ ერთი ადამიანის რწმენასა და იმედს. თუმცა, მწერალს საიმისოდ დროც აღარ რჩება ალბათ, ხორცი რომ შეასხას თავის ადრესატს, სახე და სახელი მისცეს, გაარკვიოს კონკრეტული პიროვნებაა ის თუ მთელი ხალხი. როგორც კი მწერალი ამ საკითხებზე დაიწყებს ფიქრს, მაშინვე, ძალაუნებურად, სხვა, მისთვის შეუფერებელი ფუნქციის მატარებელი გახდება.

მწერლური შრომა კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენას გულისხმობს, რამდენადაც მხოლოდ საკუთარ არსებაში, საკუთარ სულში შეუძლია მას იმ ამოცანის ამოხსნა, რისი ამოხსნაც მიზნად დაუსახავს. მწერალი მხოლოდ ამოცანის ამოხსნის შემდეგ უნდა წარდგეს ხალხის წინაშე, რადგან იქამდე არც არავინ იცის და არც არავის აინტერესებს მისი არსებობა. აუდიტორიასთან უშუალო კავშირს სულ სხვა პროფესია ითვალისწინებს. ასეთი კავშირი, დავუშვათ, მსახიობისთვის, სავალდებულოცაა – გამოცდილი მსახიობი მაყურებელთა დარბაზში მისკენ მიპყრობილი სახეებიდან რომელიმეს ამოირჩევს თურმე და იმ სახეზე აღბეჭდილი ცვლილებების მეშვეობით ამოწმებს საკუთარი ზემოქმედების ძალას მთლიანად დარბაზზე. მწერლისათვის „მუშაობის“ ამგვარი მეთოდი ყოვლად შეუფერებელია თუნდაც იმიტომ, საკუთარ არსებაში რომ აერთიანებს მსახიობსაც და მაყურებელსაც, ერთიც თვითონაა და მეორეც. ერთადერთი, ვინც შეიძლება მუშაობის ჟამს თვალწინ ედგას მწერალს, მხოლოდ მისი მომავალი ნაწარმოების გმირია, გმირები… თუმცა იმათზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნია და ისევე ამჩნევს მათ არარაობის წყვდიადში, როგორც მოქანდაკე ამჩნევს მკლავის, ცხვირის ან ნიკაპის მოყვანილობას მარმარილოს ლოდში, რომელსაც საჭრეთლით ჯერ არც კი მიჰკარებია.

მაგრამ, მოამთავრებს თუ არა მწერალი წიგნს, მის წინაშე მაშინვე აღიმართება პირქუში ლანდი მკითხველისა; კიდევ უფრო მეტიც – მაშინვე უჩნდება წარმოდგენილი მკითხველის შიში და ეს შიში ხანდახან იმდენად ძლიერია, იმდენად ძნელი მოსარევია, შეიძლება ვერასოდეს გაბედოს მწერალმა წიგნის მოშორება, თუკი, ბედად, ჭკვიანი და გავლენიანი მრჩეველი არ უდგას გვერდით. მაგრამ, უნდა თუ არ უნდა მწერალს, წიგნმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს მკითხველამდე, თუკი სიცოცხლეს აპირებს.

მკითხველი იგივეა წიგნისთვის, რაც ბებიაქალი – ახალშობილისთვის. იმან უნდა „ამოაღებინოს ხმა“, იმან უნდა „დააჩხავლოს“ პირველად. მაგრამ მკითხველში მე იმ იშვიათ არსებას ვგულისხმობ, რომელიც, ძირითადად, ისევე ფიქრობს და აზროვნებს, როგორც თავად მწერალი, უფრო სწორად, როგორც მწერალს სურს. ამიტომ, არათუ შეუძლია, უფლებამოსილიცაა იყოს მსაჯული და განმკითხავი მწერლის შრომისა, რადგან სხვებზე უკეთ იცის, რას იწონის, ერთი შეხედვით, ფარატინა ფურცელი, რამდენი ხარის ძალაა საჭირო იმ ფურცლის „მოსახნავად“, რამდენი უსასრულო საათია ერთ მწერლურ ღამეში და, საერთოდ, „რატომ ევნო და ეწამა“ ამდენს მწერალი, რაც მთავარია, საკუთარი სურვილით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ასე რომ, მკითხველში სრულებითაც არ ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ „ფართო მკითხველს“, რომელიც, პირადად მე, ხიფათის შემაწუხებელ შეგრძნებას მიჩენს და არა გულისხმიერების, სათნოების, მიმტევებლობს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უსახო და უსახელო სიმრავლის სინონიმად წარმომიდგება. სიმრავლეს კი ყველაფრის თავის ჭკუაზე მოქცევა ახასიათებს – თუნდაც იმავე მხატვრული ნაწარ-მოებისა – ეს კი, დამეთანხმებით, კარგს არაფერს უქადის საერთოდ ლიტერატურას. ამიტომ უკეთესიცაა, თუკი მწერალს მუშაობისას არც კი გაახსენდება „ფართო მკითხველი“, არც იმის მოთხოვნებს გაითვალისწინებს და არც იმის საეჭვო გემოვნებას – „ფართო მკითხველის“ დამოკიდებულება ლიტერატურისადმი ხომ უაღრესად ეგოისტურია, ის მხოლოდ იმას ეძებს წიგნში, რისი შემჩნევაც შეუძლია, რაზედაც უკვე გააჩნია საკუთარი, შეურყეველი აზრი და რაც იმ წუთას, მხოლოდ და მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში რაღაცნაირად შეესაბამება მის გუნება-განწყობილებას. ლიტერატურა აღმზრდელია და არა მაამებელი. ასეთი იყო და ასე-თად დარჩება ყოველთვის.

მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ლიტერატურის შემქმნელ ხალხს მასწავლებლობის ანდა ყოვლისმცოდნეობის პრეტენზია გააჩნდეს. ლიტერატურა ზრდის უმთავრესად მაგალითის მეშვეობით (რაც მე აღზრდის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია), რასაც ცხოვრებაში ჩავდივართ, ის ლიტერატურაში წინ დაგვიხვდება ხოლმე. ყველა შეცდომა, ყველანაირი საქციელი, ყოველგვარი სულიერი თუ ხორციელი განცდა, რაც რომანებშია აღწერილი, ჩვენს მიერვეა უთვალავჯერ ჩადენილიცა და განცდილიც. მაგრამ მათი შემჩნევა და დამახსოვრება და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველასათვის თვალ-შისაცემი ფერით გადაღებვა მხოლოდ და მხოლოდ მწერლური ნიჭის თვისებაა. ნიჭი კი, რო-გორც მოგეხსენებათ, თანდაყოლილი არსებობს მხოლოდ და მწერლის პირად დამსახურებად ვერ ჩაითვლება. მწერლის დამსახურებაა ამ თვისების კიდევ უფრო განვითარება-გამძაფრება თვითგანათლების, თვითგამორკვევისა და თვითგვემის მეშვეობით. სხვა გზა არ არსებობს იმ განსაკუთრებული, მწერლური ცოდნის მისაღებად, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საქციელი საყოველთაო მაგალითად აქციოს, ხოლო თავად მწერლის სახეს „ყოვლისმცოდნის“ იერი შემატოს ჩვენს თვალში.

და მაინც, მწერლის ფუნქცია წიგნის დაწერით ამოიწურება. გაუშვებს რა ხალხში, მერე ვეღარაფრით მიეხმარება თავის ნა-შიერს. ასე რომ, რასაც მკითხველი აიღებს წიგნიდან, მთლიანად მისი დამსახურებაა, ხოლო თუ ვერაფერს იპოვის ასაღებს, ესე იგი წიგნი თავიდანვე მკვდარი დაბადებულა და ამაზე მხოლოდ „მშობელმა“, ანუ მწერალმა უნდა აგოს პასუხი, რასაკვირველია, საკუთარ თავთან, რადგან მკითხველისგან, სხვა რომ არ ვთქვათ, უსამართლობა იქნება, ბრალი დასდოს მწერალს „შეგნებულ მკვლელობაში“ – გინდოდა და იმიტომ გამოგივიდა ასეთი უფერული, უსისხლხორცო, ღატაკი და არაფრისმთქმელი რომანიო. სამაგიეროდ, ყველა კარგი რომანი საერთაშორისო დღესასწაულია, დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა დაიბადოს ის, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა. ერთ კარგს წიგნს საოცრად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ ლიტერატურაზე, გინდაც მიუწვდომელი იყოს ჩვენთვის, ენობრივი ან სხვა, ძნელად გადასალახავი დაბრკოლების გამო. ის მაინც მოქ-მედებს, მაინც ავრცელებს თავის მაგიურ ძალასა და ენერგიას, იმიტომ რომ არსებობს და იმიტომ რომ ესაა მისი თვისებაცა და დანიშნულებაც. ზოგიერთი ხალხის ადათ-წესების მიხედვით, ყველა ოჯახი ვალდებულია, თავისი დამარხული განძი ჰქონდეს, რომელსაც ვერც ამოთხრის და ვერც მოიხმარს ყველაზე დიდი გაჭირვების დროსაც კი – მიწაში დამარხული სიმდიდრე, უკვე მხოლოდ თავისი, თუნდაც ხელშეუხებელი არსებობით, გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ვიდრე თუნდაც შიმშილის მოკვლაა, ანდა სიშიშვლის დაფარვაა – ის იმედს უნარჩუნებს პატრონს და ამით არსებობასაც უხანგრძლივებს – მთელი ცხოვრების მანძილზე შველის და არა მხოლოდ უაღრესი გაჭირვების ჟამს. ასეა კარგი წიგნიც.

ყველა კარგ წიგნში, იმაშიც კი, რომელიც ჯერ კიდევ არ წაგვიკითხავს, იმალება ის ძალა, რწმენა და იმედი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ უფრო თავდაჯერებულად და თამამად. კარგი წიგნი ისევე ახდენს ჩვენზე ზეგავლენას, როგორც მთვარე – ზღვებზე. და ჩვენც ვემორჩილებით ამ ზეგავლენას, რადგან არ შეგვიძლია არ დავემორჩილოთ – ის ჩვენი სულის მიმოქცევას იწვევს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შესაძლებლობების შეგრძნებაში გვეხმარება. ამის შეგრძნება კი, თავისთავად ცხადია, გვაიძულებს განუწყვეტლივ ველოდებოდეთ კიდევ ერთი ახალი რომანის დაბადებას. მოლოდინი, ბუნებრივია, თავის მხრივ, შიშ-სა და ეჭვსაც გვიჩენს, რისი გამოძახილიცაა ალბათ თეორეტიკოსთა გაუთავებელი მსჯელო-ბები რომანის ბედზე, საერთოდ მისი ყოფნა-არყოფნის თაობაზე.

რომანი შედარებით ახალგაზრდა ჟანრია, მაგრამ უკვე რამდენჯერმე ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები, ის კი არა, ამ ცოტა ხნის წინ, საერთოდ გაქრობის პირამდეც მისულა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო ლიტერატურული ცხოვრების მესვეურთა მიერ ატეხილი განგაში იყო, ვიდრე ცხოვრებისეული სინამდვილე, თუნდაც დასაშვები სინამდვილე. უბრალოდ, ჩვენ, მკითხველებს, მომლო-დინეებს, მოთმინება გვიმტყუნებს ხოლმე, ანდა, როგორც სხვა ყველანაირი ამქვეყნიური სიამე, კარგი რომანიც ბევრი გვინდა, თანაც – ერთბაშად. მაგრამ ბუნება, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ლიტერატურა, სრულებითაც არ ექვემდებარება ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებს, არც ჩვენს გამოთვლებსა და ვარაუდებს; ჩვენი ვარაუდითა და გამოთვლებით, ყოველ ათ წელიწადში ახალი და ახალი სასწაულები უნდა ხდებოდეს ლიტერატურაში. მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე არ არის.

ათი წელი ძალიან ცოტაა. ნებისმიერი ლიტერატურული სიახლე გაცილებით შორეული წარსულიდან იღებს სათავეს, ვიდრე ერთი შეხედვითა ჩანს. დიდხანს, წლებისა და შეიძლება საუკუნეების მანძილზე მზადდება ხალხის სულიერი ცხოვრების წიაღში გინდაც სულ უმნიშვნელო ნაპერწკალი, მოულოდნელად რომ გაიელვებს ხოლმე ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ლიტერატურული მოსავლის წი-ნასწარ დაგეგმვა ყოვლად შეუძლებელია, ყოვლად გაუმართლებელიც. მხატვრულ ნაწარმოებს, ამ შემთხვევაში რომანს, უყვარს, როცა ელოდებიან, როცა მისი სჯერათ და არავითარ პირობებს არ ახვევენ თავზე რწმენისა და მოლოდინის სანაცვლოდ.

რომანი, თუკი შეიძლება ერთი წუთით მისი ცოცხალ არსებად, ადამიანად წარმოდგენა, ბუნებით მოგზაურია, მოხეტიალეა, ხიფათების მაძიებელია, ოდისევსია, რომელსაც თავისი პენელოპეც უნდა ჰყავდეს, აუცილებლად რომ დაბრუნდეს როდისმე შინ (ჩვენთან). პენელოპე ამ შემთხვევაში ჩვენა ვართ, მკითხველები, ლიტერატურის მოყვარულნი, ის ხალხი, ვისაც გვაღელვებს და გვაინტერესებს რომანის ბედი. მაგრამ განა ყველა ჩვენგანს შეუძლია პენელოპეს მსგავსი მოლოდინი? საკმარისია, ოდნავ დაუგვიანდეს ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღებ, მეტნაკლებად საინტერესო რომანს – მოლოდინიც მაშინვე გაგვიქრება და სიყვარულიც მაშინვე, სიძულვილით თუ არა, გულგრილობით აუცილებლად შეგვეცვლება. დაუფიქრებლად, დაუნანებლად დავუსვამთ ჯვარს ჩვენი მოლოდინის გამწბილებელს, უძლურებას დავწამებთ, მკვდრად გამოვაცხადებთ, ის კი არა, საერთოდ მშობლიურ ლიტერატურაზეც აგვიცრუვდება ხოლმე გული და ჩვენი ინტელექტუალური შიმშილის მოსაკლავად სხვაგან დავეძებთ იმას, რამაც საკუთარ ჭერქვეშ არ გაგვიმართლა. მოლოდინი იცვლება ძიებით.

მსგავსი „ძიების“ გამოხატულებად მიმაჩნია ამ ბოლო წლებში ეგზომ გახმაურება „ლათინურ-ამერიკული რომანისა“. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა ჩვენშიც, მაგრამ გარკვევით ბევრი არაფერი გარკვეულა. ჟურნალმა „ლატინსკაია ამერიკამ“ სპეციალური დისკუსიაც გამართა და რამდენიმე ნომერი დაუთმო ამ დისკუსიის მასალების გამოქვეყნებას. სხვათა შორის, მეც გამოვთქვი ჩემი მოკრძალებული აზრი და თუკი მკითხველი არ გამიწყრება, ახლაც იმავეს გავიმეორებ, რამდენადაც ამ ხნის განმავლობაში არც ახალი აზრი გამჩენია და არც ძველი შემცვლია.

დიახ, ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარსია მარკესის გამოჩენამდე არავის მოუვიდოდა აზრად, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად გამოეცხადებინა „ლათინურ-ამერიკული რომანი“, მიუხედავად იმისა, რომ, დავუშვათ, ჟორჟი ამადუს რომანებშიც მძლავრად სცემდა იქაური ეგზოტიკური ცხოვრების ძარღვი. მით უფრო, არავის მოუვიდოდა აზრად, „ლათინურ-ამერიკული რომანის“ გავლენა, მე ვიტყოდი, ელვისებური გავლენა, ეძებნა ისეთ შორეულ რეგიონებში, როგორიცაა, ვთქვათ, საქართველო.

(გაგრძელება ქვემოთ)

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 12:41 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:49 pm

ოთარ ჭილაძე

ნოეს კიდობანი
(საერთო პასუხი „ლიტერატურნაია გაზეტას“ შეკითხვებზე)

(გაგრძელება)

„ლათინურ-ამერიკული რომანის“ ასეთ ამაღლებას, ჩემი აზრით, საფუძვლად დაედო მოულოდნელობით გამოწვეული გაოცება – ძნელი დასაჯერებელი გახდა უცებ, იმავე ლათინურ-ამერიკულ რომანთან რომ ჰქონდათ საქმე, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ, მარკესის გამოჩენამდე, ნახევრად წაუკითხავს გადავდებდით ხოლმე გვერდზე, ანდა, თუკი მაინც ვკითხულობდით, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდით, რა პატარა ადგილი ეკავა იქ ნამდვილ, პროფესიულ ლიტერატურას, როგორი ნედლი და დაუმუშავებელი იყო ფოლკლორულ-მითოსური საწყისი. მარკესის დამსახურება სწორედ ამ საწყისის დაძლევა და მისი ორიგინალური მეტამორფოზაცია გახლავთ. მარკესმა თავისი მშობლიური მხატვრული სამყარო, გაჩენის დღიდან ძვირფასი და შესისხლხორცებული მეტაფორების გალაქტიკა (მსგავსად სხვა ლიტერატურული გალაქტიკებისა) ახლებურად გადაალაგა, გადააჯგუფა, გადაახალისა. მან არამარტო გაიზიარა, არამედ თავის შემოქმედებით მეთოდად აქცია ევროპული რომანის გამოცდილება. მისი მხატვრული სამყაროს ინტერიერი აშკარად ევროპულია. მარკესმა პირველმა გადმოაბიჯა მოჯადოებული წრიდან, ანუ ეგზოტიკური სოციალურობის სამყაროდან პირველი შემობრუნდა ჭეშმარიტი ლიტერატურის საუფლოსკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მან ერთადერთი სწორი გზა აღმოაჩინა და ეს უკვე მისი უდიდესი დამსახურებაა მშობლიური ლიტერატურის წინაშე.

ასე რომ, მარკესამდე ლათინურ-ამერიკული რომანი, მიუხედავად აშკარა უფერულობისა, გაცილებით თვითმყოფადი იყო, ვიდრე მარკესის მერეა. რასაკვირველია, მარკესი დიდი მწერალია, რასაკვირველია, იმის ძალაც შესწევს, არათუ მშობლიური, არათუ კონტინენტური, არამედ საერთოდ მსოფლიო ლიტერატურის პრესტიჟი გაზარდოს, მაგრამ ეს მაინც არავის არ აძლევს ნებას, ყველაფერი, რაც კი ამ ბოლო ხანებში შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვნურად შექმნილი ფენომენის, ანუ „ლათინურ-ამერიკული რომანის“ გამოძახილად მიიჩნიოს.

მე ამ რომანებს, რომლებიც, თითქოს „ლათინურ-ამერიკული რომანის“ გავლენით, ლამის ერთდროულად მოევლინენ ქვეყანას (ვგულისხმობ მარკესის რომანებსაც), იმ კოცონებს შევადარებდი, ოდესღაც, შორეულ წარსულში, საგუშაგო კოშკებზე რომ აინთებოდნენ ხოლმე ერთმანეთის მიყოლებით და ასე, თვალის დახამხამებაში, აუწყებდნენ მთელ ქვეყანას რაღაც უაღრესად მნიშვნელოვან ამბავს – ძირითადად, მტრის შემოსევას – საერთო, საყოველთაო უბედურებას.

რა თქმა უნდა, ეს პოეტური მსჯელობაა, მაგრამ იქნებ მართლა შეიძლებოდეს ფსიქოლოგიური ხიდის გადება, ფარული, ძლივსგასარკვევი ნათესაობის აღმოჩენა ამ ორ „გამაფრთხილებელ ნიშანს“ შორის. რომანიც ხომ თავისებური კოცონია, თავისებურად მაუწყებელი რაღაცისა?!

თუკი კრიტიკოსები არ ამიჯანყდებიან, პირადად მე, „ლათინურ-ამერიკულ რომანსაც“ (ვგულისხმობ ძირითადად მარკესის რომანებს) და „გავლენით შექმნილ“ სხვა რომანებსაც – „საგანგაშო რომანად“ მოვნათლავდი. ისინიც ხომ თითქმის ერთმანეთის მიყოლებით აენთნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე „ჩამორჩენილ“ და „მიყრუებულ“ უბნებში, როგორიცაა თუნდაც იგივე კოლუმბია, და აენთნენ არცთუ მთლად დალხინებულ ეპოქაში, ეპოქაში, როცა მთელს დედამიწაზე არ მოინახება ისეთი წერტილი, დაცული რომ იყოს მოსალოდნელი კატასტროფისგან, არ მოინახება ლერწმისა თუ თოვლის ქოხი, რომლის ბინადრებსაც გარანტირებული ჰქონდეთ ხვალინდელი დღე.

ასე რომ, შეიძლება მართლა აღმოჩნდეს სიმართლის ნატამალი ამ პოეტურ მსჯელობაში.

ერთადერთი მსგავსება (გარდა იმისა რომ, ყველა თავისებურად კარგია), რაც ზემოთ ნაგულისხმებ რომანებს ახასიათებს, ეს არის თავგანწირული, ლამის ფიზიკურ ტკივილში გადაზრდილი სწრაფვა საერთაშორისო ასპარეზისკენ. ამ რომანებში ყველაფერი თითქოს უცხო თვალისთვისაა განკუთვნილი, იმისთვის, ვისთვისაც, გეოგრაფიული თუ კიდევ სხვა დაბრკოლებათა გამო, იქაური ამბები უცხოა და მიუწვდომელი. ეს არის ჟინი საკუთარი მეობის წარმოჩენისა, სხვათა ყურადღების მიპყრობისა, და არაფერია ამაში გასაკვირი: დღეს, ატომის ეპოქაში, როცა მანძილის ცნებაც დაკნინებულია და დროისაც, გაცილებით ძნელია, გაცილებით მძიმეა ქვეყნის მიყრუებულ კუნჭულში ცხოვრება – იმის შეგრძნება, არაფერს რომ წარმოადგენ დანარჩენი სამყაროსთვის, რადგან არაფერი იცის შენს შესახებ დანარჩენმა სამყარომ. ღმერთმა დაიფაროს და, ატომური კატასტროფის შემთხვევაში, რასაკვირველია, შენც სხვებთან ერთად დაიღუპები, მაგრამ უბედურება სწორედ ისაა, შენს გარდა არავის რომ ეცოდინება ეს ამბავი. ისიც არ ეცოდინებათ, იყავი თუ არა საერთოდ, და თუ იყავი, რას წარმოადგენდი, დასანანია თუ არა შენი დაღუპვა, დამსახურებულად იცხოვრე ბნელში თუ დანარჩენი სამყარო უსამართლოდ იყო მკაცრი და გულგრილი შენს მიმართ. ეს უაღრესად ტრაგიკული მდგომარეობაა სულისა, როდესაც ის არყოფნას კი არ უჯანყდება, არამედ – არცნობას. ეშინია, არ გაქრეს შეუცნობელი. მსგავსი შიში საერთოდ დღევანდელი ყველა ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი, დიდი იქნება თუ პატარა, ცნობილი თუ უცნობი – საერთაშორისო, საკაცობრიო მოვლენაა და ამიტომაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აღებული, რომელიც გნებავთ, რომანი – ლათინურ-ამერიკული, ამერიკული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იაპონური თუ ესპანური…

მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. სჯობს, ისევ თანამედროვე რომანს მივუბრუნდეთ. თუმცა, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვგულისხმობთ თანამედროვე რომანში, რადგან ყველაფერი, რაც დღეს იქმნება, თანამედროვე როდია. ამავე დროს, ბევრი ადრინდელი, გუშინ თუ გუშინწინ დაწერილი რომანი ჩემთვის უაღრესად თანამედროვეა და არა მხოლოდ გამოხატვის მეთოდითა თუ საშუალებებით, არამედ გამოსახატი საგნის, ხასიათისა თუ მოვლენის გასაოცარი სიმძაფრით, სიცხოველით.

მაგრამ რატომ არიან ერთნი თანამედროვენი და რატომ არ არიან მეორენი?! აი, ეს არის სწორედ ყველაზე ძნელი გამოსათქმელი. ვერაფერი გამოსავალია, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა აღვნიშნო, მაინცდამაინც ანგარიშგასაწევი რომ არ არის ჩემი თეორიული მოსაზრებები; იმდენად ცუდი თეორეტიკოსი გახლავართ, ჩემივე ნაწარმოებების გაანალიზებაც კი მიჭირს. უფრო მეტიც, ბევრი რამე, რაც წერის დროს დღესავით ნათელია ჩემთვის, მუშაობის დამთავრების შემდეგ მიუდგომელ, ამოუხსნელ რებუსად იქცევა ხოლმე. ამიტომ, მე მგონი, მართლა არსებობს რაღაც მაგიური ძალა, რომელიც წარმართავს მწერალს, და მაინც შევეცდები, გამოვთქვა ჩემი არც მთლად მყარი და არც მთლად სრულყოფილი მოსაზრება „თანამედროვეობის“ გაგებასთან დაკავშირებით.

ერთი ქართველი მწერლის გამონათქვამით რომ ვისარგებლო, დღევანდელ ლიტერატურას და საერთოდ ხელოვნებას იმდენად ადამიანის ცხოვრება აღარ აღელვებს, რამდენადაც ადამიანის ბედი. მართლაც, ამბავს, ანუ ცხოვრების აღწერას, დღეს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – სიკვდილიც სიცოცხლის ნაწილად აღიქმება, იმ დიდი სიცოცხლისა, რომელიც, აწესრიგებს და აზრს აძლევს ადამიანის ყოველდღიურ ყოფას, აჩენს იმედს, რომელიც თავის მხრივ, ადამიანური ვნებების მარადიულობას იცავს და ამით, უპირველეს ყოვლისა, გვიდასტურებს მათ ნამდვილობასა და შეუცვლელობას. ადამიანის ბედი დღეს გაცილებით მეტ და ფართო მასშტაბის მოვლენებზეა დამოკიდებული, ვიდრე თუნდაც გუშინ კლასიკურ ლიტერატურაში იყო. დღევანდელი რომანის გმირები, განაგრძობენ რა ლოკალურ გარემოში ცხოვრებას, მსგავსად, დავუშვათ, დიკენსის გმირებისა, უკვე სისხლხორცეულად არიან დამოკიდებულნი მსოფლიო მოვლენათა განვითარებაზე და არა, ვთქვათ, რომელიმე საპატიმროს ზედამხედველისა თუ რომელიმე კანტორის მეპატრონის გუნება-განწყობილებაზე. ერთგვარად შეიცვალა დროისა და სივრცის კატეგორიებიც, უფრო სწორად, შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა დროსა და სივრცეზე. ამავე დროს, ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა, თავისთავად, მეტი ემოციური დატვირთვა მიანიჭა მოვლენებს, რომლებიც გუშინ ჩვეულებრივად და უინტერესოდაც კი გვეჩვენებოდა.

ადამიანი აღმოჩნდა სამყაროს პირისპირ – ადამიანსა და ბუნებას შორის გაბმული ფარდა ჩამოიხსნა და იქამდე არარსებული სცენის მოულოდნელმა სიცარიელემ და სიცივემ, ცოტა არ იყოს, შეგვაკრთო და გაგვაოგნა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ერთადერთი ფარდა არ იყო ჩვენი და ბუნების გამთიშავი, რადგან პირველი დღიდან მოყოლებული, ყველა თაობა მხოლოდ ერთ ფარდას აშორებს იმ საიდუმლოს, რომელიც სამყაროს არსებობის მთავარ აზრს მალავს და რომელსაც ყველა შემოქმედი თანდათანობით უახლოვდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს შესაძლებელი იყოს, ოდესმე საბოლოოდ აეხადოს ფარდა ამ საიდუმლოს. მადლობა ღმერთს, ბუნება მდიდარია და მსგავსი ფარდები არ დაელევა. საბოლოოდ ამოხსნილი სამყარო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქ ადამიანი აღარ იცხოვრებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი თავისი არსებობით ყოველ წამს ახალი და ახალი საიდუმლოთი ავსებს სამყაროს და, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ძნელად ასახსნელს ხდის თავისთვის, ანუ – კიდევ უფრო იხანგრძლივებს არსებობას ამ სამყაროში. აი, ასეთი ადამიანი მიმაჩნია დღევანდელი მწერლობის კვლევის საგნად. ასეთი ადამიანის შეცნობის გზაზე დღითი დღე იზრდება და მდიდრდება რეალიზმის, როგორც მეთოდის, მნიშვნელობაც, რამდენადაც ადამიანის სულის საიდუმლოთა ამოხსნა მხოლოდ რეალიზმს თუ შეუძლია.

მაგრამ ამ მეტად მძიმე და საპატიო ამოცანის შესასრულებლად მწერალს უფლება აქვს ისარგებლოს ყველა არსებული მეთოდით, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დღეს ესოდენ გახმაურებულსა და ლამის მოდად ქცეულ, ეგრეთ წოდებულ „მითოლოგიურ მეთოდსაც“. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მითი ჭეშმარიტების შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა და მეტი არაფერი.

მაგრამ მაინც უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მითის შემქმნელი და შექმნილი მითის გამომყენებელი მწერლობა. თუმცა, არც მეორე შემთხვევაა დანაშაული, მით უფრო – ბოროტება. გამოყენება სრულებითაც არ ნიშნავს გამეორებას. ასე რომ, რაღაც ახალი მაინც იქმნება, ანტიმითი მაინც, ანუ – არსებულისადმი დაპირისპირებული, კონტრასტული ხასიათი. და მაინც, მთავარია, ყოველთვის ნათლად ვიცოდეთ, როცა ასეთ საკითხებზე ვლაპარაკობთ, ნამდვილ მწერალთან გვაქვს საქმე თუ ეპიგონთან. ეპიგონი, ეტყობა, მოუშორებელი თანამგზავრია ლიტერატურისა და ალბათ რაღაცით საჭიროც, მაგრამ უფრო ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება მოაქვს მისივე შემქმნელი ლიტერატურისთვის. ეპიგონს ხომ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივების ჟინი ამოძრავებს და არა ადამიანის სულის სიღრმეთა წვდომის სურვილი. ამიტომ, ადგილი რომ მოიპოვოს ცხოვრების ზედაპირზე, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გააუფასუროს თავის გარშემო. სიმაღლეთა დამდაბლება ეპიგონობის მთავარი თვისებაა. რასაც არ უნდა შეეხოს, ყველაფერი მაშინვე კარგავს თავის პირველყოფილ მომხიბვლელობასაც და მნიშვნელობასაც. სამწუხაროდ, ლიტერატურული კრიტიკა ზოგჯერ, უნებურად, ანდა ჩემთვის ძნელად ასახსნელი მიზეზის გამო, თვალს უხუჭავს ეპიგონების მომრავლებას; ის კი არა, თავისი ნაჩქარევი დასკვნებითა და სუბიექტური მოსაზრებებით ხელსაც უწყობს დროებითი პოზიციების დაპყრობაში.

მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოები, თუნდაც მთელი ლიტერატურა, რომელიც საკუთარ ეპიგონებს შეეჭმევინება, არც თანაგრძნობის ღირსია და არც დაცვისა. მაგრამ ეპიგონებთან ბრძოლის ლოზუნგით, ვთქვათ, მითოლოგიასაც თუ შევებრძოლეთ, ამით მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურა დაზარალდება ისევ. ეს იგივე იქნება, ალკოჰოლიზმის მოსასპობად ჯერ ვენახები მოვსპოთ. ასეთსავე სამწუხარო შედეგს მივიღებთ, თუკი ლიტერატურიდან, ეპიგონების შიშით, მითოლოგია განვდევნეთ. თუმცა, ეს შეუძლებელია ალბათ, რამდენადაც ყველა დროის ჭეშმარიტ შემოქმედს მითოსის წიაღიდან თავისი საკუთარი, ახალი მითი ამოაქვს.

საკუთარი მითის შექმნა ახალი მოვლენა არ არის ლიტერატურაში – ხდებოდა და ახლაც ხდება. მომავალშიც ასე იქნება ალბათ, რამდენადაც ყველა მწერლის ფარული ოცნებაა, შექმნას საკუთარი მითოლოგია, ანუ თავისი „ადამიანური კომედია“. რასაკვირველია, მეც მაწუხებს მითოლოგიზმებით დატვირთული პროზაული ნაწარმოებების აუტანელი სიმრავლე, მაგრამ ნუგეშად თუ გამოგვადგება, ისინი მაინც არ ქმნიან ამინდს ლიტერატურაში. ან ჩვენ ვაქცევთ გადამეტებულ ყურადღებას, ან, როგორც უკვე ვთქვი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჭეშმარიტ ლიტერატურაში ვურევთ. ამიტომ, რაც უფრო მალე გამოარჩევენ ამ სარეველას ნამდვილი ყანიდან, მით უკეთესი. მაგრამ ეს მწერლის საქმე აღარ არის.
მწერლის საქმეა, ყოველთვის იდგეს ლიტერატურის მხარეზე, ანუ – რაც შეიძლება ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს იგი. ლიტერატურის მხარეზე ყოფნა, ფაქტობრივად, ადამიანის მხარეზე ყოფნას ნიშნავს. ადამიანს კი ყოველთვის დასჭირდება მხარდაჭერა, რწმენა, სილამაზე, სისუფთავე – ყველაფერი, რასაც ჭეშმარიტი ლიტერატურა იძლევა.

ლიტერატურა უკვდავია, რამდენადაც თავად ადამიანია უკვდავი. უადამიანოდ არც ლიტერატურა არსებობს, ხოლო ულიტერატუროდ ადამიანი შემაძრწუნებლად ღატაკი და უშნოა.

ამიტომ, მწერალს ყოველთვის სხვაზე მეტი მოეთხოვება და სხვაზე ნაკლები ეპატიება – მისი ყოველდღიური გზა ადამიანის სულზე გადის და დაუფიქრებელი ნაბიჯით შეუძლია გამოუსწორებელი სიავკაცე ჩაიდინოს – სული ატკინოს ადამიანს! ამიტომ, მწერალი განუწყვეტლივ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ყველაფრისათვის, რასაც ამბობს და წერს. მწერლის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი მრავალნაირად გაგება შეიძლება. მწერლის სიტყვაში ყველა თავისი მრწამსის გამართლებას დაეძებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოულობს კიდეც.

მწერლის მიერ შექმნილ სამყაროს ურთიერთგაგების სურვილი და თანადგომის მოთხოვნილება მართავს და სწორედ ეს არის ლიტერატურის (რა თქმა უნდა, დღევანდელი ლიტერატურისაც) ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა – აიძულოს ერთი ადამიანი, გაუგოს მეორეს.

მწერლები ერთ უღელში შებმული ხარებივით არიან და მწერლური მოვალეობის აღსრულების ჟამს არავითარი განსხვავება არ არსებობს სახელმოხვეჭილსა თუ ნაკლებად ცნობილ მწერალს შორის – მთავარია, საერთო ძალითა და მონდომებით თუნდაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას წინ, ვიდრე ახალი ცვლა გამოჩნდე-ბოდეს. სამუშაო კი ჯერ კიდევ ბევრია, უფრო სწორად, ამოუწურავია, რადგან ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა თავისი საიდუმლოებებით, ვნებებით, სტიქიით, მთელი თავისი განუმეორებელი წუთისოფლით.

მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, მწერლობამ და მისმა მსახურმა მწერალმა, უპირველეს ყოვლისა, ერთობა უნდა ეძებოს ადამიანებს, ხალხებს შორის, რომლებიც ერთი დედის შვილები არიან და აღარ ახსოვთ (სხვათა შორის, დედამიწა ალბათ იმიტომაცაა მრგვალი, თანასწორუფლებიანობის შეგნება რომ განუმტკიცოს მასზე მცხოვრებ ხალხებს); ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ვერ ამჩნევენ – ერთი ცა ახურავთ თავზე, რომელიც, მართალია, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ელფერისაა, მაგრამ მაინც ყველგან ცაა. მწერალი ყოველდღე უღებს კარს ამ შეგნებას. რასაკვირველია, მან თავიდანვე იცის, რატომ იქცევა ასე, მაგრამ არ იცის, რას მიაღწევს, რა გამოვა ბოლოს. მუშაობის პერიოდში ბევრი რამ იცვლება, საერთოდ იკარგება, ანდა ისე გარდაიქმნება ხოლმე, როგორც ქალის სახე და სხეული ფეხმძიმობის ჟამს, როცა საკუთარი თავი თვითონვე ვეღარ უცვნია სარკეში. ეს ბუნებრივი ფერისცვალებაა და, ფეხმძიმე ქალისა არ იყოს, მწერალიც გუმანითა გრძნობს ალბათ, წინააღმდეგობის გაწევა ხეირს ხომ არ დააყრის. ხოლო, დაამთავრებს თუ არა სამუშაოს, დასვამს თუ არა ბოლო წერტილს, საკუთარი ნამოღვაწარით გაოცებულს, ეჭვიც არ ეპარება, სწორედ ამის დაწერას რომ აპირებდა თავიდანვე. დედასაც ზუსტად ასე აოცებს ახალშობილი ჩვილი, მაგრამ ის მისთვის ერთადერთი შესაძლებელი და ერთადერთი სასურველი ვარიანტია. სხვანაირს ვეღარც კი წარმოიდგენს.

ასე რომ, მწერლის მოვალეობაა აღქმა და ათვისება ცხოვრებაში (და არა ლიტერატურულ ცხოვრებაში) განუწყვეტლივ მიმდინარე პროცესისა, განცდა და გაანალიზება ცხოვრებისეული ვნებებისა (და არა ლიტერატურული ჟანრებისა), ადამიანური ტკივილებისა, მიზნებისა და მისწრაფებებისა, რაც მაშინვე თუ არ აღინუსხა, მერე შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს მათი სამზეოზე გამოტანა – ამ თვალსაზრისით, რომანი ბიბლიური კიდობნის ასოციაციასაც იწვევს ჩემში, რამდენადაც იმასაც სიცოცხლის, თუნდაც სიცოცხლის უმნიშვნელო ნაწილის გადასარჩენად აგებს მწერალი, იგივე ნოე, რომლის თავგამოდებისა და, ზოგჯერ, თავგანწირვის ფასად, ვინ იცის, რამდენი ადამიანური სახე, ხასიათი, რამდენი ბუნების სურათი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ ადათ-წესი გადარჩენია სამუდამო გაქრობას, დავიწყების გათოშილ ზვირთებს, მხოლოდ იმიტომ, რომანში, იმავე კიდობანში, ადგილი რომ მიუჩინა მათ მწერალმა ანუ მიწიერმა განსახიერებამ ბიბლიური ნოესი, რამდენადაც მწერლის მოწოდებაც სიცოცხლის გადარჩენაა, მხოლოდ ამას, ამ უძნელესსა და უდიადეს საქმეს ემსახურება იგი და ამიტომ სხვა აღარაფრისთვის აღარ რჩება დრო – ზის და თავის კიდობანს აკოწიწებს.

ცხოვრება განუწყვეტელი დინებაა და შეყოვნება, ერთ ადგილზე გაყინვა მისი ბუნებისთვის უცხოა. აქედან გამომდინარე, არც მწერალს (ნოეს) დააყრის ხეირს ერთი ადგილის ტკეპნა და ქვიშიდან ოქროს გამორჩევა. მწერლისთვის ცხოვრებისეულ შლამსა და ოქროს ერთი ფასი აქვს, რადგან სახლმა (კიდობანმა), რომელსაც ის აშენებს, გარეგნული ბრწყინვალებით კი არ უნდა გააოგნოს ამ სახლში მოხვედრილი კაცი, არამედ სულის სიღრმემდე უნდა შეძრას სახლში გამეფებული სიმდიდრისა და სიღარიბის, სინათლისა და სიბნელის, სისუფთავისა და სიბინძურის განუწყვეტელი მონაცვლეობით, ანდა სულაც თანაარსებობით. ამ სახლში ყველას ერთნაირი თეფშით უნდა ჩამოურიგდეს ყველაფერი, რასაც, საერთოდ, ცხოვრების სიავკარგე ჰქვია.

მე, პირადად, შორსა ვარ იმ აზრისგან, თითქოს მწერალი ოქმის სიზუსტით აღნუსხავდეს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. ერთი დიდი მხატვრის სიტყვებით რომ ვთქვა, შემოქმედება საგნის ზუსტი ასლის გადმოღება კი არ არის, არამედ იმის გადმოცემა, რასაც ეს საგანი ჩვენს გონებაში, ფიქრსა და წარმოდგენაში ტოვებს. ამიტომაც, არსად არ აისახება ხოლმე ისე მძაფრად და შთამბეჭდავად ეპოქის სული, ხასიათი, ყველა მისი დამახასიათებელი ნიშანი თუ თვისება, როგორც ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედებაში. მწერლის მიერ შექმნილი სინამდვილე გაცილებით ცოცხალი და გაცილებით საინტერესოა, რამდენადაც მისივე გულწრფელი განცდებით, თანაგრძნობით, თანადგომითა და ტკივილად ქცეული სიყვარულითაა გაკეთილშობილებული.

1986



Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 12:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Jan 29, 2019 1:12 pm

მიხო მოსულიშვილი

ოთარ ჭილაძის პოემის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ დაწერის თარიღისთვის
(გასაჯაროებული მიმოწერა, ადრესატის ნებართვით)

„მოგესალმებით, ბატონო მიხო! მაპატიეთ თქვენს პირად სივრცეში შემოჭრა და რამდენიმე კითხვით შეწუხება. ვიცით, რომ თქვენ და ბატონ ოთარ ჭილაძეს არაერთი შეხვედრა და საუბრები გქონდათ მის შემოქმედებაზე, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ გეცოდინებათ მისი პოემის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში" შექმნის ისტორია, იმ მხრივ, რომ ის დაწერილია 1963 წელს და იქ გადმოცემული პანამისა და კრუს ხიმენესის ისტორია კი რეალურად 1964 წელს ფიქსირდება, მით უფრო გაზეთ ,,თბილისშიც" 1964 -შია გამოქვეყნებული. საიდან ეს ინფორმაცია ბატონ ოთარს ერთი წლით ადრე? ან იქნებ, როგორც დიდ შემოქმედს ჰქონდა წინასწარმეტყველური ხედვა, კონკრეტულად კრუს ხიმენესზე?
P.S. გახლავართ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ნაწარმოების სწავლების პროცესში ჩემს მოსწავლეებს და, რა თქმა უნდა მეც, გაგვიჩნდა ეს კითხვები....
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის და დროის დათმობისთვის!“

დიანა ბერიძე, ასპინძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2019 წლის 28 იანვარი.

***

მოგესალმებით, ქალბატონო დიანა.
მეც ძალიან მიყვარს ბატონი ოთარის ნაწერები, პირადადაც მქონია არაერთი საუბარი მასთან, მაგრამ ეს სულაც არა ნიშნავს, რომ მე ოთარ ჭილაძის შემოქმედების სპეციალისტი ვარ... თუმცა ვეცდები ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობების კვალობაზე გიპასუხოთ.
მეც გადავამოწმე თქვენგან ნახსენები პოემისა და პანამის კრიზისის თარიღები.
აქ წერია, რომ ეს შტაბ-სერჟანტი ლუის ხიმენეს კრუსი სნაიპერმა მოკლა 1964 წლის 9 იანვარს -- Most U.S. accounts put the number of Americans killed in these events at four, though others put the death toll at three or five. Those who died on the American side include Staff Sergeant Luis Jimenez Cruz, Private David Haupt and First Sergeant Gerald Aubin who were all killed by sniper fire on the 9th and 10th in Colon and Specialist Michael W. Rowland, whose death was caused by an accidental fall into a ravine on the evening of the 10th. -- https://en.wikipedia.org/wiki/Martyrs%27_Day_(Panama) და ზემოხსენებული თარიღი პანამაში აღინიშნება, როგორც „წამებულთა დღე“. ამასვე მოწობს რუსულად დადებული სტატია შემდეგ ბმულზე -- http://ru.knowledgr.com/01822269/ДеньМучеников(Панама)?fbclid=IwAR0RT7AskmWjTVy-k7PuwbQL-nvD3ziKrqd5uF7IrovUsWUaLsk7thL0Ti8
და აქ კი ვკითხულობთ: Sergeant Luis Jiminez-Cruz, a native of Puerto Rico, was killed by a sniper in Panama a week ago. He was guarding a roadblock and had been given no ammunition for his rifle. -- http://www.arlingtoncemetery.net/luis-jiminez-cruz.htm -- „სერჟანტი ლუის ხიმენეს-კრუსი, პუერტო-რიკოს მკვიდრი, მოკლა სნაიპერმა პანამაში ერთი კვირის წინ. ის იცავდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და ამუნიცია არა ჰქონდა თავისი შაშხანისთვის“.
ეს „ერთი კვირის წინ“ კი სწორედ 1964 წლის იანვარია.
აქ შეცდომა გამორიცხულია, ეს კრიზისი სწორედ დასახელებულ დროს იყო და სწორედ ამ დღეს მოკლეს შტაბს-სერჟანტი ლუის ხიმენეს კრუსიც...
ოთარ ჭილაძეს რომ წინასწარ, შტაბ-სერჟანტ ლუის ხიმენეს კრუსის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაეწერა ეს პოემა, არა მგონია... მისი, როგორც მწერლის გენიალურობა არ ნიშნავს ამ სერჟანტის მკვლელობის წინასწარმეტყველებას, მე მგონი. მთავარი ნაწარმოებია, სადაც ვლინდება კიდევაც ეს გენიალურობა -- და სახელდობრ, პოეტის ხედვაში...
ახლა ის უნდა ვიფიქროთ, ოთარ ჭილაძემ ეს პოემა 1963 წელს დაწერა მართლა? თარიღი ხომ არ ეშლებათ წიგნში „გახსოვდეს სიცოცხლე“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1984 წელი, გვერდი 154).
მეც სწორედ ამ შეკითხვით მივმართე ოთარ ჭილაძის ქალიშვილს, ცნობილ მთარგმნელს, თაკოს Tako Chiladze. იმან კი, თავის მხრივ, თავის ძმასთან, ასევე ცნობილ მთარგმნელთან, ზაზასთანაც გადაამოწმა და, როგორც ჩანს, გამომცემლობა შეცდა ამ პოემის თარიღში და ნაცვლად 1963 წლისა უნდა ეწეროს 1964 წელი. როგორც ისინი აცხადებენ, ეს შეცდომა შემდგომ გამოცემებში გასწორდება.
მეც ვფიქრობ, რომ პოემა 1964 წელს არის დაწერილი.
ქალბატონო დიანა, დიდი მადლობა თქვენ, ასე დაკვირვებით რომ კითხულობთ ნაწარმოებს და მართებულ შეკითხვებს სვამთ. თქვენი ნებართვით, ამ პასუხს საჯაროდაც დავდებ, რომ სხვა მასწავლებლებმაც და დაინტერესებულმა პირებმაც ნახონ.

პატივისცემით,
მიხო მოსულიშვილი
29 იანვარი, 2019 — with Tako Chiladze and დიანა ბერიძე.

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 12:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyFri Feb 08, 2019 4:35 pm



ოთარ ჭილაძე - წათეს წითელი წაღები (ორ ნაწილად)
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ბადრი მიქაშავიძე
ხმის რეჟისორი - ნანა სანდუხაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე
რედაქტორი - შოვინა ქაცარავა

მონაწილეობენ: გოგა გორგასანიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ნანი ჩიქვინიძე, გია ლეჟავა, გიზო სიხარულიძე, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, პავლე ნოზაძე, სოსო ხაინდრავა.

ჩაწერილია 1998 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/qJgmO0NGy-M

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 4:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:30 pm

ოთარ ჭილაძე

თეთრი მინდორი

მე ჩამეძინა და ძილშიც ვგრძნობდი,
როგორ ფეთქავდა სარკმელში ტოტი,
და როგორც ტოტის ცახცახა ჩრდილი,
ხელს მაფარებდა თვალებზე ძილი
და აღარ ჩანდი, მე კი ვწვალობდი,
მაგრამ შენს სახეს ვერ ვიხსენებდი
გულს იხეთქავდა ჩიტი გალობით
და თეთრ მინდორზე იდგნენ ცხენები:
არწევდნენ მინდორს დაბმული ბუშტის
და წყალმცენარის მოძრაობებით,
ცა ივსებოდა ღრუბლის კოპებით.
ნელა ქრებოდა სინათლე სუსტი,
მე კი ვერაფრით ვერ ვახერხებდი
შენს წარმოდგენას..
შენი ფეხებით სხვა დადიოდა. შენი სახელიც,
სხვას ეკუთვნოდა შენი სახელი!
ვიჯექი უცხო სახლის კიბეზე და
მაწამებდა ჩემი სიბეცე,
ჩემი სისუსტე და სიღატაკე.
და ჩემი სულის ქვის იატაკზე
შენი არსება ჩრდილად ქცეული,
როგორც სულისთვის უცხო სხეული
უძრავად იდგა.

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 12:41 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:35 pm

ოთარ ჭილაძე

დევებით სავსე ქუდი
(პოემა)

„იყო სამი ძმა.
თქვეს ერთხელ ამ ძმებმა, მოდი გავიყარნოთო. უფროსს ერგო სახლები, მეორეს - მამული, მესამეს - ერთი ქუდი. ეუბნება ამ ძმებს: - ამ ქუდზე მოვხნა, დავთესო, ვჭამო თუ ვსვაო. ეს რა ღვთის წყრომააო!
- რაც არი, არი! ეგ იყო შენი წილიო, - უპასუხეს ძმებმა.
- კარგიო, კეთილად მოგახმაროთ თქვენი წილი, მე კი წავალო.
მიდის ერთ ტყიანში, დიდი ჯოხი უჭირავს ხელში. მაღალი ქუდი იყო, მოედო ხის ტოტებს, მოეხადა და ჩამოუვარდა. ეს ბიჭი ისედაც გაგულისებულია, დანა კბილს არ უხსნის. აიღო და თავისი ჯოხი ერთი ორჯერ დაარტყა ამ ქუდს: შე ასეთო და ისეთო, თავზეც არ ჩერდებიო!
უცებ გამოვარდა იმ ქუდიდან ორი უზარმაზარი დევი.
- რა გაგჭირვებია, რომ გამოგვრეკე ამ ქუდიდანაო.
- როგორ რა გამიჭირდა, მშია და მწყურია, ამაზე მეტი რა უნდა მიჭირდესო!
დატრიალდნენ ეს დევები, გაუშალეს სუფრა, აჭამეს და მერე ქუდში შეძვვრნენ ისევ ისე.
თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება“.
(ქართული ზღაპრიდან)


მე ჯადოსნური ქუდი მახურავს,
ჩემი ერთგული დევებით სავსე.
მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ,
ამდენი დევი დავისვი თავზე.

და ერთი უნდა ავდგე და ვცადო,
მეც უნდა ვცადო ამქვეყნად ბედი.
რასაც ვიპოვი, კვლავ ქვაზე დავდებ,
სხვა არაფერი არ მინდა მეტი.

მე სხვანაირი ვიყავი ადრე,
სულ სხვანაირად ბრწყინავდა მთვარეც
და უფრო ხშირად ვცხოვრობდი ხათრით,
ჩემი სურვილის და სულის გარეთ.

და მე შემეძლო ვიღაცის გამო
დამეთმო ფიქრი_ ვიღაცის თხოვნით.
მერე კი ვწუხდი და მთელი ღამე
დოლების ხმაზე დნებოდა თოვლი.

ასე მოქმედებს ჩემზე ამინდი,
მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ,
ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ არ მინდა,
რომ თანაგრძნობით შემხედოს ყველამ.

ქუდი, რომელიც ბედმა მარგუნა,
მე დამიფარავს მტრისგან ყოველთვის,
სანამ სიკვდილი მომიკაკუნებს
და ყურში ჩუმად მეტყვის: მოვედი.

მაგრამ იქამდე ჩემს ერთგულ დევებს
ექნებათ ჩემი რწმენა და რიდი
და მათ თვალებშიც სინათლე შევა,
რასაც მე მხოლოდ სინათლედ ვთვლიდი.

მე ვივლი ქვეყნად და ხიფათები
გამიმდიდრებენ სულს და გონებას.
ზოგჯერ ვარსკვლავი დაიბადება,
ზოგჯერ ვარსკვლავიც შეიბოლება.

მე უკვე ვიგრძენ სიცოცხლის მადლი
და უკვე ვიცი, რას ნიშნავს ფიცი
და ისიც ვიცი, რომ დროზე ადრე
არა აქვს ფასი არც ცრემლს, არც სიცილს.

და სულში იბრძვის ახალი სიმი
წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე,
მე კი ვიზოგავ შენს ფერმკრთალ ღიმილს,
ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს.

ისევ ანთია შენი სახელიც,
ისევ ზარივით ჰკიდია ცაზე
და სადგურები თვალებს ახლელენ
დაუმთავრებელ სიზმრებით სავსეს.

და იქნებ მითხრა, რაში აქვს სული,
რაში აქვს ეშმაკს სული და ღონე.
მე გაურკვეველ სიზმრებში ვცურავ
და შეუმჩნევლად ვნებდები მორევს.

მაგრამ მე მახსოვს, სად შეწყდა კვალი
და სად ვიწამე ბუნების ძალა
და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი,
თუ ჩემი ნეკნი, ქცეული ქალად.

მე შენს მისამართს ვეძებდი დღემდე
ხახაგამშრალი მტვრით და დუმილით.
და აი, ახლა, ყველაფრის შემდეგ,
მიბზუის თავი, როგორც ყურმილი.

გესმის?_ მოვიდა განკითხვის ჟამი
და მოიშორე ზედმეტი ტვირთი.
შენ უკვე სხვა ხარ, რადგან ეს ღამე
ჩვეულებრივი ღამეა სხვისთვის.

მე ასე მსურდა, თუმცა მახსოვდა,
რომ ყველაფერი მთავრდება უცებ.
და გაჩაღებულ სახაბაზოდან
პურის სურნელი აძღობდა ქუჩებს.

ქვებზე კი იწვა სინათლის ზოლი
და მე მაშინვე მითხრა მდინარემ:
თუ არ აიღებ_ ინანებ ბოლოს
და თუ აიღებ_ მაინც ინანებ.

მე კი ავიღე და ამის მერე
ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები
აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს,
როგორც მთვრალები ან დაჭრილები.

და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს
და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,
ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,
როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.

მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ
და სიჩქარეში სხვები დალოცეს.
და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი,
მე შენი სული მედო თაროზე,_

როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,
ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი...
და მე შემეძლო მეხილა ცხადად
რაც იგულისხმა ბუნებამ შენში...

ბნელში სადგურის საათი ელავს
და სემაფორი თავისთვის ღვივის.
მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ,
მე მტკივა, მაგრამ ვეჩვევი ტკივილს.

ზედიზედ ქრება ფანჯრებში შუქი,
ფანჯრები ასე ხუჭავენ თვალებს.
და თუ აქ სადმე არ არის უკვე,
ეშმაკიც უნდა გამოჩნდეს მალე.

რომ შეიცვალოს ხმები და გზები
და სულში ღამე დამკვიდრდეს ბნელი.
მე კი ასაკიც არ მაძლევს ნებას,
რომ განზრახულზე ავიღო ხელი...

მატარებელი კივილით მიჰქრის,
ცნობისმოყვარე ყურებით სავსე
და ერთმანეთში არეულ ფიქრებს
ძალით გვაჩეჩებს და გვახვევს თავზე.

კუთხეში ყვინთავს ბებერი ქალი
და თვალებს მხოლოდ ხანდახან ახელს,
როგორც ძველ სკივრებს...
და ვგრძნობ, რომ მალე
მე თვითონ ვეტყვი ჩემს გვარს და სახელს.

მე თვითონ ვეტყვი და დამჭკნარ ხელებს
მივანდობ ჩემი მგზავრობის მიზეზს
და მოედება ღიმილი ნელა
ბებერ გონებას, ქარივით ფხიზელს.

_დედაშვილობას, მიშოვე წყალი,
სამაგიეროდ გასწავლი რამეს.
და ცოდვასავით ბნელი და მხდალი
ბორბლებს ღრიალით გაურბის ღამე.

მე მიმაქვს წყალი და ვცდილობ სწორედ
მეჭიროს ჭიქა მღვრიე და ცივი,
მე მართლა ვცდილობ და თითებს შორის
ვგრძნობ გაურკვეველ და ახალ ტკივილს.

მთებზე დახტიან მუქი ლანდები
და ბრწყინავს მთვარე, მარად მდუმარე.
_ როცა გიცდიან, ნუ აჩქარდები
და როცა ეძებ, სხვებს დაუმალე. _

ამბობს ბებერი და ბებერს არ ჰგავს
და კალთით არწევს მთვარის წიწილებს
და ეჭვი, როგორც ახალი ლაქა,
მეხამუშება და ვერ ვიძინებ.

უეცრად სარკმელს აწყდება რიყე
და უსასრულოდ ხარხარებს ხიდი...
და, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო,
მე რომ უმწეო მოხუცად ვთვლიდი.

მე გამეღვიძა ძალიან ადრე,
მტკიოდა თავი, მიხურდა სახე
და, ალბათ, მხოლოდ ასაკის ხათრით
ვიკითხე, მაგრამ ვეღარსად ვნახე.

ხოლო ჩამტვრეულ ფანჯრიდან ქარი
ეზიდებოდა ტყეებს და ღრუბლებს
და კეთილ ნოეს კიდობნის დარად
ყველაფერს მშვიდად იტევდა კუპე.

გესმის? თუ გესმის?_ დაუდგა ხანი
და სიბნელიდან გამოდის ბავშვი
და კოშკებივით ამაყად დგანან
შენი მაღალი ფეხები ქარში.

და შენს გარშემო სავსეა ქუჩა
შენი გინებით და შენი ქებით
და ზოგი თვალებს იმიტომ ხუჭავს,
რომ ბნელში უკეთ განჭვრიტოს გზები.

ქუდში კი ბორგავს ჩემი ლაშქარი
და ჭრაჭუნობენ მძიმე ლახტები.
მათ შეუძლიათ მთები წაშალონ,
თუ, რა თქმა უნდა, მე დავთანხმდები.

მე კი არასდროს არ მივცემ ნებას,
არ გამოვუშვებ არასდროს გარეთ:
ამ მთების ჩრდილი გულებზე წვება
ყოველთვის, როცა ამოდის მთვარე.

ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა,
იქნებ მე მადევს სულზე ურდული
და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა
გამოფიტული და გაქურდული.

და ვცხოვრობ, როგორც ერთგული წევრი
ბრმათა და ყრუთა მშვიდი არტელის
და სულ მგონია, რომ სხვებზე ბევრი
მაქვს საფიქრალიც და სადარდელიც.

დე, იყოს ასე, მაგრამ მე ვიცი
უეცრად გამქრალ სიცოცხლის ფასი.
მე შევიკარი ხელები ფიცით
და სინანულით შევცვალე ბრაზი...

მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს
და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.

მე დილით მზეზე გავფინე გვამი
და მოვრთე ნუშის ნედლი ტოტებით
და გავუმხილე, რომ ყოველ ღამე
მიყვარხარ ძლიერ და გელოდები.

გზაში გაეხსნათ ტოტებს კვირტები
და უცებ ვიგრძენ ყვავილის სითბო
და კვლავ წამომცდა ღმერთის დიდება:
მეგონა გვამი ყვაოდა თვითონ.

მე მივდიოდი ზევით, სულ ზევით
და სამარისთვის ადგილს ვარჩევდი.
მძიმე ლოდები მოჰქონდათ დევებს
და ქვითინებდნენ, როგორც ბავშვები.

და როცა უკვე ვხურავდით ბუდეს,
პირველად მაშინ მომინდა უცებ,
რომ ატირებულ დევების გუნდით
მოვჩვენებოდი ქალაქის ქუჩებს.

ქალაქი იწვა მდინარის პირას
გაქვავებული და დაბურული.
მზეზე ბრწყინავდა მინა და კირი
და ქარს მიჰქონდა თივის ბულული.

მხოლოდ ქალაქის მძიმე კარებთან
თვლემდა გუშაგი ჩაჩქანის ჩრდილში
და გზად არავინ არ ჭაჭანებდა,
ალბათ მთვლემარე გუშაგის შიშით.

მე ვუყურებდი გუშაგის სახეს
და გაქვავებულ ქალაქის კედელს
და კედლის იქით გამოჩნდა ბაღი,
როგორც სინათლე წყვდიადის შემდეგ.

ის უცხო ბაღი გუგებს მიპობდა,
მწვანე ცულებით მიპობდა გუგებს.
ზოგან ყვაოდა, ზოგან მწიფობდა,
ზოგან ფოთოლი ცვიოდა უკვე.

და ქარმა მითხრა, რომ ფოთლებს შორის
ჩემთვის მალავენ შანთებს და ღვედებს,
რომ ერთი თავი აკლია სწორედ
ქალაქის მაღალ და მაგარ კედელს.

და შენი მშვიდი შუქის მძებნელი
ვზომავდი მანძილს კედლიდან ცამდე
და ცარიელი მატარებლები
მატარებლების ფიტულებს გავდნენ.

და კვლავ ხმაური მოწყურდა ყურებს,
დიდი ხმაური დიდი ცოდვების
და როგორც ჩემი მეგობრის სული,
გადავაყარე ქალაქს ტოტები.

გადავაყარე ტოტები ნუშის,
როგორც ნახშირი ჩაფერფლილ ღუმელს.
და რასაც ჩემთვის ვფიქრობდი გულში,
ყველას მაგივრად ვფიქრობდი თურმე.

და ამოძრავდა ქალაქი ისევ.
გამოჩნდა ბოლიც, სისხლივით თბილი.
ქალაქელები ისრესდნენ კისრებს,
დაბნეულები ხანგრძლივი ძილით.

და დამტვერილი ჭადრების მწკრივიც
თანაბრად იდგა ყველა კარებთან
და განცდილ თრობას, თრთოლვას და ტკივილს
გვინაწილებდა და გვაძალებდა.

მე მივდიოდი და აღტაცებით
ვუთვალთვალებდი ჭადრების ალერსს,
ვით ნათელ ცირკში ჯარისკაცები
ნახევრად შიშველ და მოქნილ ქალებს.

რეკავდა, სადღაც რეკავდა ზარი
და წრიალებდნენ ქუდში დევები
და ავტობუსის მოთენთილ მგზავრებს
მუხლებზე ეწყოთ მზის ნამტვრევები.

მე ავირჩიე პატარა სახლი
წვიმით გარეცხილ ფერდობზე მდგარი,
ყველა დანარჩენ სახლებზე მაღლა,
გარემოცული მზითა და ქარით.

რაფაზე იწვნენ მუქი ჩრდილები
და მთელ სარკმელში ყვაოდა ნუში
და უცებ ვიგრძენ, რომ ტკივილებით
განთავისუფლდა რაღაცა სულში.

ეს იყო ლექსი...
და ლექსის ჩრდილში
ერთად მღეროდა ნდობაც და ეჭვიც
და მე ის ხელში ავიღე შიშით,
როგორც ველურმა ბრჭყვიალა კენჭი.

მას ჰქონდა შენი უბრალო სახე,
მე კი ვაქებდი და ვადიდებდი,
რომ გამეყიდა და საყდრის გლახებს
არ დაკარგვოდათ ღმერთის იმედი...

გარეთ თანდათან იზრდება ქარი
და გაცრეცილი ჭადრები თითქოს
უცებ კარგავენ შნოსა და მარილს
და საქორწილო საწოლის სითბოს.

მაგრამ დევები იქნევენ კეტებს:
მათ მოწონთ ქარის თამამი მარში,
მათ მოწონთ ქარი და უფრო მეტად
მოწონთ ქალების ყურება ქარში.

მე არ ვუწყრები ჩემს სულელ დევებს
ქუდში დევობას გადაჩვეულებს,
როდესაც ფარდებს ცახცახით ხევენ
და უკივიან ლამაზ სხეულებს.

მე არ ვეძებდი დევების ძალას
და სულ შემთხვევით გავხდი პატრონიც
ჯადოსნურ ქუდის, რომელსაც ვმალავ
და ისევ ვნატრობ, რასაც ვნატრობდი.

მე კი ვნატრობდი, რომ სანატრელი
არ ამხდენოდა სხვისი წყალობით.
მყოფნიდა შენი სუსტი სანთელიც
და მარტო შენთან მოსვლას ვჩქარობდი.

და ღმერთმა იცის, ხვალ სად ვიქნები
ან რომელ ჩრდილში მივეტმასნები,
თუ გამითავდა შენზე ფიქრები,
როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები.

რას მიშველიან მაშინ დევები,
რის მაქნისია მათი ეშვები,
თუ ყელზე საბელს თვითონ შევიბამ,
თუ მოვდუნდები და მოვეშვები.

რადგან ეს ქუდიც, ყველაფრის შემძლე,
შენ დამახურე, იმედად თავზე
და მიხარია, რომ ისევ გეძებ
შენი სინათლით და სიცხით სავსე.

ყელამდე სავსე შენდამი ზრუნვით,
როგორც ზღვა თევზით და ტყე ფრინველით.
და მიხარია, რომ ისევ ბრუნავს
ქვეყანა_ დიდი და საკვირველი...

ქუჩებში ვეღარ ეტევა ქარი
და ხარაჩოსთან ფუსფუსებს კაცი,
რომ არ მოუსწროს ავდარმა გარეთ
მისი სხეულის და სულის ნაწილს.

მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს,
თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით
და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს,
შენს ნაფეხურებს გამოყვა თვალი.

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს
და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება,
მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ.

მე ზღვის ხმაური მახშობდა ძილშიც
და ვუსხლტებოდი საზარელ თევზებს
და, როგორც იქნა, დავძლიე შიში
და კვლავ ამტკივდნენ ფიქრები შენზე.

მე მთელი ღამე ზღვაში ვცურავდი,
დაბრმავებული აფოფრილ ქაფით
და დიდი თევზი ფრთა მახურავდა,
რომ ავცდენოდი გზასა და ნაპირს.

მაგრამ მოვარდა მიწიდან ქარი
და შეტრიალდა თევზიც მაშინვე
და განახლებულ სიმღერის დარად
გავყევი მინდვრებს მზეში გაშლილებს.

გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ,
რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,
მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს
და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს.

შრიალებს შენი თამამი კაბა,
როგორც სინათლის და ცის მარაგი
და ქალაქს დაღლილ გემივით აბამს,
რომ არ დაიმსხვრას ქვებზე ქალაქი.

ის მოლოდინით ავსებს აივნებს
და ყველაფერზე მღერის ჩიტივით.
მაგრამ ღამდება და კვლავ ყაიმით
მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი.

ხოლო ქალაქის გაშლილ დაფაზე
თამაშს შავები იწყებენ ისევ
და პურის სუნით მთვრალი ხაბაზი
იმშრალებს ოფლით გახვითქულ კისერს.

შენ უკვე წევხარ, ან ახლა წვები,
სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,
მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა,
რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი.

კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე
შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე
და დაეჭვებულ მიჯნურის დარად
ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს.

და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება,
როცა ცახცახით გეხვევა მთვარე
და როგორც შენი უმცროსი დები,
ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ.

მე კი მარტო ვარ, ძალიან მარტო
და თავთან მიდგას წყალი და წიგნი
და უცებ ვამჩნევ, რომ აღარ მართობს
კაცი, მცხოვრები ამ წიგნის შიგნით.

თუმცა მე ჩემი გზისა და ბედის
ერთგული ქმარი ვიყავი მუდამ,
მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი,
როგორ ვცხოვრობდი_ კარგად თუ ცუდად...

სადღაც კივიან მატარებლები
და აფხიზლებენ ჩათვლემილ ქალაქს
და შენი მშვიდი შუქის მძებნელი
ვამშვიდებ ფიქრებს და ვიკრებ ძალას.

ქალაქზე წვება სადგურის ბოლი,
მაგრამ მინები მაინც ბრწყინავენ
და დასიზმრებულ ვარსკვლავებს შორის
სძინავთ ჩემს დევებს, როგორც მფრინავებს.

როგორც მფრინავებს, რომლებიც ციდან
ზვერავდნენ მიწას ცოტა ხნის წინათ
და ახლა სძინავთ, მშვიდებს და დიდებს,
ვარსკვლავებს შორის წვანან და სძინავთ.

ისინი დიდხანს დაჰქროდნენ ცაში
და ვარსკვლავებზე აჰქონდათ მიწა
ხოლო მათ ლტოლვას, თამამს და საშიშს,
შენი კეთილი სინათლე იცავს.

შენ იცავ, რადგან შენც კარგად იცი,
რომ ეს გონების ბრალია მხოლოდ,
ხოლო სხეული სავსეა მიწით
და კვლავ მიწიერ ცხოვრებით ცხოვრობს.

და სანამ ქვეყნად არსებობს კიდევ
თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე,
სუსტი და მძლავრი, მცირე და დიდი,
არსებობს მზე და არსებობს მთვარე _

მეც ვიარსებებ და მგზავრის დარად
უცებ გაჩენილ ფიქრებს ავყვები.
ჩემი შემყურე დევების ჯარიც
იცხოვრებს მშვიდი ცით და ზრახვებით.

ჩემში იქნება დევების ძალა,
სანამ მიყვარხარ და მეყვარები,
სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი
და სასწაულად გთვლიან თვალები...

ცახცახებს მთვარე და ერთი შეკვრა
მთვარის ნაწნავი აყრია ქუჩებს
და პოეტების მოწყენილ ძეგლებს
ძეგლების ბედი ბეზრდებათ უცებ.

ისინი დგანან, დგანან და სჯერათ,
რომ უნდა იდგნენ ყოველთვის ასე
და ვარსკვლავებით შეკრული ჭერი
მთელი სიმძიმით აწვებათ თავზე.

ისინი დგანან, რომ ნახონ სხვებმაც
ჯიუტი სახე ტანჯვის და მსხვერპლის
და დაიჯერონ, რომ მათი ვნება
ისევ ცეცხლია და არა ფერფლი.

და ისევ, როგორც უცხო სხეული,
გარინდებულა წყვდიადში ძეგლი,
მიწიერ თრთოლვას გადაჩვეული
და გაკაწრული დუმილის ეკლით.

ძვირფასო! სიტყვას აქვს თავის ფასი,
ზომა და წონა, სუნი და ფერი
და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად
იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის.

მეც ჩემი სიტყვა რწმენას მავალებს
და მაჯილდოვებს ყველა უფლებით.
და აი, უკვე ყივის მამალიც
და იღვიძებენ გარეუბნები.

და იბრუნებენ ქუჩები ისევ
ძეგლებს და ცოცხალ ადამიანებს,
მაგრამ მეც მთვლიან სიცოცხლის ღირსად
გზები, რომლებიც ვერ გავიარე.

და იქნებ სჯობდეს, რომ უსასრულოდ
და ზღაპრად ქცეულ ოცნების მსგავსად
გაგრძელდეს შენი ნათელი სული
და იყოს ასე: ყველგან და არსად.

1961

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:47 pm

ოთარ ჭილაძე

***
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო -
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება, ალბათ, სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!

1958

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:52 pm

ოთარ ჭილაძე

ბინდის ფერია სოფელი...

ბინდის ფერია სოფელი,
თანდათან უფრო ბინდდება
მაგრამ ჯერ ჩემი სწორფერი
სულ სხვა სასწაულს მპირდება.
წვიმამ გაშალა ავდარი,
ბინდი იმის თმას ვადარე,
ნისლი ხევიდან ამდგარი,
როგორიც მთამ მხრებით ვატარე.
ცას ორბივით რომ უვლიდა,
ეს ჩემი ლექსი ყოფილა,
ტკივილით მომწყდა გულიდან
და არაგვს დაუძმობილდა.
სადღაც თრთის ჩემი სწორფერი
და სასწაულებს მპირდება...
ბინდის ფერია სოფელი,
თანდათან უფრო ბინდდება.

Arrow


Last edited by Admin on Mon Dec 09, 2019 9:39 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:55 pm

ოთარ ჭილაძე

მდინარე

1
დაუსრულებლად მოდიხარ ისე
და თუკი რამე შემოგხვდა გზაზე,
ანგრევ და მიგაქვს, ქვიშად ქცეული,
ვით საკუთრება შენი სხეულის,
გიჟის ფიქრივით თამამს და ძლიერს,
თან მიგაქვს ისიც... და გვიცვლი იერს
შენი სურვილის მორჩილ ნაპირებს.
და შებრძოლება თუ დავაპირეთ,
ჩვენც ქვიშად გვაქცევ...

2
ტყუილად ფიქრობთ,
ასე ცხოვრება მომწონდეს თითქოს.
ყელი სავსე მაქვს ხრეშით და შლამით,
წამი რა არის, არც ერთი წამით
არ ჩამიმუხლავს, რომ ჩემი ფსკერი,
კაცის სულივით ვრცელი და ჭრელი,
საბადო ცრემლის, ქვის და ყინულის,
ბუდე ცოდვილის და განწირულის,
მარადიული სახლი სიბნელის
და ოფელიას ბოლო სიმღერის
სტალაქტიდები არ დავინახო.

1967

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:56 pm

ოთარ ჭილაძე

მოლოდინი

გაუჩინარდა სარკმელში ტოტი,
საკვამურებიც და მავთულებიც...
აღარაფერი არ ჩანს სრულებით
და როგორც შავი ყინულის ლოდი,
დუმს ტელეფონი...

მაგრამ დუმილიც თანდათან კარგავს
თავის საზარელ აზრს და უფლებას
და მესმის, როგორ ესაუბრება
კედელი კედელს, საგანი საგანს.

თუმცა მე უკვე აღარ მაქვს ნება,
რაიმე გრძნობა მქონდეს შენდამი
და მტვრად ედება ჩემს გლუვ ზედაპირს
თავგანწირული და ლაღი ვნება.

მაინც რაღაცით უნდა გავერთო
და ავიტანო დარიც და დამღაც,
რადგან ჩემს ნაწილს შეადგენს ახლა
ის, რაც დარჩება ჩემგან საერთოდ.

1966

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:58 pm

ოთარ ჭილაძე

მწვერვალი სიმდაბლისა

მე მუზის მსახურს მეძახდნენ ადრე. დღეს მთელი ჩემი ავლადიდება: ერთი პიესა, ერთი ლექსი, ერთი რომანი - ფურცლის ბოხჩაში გამოკრული - ამ წუთისოფლის უკანა კართან დაუდგიათ, როგორც შეჭმული ქლიავის კურკა - თეფშის კიდეზე. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მეც ერთბაშად ავიღო ხელი ჩემს ხელობაზე. აკი ვთქვი, ერთ დროს „მუზის მსახურს“ მეძახდნენ-მეთქი და ერთნაირი მოუთმენლობით ელოდება ჩემს ყოველ სიტყვას შეყვარებული გოგო იყო თუ ტახტის მცველი. ლექსი ღუზაა, ნავსადგურში ხომალდს რომ აბამს და, იმავე დროს, ფრთებიცაა - სულელი იხვი რომ ამოჰყავს, თუნდაც ცოტა ხნით, მწვანედ ჩამპალი ჭაობებიდან. თუმცა, ლაპარაკს რა აზრი აქვს, ან რაღას შეცვლის, როცა სასწორის ერთ პინაზე ჩემი სული დევს, მეორეზე კი - ჩემი ხორცი. ვინ რას აირჩევს. სულისთვის ხორცი უნდა დავთმო, ხორცისთვის - სული. მხოლოდ ამგვარი არრჩევანის უფლება მომცეს და ამიტომაც მძულს ჩემი თავი. იმასაც ვძულვარ: ერთმანეთის სისხლს ვიფურთხებით, ცხადშიც, სიზმარშც, თან მატლებივით ვაღოღდებით მაინც ერთმანეთს, ჩვენს სიძულვილთან რომ არ დავრჩეთ მარტო, პირისპირ. ამდენად, ბევრი არაფერი არ შეიცვლება, კვლავ ჩვენთან ერთად გააგრძელებთ გზას თუ უჩვენოდ. ზედმეტი კაცის ოცნებები სასაცილოა, მაგრამ ცხოვრება ჯერ გრძელდება და ღვთის წყალობით, ვინ იცის, იქნებ ჩვენც გამოვკრათ რაღაცას ხელი. ხელი თუ არა, თითი მაინც... ხელი - საცმუცნავს, თითი - ჩახმახს... გამოვკრავთ კიდეც: თუკი ნამდვილად გვეკუთვნის რამე - მხოლოდ სიცოცხლე - და ისიც ძალით თავმოხვეული. შუბლზე მიბჯენილი ლულის ხვრელიდან ამოიზრდება ცეცხლოვანი ვარდი სიკვდილის. ვერც კი მოვასწრებ მის დანახვას, ანუ, სიკვდილის საუფლოში იქამდე შევალ, ვიდრე ის ვარდი ამოიზრდება ცივი რკინიდან. განა არა სჯობს, ვერ იხილო, მაგრამ შეხვიდე, ვიდრე იხილო და ვერაფრით ვერ შეაღწიო?! ასე რომ, ვიდრე ვერ ვიხილავ, მაგრამ შევაღწევ, მეც შემიძლია ვიცხოვრო მშვიდად. ქვეყანა ისე არ დაეცემა, ვერ გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ, ყოველთვის იქნება ქვეყნად ერთი სულელი გოგო და იხვი... სუნი, რომელიც ჩვენს ბუნაგში დგას, ჩვენი სუნია და ჩვენთან ერთად განქარდება. ასე არ არის?! აბა, დაფიქრდი. ჩვენს წინაპარს ფიქრის გარეშე სიცოცხლე ვერც კი წარმოედგინა. გადაიჭრებოდა ზურგს უკან ხელებს და ბოლთას სცემდა, „ფიქრთ გასართველად“. როდესაც ახალ კონტინენტებს იპყრობდნენ სხვები, ის არარსებულ ზღვებს სერავდა ფიქრის ხომალდით და ოცნებიდან ოცნებაში გადადიოდა, როგორც ქვეყნიდან ქვეყანაში... ან დატყვევებულ ნადირის მსგავსად, სიზარმაცეში გადაზრდილი სასოწარკვეთით, ეხეთქებოდა სინამდვილის ხორკლიან კედლებს, ვით უგრძნობელი ლითნის ბირთვი - ძველი სახლების დასანგრევად რომ იყენებენ - და შემოენგრა, რასაც უნდა გაფრთხილებოდა და რასაც უნდა შესწირვოდა ჩვენი სახელით. ის კი, ამაყი და ათასგზის გაწბილებული, მაინც თავისას აგრძელებდა, ანუ, იხვივით და შეყვარებულ გოგოსავით, მთელი არსებით ელოდებოდა გათენებას, რათა ხელახლა და ერთხელ კიდევ განეცადა ეს ყველაფერი, ვიდრე ჩვენამდე არ დამდაბლდა, ლამის შინიდან გამოუსვლელად და, რა თქმა უნდა, ზურგს უკან ხელებგაკოჭილი განგების თოკით.
ჩვენ მწვერვალი ვართ მისი სიმდაბლის.

1996

Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 27, 2019 9:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 11:01 pm

ოთარ ჭილაძე

წერდა და წერდა

თავაუღებლად წერდა და წერდა
თითქოს რაღაცის მოსწრება სურდა
და უკვე აღარ მიჰქონდა გულთან
გარესამყაროს მეხი და ელდა.

ვით დამალული სენი და სევდა.
ტანჯავდა რაღაც და აჩქარებდა.
ჩრდილი ძაღლივით იწვა კარებთან,
ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.

და როგორც მტვერი გარდასულ წელთა,
ეფინებოდა ნაწერი ოთახს.
გარეთ ციოდა და ქარი ქროდა.
ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.

1968

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 11:02 pm

ოთარ ჭილაძე

ჩრდილი

ნუ მომახედებ ნურასდროს უკან,
ვიცი, სიცოცხლე გზადაგზა მრჩება
და თუ მეღირსა ნამდვილი ვნება,
ის დაადგება ჩემს ცხედარს შუქად.

ჯერ კი მიწაზე ეცემა ჩრდილი
სხვა სამყაროში გასულ სხეულის,
გამოფიტული და დამსხვრეული,
ეცემა პირქვე და მწარედ ტირის.

და ჩემ მაგივრად სხვები ცდილობენ,
რომ მთად აქციონ ჩრდილის ტირილი.
ის კი მარტოა და ნადირივით
საკუთარ ნერწყვით ირჩენს ჭრილობებს.

მე არ მცალია ჩრდილისთვის ახლა,
ფრთებად ქცეულან ძველი ცოდვები
და მე ამ ფრთებით მიწას ვშორდები
და უსასრულოდ მივიწევ მაღლა.

და იქნებ მართლა შემომხვდეს სადღაც
ვნება, რომელიც იქცევა შუქად...
არც მე ვეყოფი ამ მიწას ლუკმად,
არც ჩემი ცრემლი აუვსებს კათხას.

1966

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 11:05 pm

ოთარ ჭილაძე

უძილობა

ბნელოდა. თუმცა უჩინარს ცაზე
უკვე ჩნდებოდა რძისფერი ბზარი,
ხოლო იმ ბზარში,
როგორც ხაფანგში,
ღრუბლები დონდლო კიდურებს ყოფდნენ.
ეს კი ნიშნავდა, რომ თენდებოდა,
რომ ერთხელ კიდევ ტოვებდა ღამე
მხოლოდ თავისთვის შექმნილ ასპარეზს
და მე ვიფიქრე, რომ უსათუოდ
გაგაგონებდი ჩემს ხმას და სათქმელს,
თუკი ახლავე მივატოვებდი
ამ ერთფეროვან და მძიმე კედლებს.
მე ალალბედზე გავყევი ქუჩებს.
ჯერ კიდევ ეპყრა ქუჩები ღამეს.
მაგრამ მომავალ მზეს და სინათლეს
მისი სხეული გაეხრწნა უკვე.
და იშლებოდა ღამის სხეული
და ნაწილ–ნაწილ ეკიდა ხეებს,
როგორც ვეშაპის აქნილი მძორი,
ხოლო იმ მძორის პირქუში ჩრდილი
ქუჩებში იდგა,
ვით სისხლის გუბე.
მე მივდიოდი და დილის ნესტი
სველი ხელებით მისრესდა სახეს
და ამის გამო ჩემი ფიქრები
ადგილს უთმობდნენ სიცარიელეს.
და გრძნობისაგან მთლად განტვირთული,
უკვე გავცილდი ქალაქის კედლებს,
უკვე ცაც ჩანდა და რომელიღაც
თეთრი მწვერვალიც, ხოლო მის თავზე
ღრუბლების ჯოგი, ჩემს დასანახად,
ათასნაირად იცვლიდა სახეს.
მეც მივდიოდი,
როგორც ღრუბელი,
თავისუფალი და ცარიელი.
ან უფრო სწორად, ჩემი ფიტული
სადღაც მიჰქონდათ უჩინარ ძალებს.
და შემეშინდა, რადგან ვიგრძენი,
რომ ამ უაზრო სვლის საფასურად
ვკარგავდი ვნებით შემკრთალ ღამეებს
და ჩემს სარკმლიდან დანახულ მთვარეს.
ვკარგავდი ძებნის და მოლოდინის
და განშორების მტანჯველ უფლებებს
და ჭრილობასაც, რომელიც დღემდე
მინათებს სულის იდუმალ კიბეს.

მე მოვტრიალდი და ხეებს შორის
თვალი წააწყდა ქალაქის კედელს,
ხოლო ქარხნების ჯიუტი კვამლი
კვლავ უსასრულოდ ილტვოდა ცისკენ.

1967

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue May 14, 2019 10:52 am



ოთარ ჭილაძე

***
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი:
აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

1961

***
ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი… რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი,
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს მიყვება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

***
მე მინდა შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე.
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი – თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.
ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის,
ისინი სადღაც შიგნით მალავენ
მას, რაც არ იყო დასამალავი.
მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიცილით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.
ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს, ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული.
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა,
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა – მიფრინავს ჩიტი.
მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს, დიდი სიცილი,
დიდის სინათლე, დიდი ჭიქები.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება,
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyFri Jun 14, 2019 8:59 am

ოთარ ჭილაძე - Page 2 Otar_c10

ოთარ ჭილაძე

ბოლოს და ბოლოს დამთავრდა...

ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა
უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც....
ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ
ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.
მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,
ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.
მე ის მსურს - ჩემთვის რაც შეშურდებათ,
ანდა - ტკივილით დათმობენ სხვები.

Arrow


Last edited by Admin on Tue Oct 08, 2019 10:35 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyMon Jun 24, 2019 3:58 pm

ოთარ ჭილაძე

სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში

1

პირინეიზე, ესპანეთში, მზის ქვეყანაში,
ფორთოხლის ბაღში, შადრევნების ვერ-
ცხლისფერ მტვერში, არაფრისმცოდნე
ბავშვების თვალწინ, სამრეკლოების მდუ-
მარე ჩრდილში - მოკლეს პოეტი და მი-
სი სისხლი გაინაწილეს ციხის კედლებმა,
როგორც დროშები.
ხოლო ჯალათმა სახლში წაიღო ცოდვი-
ლი ხელი. და მიუტანა ცოლსა და შვი-
ლებს პოეტის სისხლით ნაყიდი პური.


2

ტყუილად რეცხავ, ჯალათის ცოლო!
არ მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს სის-
ხლის ლაქები.

მე მეცოდება შენი ქალობა, შენი სხეულიც
და შენი სულიც - თავშესაფარი ლაჩრის
და მონის.
შესაცოდია, რა თქმა უნდა, თუკი არ
იცი, ვის ვნებას აცხრობ. თუკი არ იცი,
ვის უჩუმდები.
თუკი არ იცი, რომ ყოველ ღამე გველი
გეხვევა და არა მკლავი, თოკი გეხვევა
სახრჩობელების - ადამიანის ცრემლით
და სისხლით და ბოლო კვნესით დამძი-
მებული...


3

ტყუილად ბრაზობ, ჯალათის შვილო,
როცა ტოლები გერიდებიან, როგორც კე-
თროვანს. ან როცა მათი შავი დედები
თვალს გაყოლებენ პირმოკუმულნი. ან
როცა შენი მასწავლებელი, ძლივს შეკა-
ვებულ რისხვით და ზიზღით, შენს გვარს
და სახელს ისე კითხულობს, როგორც
მსაჯული...

მაგრამ ჯერ დროა, რომ შენი სული გა-
დაარჩინო და ჭაობიდან გამოიტანო, რო-
გორც ყვავილი ჯერ გაუშლელი.


4

ხედავთ, კედელთან მიხვეტილ ძონძებს,
ბებერ მუშტივით შეკუმშულს მტვერში?
ის წუხანდელი მსხვერპლის დედაა, ციხ-
ის კედელთან დევს, როგორც ნაღმი, აფ-
ეთქებამდე გაუქმებული.
ის აქ იქნება, სანამ ამქვეყნად იქნება
ციხე... სანამ ამქვეყნად იქნება თუნდაც
ერთი ფოთოლი, მზის მოტრფიალე და
მომღერალი.
ბიჭი, რომელიც ჯალათებმა აწამეს წუ-
ხელ, ფოთოლი იყო ფორთოხლის ხისა და
მისი ჩრდილი ფარფატებდა ქვაფენილებ-
ზე და შეყვარებულ გოგოს თვალებში...
ფოთოლი იყო ფორთოხლის ხისა, მზის
მოტრფიალე და მომღერალი. და იმ ფო-
თოლზე სხდებოდნენ ხოლმე ჭრელი ჩი-
ტები და ვარსკვლავები... მთვარეც ჯდე-
ბოდა, ღრუბლებიც, ქარიც, წვიმაც და
თოვლიც...


5

ფორთოხლის ბაღში ტირის ირენე,
როგორც ტოტებში გაბმული სიმი.
და დონ კიხოტის გამხდარი ცხენი
გარინდებულა, როგორც ფიტული,
მზემოკიდებულ სამრეკლოს ჩრდილში
და გახურებულ საფლავებს შორის -
და პირინეის ნახევარკუნძულს
გრძნობს:
უსაშველოდ ნატკენ გულივით.
ძველი ცრემლია ირენეს ცრემლი,
ბევრი პოეტი და მატადორი
გამოიტირა ირენეს ცრემლმა,
ბევრი პოეტი და მატადორი,
მოულოდნელად დამარცხებული
ჯალათის ხელით თუ ხარის რქებით.
მატადორებად და პოეტებად
გაიზრდებიან მისი შვილებიც,
ოღონდ ირენეს მომავალ შვილებს
ნუ გამოჰყვებათ მამების ბედი.
ირენეს დებო და დობილებო,
შემოიხიეთ შავი კაბები
და აუხვიეთ ხარებს თვალები
და შეუკარით ჯალათებს ხელი...
მატადორები გვანან პოეტებს,
მაგრამ ისინი სხვის დასანახად
და მოსახიბლად კვდებიან მაინც.
ხოლო პოეტის მხურვალე სისხლი
სამარადისოდ გადადის ხალხში.

1963


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyFri Jul 26, 2019 9:22 pm



ოთარ ჭილაძე

სახურავებზე

სახურავებზე,
სახელურებზე,
საფეხურებზე,
ქვაფენილებზე -
დაფენილია თოვლი და მთვარე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი
და ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,
უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,
რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერი
უკვე ამდენი ხანია უძლებს.
მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ
და სხვანაირი გიპოვო მერე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი.
თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი…
მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებს
მთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოს
და გაიცინო, როგორც იცინი
ნამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში,-
თორემ მე დღესაც ვეღარ ვიძინებ
უცნაურ ეჭვით, უცნაურ შიშით.
ქვაფენილებზე,
საფეხურებზე,
სახელურებზე,
სახურავებზე -
დაფენილია თოვლი და მთვარე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 456
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySun Nov 10, 2019 2:26 pm

ოთარ ჭილაძე

***
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს, რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.



ნინო ბაშარული - მგლები / Nino Basharuli - Mglebi
Album: Nino Basharuli
Year: 2015
Composer: Nino Basharuli
Lyricist: Otar Tchiladze
(c)(p) GMI Rights Management

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 07, 2019 10:56 pm

ოთარ ჭილაძე

ვწევარ და ვუსმენ...

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 27, 2020 12:20 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyMon Dec 09, 2019 9:24 pm

ოთარ ჭილაძე

***
მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი
ცაში თანდათან გამქრალ მავთულებს,
გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს,
ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.
დღეს კი იფეთქებს შენი სახელი.
მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი,
როდის იფეთქებს შენი სახელი,
ძლივს მიგნებული და მოგროვილი.
მე მის ნამტვრევებს ავკრიფავ ქარში
და მტვერს და მიწას გადავაშორებ
და დავურიგებ მეზობელ ბავშვებს,
როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.
დაიტაცებენ ბავშვები უცებ,
ყაჩაღებივით დაიტაცებენ
და ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებს
ჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.
ბნელში იცინის კიოსკის მინა.
ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი.
ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავს
მთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.
და მავთულებზე შერჩენილ წვეთებს
აღარაფერი აღარ აშინებთ.
მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავ
და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.

1960

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyMon Dec 09, 2019 9:24 pm

ოთარ ჭილაძე

***
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი:
აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

1961

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyMon Dec 09, 2019 9:25 pm

ოთარ ჭილაძე

გულის მეორე მხარე

მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,
ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო,
მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.

მთაზე უბელო ცხენს მივაჭენებ,
რომ მოგაწონო თავი, ბებერო.
და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,
როგორ შეგხედო და მოგეფერო.

მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,
რაც დღეს მეკუთვნის, იმასაც ვკარგავ,
მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე
ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად.

1960

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyMon Dec 09, 2019 9:26 pm

ოთარ ჭილაძე

***
აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი...
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.
ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.
გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში...

2007

Arrow


Last edited by Admin on Wed Apr 29, 2020 9:51 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: