არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ოთარ ჭილაძე

Go down 
+4
nino nadiradze
ვიღაცა
ნიკა ჩერქეზიშვილი
gio gurji
8 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 EmptyWed Feb 09, 2022 11:36 am

ოთარ ჭილაძე - Page 5 Otar_t10

ოთარ ჭილაძე

***
და აი, როგორც სველი ძაღლები,
ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები
და მოითხოვენ კარის გაღებას:
ყეფით, წკმუტუნით და დაჟინებით.

და წვეთავს ისევ წყალი თუ ღამე,
ღამე თუ შლამი, შლამი თუ სული,
თუ უაზრობით შემკრთალი წამი,
თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...

რაღა აზრი აქვს ან რითი შეცვლი
ფუძეგამოცლილ ცასა და მიწას,
ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით
ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.

თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს,
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას
და სხვას არასდროს არ შეაწუხებს
ის,რასაც შენი წუხილი ჰქვია.

ადგილს მიწაზე ყველგან იშოვის
დღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი,
მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორა
იმედი-სულის მთავრი მტერი.

ჩემი ცხოვრებაც,ბუნების სარკე,
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის
და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს
მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.

ნახვამდის, ზღვაო, თავისუფალო!
ნახვამდის, თუმცა შენთან ვარ ისევ
და დაყრუებულ სხეულით ვისმენ
შენ ხმას თუ ხმაურს: მხნეს და უბრალოს...

1968


study


Last edited by Admin on Wed Feb 09, 2022 11:44 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 EmptyWed Feb 09, 2022 11:40 am

ოთარ ჭილაძე

***
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი...
მობუზულან სოფლები, როგორც ღმერთის ობლები.
ბელტზე ყვინთავს ყარყატი (გამარჯობა-ნახვამდის),
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი.
იძირება სარკმელში, როგორც წყალში ანკესი.
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი.
დაღლილი და ბებერი მიდის მატარებელი..
და ფოთლები კაეშნის ფარფატებენ ჰაერში...

1976


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 EmptyWed Mar 09, 2022 2:58 am

ოთარ ჭილაძე

კვლავ გამოჩნდა ბოგირი და შუკა...

კვლავ გამოჩნდა ბოგირი და შუკა.
გაიცრიცა, გაიფანტა ბოლი.
თითზე კბენა გვიანია უკვე,
არც ვაპირებ... არც დამჭირდეს მგონი.

ამიტომაც, სჯობს ვუსმინო ნაჯახს,
სადღაც ასე უხეშად რომ მღერის.
სულში შენგან მაინც რაღაც ჩარჩა –
უმნიშვნელო, ვით ყვავილის მტვერი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 EmptySun Mar 20, 2022 2:26 pm

ოთარ ჭილაძის ლექსი აჟღერებული შანსონის სტილში

ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი “ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს” დათო ცერცვაძემ ფრანგული შანსონის სტილში ააჟღერა.
თუმცა ამ ლექსთან ერთად დათომ ოთარ ჭილაძის ერთი სტროფი მისი მეორე ლექსიდანაც გამოიყენა და კლასიკოსი შემოქმედის ხელწერას სულ სხვა ეშხი შემატა.
თავისი მუსიკალურობით და შესრულების მანერით კი დათო ცერცვაძემ დაამტკიცა, რომ დაკვრიც და სიმღერის სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.

„არტინფო“ - 14 მაისი, 2019 - https://artinfo.ge/2019/05/othar-tchiladzis-leqsi-azhgherebuli-shansonis-stilshi/


დათო ცერცვაძე-ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს(ჭილაძე)

ქარი სათვის
Published on Nov 29, 2015
დათო ცერცვაძე-ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს(ოთარ ჭილაძე)

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 EmptyWed Jul 06, 2022 11:00 am

ოთარ ჭილაძე

ძველი ჯავახური სიმღერა

ჩემი წილი მტკვარი დაშრა,
ჩემი წილი მზე ჩავიდა,
მაგრამ ერთი დრო მეც მქონდა -
უფალს ვყავდი ძესავითა,
ცაზე ვიდექ, ვარსკვლავები
წინ მეყარა მზესავითა.

1988


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 EmptyThu Sep 01, 2022 8:02 am

ოთარ ჭილაძე

შემოდგომის პირველი დღე

დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.
წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა, ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით, ანდა ვკარგავდით
და რასაც ვგავდით, ანდა არ ვგავდით.
მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის...

1963


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 5 Empty

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
Back to top 
Page 5 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5
 Similar topics
-
» თამაზ ჭილაძე
» თაკო ჭილაძე
» ოთარ ჯირკვალიშვილი
» ოთარ მამფორია
» ოთარ ბაღათურია

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: