ბალის მკითხველთა კლუბი -
http://www.bali.ge/?q=reader_clubმკითხველთა კლუბი უკვე 1 წელია რაც არსებობს და მოსწავლეთა კლუბის წევრებს სთავაზობს შემეცნებით–გასართობ პროექტს.
პროექტის მიხედვით მოსწავლეთა კლუბში დარეგისტრირებულ აბონენტებს ყოველი თვის დასაწყისში ეძლევათ დავალება წაიკითხონ მოცემული 2 წიგნიდან ერთ–ერთი, აღსანიშნავია, რომ ერთი დავალება არის ქართული ლიტერატურიდან , ხოლო მეორე არის უცხოური მწერლების).
ყოველი თვის 20 რიცხვში ბალის, WAP 3G.ბალი.გე-ზე იდება შეკითხვები მითითებული წიგნიდან, რომელსაც ამზადებს პროფესიონალი ფილოლოგი მაია ზალდასტანიშვილი.
ერთ აბონენტს მონაწილეობის მიღება, მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლია, პასუხის გაცემა შეკითხვებზე შესაძლებელია 10 დღის განმავლობაში (მომდევნო დავალების გამოცხადებამდე). პასუხის დრო განისაზღვრება წიგნის არჩევის მომენტიდან 30 წუთის განმავლობაში. გამარჯვებულად ითვლება აბონენტი, რომელიც კვარტალში დააგროვებს 28-30 ქულას.
პრიზების გაცემა ხდება 3 თვეში ერთხელ, დაგროვილი ქულების მიხედვით.
კლუბის წევრები ნებისმიერ ინფორმაციას იღებენ WAP 3G.bali.ge გვერდიდან
გამარჯვებულთათვის კომპანია მაგთიკომი სხვადასხვა ძალიან საინტერესო პრიზებს ჩუქნის. მაგთიკომი ახალგაზრდა მკითხველებს კიდევ მრავალ პრიზებს ჰპირდება.
ეს ერთი კარგი პროექტი მოსწავლეებისთვის და ჩემი მობილიდან რომ შევედი ამ 3G.bali.ge-ზე, იქ დამიხვდა დასახელებული ორი ნაწარმოები -
1. ჯეკ ლონდოდნი - ”მარტინ იდენი”.
2. აკა მორჩილაძე - ”ფიქრები მადათოვზე”.
კარგია, რომ ასეთი თამაში მოიგონეს ჩვენი მოსწავლეებისთვის.
და ესეც მეორე კარგი პროექტი:
ბალი ყოველ სამშაბათს გეპატიჟებათ მარჯანიშვილის თეატრის "სხვენში"
პირველი მარტიდან, ყოველ სამშაბათს ბალის ნებისმიერ აბონენტს ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 3 ლარად.
გააგზავნეთ SMS (ნებისმიერი ტექსტით) ნომერზე 3009 და მიიღებთ 6-ნიშნა პაროლს, რომელსაც წარადგენთ თეატრის სალაროში, შემდეგ კი ბილეთს შეიძენთ 3 ლარად.
ერთი კოდით გაიცემა 1 ბილეთი.