არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თენგიზ მირზაშვილი

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest




თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptySun Mar 08, 2009 12:53 pm

თენგიზ მირზაშვილი Chubch10

თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1934, მესტია — გ. 2 იანვარი, 2008, ), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

დაიბადა დაბა მესტიაში.
1941წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა).
1952წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1959წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში.
1972-2004წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის” გასაფორმებლად.
თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის:
ი. ჭავჭავაძის, ვ. ფშაველას, გ. ლეონიძის, რ. ინანიშვილის, ე. თათარაიძის, გ. ცოცანიძის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.
მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” ორი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ე. თათარაიძის წიგნის ,,ჩამომიარ საწუთროში~ რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი.
მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში- 1985წ. კანადა-1987წ. ავსტრია-1988წ. გერმანია-1989წ. საფრანგეთი-1997წ. 1998წ.
თვითნასწავლი, მოხალისე რუსთველოლოგი, როგორც თენგიზ მირზაშვილი თავის თავს უწოდებს, ყურადღებით აკვირდება ,,ვეფხისტყაოსანს” , ცალკეულ დეტალებსა და კონტექსტს, სადაც სასვენი ნიშნის მოსვლამ ან გადაადგილებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს აზრი.
აქვეყნებს წერილებს საქართველოს წარსულისა და კულტურის ისტორიის შესახებ. ერთ-ერთი პირველია, ვინც ყურადღება მიაქცია და საჯარო მსჯელობის საგნად აქცია საქართველოში ქრისტიანული საეკლესიო აღმშენებლობის შესახებ მემატიანეთა ცნობებსა და ქარტული ხელოვნების ისტორიის დებულებებს შორის, არსებითი ხასიათის შეუსაბამობა და პრინციპული წინააღმდეგობის არსებობა. გამოსაცემად მზად არის წიგნი ,,ჟამსა მირიანისასა”, ავტორი დევი – კახოიძე, რედაქტორი – თ. მირზაშვილი.

ბმულები:
* http://www.mirzashvili.com/tm-biography.html
* http://ka.wikipedia.org/wiki/თენგიზ_მირზაშვილი
* https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8562/3/Bibliografia.pdf?fbclid=IwAR2R1ZobUt8J1lMm736LZYSa4v6xOLF4k6eol1Af0qa-35ANhvThAtNBqO4

Idea


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 1:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest




თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptySun Mar 08, 2009 1:47 pm

ეთერ თათარაიძე

***

ჩანჩქერისძირ ნაქუჩ წყალს
ირემ დანაწაფარ,
რქებქორბუდა’ ირმის მკერდს
ფაფარ ანაფაფარ.
ყურდაცკვეტილ ”ირმის ბღარტ”
სმენა განაკაფარ,
ჩანჩქერ ანაპერწკლებულ
ქაფ-ქაფ განაქაფარ.
ამათზე მოფიქრ მხატვარ
ხვეწილ-განაწაფარ...

***
მეაც გამამგზავრებენ
ყვავილებით, ცრემლებით,
სამარის ქვას მიხატვენ
მირზაშვილის ქედნებით.
უკვენ დაბრუნდებიან
წუთისოფლის ყვედრებით,
სამოთხეში შევჩინდებ
ჩემ სულწმინდა მგებრებით.


თენგიზს

ზუგრა აღარ გასონსა, _
იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილ დახვეულ...
ობოლ ქალსა’ ლეკისა,
ტანს გძელ წითელ კაბიან,
გულ-ნისლებში გახვეულ...
ემაგთაივ სევდიან,
დედა თან დატანებულ,
ფიქრ-ჯანღებში ჩახვეულ...
ზუგრა აღარ გასონსა, _
თავის ლეკეთისკ წაის
ბილიკს რო ედგ გახმეულს...


თენგიზ მირზაშვილს

გაკვირებით მიყურებენ შენ ყაყაჩონ,
შავ ბატკანა’ ნაღველნაჭარბ მხედავს,
ყვავილ გახყრი ეკლესიის წინათით ხეს,
ფთა მოსტეხი ქედანს.
ჩირთს დაღმლევი გავაგანიერა ცხენი-დ’
ცხვა ვერც ვერას ხედავს,
გაწირული-დ ჩქამჩამარხულ სოფლის თავზე
შავ ჯანღ გძლოანს სჩეჩავს...
ღიმნაფენებ შემომხედვენ შენ ყაყაჩონ,
ფთა ეკურნებ ქადანს.

Arrow

ეთერ თათარაიძე -

არაფერი არავის მსგავსი: არც გარეგნობა, არც ხასიათი, არც დამოკიდებულებები, არც ფორმები, მუდმივად ეძებს სიახლეს, სიღრმეს, ფასეულობასა და დასაფასებელს . . .
არის მუდმივ მოძრაობაში, აქვს დრო წამებად და წუთებად განაწილებული;
წინათ არა, ახლა უკვე ავიწყდება და ერთმანეთში ერევა, ვის ხვდება, ვინ მიდის მასთან სახლში თუ სახელოსნოში. . .
ერთხელ ”ვურჩიე”: ახლა ის დროა, პატარა უბის წიგნაკი იყიდო და კისერზე ჩამოიკიდო, სადაც ,”დღის რეჟიმი” გეწერება: ვის ხვდები, რა გაქვს წასაკითხი და რა უნდა დახატო-მეთქი.
გაეცინა: - ”წაკითხვა რომ დამავიწყდესო”. . .
”სიცოცხლე” - ამ სიტყვის უღრმესი სემანტიკა განუყოფელ კავშირშია თენგიზ მირზაშვილის, როგორც ადამიანისა და ხელოვანის, ფენომენთან.
მადლობა ქვეყნის მოსწრებისათვის. . . ღმერთს! ამ ფერების შემქმნელი ავტორისა და ამ ფერებით გამდიდრებული.

Arrow
Back to top Go down
Guest
Guest




თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptySun Mar 08, 2009 1:57 pm

ვახუშტი კოტეტიშვილი -

ადრე, კომუნისტობის დროს, უზენაესი საბჭოს საყრილობო კონცერტისათვის დაგვავალეს ფოლკლორული ბუკლეტის შედგენა.
მე და თენგიზ მირზაშვილი მივუსხედით სამუშაოს.
ალექსი ჭინჭარაულმა დაიგვიანა და იმ დროს მოგვევლინა, როდესაც საქმე თითქმის მოთავებული გვქონდა.
ჩვენი საყვედურების პასუხად მან ფარატინა ქაღალდი გადმოგვიდო, რომელზეც ეწერა:

***
ზემოდან უბრძანებიათ: ”შეგვიდგინეთო ბუკლეტი!”
ბუკლეტის შესადგენათა დამჯდარა ორი დუპლეტი.
ერთ ჯინსით შემოსილია, მეორე - პალტო ბუკლეთი,
მიველ და მეც მივუმატე კაფია ერთი კუპლეტი.


cheers


ვახუშტი კოტეტიშვილი

***
არ იქნა, არ გაიპარსა
წვერები ჩუბჩიკამაო,
ლოყებზე ამოუვიდა
ნიახური და კამაო...

ვაი, თუ თვითონ დაიწყოს
თავისი ბოსტნის ჭამაო.


Arrow

ალექსი ჭინჭარაული

ხალხური შემოქმედების საღამოების მოწყობისათვის : ალ ჭინჭარაულს, ვ. კოტეტიშვილს და თენგიზ მირზაშვილს გადასცეს საპატიო სიგელები.

***
ჩუბჩიკას მისცეს ნაგრადა,
ხელსაც ართმევდნენ მაგრადა.
მანანა გაიძახოდა:
”კლიანუს ია ტაკ რადა”.


Idea


Last edited by ბობო on Mon Mar 09, 2009 7:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest




თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptySun Mar 08, 2009 2:11 pm

მურმან ლებანიძე

***
მირზაშვილი ხატავს თუშებს,
ონიანი – ხატავს სვანებს,
ერისთავი ხატავს მუშებს,
რუსებს ხატავს გადასარევს;
მოლბერტს ბლომად
ვერცხლებს შესცხებს,
ფუნჯს სხვა ფერში აღარ აწებს_
გურიას და გურულ ფრესკებს
ხატავს კოკი მახარაძე;
სხვა ახლებიც გამოსულან
ჭრელ ყაბახს და საბურთაოს,
ხატავ რასმე სამუდამოს,
თუ სარფიან კედლებს თითხნი,
კვლავ ჩემსავით ვალიანობ:
ახლებს-იღებ, ძველებს-იხდი,
გრძელ პანოებს მალიარობ?!
გესალმები ძმას დამხატვარს,
არც იფიქრო - გსაყვედურობ,
გკოცნი ძმურად, მაგრამ მზად ვარ
სამუდამოდ დაგემდურო;
ძველ პირობას შეგახსენებ
მერამდენედ! ყრუ არ ხარ და,
გკითხავ: ღმერთი შეგაჩვენებს,
მხატავ, ბიჭო, თუ არ მხატავ?!
თორემ, ძმაო, წლები გადის,
არც მე, არც მე ვჭაბუკდები,
არც ნაკლებად შენსკენ ბარდნის_
ჩავბნელდებით, ჩავმუქებდით!
გაფრენილი წლები გვახრჩობს,
ძველებურად არ ვენთებით:
ოქროს გიტარები მახსოვს
ხმათა შენთა ხავერდებით.
ვისი სახეც გაგიქურდავს,
კარგად იცი, ის რომ არ ხარ,
ჟღალი წვერი გაგიბურდავს_
სულიწმინდის ნიღბით დახვალ,
მანდ, გულრიფშში უნდა გავცნდე,
სიხარულით აგაყვირო,
მაგ ნასხვისარ წვერში წაგწვდე,
გულს დამბაჩა დაგაღირო;
სოფლის ბრუნვით დაძმარული
აღგიტაცო და აგღადგინო,
ძველი გამხმარ_ გაძვალული
დოსტი თოფქვეშ გახატინო...
მე, პირადად, ძმაო, რა მრჯის_
მინდა, ნიჭი გახარჯვინო,
მინდა, სამუდამოდ დაგრჩეს_
სამუდამოდ დაგარჩინო!

1977 წ.
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptySat Oct 23, 2010 10:52 am

თენგიზ მირზაშვილი 411

თენგიზ მირზაშვილი 610

თენგიზ მირზაშვილი 710

თენგიზ მირზაშვილი 810



Last edited by გამრიგე on Sat Oct 23, 2010 11:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptySat Oct 23, 2010 11:17 am

თენგიზ მირზაშვილი Silent10

"ეს ნახატები თენგიზ მირზაშვილმა მაჩუქა, ჩემთან რომ მოდიოდა ხოლმე და ერთად ვწერდით მცნობის და მჭვრინავის ინტერვიუს, 1998 წლის ნოემბერში.
ზემოთ სიჩუმეა დახატული, თუშური სიჩუმე და ქვემოთ - წითელი ყაყაჩოები თეთრ ვაზაში.
რატომ "თ.მ."-ს არ დააწერ ან თარიღს მაინც მეთქი.
და -
არაო, აღარ უნდაო...
მართლა აღარ უნდოდა, - მაშინვე იცნობოდა, ვისიც იყო".

მიხო მოსულიშვილი

თენგიზ მირზაშვილი Flower10

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptyFri Jun 05, 2020 2:59 pm


ეთერ თათარაიძე - ლურჯ მთებს ხატავ... (თენგიზ მირზაშვილს)
•May 26, 2020

ლურჯ მთებს ხატავ... (თენგიზ მირზაშვილს)
© ეთერ თათარაიძე
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - შექმნილია თენგიზ მირზაშვილის ნახატებით მიხო მოსულიშვილის მიერ, 2020
მუსიკა - გია ყანჩელი - „ის აქ არის“.

You draw blue mountains
The verse by Eter Tataraidze (in Georgian)
This clip is made with 'She is Here' by Giya Kancheli and with drawings by Tengiz Mirzashvili.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020


ბმული:
* https://youtu.be/NM5UooCsvwk

თენგიზ მირზაშვილი 7-chub10


@

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი EmptyFri Feb 10, 2023 1:41 pm

თენგიზ მირზაშვილი Aoaeaa10

წიგნის დასახელება – „თენგიზ მირზაშვილი“ (ბიობიბლიოგრაფია)
შეადგინა და საძიებელი დაურთო - ციური კოჭლაშვილმა
ფოტო და დაკაბადონება - ლევან პაპალაშვილისა
რედაქტორი - ლევან თაქთაქიშვილი
ISBN 978-9941-416-62-0
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2010
გვერდების რაოდენობა – 100

წიგნი მადლიერებით ეძღვნება ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრის, ბატონ თენგიზ მირზაშვილის ხსოვნას.
გამოცემაში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის თენგიზ მირზაშვილის მიერ შესრულებული წიგნის ილუსტრაციები, პლაკატები, ბუკლეტები,
გამოქვეყნებული წერილები, ინტერვიუები, პუბლიკაციები, მისი რედაქციით
გამოცემული წიგნები, ჟურნალები, ლიტერატურა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელიც განლაგებულია ქრონოლოგიურად.
ბიბლიოგრაფიას წინ უძღვის მხატვრის მოკლე ბიოგრაფია, ერთვის პირთა ანბანური საძიებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა პირად კოლექციებში დაცული თენგიზ მირზაშვილის ნახატები.
წიგნის გარეკანზე მოთავსებული მხატვრის ავტოპორტრეტი (ც. კოჭლაშვილის კოლ.) შესრულებულია ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი სტუმრობის დროს და ქვეყნდება პირველად.


ბიოგრაფია
დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, სვანეთში, მესტიაში. 1941
წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში. 1952-1959 წლებში
სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, III კურსიდან _ თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე. მის სადიპლომო ნაშრომს წარმოადგენდა ჰენრიკ იბსენის დრამის „პერ გიუნტისათვის“ შექმნილი დეკორაციები და კოსტუმები. იყო სერგო ქობულაძის მოსწავლე, 1961 წლიდან _ სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.
1972_2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში.
იგი ამ გალერეის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის~ გასაფორმებლად, მონაწილეობდა თბილისის მარიონეტების თეატრის სპექტაკლების გაფორმებაში.
იყო ასზე მეტი წიგნის ილუსტრატორი, მუშაობდა პერიოდული გამოცემების გაფორმებაზე.
ბატონი თენგიზი მრავალმხრივი პიროვნება გახლდათ, იყო ლიტერატურის, ისტორიის, ფერწერის და კინოს არაჩვეულებრივი მკვლევარი.
მისი აქტიური მონაწილეობით არა ერთი პროექტი განხორციელდა, მომზადდა და დაიბეჭდა „გალაკტიონოლოგიის“ სამი წიგნი, ორტომეული ფიროსმანზე. იყო მრავალი წიგნის, ჟურნალის, გაზეთის
შემდგენელი, რედაქტორი.

მხატვარი ფილმებისა:
* მანანა (1958 წ.) სცენარის ავტორი: ელიზბარ გედევანიშვილი; რეჟ.: ზაქარია გუდავაძე; შალვა მარტაშვილი.
* არღანი (1967 წ.) სცენარის ავტორი: გია ბადრიძე; რეჟ.: გიორგი კალატოზიშვილი;
* მზის ჩასვლის წინ (1968 წ.) სცენარის ავტორი: რევაზ ურუშაძე, ნოდარ ფირანიშვილი; რეჟ.: ნოდარ ფირანიშვილი;
* მონადირე (1970 წ.) სცენარის ავტორი და რეჟისორი: ალექსანდრე ჟღენტი;
* შერეკილები (1973 წ.) სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე; რეჟისორი: ელდარ შენგელაია;
* ფერმა მთაში (1974 წ.) სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი; რეჟ.: ლიანა ელიავა;
* გამარჯობა ყველას (ფიროსმანი) (1980 წ.) სცენარის ავტორი: ვადიმ კოროსტილოვი; რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე;
* გზის დასაწყისი (1982 წ.) სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიანა ელიავა.

დოკუმენტური ფილმი:
* ვანო მელიაშვილი (2000 წ.) სცენარის ავტორი და მხატვარი. რეჟ.: დავით ჯანელიძე

გადაღებულია ფილმში:
* არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ. სცენარის ავტორი: გუგული მგელაძე, ლევან ჭელიძე; რეჟისორი: გუგული მგელაძე; მხატვ.: დიმიტრი თაყაიშვილი.

გააფორმა ჟურნალ-გაზეთები:
* ჟურნალი „ცისკარი“
* გაზეთი „ცისკარი“ 2005-2006. მთ. რედ.: ვ. ხარჩილავა.

გამოფენები:
* მოსკოვი 1957 წ., 1958 წ., 1966 წ., 1967 წ., 1968 წ., 1979 წ., 1986 წ. და სხვ.
* ავსტრია 1988 წ.
* აშშ 1990 წ.
* გერმანია 1985 წ., 1989 წ.
* კანადა 1987 წ.
* საფრანგეთი 1994 წ., 1997 წ., 1998 წ., 1999 წ.
* მრავალი გამოფენა თბილისში.

მიენიჭა: საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება (1967 წ.)
სახელმწიფო პრემია (2004 წ.)

გარდაიცვალა 2008 წლის 1 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თენგიზ მირზაშვილი Captur14

ბმული:
* https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8562/3/Bibliografia.pdf?fbclid=IwAR2R1ZobUt8J1lMm736LZYSa4v6xOLF4k6eol1Af0qa-35ANhvThAtNBqO4


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





თენგიზ მირზაშვილი Empty
PostSubject: Re: თენგიზ მირზაშვილი   თენგიზ მირზაშვილი Empty

Back to top Go down
 
თენგიზ მირზაშვილი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» თენგიზ ხაჭაპურიძე - დავით ჩიხლაძე

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: