Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: ”ნაბადი” - ქართული ფოლკლორის თეატრი Sat Mar 07, 2009 3:50 pm | |
| ელგუჯა მარღია
ნაბადი ეძღვნება ნინო ტურაბელიძესა და მის არაჩვეულებრივ თეატრს
მიდი და მოისხი ნაბადი, მოირგე კვლავ ჯაჭვის პერანგი...… მომხდურს არასოდეს დანებდე, შენი საყდრითა და სენაკით...
მიდი და მოისხი ნაბადი, გიხდება ჩოხაც და ყაწიმიც... და მთების ხრიოკი უბიდან, ზეცაში აფრინე არწივი.
მიდი და მოისხი ნაბადი, იმღერე ,,ლილეო’’...,,ვარადა’’... მაშინ დამიმარცხდი ბაზალეთს, როცა დაივიწყე მარაბდა...
მიდი და მოისხი ნაბადი, ადიდე უფალი, ჯვარ-ხატი... ისე უკვდავია იმედი, როგორც ფიროსმანის ნახატი...
მიდი და მოისხი ნაბადი, დალოცე იყალთო, გელათი... ქართული როკვებით დამათვრე, გამჟღინთე სურნელით კელაპტრის.
მოდი და მომასხი ნაბადი, მეცა ვარ ამ ქვეყნის ზვარაკი... გულში მძვინვარებენ ავდრები, სადღაც დამეკარგა ქალაქი...
მოდი და მომასხი ნაბადი, მამღერე გმირული ,,შავლეგო’’... ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან, ზარი გადარჩენის დავრეკო!..  | |
|
Guest Guest
 | |
egriseli

 Number of posts : 2 Age : 32 Location : tbilisi Job/hobbies : theatre Humor : vaxloblobt Registration date : 03.07.09
 | Subject: Re: ”ნაბადი” - ქართული ფოლკლორის თეატრი Sun Jul 05, 2009 3:44 pm | |
| თეატრალური უნივერსიტეტის გვერდზეა...ძაან მაგარია პროსტა ძაან ძვირია, უცხოელებზეა გათვლილი | |
|
Sponsored content
 | Subject: Re: ”ნაბადი” - ქართული ფოლკლორის თეატრი  | |
| |
|