Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: ქუთაისის ლადო მესხიშვილი სახელობის თეატრი Sat Mar 07, 2009 3:24 pm | |
| პირველად წარმოდგენა ქუთაისში 1861 წელს გაიმართა გიორგი ღოღობერიძის ინიციატივით. ეს იყო გიორგი ერისთავის კომედია ,,გაყრა''. 1885 წელს კოტე მესხის ხელმძღვანელობით ქუთაისში საბოლოოდ დამკვიდდრდა მუდმივმოქმედი დასი, როგორც პროფესიული თეატრი. ლადო მესხიშვილი, რომლის სახელსაც ატარებს თეატრი მას სათავეში ჩაუდგა 1896 წლიდან. ქუთაისში დაიწყო არსებობა და აქ შექმნა განუმეორებელი სპექტაკლები უბრწყინვალეს ქართველ მსახიობთა დასმა კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის საფუძველზეც შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ჩამოყალიბდა. სწორედ აქ დაიდგა ,,ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ'', ,,წმინდა ქალწული'', ,,კაკალ გულში'', ,,ბეატრიჩე ჩენჩი'', ,,ურიელ აკოსტა'', რომლებშიც მონაწილეობდა ქართული სცენის უბრწყინვალესი თანავარსკვლავედი - ვერიკო ანჯაფარიე, უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, სესილია თაყაიშვილი, შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი... უმნიშვნელოვანესი თარიღია თეატრის ცხოვრებაში 1938 წელი, როცა განახლებულ თეატრს სათავეში ჩაუდგა დოდო ანთაძე. ბოლო ათწლეულის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი, რაფაელს ერისთავი, დ. კლდაშვილი, შ. დადიანი, .გოთუა, ოტია იოსელიანი, ლ. თაბუკაშვილი, თ. ჭილაძე, სოფოკლე, შექსპირი, შილერი, გოლდონი, მოლიერი, ოსტროვსკი, გოგოლი, გორკი, ედუარდო, დე ფილიპო, ჟან ანუი, ჟან პოლ სარტრი, ალბერ კამიუ, ეჟენ იონესკო.. ბოლო რამდენიმე სეზონია, თეატრს სათავეში უდგას ცნობილი ტეატრალური მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სახელმწიფო და ა. წერეთლის პრემიების ლაურიტი ჯეირან ფაჩუაშვილი. 2000 წელს მესხიშვილის თეატრს მიენიჭა აკადემური თეატრის სტატუსი.  | |
|