| | გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... | |
| Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Fri Mar 06, 2009 7:43 pm | |
| ზაალ სულაკაურის ფანქარს ხომ ძნელად გადაურჩება ვინმე, ჰოდა, ვერც თქვენი მონა-მორჩილი გადაურჩა... დამირეკა ტარიელ ჭანტურიამ და - აბა, ძობანი როგორ ვერ უნდა გამოეცნოთ ინტელექტუალებს, ან ძაღლი მოიპარავდა ძონაბიდან დამბალ ხაჭოს და ან კატაო. კარგი არის ის კაფია ძაღლზეო. ჰო, ბატონო ტარიელ, აი, კატებსაც როგორი ლექსი გამოუთქვა ხაჩით ჯაბანმა, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე მოკაფიავე იყო მეთქი: ჯაბანის ციცა
ენაცვლოს თავის პატრონი თავის თვალ ყვითელ ციცასა. დავალის მეზობლებშია, დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა, ხსნილ-მარხვა გამაგებინა, ეგემც დამაყრის მიწასა! დააბამს თავის პატრონი, დააკაწრვინებს მიწასა. ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს, ეგ იყოს იმის მკვდრისადა.უჰ, შენ გაიხარე, რა კაი გუნებაზე დამაყენეო, - აუტყდა სიცილი. და რაზე გირეკავ ახლა, თუ იციო? რაზე მეთქი? *** ვთხოვ მოსულიშვილ მიხოსა, ცუდ საქმე არა მიყოსა...აქ გაწყვიტა დაწყებული კაფია და - ჰონორარს როდის შემომაშველებთო? ხელმძღვანელი ქალბატონები როგორც კი გამოწერენ, შეგატყობინებთ მეთქი... მერე ბევრი ვილაპარაკეთ, მთლად გურული მხედრების გაყიდული რომ არ გამოდის ”შვლის ნუკრის ნაამბობი” - https://armuri.georgianforum.com/-f1/----t70.htmდა რამდენიმე ცოცხალ-მკვდარ რეგიონალურ კლასიკოს-გენიოსზე, აქ ის ლაპარაკი არ მოიყოლება... სულ სხვა რამე მინდა ვთქვა... ეს ლაპარაკი რომ დამთავრდა, მერე შევფიქრიანდი გვარიანად - კარგად დაწყებული და შუაზე გაწყვეტილი კაფია დამენანა და სანათამ რომ გაიგო, იმასაც დაენანა და შემომაშველა თავისი ვარიანტი: *** ვვედრებ მოსულათ მიხოსა, ავ საქმე არა მიყოსა - ჩემ ჰონორარს არ დამართოს იყო და არა იყო რა. ჰოდა, აი, აქა ხართ მოკაფიეები და გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია. გაითვალისწინეთ, რომ მე ჰონორარებთან არაფერი კავშირი არა მაქვს - ხელმძღვანელი ქალბატონები გამოწერენ და დაარიგენებ ხოლმე... თუ ჩემი არა გჯერათ, დაეკითხეთ არგანსა და კაწალხეველსა... 
Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 8:30 pm; edited 1 time in total |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Fri Mar 06, 2009 8:12 pm | |
| [quote="ბობო"]დამირეკა ტარიელ ჭანტურიამ და - აბა, ძობანი როგორ ვერ უნდა გამოეცნოთ ინტელექტუალებს, ან ძაღლი მოიპარავდა ძონაბიდან დამბალ ხაჭოს და ან კატაო. კარგი არის ის კაფია ძაღლზეო. ჰო, ბატონო ტარიელ, აი, კატებსაც როგორი ლექსი გამოუთქვა ხაჩით ჯაბანმა, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე მოკაფიავე იყო მეთქი: ჯაბანის ციცა
ენაცვლოს თავის პატრონი თავის თვალ ყვითელ ციცასა. დავალის მეზობლებშია, დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა, ხსნილ-მარხვა გამაგებინა, ეგემც დამაყრის მიწასა! დააბამს თავის პატრონი, დააკაწრვინებს მიწასა. ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს, ეგ იყოს იმის მკვდრისადა.უჰ, შენ გაიხარე, რა კაი გუნებაზე დამაყენეო, - აუტყდა სიცილი. და რაზე გირეკავ ახლა, თუ იციო? რაზე მეთქი? *** ვთხოვ მოსულიშვილ მიხოსა, ცუდ საქმე არა მიყოსა...აქ გაწყვიტა დაწყებული კაფია და - ჰონორარს როდის შემომაშველებთო?
ჰონორარს ვინღა ღებულობს (სიზმარში გვქონდა თითქოსა), გინდ მოგცენ,არაფერია_ ვერც კი შაიძენ ტრიკოსა, ბატონ ტარიელს ურჩევნავ, ღმერთის მამულში თიბოსა, ლექს-ნამხრევებით გვახაროს, ფულ ფეხზე დაიკიდოსა!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Sat Mar 07, 2009 4:56 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Sun Mar 08, 2009 7:02 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Wed Mar 11, 2009 7:21 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Thu Mar 12, 2009 2:25 pm | |
| | |
|  | | სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 45 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Thu Mar 12, 2009 2:36 pm | |
| ყველაფერი, მშობლიურის მონატრება) გავცლი ლორკას, გავცვლი ბროდსკის, ერთ ნაღდ ქართულ შაირზე. ვამბობ, თუმცა, ბუტერბროტს კი მაინცა ვჭამ ჩაიზე.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Sun May 10, 2009 8:59 am | |
| | |
|  | | lasha turmanauli

 Number of posts : 2 Age : 30 Location : ******* Job/hobbies : ********* Humor : ******** Registration date : 17.04.10
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Sat Apr 17, 2010 11:53 am | |
| vtxov mosulishvis mixosa cod saqme ara miyosa iqneba rame madzlio magarich chemze iyosa!
shen qalbatonebs utxari icneb (be) maicnc iyosa cota pol gamamigzavnos sawyals sikete miyosa.
PS.......... sawyloba bechav kacoba cud xo arasdros iyosa ar gamibrazde bidzao kapia ase itxovsa | |
|  | | lasha turmanauli

 Number of posts : 2 Age : 30 Location : ******* Job/hobbies : ********* Humor : ******** Registration date : 17.04.10
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Thu May 27, 2010 7:24 pm | |
| - lasha turmanauli wrote:
- vtxov mosulishvis mixosa
cod saqme ara miyosa iqneba rame madzlio magarich chemze iyosa!
shen qalbatonebs utxari iqeb (be) maicnc iyosa cota pul gamamigzavnos sawyals sikete miyosa.
PS.......... sawyloba bechav kacoba cud xo arasdros iyosa ar gamibrazde bidzao kapia ase itxovsa | |
|  | | მ. მაჭავარიანი

 Number of posts : 1 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : ფოლკლორი Humor : ზომიერი :) Registration date : 29.12.11
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... Thu Dec 29, 2011 11:12 pm | |
| ეჰ, მგონი ყველას ურჩევნის ხელი სხვა საქმეს მიყოსა. ვიღამ რა უნდა დაწეროს, რა კუდი უნდა პრიხოსა? ხორნაულს სულ უწერია, რაც ერითმება "მიხოსა".
| |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...  | |
| |
|  | | | გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია... | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|