Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: მამუკა ჭინჭარაული Fri Mar 06, 2009 11:24 am | |
| | |
|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მამუკა ჭინჭარაული Fri Mar 06, 2009 2:35 pm | |
| - ადმინისტრატორი wrote:

წინათგრძნობა ------------------- ცას ვხედავ შავად მოგიშრულს, ელვას წამისად გამვლელსა, მთებს ვხედავ ნისლით დამხრჩვალსა, დაბურულს არემარესა, ღვარცოფს ჭიუხით დაშვებულს, ხევებზე მოღრიალესა, ფესვებდაგლეჯილ მუხებსა, გახუნებულსა მწვანესა. ვხედავ გზას,შუა გამსკდარსა, ხიდს ბურჯზე მოყანყალესა, ტორებდალეწილ მერანსა, მუხლებში მოკანკალესა, ძირს დანარცხებულ მხედარსა, სისხლით დაბინდულ თვალებსა, გადამტყდარს დავითფერულსა, ხმალსა, ცემისგან ნალევსა, ფარს, შუა გადაჩეხილსა, თოფს ვეღარ მოგრიალესა. ჩამონგრეულსა ციხესა, ღიას გალავნის კარებსა, ფრთებდალეწილსა ოცნებას, ატირებულსა მთვარესა...
ავდრისფერია ცხოვრება, კაცი რას მოაგვარებსა, ბუნება თვითონ გადაწყვეტს, ტკბილს შეგვაჭმევს თუ მწარესა. | |
|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მამუკა ჭინჭარაული Mon Mar 23, 2009 8:07 am | |
| ქართველი ემიგრანტები ---------------------------- მეუფევ,შეგთხოვ ვედრებას, ზვარაკად შეგეწირები, შესრულებული მერჩივნა, არ მინდა დანაპირები. ისე შორს ნურსაქდ დამკარგავ, რომ დაგრჩე დაუტირები, მაღირსე სამშობლოს მიწა, ისე ნუ გავიწირები. იქვე აღირსე სიკვდილი, სადაც დაბადე ჩვილები; "ნენას" ჩურჩულით კვდებოდნენ მამელუქები გმირები, ეძახდნენ დედას,სამშობლოს სისხლით გავსილი პირებით. გმინავდნენ კავკასიელნი სამშობლოს განაპირებით, დედა-სამშობლოვ!_მოძებნე გადაკარგული შვილები.
..."ქართული ხალხური პოეზიის" მე-9 ტომის კომენტარებში ბევრი რამეა გაურკვეველი: მაგალითად,ვიცით,რომ "შეთე" ბერიძე ხახონიშვილის ზედმეტი სახელია(თიკუნი),კომენტარებში გვხვდება შეთეც,გვხვდება ბერიძეც_ეს ბერიძე ხახონიშვილკია თუ სხვა ბერიძეა? ვიცით,რომ შეთეს პოეტური მეტოქე იყო დავით თურმანაული.კომენტარებში არის დავითი_ეს დავითი თურმანაულია თუ სხვა დავითია? იქნებ ქალბატონმა სანათამ იცოდეს. | |
|
Sponsored content
 | Subject: Re: მამუკა ჭინჭარაული  | |
| |
|