არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 დალილა ბედიანიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 06, 2009 10:40 am

დალილა ბედიანიძე Dalila-bedianidze
Dalila Bedianidze

დალილა ბედიანიძე
პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის მკვლევარი

დაიბადა 1950 წელს, ქალაქ ყვარელში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პოეტური კრებულები:
* “კეთილი მოგზაურობა” (1979)
* “ალო” (1984)
* “წვეთები და ნამცეცები” (1985)
* “ჰაი” (1995)
* “ნეტავ” (2003)
* “ცათა მხილველი” (2006)
* “ფიქრდიდობა” (2008)
* “ოქტავა” (2011)

გამოქვეყნებული აქვს თარგმანები ძველი ბერძნულიდან, ინგლისურიდან, უნგრულიდან. ასევე, ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი.

ბმულები:
* http://translationlab.ge/ავტორები/დალილა-ბედიანიძე/
* http://siestabooks.blogspot.com/2009/06/dalila-bedianidze.html
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ბედიანიძე%20დალილა
* http://newsaunje.ge/index.php?do=full&id=125


დალილა ბედიანიძე - პოეტი
Published on Dec 24, 2014

Idea


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:05 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 06, 2009 11:04 am

***
ასე მოხდა:
კაბა,რომელიც მე უნდა მეცვას,
სხვა ქალის ტანზე აყვავებულა...
სიტყვა,რომელიც მე უნდა მეთქვა,
სხვა ქალმა გითხრა...
კოცნა ,რომელიც მე მეკუთვნოდა,
სხვა ქალის ბაგემ მიისაკუთრა...
მე კი ვდგავარ უჩრდილოდ
და აგვისტოს დაფდაფის ხმაზე
თავდავიწყებით,
ჩემს მაგივრად სხვა ქალი ცეკვავს,
მე საკუთარი ცრემლების ჩადრქვეშ
კაბას,კოცნას და
საყვარელ ცეკვას ვემშვიდობები...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 06, 2009 11:13 am

***

ფოთოლმა ფოთოლს რა უთხრა,
სადამდე აფრინდებოდა?
”წინ ცა მომელის, აუ, ცხრა,
შემინდე, გტოვებ მეგობარს.
მაგრად იყავ და მომყევი,
ცა გვერგო ერთი გაფრენა,
ქარები _ ჩვენი მოყვრები
არ გვყრიან მიწის საფენად.
ხის ფრთები ამბებს მიწისა
ზეცას ვუყვებით ფრენისას
და მტვრისაგან და ბიწისგან
კვალი არ რჩება ჩვენისად.
თუ ვინმეს მოუსმენია
გაფრენილ ფოთლის სიმღერა...
ვიმღეროთ, ზეცა ჩვენია,
ირგვლივ სიმწვანე იღვრება.
მომყევი, ცაში შევხვდებით,
იქ აგვაცეკვებს ქარიო
და ერთმანეთთან შეხებით
სული ფრენაში დავლიოთ!”
ჩემო ლამაზო ფოთოლო,
უკვე აგვისტოს ოცია.
ქანაობ, ხეო _ გოდოლო,
ფოთოლთ გზა დამილოცნია.


Last edited by ადმინისტრატორი on Fri Mar 06, 2009 11:15 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 06, 2009 11:14 am

***

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 59
Registration date : 14.12.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyThu Apr 02, 2009 2:32 pm

ასეთი დალილა


'' სიყვარული თვითონ გვირჩევს,მეგობრობას ჩვენ ვირჩევთ.''- ეს რომაული სიბრძნე დიდი ხანია მაფიქრებს.
პოეტებს რომ ჩვენში მეგობრობა ძალზე უჭირთ,ეს ხომ ყველამ იცის,ახლა წარმოიდგინეთ,რა ძნელია პოეტ ქალთა მეგობრობა!
ამ ათიოდე წლის წინ ერთმა ჟურნალმა ინტერვიუ მთხოვა.რაკი ჩემს ლექსებში დედაშვილობისადმი მიძღვნილი მცირე ციკლიც არის,ერთი კითხვა ამასაც შეეხებოდა.
პასუხის გაცემისას გამახსენდა,რომ რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი ქალი ბიოლოგიურად დედა ჯერ არ გამხდარიყო, მაგრამ მათ ლექსებში გარემოსადმი,სამყაროსადმი დედობრივი სიყვარული იმგვარი სიძლიერით იყო გამოვლენილი,რომ ეს მათ ყველა დედაზე უფრო დედად აქცევდა.
ჩვეულებისამებრ,როცა რამეს დავწერ,ვიდრე დავბეჭდავდე, ჯერ ახლობლებს ვუკითხავ,მაშინაც ასე მოვიქეცი.ერთ არაჩვეულებრივ პოეტს,/რომელსაც , სხვათა შორის , სწორედ ამგვარ დედათა შორის ვგულისხმობდი/,ტექსტი ტელეფონით წავუკითხე. შემიქო და მეც არხეინად წავიღე რედაქციაში.
ნომრის დაბეჭდვის წინა დღეს კი ჩვენმა საერთო ახლობელმა დამირეკა და მითხრა,რომ თურმე ეს დღეები ტირილში გაუტარებია,რადგან სწორედ იმავე ჟურნალის მომდევნო ნომერში უნდა დაბეჭდილიყო მისი ახალი ლექსი და ამ ლექსში ცენტრალური სათქმელი ზუსტად ეს იყო : ''ყველა დედაზე უფრო დედა'' და რაც მთავარია,სიტყვებიც ზუსტად ემთხვეოდა.
ვაი,შენს ნინოს! როგორია დღის ბოლოს ქალაქის ბოლოდან რუსთაველზე გავარდნა ,''ტუდა-აბრატნი'' ტაქსის ფული! მაგრამ რას ვიზამდი.
იმ რედაქციაში პოეზიის განყოფილებას აწ. გარდაცვლილი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
-არიქა,ბორენა,მიშველე რამე,დაუყოვნებლივ უნდა შევცვალო ეგ ერთი წინადადება- მეთქი.
ბორენამ აუღელვებლად დამიდო წინ ლექსი.წავიკითხეთ ერთად, კონტექსტი სრულიად სხვა იყო,მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით მოვითხოვე ამ სიტყვების ამოღება.
მეორე თუ მესამე დღეს ნომერიც გამოვიდა.
დალილა ბედიანიძე და მე ლიტერატურის ინსტიტუტში გვერდი-გვერდ ოთახებში ვმუშაობდით და ნომერი ვუჩვენე თუ არა,ეს ამბავიც მოვუყევი.
ყურადღებით მომისმინა,/სხვანაირად მოსმენა არც სჩვევია./
არ ვიცი . რას ველოდი მისგან. იქნებ მინდოდა ეთქვა,რომ ის ძალიან კარგი პოეტი ამ შემთხვევაში მართალი არ იყო? ან რომ მე კარგი,სულგრძელი ადამიანი ვარ,რაკი ,ყველაფრის მიუხედავად , არ დავიზარე ჩემი ინტერვიუს შეცვლა?
დალილამ თავი ჩახარა და ერთადერთი სიტყვა ჩაიჩურჩულა ისე ჩუმად,რომ ძლივს გავარჩიე: ''ძნელია!''.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა ჩემს ოთახში .მერე წყნარად დაგვემშვიდობა და გავიდა.

ახლა დალილას ძველ ლექსებს ვათვალიერებდი, ხუთ აპრილს,კვირას,ორ საათზე ''ამირანის''ლიტერატურულ კაფეში მისი ახალი წიგნის განხილვა და პოეზიის საღამოა , ორიოდე სიტყვა მეც ხომ უნდა ვთქვა და ...აი!
.... ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოქვეყნებული მისი ლექსი,სადაც სიტყვა-სიტყვით იგივე წერია: '' ყველა დედაზე უფრო დედა''.
მე ვიცი,დალილას ლამის ყველაფერი თავისი მრავალრიცხოვანი ლექსებიდან - ზეპირად ახსოვს.
ახლა უკვე ისიც ვიცი,რას ნიშნავდა მაშინ მისი ერთადერთი სიტყვა: ''ძნელია!''
აი,ასეთია დალილა.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyThu Apr 02, 2009 2:38 pm

დალილა ბედიანიძე

ციკლიდან “წერილები მაკოტოს”
(პანტომიმური ნოველლა ლექსად)

ირგვლივ ყრუ კედლებია
და მე ამაოდ ვეხლები კედლებს,
არ შემიძლია თავის დაღწევა
და როგორც ტყის თავისუფალი ჩიტი,
ტყვეობაში სულს ვღაფავ და ველოდები,
როდის გაიღება ამ საშინელი გალიის კარი.
ვერ ვეგუები კელდებში ყოფნას,
ერთი კედლიდან მეორეს ვაწყდები,
მაგრამ კედლები არ ინგრევიან.
თუმცა ირყევიან.
ნეტავ როდის გადავლახავ ამ მაღალ კედლებს,
სახურავად რომ სავსე მთვარე აქვთ.
ვინ გადააგორებს მთვარის ლოდს,
როგორც გმირმა როსტომმა
გადააგორა ლოდი ბეჟან გმირის ხაროდან?
არავის შეუძლია ჩემამდე მოღწევა,
არც მე შემიძლია შენამდე მოვაღწიო.
გზა გდია, როგორც აწყვეტილი ველური ცხენის საბელი და
ცხენივით ჭიხვინებს მზე ჩემს კედლებს შორის.
სად არის წიქარა, რომ ეს ცხრაკლიტული დაეწიოს!
მესმის ქუჩის ხმაური და მესმის, იგი როგორ მეძახის,
მე კი კედლებს ვაწყდები
და ვიცი, მხოლოდ შენ შეგიძლია გამათავისუფლო.
შენი ხელები კედლებს სინჯავენ გარედან
ნელა და ფრთხილად
და ვგრძნობ, როგორ მიახლოვდები.

:::
Back to top Go down
http://www.geogen.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 59
Registration date : 14.12.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyTue Apr 14, 2009 11:08 pm

დალილა ბედიანიძე


მელოდია

შენი ხელები - ჩემს სხეულზე,
როგორც აწყობილ გიტარაზე.
და მელოდია,
რომელიც აღარ განმეორდება.
ყოველ შეხებაზე მდუღარე მზე მეღვრება სხეულში
და ძარღვებს მიწვავს
და წამლეკავს წმინდა ცეცხლის მიქცევ-მოქცევა.
ქარის ფლეიტა უერთდება ამ მელოდიას.
მუსიკით სავსე არის ოთახი,
მუსიკით სავსე არის სამყარო,
და ეს მუსიკა არ შეწყდება,
სანამ ერთმანეთს ასე ვეხვევით.
ღვთაებრივია ეს მელოდია,
რომელსაც უკრავ ჩემს სხეულზე
და როდესაც დავბერდებით
და დაცხრება ჩვენი ვნებები,
ამ მელოდიით გამოგიხმობ წარსულიდან,
ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა,
წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე,
რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან.
უკრავ გიტარაზე - ჩემს მორჩილ სხეულზე.
ვუსმენ.
ვუსმენ ამ მელოდიას
და სადაცაა,
შენში ისე დავინთქმები,
ვით ზღვაში გემი,
შტორმისაგან გზააბნეული,
ან დაგაკვდები,
როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს.



დალილა ბედიანიძე


მელოდია

შენი თითები ჩემს სხეულზე,
როგორც ახალ გიტარაზე,
უკრავენ მელოდიას,
რომელიც ჩვენმა სიყვარულმა შობა,
რომელიც აღარ განმეორდება.
გარეთ,
მავთულებზე ჩიტები სხედან,
როგორც სანოტო ხაზებზე - ნოტები
და შენს დაკრულ მელოდიას იმეორებენ.
ქარის ფლეიტა უერთდება ჩვენს მუსიკას.
მუსიკით სავსე არის ოთახი,
მუსიკით სავსე არის სამყარო
და ეს მუსიკა არ შეწყდება,
სანამ არსებობს ჩვენი სიყვარული.
ქალის სხეულს ჰგავს ეს გიტარა
და სიმები - ქალის თმებია.
ღვთაებრივია მელოდია,რომელსაც უკრავ
და ჩემს ხსოვნაში სამუდამოდ აღიბეჭდება
და როდესაც დავბერდებით
და დაცხრება ჩვენი ვნებები,
ამ მელოდიით გამოგიხმობ ჩემი წარსულიდან,
ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა
და წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე,
რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან.
როგორც გიტარაზე,
უკრავ ჩემს ახალგაზრდა სხეულზე.
ვუსმენ,
ვუსმენ
სიყვარულის მელოდიას გაოცებული.


ალვის ხე

მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
მე ვარ ალვის ხე,
რომელმაც ჭერი აანგრია
და მიისწრაფის ზეცისაკენ
შეუზღუდავი თავისუფლებით.
ფეხები მიდგას წინაპართა საფლავებში,
კენწეროთი კი მზის გაღმა ვაღწევ
და ჩემი ტანი სავსეა მზით და მდუღარე სისხლით.
მე ვიდგები ცისა და მიწის შემაერთავად,
სანამ არ მოვა ვინმე ბოროტი და შურიანი
და არ დამჩეხავს ცულით,
შეშად გადასაქცევად,
რომ გაათბოს ცოლი და შვილი.
მას არაფერი გაეგება ციურ ამბების
და მისი ჭერი დაბალია
და სახურავზე მზე არ ჯდება,
რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს
და არ მოკლას,როგორც ფასკუნჯი,
მშიერი ოჯახის გამოსაკვებად.
მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
მე ვარ ალვის ხე
და თუ მომჭრიან
ოქროს შიბი წავა ცისკენ
და ღმერთი იტყვის:
'' შვილი მომიკლეს!''


Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 9:38 pm

დალილა ბედიანიძე

ედგარ პოს

... და როგორც ედგარ პოს ესტუმრა ყორანი
მე მთვარე მესტუმრა ო შავი მთვარე.!
მიცურავს მტკვარგაღმა ეს ჩემი ბორანი
და ძველი თბილისი აჟღერებს თარებს.

ფართხალებს ტალღებში ო მთვარე დაჭრილი
და სისხლი შუქად სდის და ღებავს ტალღებს
მთავრდება ზღაპარი და ლხინი და ჭირი
და მე სხვა სამყაროს შავ კარებს ვაღებ.

შავით შემოსილი მტკვარი მობუტბუტე
აღმა დის განათუ ჩვეულად დაღმა!
როგორ მეფერება და როგორ მიხუტებს
და მთვარე აჩნია ვით შავ რაშს დამღა!

და გაღმა ნაპირზე ედგარ პო მომელის
იქვეა ნანატრი ლენორა მისი
შაოსან მთოვარეს მიელტვის რომელიც
და უსმენს ტალღებზე ქარების სისინს..

ღამე უსაზღვრო და დაუსაბამო
შორს ბედის ვარსკვლავი ქრება და ბნელა
დაჭრილო ყორანო მტკვრის წყალში ნაბანო
მიძღვი ედგარ პოსკენ ძნელად და ნელა...

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 9:47 pm

დალილა ბედიანიძე

წერამ ამიტანა და...

წერამ ამიტანა და
განუწყვეტლივ ვწერ.
ვარ უსუფრო თამადა,
მიცავს ლექსის წრე
და სიტყვებზე ვნადირობ,
მახედ ვუგებ სულს,
რათა გავინამდვილო,
რაც ოცნებას სურს.
ვარსკვლავებით ლექსებით
დაყურსულა ცა.
ვუყურებ და ვეგზნები
ღმერთმა გზა მომცა.
ცოდვილ დედამიწაზე
განა დიდხანს ვართ
და ლექსებს ვწერთ ვინც ასე,
გველის ზეცა რვა.
სულის საცხონებელი,
ყურმოჭრილი ყმა,
სიტყვა ბრუნავს ბებერი,
ისმის გულის ხმა.
მინდა, კვალი დავტოვო,
მივაბიჯებ ვწერ.
ღმერთო, ჩემო პატრონო,
ნუ წამიყვან ჯერ!

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 9:48 pm

დალილა ბედიანიძე

ხა-ხა-ხაა

პურზე ჩასული ირასთან ვემსევე ერთი საათი.
ღომი და წითელკანიანი სულგუნი.
- ქომუჩი ართი სიგარეტი!
- მუ რე, მუ გოკო?
ხა-ხა-ხაა! ირა არ მიცნობს, მასთან მუნჯი ვარ, სულ ასე ვარ.
მარიკა მიცნობს - ვთამაშობთ ხოლმე. ის კბილებს იცვლის,
მე ვაიმედებ, რომ მალე დამთავრდება კბილების მოცვლა.
გუშინ თანაკლასელმა ბიჭმა ერთი ცალი ყაყაჩო აჩუქა და დიდის ამბით მოამსევა.
"იებს ნუ აჩუქებ ნურავის, ნურავის, იები ჩემია..."
ხა-ხა-ხაა! ქომუჩი ართი სიგარეტი!
ძალიან ძნელია, შენს სამყაროში ვინმე გეუგვა და მერე გამოუშვა.
მოვჩორტავ ხოლმე შინ ლექსებს და მერე ვზივარ პირმოწმენდილი.
ხა-ხა-ხაა! დღეს მარიკამ მითხრა, შეყვარებული ხარო.
მე ვუთხარი, შენ თვითონ ხარ-მეთქი და მომეფერა. მეც მოვეფერე.
ბევრი ვიცინეთ და დივანზე ყირაზე გადავსდივ-გადმოვსდიოდით.
მაგნიტოფონსაც ბოლომდე ავუწიეთ.
- ქომუჩი ართი სიგარეტი!
შინ რომ მოვემსეოდი, ცრემლი მომერია. მენატრები.
მარიკა მეგრულს მასწავლის.
მე ზღაპრები ვასწავლე და ამირანის მითი მოვუყევი და ინიციაცია ავუხსენი.
ამირანი რატომ მიაჯაჭვესო? რა უნდა უთხრა?
- ქომუჩი ართი სიგარეტი! მერე ხატის წინ მოვინანიებ.

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 9:49 pm

დალილა ბედიანიძე

***
ჩვენი სულები, როგორც მტრედები,
ცისაკენ ერთად მიდიან ახლა.
არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით,
ვინ უწყის ერთმანეთს როდისღა ვნახავთ!
ვინც გვყავდა, ყველა თავისას გვთხოვდა,
მხოლოდ სანაცვლოდ _ ხელს თუ გვიწვდიდა
და ჩვენ დღითი დღე და ცოტა-ცოტა
ვიპარებოდით დედამიწიდან.
ისე ვიცვლებით ყოველცისმარე
და მაინც ვრჩებით ისე უცვლელი,
რომ ერთმანეთი თუ ვერ ვიცანით,
თვითონ იცნობენ ჩვენი სულები.
რამდენჯერ შევხვდით, მაგრამ ორივე
გავჩუმდით, სხვებთან სიტყვაულევი
და როცა ვდუმდით, ლაპარაკობდნენ
მონატრებული ჩვენი სულები.
სულ ვიყურებით ერთმანეთისკენ,
ერთმანეთისთვის დაკარგულები
და რაც ერთმანეთს ვერ ვაპატიეთ,
აპატიებენ ჩვენი სულები.
არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით,
თქვენ, ვინც აქამდე ჩვენ გზებს გვიცვლიდა!
სულ ერთი წამით ჩვენ ვართ მტრედები,
გამოპარული დედამიწიდან.

Idea


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 9:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 9:50 pm

დალილა ბედიანიძე

***
ძლივს გავუმკლავდი ლექსებით ავდარს,
თავზე გრიგალი მადგა ნამდვილი.
ბარტყს, გადმოვარდნილს ბუდიდან, ჰგავდა
გული, ბუდიდან ამოვარდნილი.

მოვითქვი სული, ავხედე უფალს -
დამთავრდა სრბოლა თავაწყვეტილი.
ღმერთმა ცა მომცა სუფთაზე სუფთა
და ვარსკვლავების მრავალწერტილი.


***
მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაგიცანი,
აღმოვაჩინე, რომ არსებობს თურმე სიკვდილი
და მეშინია...

მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაგიცანი
აღმოვაჩინე, რომ არსებობს თურმე ღალატი
და მეშინია...

მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგიცანი,
აღმოვაჩინე სიყვარულიც და ბედნიერი ვარ
აღმოჩენის დიდი უფლებით
და მეშინია მდიდართა შიშით....

მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაგიცანი
აღმოვაჩინე თვითონ შიშიც
და ახლა შიშის დაკარგვისაც მეშინია.

იქით კი მაინც არ ვიყურები, როს არ გიცნობდი...

Idea


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 9:51 pm

დალილა ბედიანიძე

***
რამდენი ჭკვიანი გოგოა ქვეყნად!
თუნდაც ჩემი ნაცნობი ქალი.
რა კარგად ლაპარაკობდა ნიცშეზე!
ვერავინ გააჩუმა. ყველას მოერია.
შინ რომ წამოვედი, ნიცშეს წიგნი გამოვაყოლე.
მეც გავიგო რამე ამ ქვეყნისა!
ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ შენ არსებობ.
შენ ნამდვილად გეცოდინება ნიცშე.
რამდენჯერ დაგინახე - ჭკვიან გოგოებთან ლაპარაკობ.
ვიკითხე ნიცშე, ვიკითხე და ვერაფერი ვერ გავიგე.
ავდექი და წიგნი თავზე დავიდე.
შენზე ფიქრი მერჩია - ისე, ნიცშეს გარეშე.
არ ვიცი, რა გირჩევნია, ვთქვათ, რომ გერჩიოს -
ნიცშეზე ცხარედ შეგეპაექრო, არ დაგითმო,
მედგრად დავდგე, ჭკვიანი ვიყო, როგორც შენი შესაფერი,
თუ ის მოგიყვე, რას ვიქსოვ ახლა ლიკრის ძაფით?
(ძაფი ჯერ არ მიყიდია - ვოცნებობ).
მერე ავდექი და ნიცშეს წიგნზე თავი დავდე.
მაინც ვერაფერი გავიგე.
მერე ეს ლექსი დავწერე - ლექსმა ცოტა დამამშვიდა:
მეც ვაკეთებ რაღაცას.
და საერთოდ შეიძლება, შენ ნიცშე არ გაინტერესებს.
წაღმაც მეჭირა ნიცშეს წიგნი და უკუღმაც -
რა გამოვიდა? სხვაგან ჰქროდა ჩემი გონება.
თქვეს კი, რომ მოდაშია ნიცშე. იცოდე,
დავმარცხდი ნიცშესთან, ვაღიარებ.
შენ? არაფერს არ აღიარებ?

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 10:02 pm

დალილა ბედიანიძე

ვათავისუფლებ - ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია I

დალილა ბედიანიძე - Dalila Bedianidze

(1952) PHD. Author of 10 books.
Translates poetry from Old Greek, Hungarian, English and Russian.
Laureate of The V. Maiakovsky state prize (1982)
Her poetry is translated into Russian and Latvian languages

დაიბადა 1952 წელს. გამოცემული აქვს 10 პოეტური კრებული.
თარგმნის ძველი ბერძნული, უნგრული, ინგლისური და რუსული ენებიდან.
1982 წელს მიენიჭა ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის სახელმწიფო პრემია.
თარგმნილია რუსულ და ლიეტუვას ენებზე.

დალილა ბედიანიძე 47322269_10218276073520209_8317971735194370048_n.jpg?_nc_cat=100&_nc_ht=scontent.ftbs6-1

Exclamation

მე ბავშვობისას მეკითხებოდნენ

მე ბავშვობისას მეკითხებოდნენ:
„რომ გაიზრდები, რა გამოხვალ, აბა, გვითხარი?“
და ვპასუხობდი: „მფრინავი და პარიზში გავფრინდები!“
„იცი სად არის პარიზი?“
„ვიცი!“
„მაგრამ ფრენა ჯერ რომ არ იცი... ჯერ ვერ გაგიშვებთ!“
და იცინოდნენ უფროსები...
მე გავიზარდე და ისინი ახლაც სიცილით მეკითხებიან:
„აბა, პარიზში როდის მიდიხარ?
შენ შეგიძლია უკვე გაფრენა, უკვე დიდი ხარ!“
ახლა გაფრენას არავინ მიშლის,
არც თვითმფრინავის მიჭირს მიგნება,
მაგრამ მე ვიცი, ჩავალ პარიზში
და იქ პარიზი აღარ იქნება.

*
When I was a child, they used to ask me:
- What do you want to be when you grow up?
tell us!
And my answer was:
- I want to be a pilot, to fly to Paris!
- Do you know where Paris is?
- Yes, I do.
- Ok, but you don’t know how to fly yet…
We can’t let you go there!...
And the grown ups used to laughed at me.
Now I am the grown up and they ask me again:
- Tell us, when are you going to Paris?
Now you can fly away, you are big enough!
Nobody forbids me flying now
and it’s not difficult for me to find the right flight,
but I know, I get there
and my Paris will not be there any more.

Exclamation

ვათავისუფლებ

ვათავისუფლებ ოთხ სტრიქონზე ჯვარცმულ რითმებს
და მარცვლებდათვლილ სიტყვებს ლექსებში, ვათავისუფლებ.
ვათავისუფლებ სიმღერაში დამწყვდეულ მტრედებს,
შეყვარებულებს, ბავშვებს, დედებს, მიცვალებულებს!
მხატვრის ფუნჯსგან ვათავისუფლებ ზღვის მორჩილ ტალღას,
წელში მოხრილ ხეებს და ქარებს,
ნატურმოტებს, პორტრეტებს, ფრესკებს...
ჯოკონდას ღიმილს ვათავისუფლებ!
წუთებს, საათებს, დღეს და ღამეს,
დროს დროისაგან ვათავისუფლებ.
ფოტოსურათზე გაყინულ მზერას,
ბაგებს, ხელებს ვათავისუფლებ.
დაე, წავიდნენ ხალიჩიდან, გობელენიდან
ირმები, თხები, ყვავილები, თავის ტყეებში
და თვითონ ტყეებსაც ვათავისუფლებ ეიზაჟის ჩარჩოებიდან.
ვისაც ვუყვარვარ, ვისაცვძულვარ და ვინც არ მიცნობ,
რაც კი მინახავს, რასაც ვნახავ და რასაცა ვერა,
ვათავისუფლებ ყველაფერს, ყველას.
ვათავისუფლებ ვიოლინოს, საღებავს, ფანქარს,
სახლებს და ქუჩებს,
ყველა საგანს ან არასაგანს ვათავისუფლებ!
ვათავისუფლებ დარაჯებს და არადარაჯებს
და მერე თვითონ თავისუფლებას ვათავისუფლებ!

I set it free

I set the words crucified on four lines free,
And I set the words with counted syllables free,
I set the doves shut in a song free,
I set the lovers, the kids, the mothers, the dead ones free!
I set the humble wave of the sea free from an artist’s brush,
And the bent down trees and winds
And the still lives, the portraits, the icons free…
I set The Mona Lisa’s smile free!
I set minutes, hours, days and nights free,
I set time free from time,
I set the frozen gaze of a photo free,
I set the lips, the hands free.
Let the deer, the goats, the flowers
leave the carpets and tapestries and go back to their forests.
And l set even the forests free from the frames of a landscape.
I set him who loves me, who hates me, who doesn’t know me free,
I set everything I’ve seen, everything I’ll see or I’ll never see free
I set everything and everybody free.
I set a violin, a paint, a pencil,
The houses, the streets,
All things and non-things free!
I set the guards and non-guards free
And at the end I set even freedom free!

Exclamation

ალვის ხე

მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
მე ვარ ალვის ხე,
რომელმაც ჭერი აანგრია და მიისწრაფვის ზეცისაკენ
შეუზღუდავი თავისუფლებით.
ფესვები მიდგას წინაპართა საფლავებში,
კენწეროთი კი მზის გაღმა ვაღწევ
და ჩემი ტანი სავსეა მზით და
მდუღარე სისხლით.
მე ვიდგები ცისა და მიწის შემაერთავად,
სანამ არ მოვა შურიანი და ბოროტი ვინმე
და არ დამჩეხავს ცულით
შეშად გადასაქცევად,
რომ გაათბოს ცოლი და შვილი.
მას არაფერი გაეგება ციურ ამბების
და მისი ჭერი დაბალია და
სახურავზე მზე არ ჯდება,
რადგან ეშინია, რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს
და არ მოკლას, როგორც ფასკუნჯი
მშიერ ოჯახის გამოსაკვებად.
მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
მე ვარ ალვის ხე ქალად ქცეული
და თუ მომჭრიან, ოქროს შიბი წავა ცისაკენ
და ღმერთი იტყვის “მომიკლეს შვილი”.

A poplar tree

I couldn’t become a central pillar of a family,
I am a poplar tree
which broke a ceiling and rushes up to the sky unlimited free.
I am rooted in the graves of my ancestors
and my tree top reaches a space beyond the sun
and all my body is full of the sun
and boiling blood.
I’ll stay up as the connector of the earth and the sky,
until a jealous and evil man comes
and cuts me with his axe
to make some firewood
to warm up his household.
He doesn’t understand anything about the celestial things,
His roof is too low
and the sun can’t rest on it,
being afraid, not to be caught and killed
like Phoenix by that evil man
trying to feed his starving family.
I couldn’t become the central pillar of a family,
I am just the poplar tree, turning into the woman
and if they cut me, a golden chime will rise up to the sky
and God will say “ They killed my child”.

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 10:04 pm

დალილა ბედიანიძე

მელოდია

შენი ხელები - ჩემს სხეულზე,
როგორც აწყობილ გიტარაზე.
და მელოდია,
რომელიც აღარ განმეორდება.
ყოველ შეხებაზე მდუღარე მზე მეღვრება სხეულში
და ძარღვებს მიწვავს
და წამლეკავს წმინდა ცეცხლის მიქცევ-მოქცევა.
ქარის ფლეიტა უერთდება ამ მელოდიას.
მუსიკით სავსე არის ოთახი,
მუსიკით სავსე არის სამყარო,
და ეს მუსიკა არ შეწყდება,
სანამ ერთმანეთს ასე ვეხვევით.
ღვთაებრივია ეს მელოდია,
რომელსაც უკრავ ჩემს სხეულზე
და როდესაც დავბერდებით
და დაცხრება ჩვენი ვნებები,
ამ მელოდიით გამოგიხმობ წარსულიდან,
ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა,
წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე,
რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან.
უკრავ გიტარაზე - ჩემს მორჩილ სხეულზე.
ვუსმენ.
ვუსმენ ამ მელოდიას
და სადაცაა,
შენში ისე დავინთქმები,
ვით ზღვაში გემი,
შტორმისაგან გზააბნეული,
ან დაგაკვდები,
როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს.

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 10:10 pm

დალილა ბედიანიძე

***
ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ...
არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება,
იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.

ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ
ცხოვრება მიდის, როგორც "მზე შინა",
თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა,
რომელიც ქვეყნად ყველას გერჩიათ.

ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს,
სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი,
არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება
წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს.

ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა
ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს,
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,
რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა...

ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან,
არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება,
სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა...

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე EmptyFri Mar 15, 2019 10:21 pm

დალილა ბედიანიძე

***
სულხორცდამცხრალი,
მალხინებელი ბრწყინვით მოსილი
ღრმა ძილში ვარ და ხელში ოქროს კვერცხი მიჭირავს,
საიდანაც გაჩნდა სამყარო.
ჩემი სული სად არის ახლა,
რომელ სფეროებს მოიხილავს,
ეს მე არ ვიცი.
და ოქროს კვერცხი ნიშანია იმისა, რომ
უზენაესი მამცნობს ახალი სამყაროს შექმნას,
რომელიც მალე გამობრწყინდება
მალხინებელი ნათელისაგან,
მაგრამ როდის, მე არ ვიცი,
არც არვინ უწყის მოკვდავთაგანმა.
სულხორცდამცხრალი
ყვავილების სარეცელზე ვისვენებ და
თავს ფუტკრები დამტრიალებენ, როგორც აზრები,
რომელნიც სიბრძნის თაფლს ქმნიან ხოლმე.
საიდანღაც გედის ძახილი შემომესმის,
ჩემ ძილში აღწევს,
რათა ისევ დამაბრუნოს ამქვეყანაზე ჯერ-ჯერობით
და დამავიწყოს, რომ ხელში ოქროს კვერცხი მეჭირა
და ვნეტარებდი წინათაგრძნობით.



* * *
არა აქვს სწავლას დასასრული,
განვისწავლები
და რაც უფრო მეტი ვიცი, უფრო მეტი არ ვიცი ახლა.
რაც გამოვცადე, ბოლომდე ჯერ არ გამომიცდია.
სიცოცხლე ჩემი მარადიული ძიებაა ჭეშმარიტების
და ჯერ შორსა ვარ იმისგან, რასაც
ეწოდება ჭეშმარიტება
და ყველაფერი ახლა ვიცი დაახლოებით.
შევდივარ ტყეში, სადაც ხეები აზრებისა აღმართულან
და მათ ქარი აშრიალებს გულთამხილავი
და მე მესმის, რასაც ხეები მეუბნებიან.
შევდივარ ტყეში, სადაც მრავლობენ ჩიტნი და მხეცნი
და მათ ენაზე ლაპარაკს ვსწავლობ,
რათა უკეთ გავიგო, თუ რას ამბობს სამყარო.
შევდივარ ტყეში, რომელიც ზღვის პირასაა
და ზღვიდან სხვადასხვა თევზები და
დელფინები მომძახიან
და თავზე თოლიები დამტრიალებენ – ზეცის სიტყვები.
არა აქვს სწავლას დასასრული და არცა იმ ტყეს,
ზღვის პირას მთაზე რომ შეფენილა
და მწვერვალისკენ მივიწევ ნელა
და რაც უფრო მეტი ვიცი, მეტი არ ვიცი.
განვისწავლები.


* * *
ყოველთვის, როცა კოჭლს დავინახავ,
ბედნიერი ვარ, რომ კოჭლი არა ვარ
და უფალს მადლობას ვწირავ.
ყოველთვის, როცა ყრუ-მუნჯს დავინახავ,
ბედნიერი ვარ, რომ ყრუ-მუნჯი არ ვარ
და უფალს მადლობას ვწირავ.
ყოველთვის, როცა ბრმას დავინახავ,
ბედნიერი ვარ, რომ ბრმა არ ვარ
და უფალს მადლობას ვწირავ.
ყოველთვის, როცა მიცვალებულს დავინახავ,
ბედნიერი ვარ, რომ ჯერ-ჯერობით ცოცხალი ვარ
და უფალს მადლობას ვწირავ.
სახედველი და სასმენელი მომმადლა ღმერთმა,
სისაღე და ჯანმრთელობა მომმადლა ღმერთმა
და ყოველთვის,
როცა ცხოვრების სიმკაცრეს შევიგრძნობ,
მეუფლება უეცარი ბედნიერება,
რომ ჩემზე უფრო უარესად არის ზოგი,
მე კი ჯერ-ჯერობით არა მიჭირს
და რამდენჯერაც გამიჭირდება,
ჩემზე უფრო გაჭირვებულთ გავიხსენებ და
სამადლობელოსავით ვივსები.


* * *
ძროხები სხვადასხვა ფერისა არიან,
ხოლო მათი რძე ერთი ფერისაა
და რძისფერი ბატონობს ცაში
და რძე ასაზრდოებს სამყაროს,
რომელიც ვარსკვლავების
მრავალწერტილით აღიბეჭდება,
როგორც გაგრძელება ჭეშმარიტი არსებობისა.
ადამიანები სხვადასხვანაირები არიან,
ხოლო მათი აზრები, მათი სიტყვები, მათი ქმედება
ერთნაირია, ერთფერია
და მათ ძარღვებში სისხლი ერი ფერისაა,
წითელია და ცხელია.
ყვავილები და ბალახები სხვადასხვანაირები არიან,
სხვადასხვაა მათი სახე, მათი სურნელი,
მაგრამ მათ ერთნაირ მიწაში უდგათ ფესვი,
ერთნაირი მიწა ასაზრდოებს
და როგორც ბავშვები დედის ძუძუს –
ისე არიან ისისნი ჩაჭიდებულნი დედამიწის მკერდს.
სხვადასხვანაირი სხივები ერთ მზეში იყრიან თავს
და მზე იგი – სიყვარულით,
რომ არ ბერდება და რომ არ კვდება
და რომ გვაცოცხლებს.


* * *
როგორც მდინარეები შეერთვიან ზღვებს
და ზღვა მათ ინელებს,
და მათ აღარა აქვთ სახელი და სახე
და ზღვაში შეხვედრილნი ზღვაში დაინთქმებიან,
ასევე კაცნი მიედინებიან იმ ზღვისაკენ,
რომელსაც `ხალხი~ ჰქვია
და რომელიც იშინაურებს მათ, იმორჩილებს მათ
და ერთს სიმრავლედ აქცევს
და მრავალს ერთად აქცევს.
მზიდან აღმოხდების სხივები განბნეული,
რომელნიც ისევ მზეს უბრუნდებიან,
რა მოიხილავენ სამყაროს.
ეგრევე კაცნი აღმოხდებიან სამშობლოდან
და რა მოიხილავენ სამყაროს,
ისევ სამშობლოს უბრუნდებიან
და ზღვა ერთია და მზე ერთია –
შესაკრებელი წყალთა, ნათელთა, ადამიანთა.
ისინი არის მშობელი და შობილი და მარადიული.
სანამ სიცოცხლე იარსებებს, უწერიათ მათ არსებობა
და არავინ უწყის, ცა რას მალავს,
ცას ვინც შეერთვის, ის რას იხილავს.


* * *
მზე სამგზის კოცონია განცხადებული
და მისი ძალით წყალი ზეცას უბრუნდება
და მერმედ ისევ მიწაზე ჩამოდის
და ჩვენ, ადამიანები, ვუჩინარდებით წუთთა წვიმაში,
როგორც მარილის ნამცეცები,
როგორც შაქრის ნამცეცები
და მზე – სამგზის კოცონი –
ისევ შაქრად და მარილად გვაქცევს
თავისი სიმხურვალით.
როგორც წვიმის წვეთები,
ცვივიან ციდან საღვთო სიტყვები
და ნეტარია შემმეცნებელი,
რომელმან უწყის საღვთო ენა და ყოველი ესმის.
მზე სამგზის კოცონია განცხადებული
და სიყვარულის სიტყვებს გვკარნახობს
და ეს სიტყვები ჩვენი ღვთიური საზრდელია,
ხოლო უსიტყვობა – სიძულვილია, შიმშილია და შიშია.
გული ჩემი მღვიძარეა და მზეს მიელტვის,
მაშინაც კი, რაც სიზმარში ვარ, ღრმა ძილით მძინავს.
მზე სამგზის კოცონია
და შეცივნული დედამიწა ეფიცხება
ნეტარებით და სიყვარულით.


* * *
ვგრძნობ, როგორ ბრუნავს დედამიწა
და მდინარეები მისი ძარღვებია,
ხოლო მთები – მისი მკერდებია
და ტყეები მისი თმებია
და თავით თვისით იგი ქალია განშვენებული.
მივაპყარ მას სახედველნი ჩემნი,
მივაპყარ მას სასმელნი ჩემნი
და აღვიქვამ მას არა გულით, არამედ – მშვინვით.
ვგრძნობ, როგორ ბრუნავს დედამიწა.
სიყვარული აბრუნებს მას და არა სიძულვილი.
და სიძულვილი იგი _ ჯოჯოხეთია,
ხოლო სიყვარული სამოთხეა.
ღრუბლების ბადეში ოქროს თევზივით გახვეულა მზე,
გახლართულა, როგორც აბლაბუდას ქსელში _ ბუზი.
და მზე იგი მდოგვის მარცვლის უმცირესია
და ზენა ცაში ათასი მზეა
და ქვენა ცაში – არი ათასი.
და დედამიწას, რომელიც ათბობს,
ის მზეთამზეა დაუსაბამო.
ვგრძნობ, როგორ ბრუნავს დედამიწა
და მე ქარივით დავტრიალებ
და ქარისაგან მოქსოვილი ფრთები მასხია.


* * *
ღრუბლის კარზე მთვარე ბოქლომია,
რაც იმას ნიშნავს,
რომ ცა დროებით დაკეტილია,
სანამ მცნობელი არ შეიძლებს იმის გაღებას.
ასი თვალი და ასი ყური გამოვისხი,
ასი ხელით ვცდილობ, ბოქლომი გავაღო და
ცის სიღრმეს ჩავწვდე,
სადაც სამყაროს გასაღები დამალულია,
სანამ მცნობელი მას არ მიაგნებს.
ღრუბლის კარზე მთვარის ბოქლომია
და ღამე მოქსოვილია მთვარის სხივებით
და არვის ძალუძს მისი დარღვევა
თვინიერ მზისა, რომლის სხივთაგან დღეა მოქსოვილი.
და მე არ მყოფნის ასი თვალი და ასი ყური
და ასი ხელი, რომ მთვარეს ჩავწვდე,
რომ მზეს ჩავწვდე
და მაინც ვცდილობ,
დავეუფლო ღვთიურ სიბრძნეს
და მავალი ამ სიბრძნის გზებით
მივიდე იმ გასაღებამდე,
ბოქლომს რომ აღებს.


* * *
წვიმამ დაგვაბერტყა
მილიონი კვეჟო.
გადაიღებს ნეტავ?
მაშ რას იზამს, ვეჟო!

წვიმის ნამცვრევები
მინდორ-ველზე ყრია.
წვიმით ნაცემები
დგანან ტყე და ია.

პირი მოხსნა ზეცამ,
ბოდავს ტყუილ-მართალს.
წვიმის სუნი მეცა,
ვუმზერ, ვდგავარ კართან.

ლამაზია წვიმა,
ნაწვიმარზე – სოკო
და მილიონ სიმად
წვიმამ, დე, იტოკოს.

წვიმა ზეცას კეტავს,
გვირტყამს, როგორც კვეჟო...
გადაიღებს ნეტავ?
მაშ რას იზამს, ვეჟო!

„ლიტერატურული გაზეთი“, # 161, 15 - 28 იანვარი, 2016

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




დალილა ბედიანიძე Empty
PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   დალილა ბედიანიძე Empty

Back to top Go down
 
დალილა ბედიანიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: