| | სოსო მეშველიანი | |
|
+8nino darbaiseli nel ჯალალი nukri bereTeli Tabagari Tea მინდია სოსო მეშველიანი nini 12 posters | |
Author | Message |
---|
nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Sat Feb 25, 2012 2:02 pm | |
| ღამე მოშიშვლებულ მთაზე "წმინდა შიში-იშვიათი მოვლენაა\\\" (სიორენ კირკეგორი) იდეალური ლოთის პორტრეტი, რეპინის-მუსორგსკი. ვისთვისაც უკვე ყველაფერი არის სულერთი. თივის ქოხები, ერთჯერადი, ზოგს სძინავს, ზოგს კი მთის სათიბებში მოჩურჩულე ღამის სულები ისე აშინებს, მგონი ძველკელტ ქურუმებს უხმეს, რიტუალის დროს არაერთხელ ახსენეს ფითრი. ინიღბებიან, არ მეცნობა მათგან არცერთი. ვწევარ გულაღმა, ოდნავ მომსხო ვარსკვლავებს ვითვლი, ისეთ გულზე ვარ, სათანადო პასუხს გავცემდი, რომ დამენახონ. ხმაღა ისმის კლანჭების ლესვის, დამფრთხალი ძაღლიც წკმუტუნებს და კუდს აქიცინებს, მეც გადმომედო, ახლა უკვე სხვაგვარად მესმის, ხმა ჭრიჭინების, სადაც ცივი წყარო ციმციმებს მთვარის შუქზე და ა.შ. დიდ გულზე მოსულს, როგორც ყოველთვის გამხნევება მაინც დამჭირდა, აალებული თვალებით რომ შუაღამის მშრალ და თივის სუნიან ჰაერს კვესავს, მდედრი ქაჯი და ბაძგის ბუჩქებთან პირუტყვივით ხმაურით შარდავს. ფიქრს შევყევი და ცხადში ვნახე, ნეტავ რა მრჯიდა ვიყავი ჩემთვის, ასე რომ ვთქვათ, არამიშავდა. | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Fri Mar 02, 2012 1:23 pm | |
| სოსო მეშველიანი გალიციური კაპრიჩიო სხვებთან შედარებით გალიცია ერთობ ღარიბი კუთხეა ესპანეთში, ამიტომ იქაურებს ხშირად უხდებათ ესპანეთის დიდ ქალაქებში ხეტიალი, სხვადასხვა სამუშაოს ძებნა და ამავდროულად პროფესიის შეცვლაც კი. ასე მაგალითად, ჩემი ნაცნობი ალფრედო თუ პონტევედრაში თევზმჭერი იყო, ექსტრემადურაში ცეკვას ასწავლის" (პიო ბაროხა).წევს მწვანე თევზი პრიალა ფსკერზე წყალგამოცვლილი აკვარეუმის, ტაძრის გუმბათის ქიმებზე მსხდარ წეროებზე და ზღვის მლაშე ქარში მოქანავე ალვებზე მაღლა, ოთახში, რომლის ბნელ კუთხეში ერთი მაღალი გამხდარი კაცი ახველებს და ბორძიკით უკრავს. კლარნეტის ბგერებს ირეკლავენ ყრუ კედლები და ქოთნის ტიტები ირხევიან ოდნავ მაღლები... როგორც ამბობენ, უქმეებზე თურმე ამ კეთილ კაცს უხარია დაკვრა ძაღლების პარიკმახერი ცოლის დაკვეთით. დაუზარელი და სიტყვაძუნწი გუდმენობს კაცი, თავისთვის წყნარ და მყუდრო ბინაში. რა მოხდა, უწინ თუ ლოკოკინის სათბურებს რწყავდა. დუმან ხმამაღალ მუსიკის შიგნით გადასეტყვილი ღამის ქუჩები. შენთვის გუდმენობს, ძვირფასო ინგრიდ, ძველი ფერმერი, პაკო ფუჩეტი. ეწევით, უსმენთ და თან ათას ერთ წვრილმანზე ფიქრობთ. იფიქროთ უნდა... არაფრის გემოს ატანთ ნაფასებს და ასე მუდამ სავსე მუსიკით, რწყავთ თეთრ ყვავილებს. ფანჯრის რაფაზე დამუნჯებული თუთიყუში კი დაჰყურებს ქალაქს იმ სიმაღლიდან... დაბლა, ნაწვიმარ, ცარიელ ქუჩას კვეთს მაწანწალა, სველი ძაღლი და გატანჯულ თვალებს წკმუტუნით ხუჭავს. | |
|  | | გვან.ცა ფლეტჩერი

 Number of posts : 3 Age : 122 Location : თბილი–სი Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია Humor : ........ Registration date : 05.03.12
 | Subject: )))) Mon Mar 05, 2012 5:04 am | |
| | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Sat Mar 31, 2012 6:08 pm | |
| კადიზური განთიადი ტირის- რძის ქაფზე რბილი არის ჩვილის ტუჩები. ცა წამოწითლდა ზღვის შორეთში, როლო პუჩეტი თხებს წველის უკვე. თქვენ კი დუმხართ და იმალებით ჯერ ისევ ბნელ-მუნჯ სამყაროში ჩაკარგულები. შუშისთვალება, განთიადისფერი მამლები, სარკმლის მინებზე ნისკარტებით აკაკუნებენ. ზეთისხილებში აჭახჭახდნენ შაშვები-მაგრამ გაქრნენ სიზმრები გაბზარული სიჩუმის შიგნით, პუანსეტიაც, წმინდა ღამის ყვავილი გაქრა. სამხრეთით (თუმცა ფერწასული) ჯერაც ჩანს მთვარე, შარაზე გასულს (სხვა რა გზა აქვს) უნდა თუ არა გვადალკვივირის ნაპირებთან უსმენს ბაყაყებს, ხილერმო, დაქირავებული მწყემსი, ბატების. ჩემს თუ დაჰყმუის-ძაღლი თქვენ ბედს თურმე არ დაყეფს ხართ ბედნიერი (თქვენი მესმის) აქ დაბადების. აი რა მოვიტანე  მგონის ექსკლუზივი | |
|  | | სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 48 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Thu Apr 26, 2012 3:00 am | |
| უხმოდ
ჩემთვის ცხადია ყველაფერი, იმ დაულეველ ზაფხულის დღეებს, სიზმრად ვხედავ, გამეორებით. ჩიჩახვს ივსებენ, კალიებით ინდაურები, ორღობეებშუ, თბილ გუბეში წვანან ღორები,
მწიფე ტყემლებ ქვეშ. დედა ნამდვილ სიზმარს მიყვება, წყალს ვერ გაატან, ისეთია-არც ცეცხლზე იწვის, უკვე მამლებმა დაიყივლეს, ძაღლმაც იყეფა, ღია სარკმლიდან, ქარს სურნელი შემოაქვს მიწის.
სველ სიმინდებში მელანდება მამის თითები, ნისლში ყანას რომ ბუნდოვანი სიმწვანე დაკრავს, ლურჯი პეპელა ამოფრინდა, კვახის ყვითელი ყვავილის ვიწრო ყელიდან და უმალვე გაქრა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Thu May 03, 2012 9:08 pm | |
| ისევ, დავისერე მოგონებით, ფიქრი დაემსგავსა სამართებელს, ვხედავ, ყვითელწინწკლა სოკოები, ნეშომპალებიდან ანათებენ.
აბალახებულა კაკლებს შორის, ძველი ნანგრევები სასაქონლის, სადაც, მელოდიებს ჭრიჭინების ახლავს, ჟღერადობა საქსაფონის.
| |
|  | | სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 48 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Wed Sep 12, 2012 10:18 pm | |
| გადავეჩვიე თმების ვარცხნას, წვერის გაპარსვას, ნაწვიმარ ნაძვ ქვეშ სოკოს სუნი და ნედლი ყავრის აქ ყოველდღიურ ამბებისგან თხზავენ ზღაპარსაც საბოლოოდ რომ ალბათ მასაც გაუვა ყავლი.
ზის ახლა ლოყებჩაცვენილი გლეხი მიყვება ამბავს, ძველ ქოხში, ლამპის შუქზე, ძილი წამართვა ჭოტმა იკივლა, სადღაც ძაღლაც წამოიყეფა ამ ყრუ ხმებს მიღმა ოდითგანვე ვგრძნობდი წარმართ და
იდუმალ ღმერთებს, მკვდარ პლანეტებს, უცხო არსებებს ფისის სუნიან, შესქელებულ ჰაერის ღეჭვით, სულის უფსკრულებს ექოებით ამოავსებენ ღამეები და ელვასავით გაკრთება ეჭვიც.
და წამიერად ზეარსებაც შეიცვლის იერს, ვინც სული ხორცის ბნელ დილეგში გამოამწყვდია, წევს ნაძვის ტოტზე ფოცხვერი და ყველაზე ცბიერ თვალებით კვესავს, პირველყოფილ, უმანკო წყვდიადს.
| |
|  | | სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 48 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Sat Mar 16, 2013 12:51 pm | |
| დანამცეცებული ფიქრები
ბევრჭირნახული და ბავშვობის თითქმის არ მქონე შორ სათიბებში მამაჩემი ეძებს საქონელს, ბინდზე ტყის შრიალს აყურადებს, გზადაგზა უსმენს ჭრიჭინობელას, შუაღამის მესაქსაფონეს.
* * * ვერაფერს შეცვლი რომც იცოდე ხვალ-ზეგ რა გელის, ოთახში ბავშვის სათამაშო უკრავს ვანგელისს. ნახატში ჩავრჩი, ფიჭვის ტყეში, ჩემს გარინდებულ უნიჭობიდან გამოსასვლელს ვერ მივაგენი.
*** სიზმარი ვნახე ლამანჩელო, არც ისე ტკბილი, მშვიდად! არ გაგცემ, საიმედოდ დავმუწე პირი, ყველას ღიმილს ჰგვრი, მე კი ვკვნესი, შენ რომ ტოლედოს ციხის ნაშალთან ჩამომჯდარი, ბავშვივით ტირი.
* * * უარყო ყველა, თაყვანს სცემდა ერთადერთს მატისს, ახლა რომ სახლთან მზერა აფრთხობს, შემცბარი კატის გადააბიჯა მძინარე ძაღლს, აჩრდილმა ღამის ხმელი ფოთლებით მიმოფენილ ეზოში დადის.
* * * დგას ანგელოზის ქანდაკება ბავშვის საფლავთან, ხელში არფით და მხარზე მტრედით. ქარმა გაფანტა უკვე ნისლები. ხმას იმაღლებს კედარზე ჩიტი -გახსოვთ გერნიკა, მოთქმა გახსოვთ, მიუსაფართა.
* * * თოვლსა და ტალახს ერთმანეთში კარგად მოზელილს, მოყინავს სუსხი, ძველ სახლს უკან რომ დგას ბოსელი. ღრმა სიბერისგან, მოგუდულად ყეფდა ქოფაკი, ვიღაც გვიან მგზავრს კარს უღებდა ბრმა ტობოსელი.
* * * ჭრიჭინა მთვარის ამოსვლასაც არ დაელოდა სოფლის უხერხულ სიჩუმეში, მშვიდად მღეროდა, ესვენა მკვდარი, მოთქმით დაღლილ ქვრივის ეზოში რატომღაც, ვაშლის ფოთოლიც კი არ ირხეოდა.
* * * ჩემი პატარა მაშინ იწყებს, სიარულს, გად-გადს როცა ლენჩი ტყის სიშავეში იწყებენ ქათქათს ტყემლები. ის კი ვინც ამდენი კაკლის ხე დარგო სიკვდილს გადასცდა, უნებლიედ და გულზე ადგას.
| |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Thu Sep 25, 2014 8:32 am | |
| სოსო მეშველიანი ანდალუსიური კაპრიჩიო ვეგეტერიანელ ანტონიო ჰერედიას, გვადალკვივირელ.. უფრო სწორად, კორდობელ მევენახეს, შეეძლო ესაუბრა მუსიკაზე, როგორც ფეხბურთზე, ან, ეროვნული კერძების რეცეპტზე. სენსანსზე და ეუსებიოზე ერთდროულად, იმაზეც რაც ყოველთვის სძაგდა, ნაციონალურ ღორის ვიჩინაზე. სხვა რამეზეც შეეძლო საუბარი, მაგალითად, სურბარანზე, სურბარანის ფრანცისკეზე, ცხოველების მფარველ წმინდანზე, მისით იწყებდა და ამთავრებდა მწუხრის ლოცვებს, ვეგეტერიანელი ანტონიო ჰერედია ყოველ დილით რომ, ახლად დაწურულ ფორთოხლის წვენს სვამდა უზმოზე. ახლოს მდებარე კაფე–ბარში, სადაც ყოველთვის, თამბაქოს კვამლში გახვეული იჯდა დონ პედრო, სან–ავგუსტინის ეკლესიის ნაპასტორალი, ყავას წრუპავდა, ეცნობოდა სტატიებს პრესის, აბოლებდა და უკვე კარგად ჩასუქებული, თითით აცლიდა სიგარას მსხვილ ფერფლს. ჰერედია კი, გაუნძრევლად იდგა ყოველთვის, მძიმე ფიქრებით დახუნძლული, მომაკვდავ ცოლს რომ, ვერ უკითხავდა ესპრონსედას "fragmento sexto"-ს, უკვე ნახევრად დაბრმავებული. "მდინარის პირას, აიშალა მწერთა ლაშქარი, ნესტიან ქარში აშრიალდა, ბაღი ლიმონის".  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Fri Sep 09, 2016 11:23 pm | |
| სოსო მეშველიანი მუღმურულას სურნელიაქამდე როგორ ვერ შევნიშნე, ველური კამის ბუჩქები, გზატკეცილთან, ავტომობილთა ნაკადებს შორის, სადაც დგას კაფე „ფორტალეზა“ და საუბრობენ ტურისტები დამტვრეული ინგლისურით, ჩემი სევდა კი უტეხია, როგორც რკინა. წვიმამ მომანატრა ნორჩი, სპოროფიტი გვიმრის სუნი და შხამიან სოკოზე მიმხმარი ლოკოკინა. აყვავებული აკაციის ტევრი, მძიმე, სურნელოვანი სითეთრე, უსასრულობისკენ რომ გეწევა და უკანასკნელ სურვილს კლავს შენში მხატვრის, პოეტის-თავსმოხვეული სრულყოფილება. სად დაფრინდები ნეტავი ახლა? ძლივს ამომძვრალო ჰიბიკუსის ვიწრო ყელიდან, გამხმარ ფუნაზე? თუ, თალუსის წებოვან ხავსზე? გაუცხოვდება ღამეები მშობლიურ სოფლის, ამ იდუმალი ხმებითა და განცდებით სავსე. უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე, ნაცნობ ეზოდან, ბავშვობაში რომ სხვა ძაღლი ყეფდა. ჩემი მოწყენა სულ არ არის უმიზეზო და სულში მიმხმარი შხამიანი ბაყაყის ლორწო, უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე, ა, იმ ეზოდან, შორს, ექოებად რომ ასკდება ქარაფის ორწოხს.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Mon Dec 26, 2016 2:43 pm | |
| სოსო მეშველიანი ***ეს რა უშნო ხეა, არაფრის მსგავსი, უფორმო ჩრდილით, ერთი სიტყვით-რა საყვარლად მახინჯია. რატომღაც ასე მოხდა, ჯერ ეს ხე იდგა და მერე გაჩნდა სოფელი, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც პაპაჩემი დაიბადა. ამ კაკლის ხემდეც იყო თურმე მცირე სოფელი, უსახელო და განსხვავებული, (ასე ამბობენ, იმოწმებენ ჟანგიან ცულებს რომელიც გუთანს ამოყვა, ან, ბარს მესაფლავის) შეხორცებული კაკლის ფუღუროც დღემდე ინახავს თურმე მათ ხსოვნას, რომელიღაც თვის, მხოლოდ ჟამსა ახალმთვარობის, თუ ყურს მიადებ, ხის შიგნიდან ჩურჩულიც ისმის. ხელის კანკალით ამაგრებენ, დაშაშრულ ქერქზე, სანთელს, რომლითაც აცილებენ სულებს სახლიდან. ეს კაკლის ხეა, ვერ აღმართავ ამ ხეზე ნაჯახს, თუნდაც ხენეში, სულ ჩრდილავდეს ყანას, თუ, ბოსტანს. მხოლოდ მასავით უნაყოფო გლეხი თუ მოჭრის, მხოლოდ მას ძალუძს... ეს წმინდა ხეა, წმინდა ხეა, კაკლის ხე, ჩვენთვის. --- * ხენეში მიწა - მწირი მიწა. ხენეში ხე - უნაყოფო ხე  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Tue Jan 17, 2017 3:04 pm | |
| სოსო მეშველიანი გამონაკლისიიმ მკაცრ ზამთარში, ხშირად, ყინვით გამომშრალ თოვლს რომ ქარი ახლიდა სარკმლის მინებს და საკვამურებს, მშიერი მგლები გარშემო რომ უვლიდნენ სოფელს ყმუილით და ხმის ჩახლეჩვამდე ყეფდნენ ძაღლები. იმ მკაცრ ზამთარში, ღამღამობით, ასე, ცალ-ცალკე გაიტყუებდნენ ხოლმე მგლები მოზრდილ ქოფაკებს ხევის გადაღმა, გოლაის ან თხვარშილის ტყეში და ცოტა ხანში აღარაფერს ტოვებდნენ მათგან, ძვლებსაც ხრავდნენ და სისხლით დასვრილ თოვლსაც ღეჭავდნენ და ულოკავდნენ წაგრძელებულ დინგებს ერთმანეთს. მერე ცოტა ხნით ყუჩდებოდნენ, ირინდებოდნენ. იმ მკაცრ ზამთარში, ღამე, ყინვით შეჭირხლულ სარკმელს, მთელი სიავით აწვებოდა ქარი გარედან და მთელი ღამე, ვიდრე მამლის დაყივლებამდე, შორს, ტყის სიღრმიდან მაინც ხმობდა ღამის ფრინველი და ტანში მცრიდა მთვარის შუქზე როცა ვერცხლისფრად ბზინავდნენ ხევში გაყინული ნაკადულები.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი Sun Nov 06, 2022 10:42 am | |
| სოსო მეშველიანი ციკლიდან: მწერი ქარვაში შინდაბრუნება სახლიღა ახსოვს, ვერც იხსენებს ხაენს და კადისს. ახლა იმ სახლთან მზერა აფრთხობს შემცბარი კატის. გადააბიჯა მძინარე ძაღლს აჩრდილმა ღამის, ხმელი ფოთლებით მიმოფენილ ეზოში დადის. --- *ხაენი და *კადისი-ანდალუსიის პროვინციები დედულეთი. ბავშვობის სახლი მთვარიან ღამით, ძველ, ტყისპირა სახლის წინ დგახარ ხელებს იშვერ და გეშინია შინ შესვლის, რახან ბოლომდე ღია, უსიცოცხლო სახლის კარები, მოჩანს ახლოდან, პირდაფჩენილ სიკვდილის ხახად. უიმედობა აზრი რომ არ აქვს და არც იშლი ამ მოთქმა-ღაღადს, ამ სიბნელეში რაღაც მოკვდა, აქ ჩალპა რაღაც.. ბოლოს პოეტიც ყველასაგან გაბრიყვებული, სახედარივით თუ დაღეჭავს, ამ წყეულ ქაღალდს. იბისა კედარი. ჩრდილი. უკვე დილის თერთმეტი გახდა, ქალი აპურებს თუთიყუშებს ლიმონის ბაღთან. უცნაურია! ოდინდელი ჩემი სიზმარი, სადღაც კუნძულზე, ასე მთელი სიზუსტით ახდა. ალბაცეტე-კორდობა ეს დასეტყვილი ფოთლებია ჭარხლის, ბოლოკის, ტყე გაირინდა, დატბორილი მინდვრის ბოლო კი ჩამავალ მზეზე ალაპლაპდა და იწყებოდა, ანდალუსია, ჩემი ყველა სიზმრის პროლოგი. სიყვარული "არავის თვალს არ შებრალებიხარ " ეზეკიელი აქ, ამ პალმებთან, ყველას ახსოვს ხოსეს პაპიდა, ღრმა სიბერემდე რომ ელოდა თავის კაპიტანს. შებინდებამდე გაჰყურებდა კადისის სრუტეს, მაცნედ ნუბერუს თუ უხმობდა ზღვის სქელ ქაფიდან. ნუბერუ*-ზღვის და ქარიშხლის მბრძანებელი, ესპანურ მითოლოგიაში. სინათლე სჭირდება თურმე უღრანივით ფიქრს გამოხშირვა, როგორც ჰაერი, ისიც იწოვს მიწის ოხშივარს. ირხევა ყანა ნაწვიმარი, ხოლო გარშემო, შრიალებს ტყე და გარეთ მზეა, მე კი ქოხში ვარ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მეტროს აფიშაც იუწყება კონცერტებს გრიგის. სადღაც მუსიკის გურმანების დადგება რიგი, შენ კი დამტვერილ ზურგჩანთიდან აიღებ მისტრალს, ბნელ-ბნელ გაყვები მატარებლის შემზარავ ხრიგინს. გარისკვა შენც წერ ჯიუტად, თუმც კი იცი არ ღირს გროშადაც. რასაც წერ ასე გაუცრელად, რასაც როშავ და იმდენს კი ხვდები, თუ ვინ უწყის ყველაზე უკეთ, ცოდვებს სულიდან ლექსებით რომ ვერ ამოშანთავ. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: სოსო მეშველიანი  | |
| |
|  | | | სოსო მეშველიანი | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|