Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: მითები - ნინო ნეკერიშვილის და არა მარტო მისი სისუსტე... Thu Mar 05, 2009 11:50 am | |
| ნეკერა -
მითოლოგია ჩემი სისუსტეა... ნართების ეპოსი, ბერძნული, (რომაული ნაკლებად) ეგვიპტური, მაიას და აცტეკების ტომების მითები და რეალობა ბავშვობაში ხუთი თითივით ვიცოდი (საერთოდაც, ბავშვობაში ბევრად ჭკვიანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ), მერე ცოოტა ქართული პანთეონიც გავიარე, როცა აბიტურიენტი ვიყავი... ხოდა, რას მოვაყოლე ახლა ეს - ოსების და ქართველების ამბავს. ჩვენი სანათა ხომ ყველამ იცის, ვაჟას სანათა - ქალი, განზოგადება მთის ქალისა. ნართულ მითოსში ნართების ყველაზე ჭკვიან ქალს, დედამთავარს სათანა ჰქვია. სანათა-სათანა. ძალიან ახლოა ერთმანეთთან... ისევე, როგორც მთა და მთიანი ნაწილები ოსეთისა. რამდენი ასეთი წვრილ-წვრილი ნათესაობა გვაქვს ვინ მოსთვლის... ესენი კიდე გვაშორებენ. დედა, სალონში დამაგვიანდა, არადა მომინდა უცებ ეს აქ დამეწერა. ეს დაწერა ნინომ სიახლეებში და კარგი იქნებოდა, მითებზეც გველაპარაკა. ალბათ, ქვეყნების და ხალხების მიხედვით...
თუ როგორ აჯობებს, ბრძანეთ და გადავწყვიტოთ...  | |
|
ნეკერა

 Number of posts : 142 Age : 37 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: მითები - ნინო ნეკერიშვილის და არა მარტო მისი სისუსტე... Thu Mar 05, 2009 5:41 pm | |
| უი დედა  შემეშინდა ახლა ეს თემა რომ ვნახე  აწი ფრთხილად უნდა ვიყო კიდევ რამე ჭკვიანური არ წამომცდეს თორემ მეორე სამასპინძლო ადგილს როგორღა მოვუვლი ვხუმრობ რა თქმა უნდა. აი, ეს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაა, ბობო-ბატონო პატარა ნეკერასათვის, მეშინია არ გამჭყლიტოს ვეცდები ჩემი დაჟანგებული მეხსიერება გავწმინდო, ზოგიც ახალი ვისწავლო და ეს თემა ცოტა მაინც ამოვქაჩო. არადა, მართლა მიყვარს. | |
|
2x+1
 Number of posts : 15 Age : 103 Location : ასათიანი Job/hobbies : უსაქმურების არმიის გენერალსიმუსი Humor : x2+2ab+85 Registration date : 07.03.09
 | Subject: Re: მითები - ნინო ნეკერიშვილის და არა მარტო მისი სისუსტე... Sun Mar 15, 2009 4:35 pm | |
| ნეკერ, შენ ისიც გეცოდინება, ნართების ეპოსზე დიდი შეუთანხმებლობა რომაა - ოსურია თუ აფხაზური... ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო გადმოცემებია. მითები - მხოლოდ ზღაპრები კი არიან...... ძველი ხალხების ცნობიერებაა, გარკვეულწილად - ისტორიული დოკუმენტაციაც.......
სანათა-სათანა სხვა სახელებითაცაა ცნობილი - სათანეი გუაშა, ვარხაგ სათანა (მგონი არ მეშლება). სოსლანი - სასრიყვა. და ნართების დასასრული- ცოცხლად დამარხვა საკუთარი თავებისა. | |
|
Sponsored content
 | Subject: Re: მითები - ნინო ნეკერიშვილის და არა მარტო მისი სისუსტე...  | |
| |
|