ნინი -
''გაჯაზება” – თანამედროვე ქალაქური ჟარგონიდან არის და უცნაურ, ლაღად საკვირველ ქცევას აღნიშნავს – თანაც ძალიან ზუსტად, როგორც ეს ჟარგონს სჩვევია ხოლმე.''
ეს წინადადება ბობოს ''მოვპარე''.
ძალიან ბევრი თბილი სიტყვა და გამორჩეული პატივისცემა,ბატონო ვაჟა, ჩემგან.
და კიდევ განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა-არაჩვეულებრივად აჯაზებთ
სხვათაშორის, ''ურაკპარაკზე'' თქვენი შემოქმედებით და პიროვნებით მოხიბლული ქალბატონების არმიაა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში
უამრავი ღიმილი ჩემგან.
არგანი -
გამაგრდი ვაჟავ!
ერთი მათგანი სხვებს სჭარბობს,
ღუღუნებს როგორც ქედანი...
ბობო -
ნინიმ თქვა
ნინიმ თქვა, არც ისე მომწონს
ქებანი, რეტის-რეტანი...
ფუჭად მომართე, არგანო,
ჩანგი, საზი და ებანი...
ქედანთან ფრთხილად იყავით,
ნუ გეგონებათ, - ეგ არი! -
თუ ჭკვაში არ მოუხვედით,
მოგენატრებათ ბედლამი...
---
”ბედლამი” - საგიჟეთს ნიშნავს ანღლიურადა...
არგანი -
მე "ურაკპარაკის" ქალბატონებს ვგულისხმობდი
ეს ანდღლიური სად ისტავლე...
ვაჟა ხორნაული -
***
თუ მართლა ასე ვაჯაზებ,
დავიპყრობ ზეცის დარბაზებს.
.
"ურაკპარაკელ" ქალბატონებს
უყურადღებოდ არ დავტოვებ,
მაგრამ გამორჩეულ ყვავილებს
საყელოკოპლიანას დავატოლებ!
***
თურმე შორიდან მეტრფიან
სადედენი და დედანი_
ერთურთზე მშვენიერები,
ნახავ_გაქრება სევდანი,
ძალიან ბევრნი ყოფილან,
დამემართება ელდანი...
არგანი დამეხმარება,
აზრით და ჯანით მხნედ არი!
გაგა -
***
უნდა გამაგრდე, ვაჟაო,
დღეები გმართებს მედგარი,
ეგ ზოგჯერ თავგანწირვაა,
ზოგჯერ ხარკი და ბეგარი,
სამოთხის სურნელი ახლავს,
თუმც ჯოჯოხეთიც ეგ არი...
ელგუჯა მარღია -
***
ამდენი ლამაზი ქალი,
მართლაც რო ჯოჯოხეთია...
მაგრამ ისევ ეს გერჩივნოს,
რადგან მამრების ხვედრია...
ჩავეწერები მესამეც,
ორისთვის მეტისმეტია...
ვაჟა ხორნაული -
***
შენი შაირი_ლამაზი
და იუმორით შემთბარი
სხვა საფიქრალში შემიძღვა,
უცნაურ გზაზე შემდგარი,
შვიდ ქალას შენაც დაგითმობთ_
არ მეხარბება,ღმერთმანი!
.
წუხელ მესიზმრა დიაცი,
სიყვარულისგან ფერმკრთალი,
სხივები შემოვახვიე
და საიმედოდ შევკარი.
***
ზოგ ქალი იმისთანაა_
ვნებიანი და ცეტია,
სამ კაცს თავისთვის დაითრევს_
ხიფათია თუ ბედია?!
მეოთხე ხირჩლა ჩავწეროთ,
მეხუთე იყოს ბერდია.