| | სიახლეები | |
|
+29gvantsa jobava/cicana irma shiolashvili pulmonologi nino kadagidze კობა (მატეკარი) ეკატო (ეკა ტალახაძე) renuari irinka nino nadiradze ნიკა ჩერქეზიშვილი kekelidze beqa_ გაგა გიო keso gio gurji არაბული მათე ჯალალი მინდია Tabagari Tea ნეკერა არგანი nino darbaiseli ვაჟა ხორნაული nel bao nini სანათა 33 posters | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Tue Dec 16, 2008 4:10 pm | |
| მე მგონი, სტალინი გაცილებით ჭკვიანი იყო, ვიდრე ადოლფი. ეს უკანასკნელი - ხალხური ლექსის არ იყოს - მართლა არ იყო კაცი. არც სტალინი იყო კაცი - გეცოდინება, აქედან გაგდებული რომ ჰყავდათ ქართველ ბოლშევიკებს და მას მერე იმუქრებოდა - წაღმა-უკუღმა უნდა გადავხნა საქართველოო...
ერთი პატარა ბიჭია, თორმეტი წლის და იმას უთქვამს - ზოგს "ჯიპს" აძლევს ღმერთი და ზოგსაც - კაცობასო.
ჰოდა, ახლა ერთი დიქტატორიც კი არ მაგონდება, კაცობა რომ ჰქონოდა. იმათ მარტო "ჯიპები" ჰქონდათ - ანუ, ტახტებზე ისხდნენ და მკვლელის ხანჯალი თუ არა, მოწამლული საჭმელი მაინც ეკოშმარებოდათ... და არაკაცები ძალიან ცუდად ამთავრებენ - იმათ რომ ეშინიათ სიკვდილის, ისე - არავის...
Last edited by არჩანდა on Wed Dec 17, 2008 6:59 pm; edited 1 time in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Wed Dec 17, 2008 3:15 pm | |
| ბობოს საბავშვო სპექტაკლის პრემიერააო ხვალო ნამდვილად წავიკითხე ეს ინფორმაცია აქ.მინდა საიტებზე დავდო და ვეღარ ვნახე... რა ხდება?არადა გავრბივარ  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Wed Dec 17, 2008 4:09 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Thu Dec 18, 2008 2:22 am | |
| სამის ხუთი წუთია და ახლა დავბრუნდი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან (დავით არმაშენებლის პროსპექტი 91/1 - შეროზიას ქუჩის კუთხესთან), სადაც ახლაც მიდის ჭიათურის თეატრის გენერალური რეპეტიცია - მთავრდება დადგმა სპექტაკლისა ჩემი პიესა-ზღაპრის "მოპარული ახალი წლის ზღაპარი"-ს მიხედვით. რეჟისორი სოსო ნემსაძე. ეს სურათები იქიდან მოვიტანე. და ახლობლების ბავშვებს ვერ ეპატიჟებიან, მხოლოდ ლტოლვილი ბავშვებისთვის იქნება ეს წარმოდგენა ხვალ, თორმეტ საათზე და ორ საათზე. შეიძლება, ზეგ მოგიხერხოთ რამეო - ასე უთქვამთ ზემოდან... და მსახიობებმა მთელი ღამე უნდა გაათიონ ამაღამ, მერე ცოტა ხნით დაიძინონ და ისევ რეპეტიციის გავლის შემდეგ, პრემიერა ითამაშონ. და წარმოდგენის მერე ჩვენი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ლტოლვილ ბავშვებს დაურიგებს საახალწლო საჩუქრებს. კარგი ღონისძიება გამოვა, ალბათ. ასე რომ, ხვალ პრემიერაა. "ხვალ პრემიერაა" - სწორედ ასე ჰქვია ჩემი და ანდრო ენუქიძის ერთ პიესას...
მე ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ ვეპატიჟები ჩემი ახლობლების ბავშვებს... და საერთოდ, ყველა პატარას...

Last edited by არჩანდა on Thu Dec 18, 2008 4:26 pm; edited 1 time in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Thu Dec 18, 2008 2:39 am | |
| წარმატებებს ვუსურვებ შენს პიესას ,ბობო.ბევრი ბავშვის სულს გაათბობს,ვიცი. და მოგვიყევი რა,როგორ ჩაივლის პრემიერა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Thu Dec 18, 2008 2:43 am | |
| - nini wrote:
- წარმატებებს ვუსურვებ შენს პიესას ,ბობო.ბევრი ბავშვის სულს გაათბობს,ვიცი.
და მოგვიყევი რა,როგორ ჩაივლის პრემიერა. დიდი მადლობა, ყურადღებისთვის, ნინი. იქ მითხრეს, რომ ეგებ თქვენი ბავშვები ზეგ მოვიყვანოთო და თუ ეს მოხერხდება, მართლა ყველას დავპატიჟებ. მე ხომ ეს პიესა ბავშვებისთვის დავწერე. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Thu Dec 18, 2008 5:41 pm | |
| „მოპარული ახალი წლის ზღაპარი პირველად დაიდგა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში, რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 18 დეკემბერს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა ნახა 3 000–მა რუსეთ-საქართველოს ომით დევნილმა ბავშვმა გორში და 2 000–ზე მეტმა თბილისში. სპექტაკლი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსის ინიციატივით დაიდგა.  Sandra Roelofs and Mikho Mosulishvili, December 18, 2008 და რეჟისორი თუ პიტერ ბრუკის ქუდით არის, შენ ვინღა ხარო, - შემეკითხა ქალბატონი სანდრა და მე ვუთხარი, - ბუტია ბიჭი ვარ მეთქი, აი, მასე ვიბუტებოდი და მასე შევძვრებოდი ხოლმე მაგიდის ქვეშ, თუ ზღაპარს არ მომიყვებოდნენ მეთქი. და საქართველოს პირველმა ლედიმ ბრძანა - ამ ბუტია ბიჭთან მინდა სურათის გადაღებაო. ქალბატონმა ნანა წერეთელმაც არ დააყოვნა... მე მგონი, მშვენიერი სურათი გამოუვიდა... თქვენგან მარჯვნივ - მუზმუზელა მელია მიდგას! ))
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (დირექტორი მიხეილ ანთაძე) დღეს და ხვალ იქნება წარმოდგენები, მერე დასი გაემგზავრება გორში, იქაც ითამაშებს და საახალწლოდ ჭიათურაში ჩაიტანს სპექტაკლს. Thu 18 Dec 2008 
Last edited by Admin on Sun Jun 13, 2021 12:15 pm; edited 3 times in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Fri Dec 19, 2008 1:05 am | |
| გილოცავ,ბობო, წარმატებას.ძალიან გგულშემატკივრობდი.ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი მკითხველები. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Fri Dec 19, 2008 1:44 am | |
| | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Fri Dec 19, 2008 11:53 am | |
| - Quote :
- "არჩანდა"wrote:
მადლობა, ნინი. მეც გამიხარდა დღეს ყველაფერი ერთი რამის გარდა - ძალით ჩამაცვეს ეს პიჯაკი, თორე მე კურტკით მივდიოდი...
 უამრავი მიზეზის გამო ძალიან ვგულშემატკივრობდი (და კვლავაც!) ამ პიესას... მიხარია, წარმატებული სპექტაკლი რომ გამოსულა. აი, პიჯაკ-ქურთუკს რაც შეეხება, მე უფრო რაღაც სხვა და შუალედური სტილი მგონია შენთვის შესაფერი. მსუბუქი სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსები არა, რაღაც არაკლასიკური სპორტული შარვალი, მაისური და მოგრძო ჟაკეტი... თავზეც კეპი და არა ეს თუშური ქუდი. შენი კახელობის მიუხედავად ვერ გსვამს ჩემი წარმოსახვა ნაბდის ქუდში.
Last edited by სანათა on Mon Dec 22, 2008 1:11 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Fri Dec 19, 2008 12:17 pm | |
| | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სიახლეები Mon Dec 22, 2008 12:46 am | |
| გილოცავ, გილოცავ და გილოცავ! | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Mon Dec 22, 2008 12:33 pm | |
| დიდი მადლობა, ნინო! და ამას დასველება არ უნდოდაო, რო მკითხავ, გეტყვი - გაზაფხულისთვის გადაიდო ჩემ სოფელში ქეიფი მეთქი. ეხლა ზამთარია იქ და სუ ხო არ გაგყინავთ?  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Mon Dec 22, 2008 4:31 pm | |
| 24 დეკემბერს, 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსში გაიმართება
ლიტერატურული საღამო ლიტერატურულ ფორუმ "ებლიტფოს" დახურვა ლიტერატურულ პროექტ "თითო თითო"-ს დახურვა ლიტერატურულ ალმანახ "თაობების" მე–2 ნომრის პრეზენტაცია კრებულის "ლიტერატურული..." პრეზენტაცია პროექტის –"ჩემი ხუთეული – პოეზია" – დახურვა კრებულის – "ჩემი ხუთეული – პოეზია" – პრეზენტაცია პროექტის – "ჩემი მოთხრობა – პროზა" – პრეზენტაცია მის.: გუდიაშვილის 5 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Mon Dec 22, 2008 4:37 pm | |
| "დაუწერელი ლექსების მესანთლე"თეკლე ბატონიშვილის ახალი წიგნის "შენიდან ჩემამდე" წარდგინება. 26 დეკემბერი , 19 საათი; აღმაშენებლის 99, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. გთხოვთ, მობრძანდეთ! რედაქტორის ბოლოთქმა
"თეკლე ბატონიშვილი" – ამ ინტერნეტული მეტსახელით ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს დიდი პოეტური ენერგიის მატარებელი ავტორის, კატო ჯავახიშვილის საინტერესო და თავისებურ ლექსებს. ახლა კი შეგვიძლია კატოს ახალი პოეტურ კრებული წავიკითხოთ. ჰოდა, ხელიდან ნუ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას. და თუ ხანდახან მაინც მოგვინდება, რომ შევუძახოთ: "ბატონიშვილო, აქ ციცაბოა!" სჯობია, გავჩუმდეთ და არ ვიდარდოთ ამაზე – “ლექსთფილოსოფების კათედრის სტაჟიორი” და “დაუწერელი ლექსების მესანთლე” (ბრჭყალებში აყვანილ ფრაზებს თავად ეძახის საკუთარ თავს – იხილეთ “ავტორის წინათქმა”) "თეკლე ბატონიშვილი" თავადაც მიხვდება ხოლმე, რომელ ციცაბოებზე როგორ უნდა გაიაროს... ის უფრო მართებული იქნება, რომ ახალ-ახალი ციცაბოებისკენ საკუთარი ბილიკებით მიმავალ ახალგაზრდა პოეტს გზად დავადევნოთ: - კეთილად გევლოს, კატო ჯავახიშვილო!..
მიხო მოსულიშვილი და ესეც კატოს წიგნის საიტი - http://www.geowebi.com/kato/ | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სიახლეები Mon Dec 22, 2008 7:40 pm | |
| კარგი ვინმეა ეს თეკლა.ეჰჰ, რაც მაგის ლექსები მიპიარებია!  ვეცდები დავესწრო ღონისძიებას. თუ არა და სულ-ხანისგან გადაეცით დიდი ქება და დიდება  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Tue Dec 23, 2008 1:51 pm | |
| პარასკევს, 26 დეკემბერს, 18.30 სთ ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო საბავშვო თეატრის ფოიეში, აღმაშენებლის გამზ. 99/1, მე–2 სართული შედგება ინტერნეტ ფორუმი www.karavi.ge-ს 2009 წლის კალენდრის "საქართველოს ტბები" პრეზენტაცია. კალენდარი წარმოადგენს კარაველების მოგზაურობების ერთგვარ შეჯამებას. მასში შესულია 36 მოგზაურის თვალით დანახული 40 ტბა, რომლებიც გაოცებენ თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებით. კალენდარი გეხმარებათ უკეთ გაიცნოთ სამშობლო და ბადებს სურვილს იმოგზაუროთ საქართველოში. პრეზენტაციაზე კალენდარი გაიყიდება 10 ლარად. პრეზენტაციის შემდეგ კალენდრის ფასი იქნება 15 ლარი. მომავალ წელს www.karavi.ge გეგმავს გამოსცეს კალენდარი "საქართველოს ციხე–კოშკები". | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სიახლეები Tue Dec 23, 2008 3:16 pm | |
| ყველას ,ვისაც პოეზია უყვარს!!!!!
ოთხშაბათს, 24 დეკემბერს, დღის 4 საათზე, საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში "წიგნის მოყვარულთა საზოგადოება" გეპატიჟებათ პოეზიის საღამოზე. თქვენს წინაშე ოთხი ახალგაზრდა ავტორი წარსდგება:
ნინო სადღობელაშვილი (თაისი) გიო კეკელიძე დიანა ანფიმიადი კატო ჯავახიშვილი (თეკლე ბატონიშვილი)
საღამოს გაუძღვება ნინო დარბაისელი. გთხოვთ , მობრძანდეთ. თქვენ საშუალება მოგეცემათ, მოუსმინოთ ახალგაზრდა პოეტებს და კითხვებითაც მიმართოთ მათ
მისამართი : ტოვსტონოგოვის 3 "კათარზისის" ახლოს, აღმაშენებელზე | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | |  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: სიახლეები Tue Dec 23, 2008 5:50 pm | |
| ყველგან მოვდივააააააააააააააააააარ, რატო არ გამაჩინა დედამ სამი მაინც!..  ) | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Tue Dec 23, 2008 6:09 pm | |
| | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სიახლეები Thu Dec 25, 2008 7:25 pm | |
| გეცოდინებათ ვინმეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის (ალბათ)საბავშო თეატრის ზუსტი კორდინატები (სადღაც აღმაშენებელზეო), რუსული მოზარდი ხომ არ არის? ბავშვი უნდა წავიყვანო ხვალ მაგ თეატრში.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | |  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სიახლეები Thu Dec 25, 2008 11:00 pm | |
|   საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსი ოქროს ბუმბული დაფუძნებულია 2008 წელს. კონკურსის მიზანია ქართული ორიგინალური საბავშვო მწერლობის განვითარება. კონკურსი რეგულარულად ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 2008 წელს ოქროს ბუმბულის საპრემიო თანხაა 10000 ლარი. I პრემია: 5000 ლარი. II პრემია: 3000 ლარი. III პრემია: 2000 ლარი. 2008 წლის ოქროს ბუმბულის დაჯილდოება გაიმართება საახალწლოდ. 29 დეკემბერს, ორშაბათს, 4 საათზე, არტ-კაფე ”ქარავანში” გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულები. გთხოვთ მობრძანდეთ!
მისამართი: ფურცელაძის ქ. 10 | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სიახლეები Fri Dec 26, 2008 9:44 am | |
| ეძღვნება ბაოს
"რატო არ გამაჩინა დედამ სამი მაინც!.." ბაო (მარიამ წიკლაური)
ასეა: სინათლესავით ქვეყანას უნდა მოედო; ცაში, ღვთაებრივ ქსეროქსზე გამრავლებულო პოეტო! | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: სიახლეები  | |
| |
|  | | | სიახლეები | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|