| | ლი ბო | |
| | Author | Message |
---|
Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | Subject: Re: ლი ბო Wed Mar 04, 2009 12:20 am | |
| ასე ცხოვრობდა მთებში განდეგილი იუან დან–ციუმან გალიაკი ააშენა მაღრიბის მთებში ნაპრალთა შორის – სადგომი მისი. გაზაფხულიდან სულ ამაოდ – და უზრუნველად იწვა უღრანში ღამით და დღისით. ხმა ნაკადულის და სიმღერა რიგი და რიგი და ქართა ხმობა ატკბობდა მუდამ. შუღლსა და ყაყანს არასოდეს მართავდა იგი – ო, საუკუნოდ ეცხოვრა უნდა. გაზაფხულის დღეს დავეხეტები ნაკადულ ლოფუტანთანმთად გახიზნული მსასოვარ სიმღერას ვმღერი მარტოი, აღარ შევკრთები აროდეს აქ კაცთაგანის მოხილვით. დგანან ხრამნი და ქარაფნი, ღრენი, სალნი და ფართონი, დავეხეტები ჭალაში – სად ნაკადული მოხვივის. ქარაფთა თავზე ბოლქვებად დამდგარი ნისლი იცინის, კრთიან ყვავილნი, მეცნობის ჯანღთან ყვავილთა თანხმობა. მე მათთან მწადის დარჩენა, მიწყივ მალხენენ ისინი, – მაგრამ ღამდების, ღამდების, შინ წასვლის ჟამი ახლოა. განდეგილთან ვქეიფობ მთებშივქეიფობთ მე და შენ, გარშემო ტიალი ყვავილთა ფურცლები ღაღანობს. მეორე ფიალა და მერვე ფიალა – ასე ვსვამთ და მოდის საღამო. დავთვერი და ძილმა იძალა. დავდუმდი. შენ წადი. შენი გზით იარე. მე ვიცი: მეწვევი დილაზე ფანდურით, ფანდურის ღუღუნში გამოვცლით ფიალებს. თარგმნა ჯარჯი ფხოველმა. |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ლი ბო Wed Mar 04, 2009 12:32 am | |
| განდეგილის მოსანახულებლად წავედი დაიჰტაინის მთებში, მაგრამ ვერ მივუსწარიძაღლები ყეფენ და მდინარე მოდის თქრიალით, მოიქცა წვიმა და ატმებზე ლეშხი დატოვა. ოდენ ზარის ხმა არ მოისმის მაღლით რატომღაც. შორს, კვამლის მიღმა, იზნიქება ბამბუკის კალთა. მწვერვალთა შორის – დგას ჩანჩქერის სვეტი შვეული. სად გაჰქრა ჩემი მეგობარი – ვინ მეტყვის მართალს? ბებერ ნაძვებთან გავირინდე მარტოეული. განთიადისას გავდივარ ქალაქ ბოდიდანდავტოვე ბოდი, შეხიზნული ღრუბელთა ბექობს, ათას ლის გავლევთ საღამური მწუხრის მოსვლამდე, მაიმუნის ხმამ ვერ მოასწრო მობრუნვა ექოდ – რომ უკან დარჩა მთები – ასე შორს რომ მოჩანდნენ. ვისმენ შუელი ბერის ძიუნის ჩანგზე სახიობასმთიდან მეწვია მოყვასი ხმამშვენიერი ჩანგით, ამეის წვერით დაეშვა, ბილიკს ჩამოჰყვა გეზად. მე მოვისმინე პირველი და მოწყენილი ჰანგი – თითქოს შორეულ ტევრების ხმაში მესმოდა კვნესა. ქვებზე მიხტოდა მდინარე ტრამალს ერთვოდა ტრიალს, რეკავდნენ გადათრთვილული ზარები შორით და მე მიხმობდნენ შემოდგომური მწუხრის ბურუსის წიაღ... ვერც კი გავიგე ბეჩავმა – როგორ დამეცა ღამე. ზამთრის დღეს ვბრუნდები მთებში მიტოვებულ ჩემს ძველ სახლშივერ მოვიწმინდე ჯერ თვალთაგან ცრემლები თბილი, მტვერი მიფარავს ჩინოვნიკის სამოსელს სულ მთლად. მოსძალებია ეკალ–ბარდი ერთადერთ ბილიკს და მიაპობენ მთები ზეცას, მაღალს და სუფთას. ჩამოიბერტყა ფოთლოვანი და ფეხქვეშ მღერის, გაქვავდა ნისლი და ნისლივით ყუჩობს მთა–ბარიც, ყლორტებს ისწორებს მოშრიალე ბამბუკის ტევრი, წყალში წაიქცა ხე, გაუწყდა ფესვი დამპალი. სადღაც სოფლიდან გზას ქოფაკი მოჰყეფს უაზროდ, გადაფარულა ნაცრისფერი ხავსით ქვითკირი. ასხლტა ხოხობი ნანგრევიდან. ძველ სახურავზე დაიკაკვება მაიმუნი ბებრულ ქვითინით. ტყე გაიხოშა და ჩიტები ჟივიან აქვე, შორით ნადირის ბილიკს ვხედავ ნაძვის მახლობლად, დაცოცავს ჩრჩილი ძველ წიგნებზე. გამირბის თაგვი – თურმე აქამდე ჩემი ტახტის ქვემოთ სახლობდა. იქნებ დავბრძენდე? – აქ ვიცხოვრებ ისევ თავიდან, მე კაცზე ვფიქრობ, ბუნებაზე ვფიქრობ დიაღაც. თუ კიდევ წავალ ამ სახლიდან, მიჯობს წავიდე ბნელ სამარეში, ნესტიანი მიწის წიაღად. თარგმნა ჯარჯი ფხოველმა. |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ლი ბო Wed Mar 04, 2009 12:39 am | |
| იისფერი გლიცინიაყვავილის კვამლით აფერადებს ხეებს ხვიარა, ცისკენ აწურვილთ. გაზაფხულის ჟამს უფრო ნათობს ტოტები მისი, ტევრში ჩაწნული. იფარავს ფოთლის სამოსელით ჩიტებს მომღერალთ... ყვავილთ სურნელით წამით ნეტარებს და ჩერდება გზად ბანოვანი, შვების მსურველი. ნანიანში დავეხეტები წყარო ცინლენციუანთანმზეჲ მწუხრისა იწურება და მენანება... შუქი მიმქრალი წყლის ზედაპირს ადგას ზმანებად... და მიდის, მიდის... წყაროს იქით მგზავრთა სახეებს კვეთავს ირიბად და სუყველას ოჯახს ახსენებს. ამაოდ მითქვამს სიმღერები წყაროს წინარე, – აჰა: მივყუჩდი და ჩამესმის: მღერის ჩინარი. ტაძარი მწვერვალზეღამის სათევად მიტოვებულ ტაძარში მოველ, ციმციმა ვარსკვლავთ მწირმა ხელი შევახო ლამის. და აჩქამების მეშინია: თავანის მცხოვრებთ მიწიერ ხმობით არ დაუფრთხეთ სიმშვიდის წამი. შემოდგომით ავდივარ სიუანჩენში სე ტიაოს ჩრდილოეთ კოშკშივითარ სურათზე, შეკრებილან მთანი და თვალებს გადმოხრილ თავანს უშტერებენ, ბეჭებფართენი. ორი ჩანჩქერი ჩამოუდის ქალაქის კარებს, ზედ ორი ხიდი გადახრილა, ვით ცისარტყელი. ხე გაიყინა, შეიჭირვეს ტოტებმა თოში, მაინც ანათებს ფოთლოვანი – მისი სამოსი. ოდეს მავანი შეიხედავს ქალაქის კოშკში – უმალ იელვებს მოგონება სე ტიაოსი. ჩანჩქერს ვუმზერ ლუშანის მთებშიშორეთს, მტრედისფერ ნისლის მიღმა, იწვის დაისი. გავყურებ მთების ხერხემალზე ჩანჩქერს და ისიც მოქრის ღრუბელთა სიმაღლიდან, ღრუბლის გვარტომის... და მეჩვენება: ცით ჩამოდის ირმის ნახტომი. თარგმნა ჯარჯი ფხოველმა. Li Bo (701-752 CE) Painting by Liang Kai, 13th century |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ლი ბო Wed Jul 08, 2009 8:26 am | |
| ვაჟიკა კაწალხეველი არ გამიბრაზდეს, მაგრამ - ეტყობა, ძალიან ქართული სმა იცოდა ლი ბომ!.. ამის დასტური ქვემოთ დამოწმებული ლექსია - ეგრე აქ ელაპარაკებიან ხოლმე მოხუც მეღვინეებს... უკვე ცაში რო აფრინდებიან თავიანთ სუფრიანად და იმ სუფრაზე ციმციმ შემოტანილი მწვადიანად... (ვაჟავ, ბოსტნეულიც აუცილებლად არის ხოლმე ეგეთ სუფრებზე - არ იდარდო...) დავტირი განთქმულ სიჩუანელ მეღვინეს, მოხუც ძის
წახველ იმიერს, მეგობარო, ღმერთმა ინება.
შენს ძველ ხელობას მისდევ, ალბათ, იქაც სირაჯობ.
ვიღას მიჰყიდი ღვინოს - ლი ბო იქ არ იქნება,
წვეულებებზე ვინღა გეტყვის: "შენ გაგიმარჯოს!"თარგმნა თენგიზ თოფურიძემ. (წიგნიდან: "ჩინური პეიზაჟური ლირიკა". ქუთაისის გამომცემლობა "მოწამეთა", 1998).  |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: ლი ბო Wed Jul 08, 2009 10:09 am | |
| დილამადლობიანი მიხო!
ძალიან-ძალიან ვისიამოვნე... | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლი ბო Wed Jul 08, 2009 4:10 pm | |
| ფიჭვი სამხრეთის აივანთან ---------------------------------- სახლში,სამხრეთის აივანთან იზრდება ფიჭვი,
ტოტმაგარი და ზედ ეკლებად ასხმული წიწვით.
უსტვენს ის ფიჭვი, როს შეხვდება ქარიან ამინდს,
უსტვენს და გალობს საგალობელს დღისით და ღამით.
წიწვების ფერი თითქოს მუხის ლურჯი კვამლია.
ჩრდილში,ფესვებზე თმახუჭუჭა ხავსი ავლია.
იზარდოს ბრგემ და მშვენიერმა ათას წელს კიდევ,
ვიდრე არ გაჰხევს კენწეროთი ღრუბელთა კიდეს!
თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
... ბობოს მხიარულმა ნაკალმარმა ცაში ამიტაცა და ერთი გენიალური ლექსი გამახსენდა... აი, ეს ლექსი: ეზრა პაუნდი
*** ლი ბო ნასვამი დაიღუპა_ იგი მთვარეს გადაეხვია ყვითელ მდინარეში. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ლი ბო  | |
| |
|  | | | ლი ბო | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|