| | გიგლა ჭინჭარაული | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: გიგლა ჭინჭარაული Tue Mar 03, 2009 12:31 pm | |
| ვაჟა ხორნაული - აქვე გთავაზობთ ჭაშნიკად გიგლა ჭინჭარაულის ლექსს(კახეთის რეგიონის მელექსეთა წიგნიდან):
*** არწივის ბუდეში ვზივარ, არ ვახამხამებ თვალებსა, შორეთს გავცქერი გულჯავრით, თან ვეფერები მთა-ველსა, ვეღარას ვშველი,ჭანგებით აჭრიან თითო მტკაველსა, სამშობლო_ჩემი გულ-ღვიძლი, მიირთვეს,მოიხმარესა, გამიჩანაგეს ყოველი, ფერი უცვალეს არესა, საქმეს ვერ შველის კალამი, ხმალი თუ არვინ ალესა, თურმე ცხოვრება მოითხოვს ზოგჯერ ბართლომეს ღამესა!.. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გიგლა ჭინჭარაული Tue Mar 03, 2009 3:45 pm | |
| *** დარდი ხარ,მშვენიერებავ, არ მოგთხოვ თანაგრძნობასა, და-ძმობა უფრო წმინდაა, სხვას ნუ შავირევთ გრძნობასა. ცოლობას დობა სჯობია, ძმობით ვაჯობებ ქმრობასა, ცოლად მოგიწყენ,ვინანებ, შეგიგრძნობ ხორცივლობასა, დად კი ღვთაებად გიფიქრებ, მთელი სიცოცხლის გზობასა. დრო არის,სული მოვძიოთ, მოვრჩეთ სხეულის ტრფობასა, გულს რას ვუყურებთ,ბრმა არი, ნუ ვიქამთ მორჩილობასა, თუ სულმა სული იწამა, სიკვდილს შაღბედვენ მტრობასა.
*** სჯობს მიეჩვიო დღითიდღე, სჭვრეტდე სიკვდილის გრილოსა, რომ უეცარი სტუმრობით ბედმა არ შეგაშინოსა. ვერასდროს მოსჭრის ცხოვრება ყველა გზას,ძნელს და იოლსა, ერთი გზა მუდამ დაგვრჩება_ ბილიკი საიქიოსა. სხეულს ეყოფა ალაგი, საფლავს_ ქვა მარმარილოსა, მაგრამ ეს ჯავრი და დარდი რა მიწამ დაიტიოსა? ვინც იკელაპტრა,ღბერნებდა სიმართლის ცეცხლზე სიოსა, ლაჟვარდში ჰქონდეს სავანე, ღმერთმა იქ გაიწვიოსა.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გიგლა ჭინჭარაული Fri Mar 06, 2009 8:20 am | |
|
ძნელია გველისმჭამლობა, თუ არ ხარ_უფრო ძნელია, რთულია ბუნების ენა, თუ ვერ ფლობ_საშინელია! თბილია სამშობლოს მიწა, თუ არ გაქვს_გულის მწველია, ძნელია წინასწარ ცოდნა, რაც ბედის წიგნში სწერია. არ იცი_სიცოცხლე გილხინს, იცი და_მოგიწყენია. ცუდი ხარ_ქვეყანას სძულხარ, კარგი ხარ_არაფერია. სიკეთეს სჩადი_არ მოჩანს, ცუდს იზამ_ყველა მტერია... თუ სწორად ცხოვრობ,სიკვდილი არც ისე საძულველია: სხვა რაა დიდხანს სიცოცხლე_ ცოდვათა სიმრავლენია.
. კახეთის რეგიონის მელექსეთა წიგნში კიდევ ერთი ჭინჭარაულია_მამუკა,რომელიც გიგლას არ ჩამოუვარდება.ახლა ბობორიკის რეკომენდაციაზეა მისი ბედი დამოკიდებული... . კახეთში(და არამარტო იქ) მცხოვრები ფხოველი მელექსეები (ფშავლები და ხევსურები) ისე არიან,როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელები ევროპის კლუბებში  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გიგლა ჭინჭარაული Sat Mar 14, 2009 3:01 pm | |
|
ასაკთან ერთად დღითი-დღე სიკვდილზე ფიქრიც მატულობს, ალბომში გეძებ წუხილით, ბავშვობავ,გადაკარქულო. მე ვეღარ გხედავ ბედნიერს, ჩემო სამშობლოვ,ტანჯულო, ამისთვის მსურდი,სიცოცხლევ, ძალღონევ ჩამოხარჯულო?! სჯულო,შენც გაქუცმაცებენ, წმინდა ქალწულის დარგულო... მკვდარნი ვერ დაცოცხლდებიან, ცოცხალთა გული არ გულობს. რა გეშველება,ქვეყანავ, გაჩენის დღიდან ჩაგრულო?  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გიგლა ჭინჭარაული Wed Apr 01, 2009 8:39 am | |
| ***
თქვენ აჰყვავდებით უჩემოდ გომბორის მთათა კალთანო, მალე დადგება ის წუთი, რომ შევსვა მეც "საკართანო". რომ ჩემი წილი სიცოცხლე წვალებით ჩამოვათავო, ისევ მე მჩაგრე,სხვა არა, ცხოვრების მკაცრო ზამთარო!
ზურაბ ზვიადაურს -------------------------- გიცქერდით, გული კრთებოდა, შუბლს ყველას შიში გვეწერა... გადმოიქნიე, აწყვიტე, თვალს ცრემლი მოგვემეწყერა, სცოდნია ვაჟა-ფშაველას, ვისზედაც უნდა ეწერა, იარე თავაწეულმა, ღმერთმა გიკურთხოს ბედ-წერა.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | Sponsored content
 | Subject: Re: გიგლა ჭინჭარაული  | |
| |
|  | | | გიგლა ჭინჭარაული | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|