| | ბო ძიუ-ი | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: ბო ძიუ-ი Tue Mar 03, 2009 1:50 am | |
|
Last edited by Admin on Mon Feb 04, 2019 9:47 am; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | |  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Tue Mar 03, 2009 2:20 am | |
| Bai Juyi by Chen Hongshouატმის ყვავილები და-ლინის ტაძარში
ყვავილებს მაისში ალო ეწურებათ ჩვენთან და ვარდობა ილევა.
ხოლო მთის ტაძარში ვარდისფრად ახლახან იფეთქეს ატმის ყვავილებმა.
მე ვბრაზობ: ალბათ შინ დაბრუნდა, უკვალოდ რომ გაქრა ზაფხული შრიალა:
ამ ჩუმი ტაძარის ბჭესთან გზად გავლილმა, ვინ იცის, აქ შემოიარა.
სალამური
ამ მყუდრო ღამეში ვინ უკრავს სალამურს ნაღვლიანი ხმით და ჩუმი განზრახულით.
მყიფე სალამურში თითქოსდა ხმიანებს ჩემი შორეული მიწის გაზაფხული.
თქვენ რომ მოგესმინათ ის ხმა გულსაკლავი, გამოგერეოდათ თმაში ჭაღარა თმა -
მან თავს რაღა უყოს, ვინაც შემუსვრილა, ვისაც ბნელი ღამით ძილი აღარა აქვს?
მარტო ვხეტიალობ
მე ჩემთვის ვღიღინებ დაოსურ ლოცვანს, თანა მაქვს, არსად დამკარგვია,
ხელში რომ კენარი ბამბუკი მიჭირავს ის განა ზედმეტი ბარგია,
ბამბუკს რომ მწუხრის ყვავილები მოსავს, ერთგულ მეგობრებად მარგია.
ტყეში შევედი და მარტო ვხეტიალობ. კაცთაგან შორს ყოფნა კარგია. თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Last edited by Admin on Sun Jul 08, 2012 10:21 am; edited 1 time in total | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Tue Mar 03, 2009 9:38 pm | |
| | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Wed Mar 04, 2009 10:42 am | |
| ვაჟავ, მიაწერე ამას, ვისი თარგმანია - ესეც მნიშვნელოვანია...
თამაზ ჩხენკელი, ხო? |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Wed Mar 04, 2009 11:33 am | |
| - ბობო wrote:
- ვაჟავ, მიაწერე ამას, ვისი თარგმანია - ესეც მნიშვნელოვანია...
თამაზ ჩხენკელი, ხო? კი,ნამდვილად თამაზ ჩხენკელისაა_გენიალური თარგმანია. რაბინდრანათ თაგორისა და ბო ძიუის ჩხენკელისეული თარგმანები ,მართლაც,ბრწყინვალეა და არა მარტო ეს ავტორები. | |
|  | | nini
 Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Thu Mar 05, 2009 12:06 am | |
| ბობო,გულწრფელად ვიტყვი ამ ავტორებზე უბრალოდ მამისგან გამიგია. სად შეიძლება მათი შემოქმედების გაცნობა ქართულად ან რუსულად?ვერც ორიგინალში და ვერც ინგლისურად ვერ წავიკითხავ  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Thu Mar 05, 2009 1:00 am | |
| - nini wrote:
- ბობო,გულწრფელად ვიტყვი ამ ავტორებზე უბრალოდ მამისგან გამიგია.
სად შეიძლება მათი შემოქმედების გაცნობა ქართულად ან რუსულად?ვერც ორიგინალში და ვერც ინგლისურად ვერ წავიკითხავ  ეეჰ, ჩინურად ვერც მე ვკითხულობ... ქართულად:”ყვავილი სარკეში” (ძველი ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია) - თარგმნა ჯარჯი ფხოველმა, გამომცემლობა ”მერანი”, 1990 წელი. ”აღმოსავლური პოეზია” - თარგმნა თამაზ ჩხენკელმა, გამომცემლობა ”მერანი”, 1981 წელი. ”მარიოტა” - თარგმნა თამაზ ჩხენკელმა, გამომცემლობა ”მერანი”, 1986 წელი. ”ჩინური პეიზაჟური ლირიკა” - თარგმნა თენგიზ თოფურიძემ - გამომცემლობა ”მოწამეთა”, 1998 წელი. რუსულად:Lib.Ru: Древнекитайская литература - http://lib.ru/POECHIN/Сборник: Китайская классическая поэзия - http://lib.ru/POECHIN/china_classic.txt"Стихи 1000 поэтов" - http://baruchim.narod.ru/List.html"Классическая китайска поэзия" - http://china-poetry.artsportal.ru/"Удивительный Китай" - http://china.kulichki.com/Library.shtmlКитайская поэзия (символика) - http://ru.wikipedia.org/wiki/Китайская_поэзия_(символика) ნინი, ეს სხვა პოეზიებისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოეზიაა და დაფუძნებულია დაოსიზმზე. მის ფილოსოფიასა და ესტეთიკაზე. ასეთივე განსხავებულია იაპონური პოეზია და ამაზე ცალკე გვექნება ძველი იაპონელი ავტორების გვერდები. |
|  | | 2x+1
 Number of posts : 15 Age : 102 Location : ასათიანი Job/hobbies : უსაქმურების არმიის გენერალსიმუსი Humor : x2+2ab+85 Registration date : 07.03.09
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Sat Mar 07, 2009 6:00 pm | |
| ულამაზესი ლეყსები აყვს ბო ძიუ ი-ს....  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Mon Mar 09, 2009 10:30 am | |
|
გაზაფხული ლოიანში ------------------------------
ლოიანის გზებზე და მინდორ-ველებზე წარუდინებელი გაზაფხული ფშვინავს.
მას რომ დავეთხოვე,ახლა დავუბრუნდი, თითქოს ოცმა წელმა წამში გაირბინა.
მხოლოდ ჩემი ტკბილი სიჭაბუკის დღეებს ვერსად შევეყარე,ვერსით გამიბრწყინა.
ყველა დანარჩენი_ათი ათასი რამ ისევ ისე დამხვდა,როგორც იყო წინათ.
| |
|  | | nino nadiradze

 Number of posts : 95 Age : 35 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი Fri Aug 14, 2009 9:52 pm | |
| ულამაზესი ყოფილა ამ ავტორის პოეზია.. დასანანია, რომ არ ვიცნობდი | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ბო ძიუ-ი  | |
| |
|  | | | ბო ძიუ-ი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|