| | ლელა ლაჩაშვილი | |
| Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: ლელა ლაჩაშვილი Mon Mar 02, 2009 7:30 pm | |
| ქარი...
ქარი ფოთლებზე გაბრაზდა წუხელ, - ბოლო აკორდზე "ხეხა" გიტარა, ააზრიალა ფანჯრის მინები და სევდა სახლში შემოიტანა.
კარებს მოაწყდა შლეგი სტუმარი, ჯერ ხშირი სუნთქვით ფარდებს აეკრა, მერე ფიქრები დაისაკუთრა და, ფოთლებივით, ქარში გარეკა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Mon Mar 02, 2009 9:44 pm | |
| | |
|  | | lela

 Number of posts : 12 Age : 55 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Thu Mar 05, 2009 3:41 pm | |
| სალოცავი კახეთში...
სისხლიან ხანჯალს მზის სხივები ენით ლოკავენ... მამლის თავები ყინწიანად აცვია ღობეს. ვერძის ტყავს ზედვე შეაწმინდეს "ჯალათის" დანა, მოჭრილი თავი ბალახებზე წითელ კვალს ტოვებს....
ლატარიააა, აქ ვიღაცა დროსა კლავს დროში... ატრიალებენ კოჭლი კაცის ნერვებზე ბორბალს, თიხის ჭინჭილა ოცკაპიკად მოიგეთ თორემ... არ გაგიმართლებს?....მოსაგებად ახლა სხვა მოვა.
ო, ღმერთო აბა ასეთ ყოფას რა ქვია ნეტა?! გაშლილ სუფრაზე საქეიფოდ მიწაზე წვანან... ყველგან პირუტყვის მოკვეთილი თავფეხი ყრია, გადაჯეგილა, საცეკვაოდ სიმინდის ყანა...
და ამის მნახველს, გაგიჩნდება ორჭოფი კითხვა, ღვთის საუფლოა ეს ადგილი თუ სასაკლაო?! გარმონის ხმაზე ამღერდება უეცრად ვიღაც- და მობარბაცებს "სალოცავად"მთვრალი საღამო.... | |
|  | | lela

 Number of posts : 12 Age : 55 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Thu Mar 05, 2009 3:49 pm | |
| ბედობის დღე....
დღეს სოლოლაკმა სასეირნოდ გამიყოლია. თოვს. გუნდებივით აცოცხლებენ ქუჩებს ბიჭები. საყელოსავით შევისწორე ახალგაზრდობა, - არ მიახარია, მაგრამ მაინც, ხომ ვიღიმები.....
იქ, ნარიყალას შეაყარა თოვლმა ჭაღარა.... მის ბედიღბალზე მკითხაობდნენ უწინ მისნები. დღეს ბარბარობა ძველ თბილისში თუ დავიბედე, ბებერ სოლოლაკს სიყვარულშიც შევეჯიბრები..... | |
|  | | lela

 Number of posts : 12 Age : 55 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Thu Mar 05, 2009 3:57 pm | |
| თეთრი სევდა... დაზამთრებულა,თითქმის ძვლამდე ატანს სიცივე, უკვე ფრთის ქვეშაც ვერ ითბობენ ნისკარტს ჩიტები. დღეს არაუშავს, ავაზაკ ფიქრს მოიგერიებს- მაგრამ ღამეებს ძველებურად ისევ სჭირდები.
საღამოხანმა შეაყარა ქალაქს ნამქერი, ნაფეხურები უპატრონოდ ყრია ქუჩებში. ღამის ფანტელებს ანგელოზის კვალი დაჰყვება, მერე ეს თოვლიც ყინულივით ხდება უხეში.
ღამემ ოთახში სიმყუდროვით თვალი მოქანცა, ცხელი წვეთები მთვარის შუქზე ღაწვებს მილოშნის. ახლა ტაბლაზე უშენობის დარდი აწყვია- და თეთრი სევდა ჩავარდნილა წითელ ღვინოში.... | |
|  | | ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Thu Mar 05, 2009 4:05 pm | |
| ახლა მპოულობენ.... როცა მომენატრე, ყველგან დაგეძებდი. ტანზე შემომაცვდა შენი აურა და.... ისე მოგექუფრა მზერა საწვიმარი, თითქოს, უბედურ კაცს გზაში გაუავდრდა. აზრებდაცლილია ფიქრი არეული და თუ ვერ მიგიხვდი, უნდა განმიმარტო. იცი?- ასე მომდის, როცა ვნერვიულობ, ანდა, დასჯილივით, ისევ ვრჩები მარტო. თბილი ღიმილი და სიტყვა გულიანი, მგონი, არასოდეს მეტი არ მინდოდა. ახლა მპოულობენ, როცა ვიმალები... მე რომ დავეძებდი, ყველა გამირბოდა!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Thu Mar 05, 2009 8:11 pm | |
| - Jalali wrote:
- ახლა მპოულობენ....
როცა მომენატრე, ყველგან დაგეძებდი. ტანზე შემომაცვდა შენი აურა და.... ისე მოგექუფრა მზერა საწვიმარი, თითქოს, უბედურ კაცს გზაში გაუავდრდა.
აზრებდაცლილია ფიქრი არეული და თუ ვერ მიგიხვდი, უნდა განმიმარტო. იცი?- ასე მომდის, როცა ვნერვიულობ, ანდა, დასჯილივით, ისევ ვრჩები მარტო.
თბილი ღიმილი და სიტყვა გულიანი, მგონი, არასოდეს მეტი არ მინდოდა. ახლა მპოულობენ, როცა ვიმალები... მე რომ დავეძებდი, ყველა გამირბოდა!

ვარსკვლავივით ხარ,ჯალალო_ ხან ჰქრები,ხანაც ინთები.
იქნებ ასესხო ლელასა ხეირიანი რითმები!  | |
|  | | lela

 Number of posts : 12 Age : 55 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Fri Mar 06, 2009 8:19 pm | |
| სოფლის გლახა.... მთის ფერდობზე შეფენილა სოფელი, ღელე-ღელე ჭყუმპალობენ იხვები. მიუყვება გახურებულ შარა-გზას არეული შფოთიანი ფიქრებით....
თუთის ჩრდილში ჩურჩულებენ ქალები, ფუჭი სიტყვით დაიმძიმეს ცოდვები, მთის სიგრილე შეპარვია საღამოს მივიწყებულ წარსულს "ქექავს" ჭორები:
"ქაა, საწყალი ტყვედ ყოფილა თურმე და ამ უბედურს, გაუმწარეს ცხოვრება.... იღბალმა, რომ მიატოვა საბრალო შეშლილის ხვედრს შეაფარა გონება..."
მიგლახაობს "ნახირ-ნახირ" შარაზე "კიკლი-კიკო" ნაომარი ფარაჯით, - ოქროსფერი ვარსკვლავებით მკერდზე და უბე სავსე "მათხოვრული ალაფით"..... | |
|  | | Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი Sat Mar 07, 2009 1:53 pm | |
| მათ ხსოვნას.....
ხორცი ნაფლეთებად მიწას შერევია, ბალახს ამჩნევია კვალი ნასისხლარი, მიწას ჩაბღუჯული მუშტი შერჩენია, თან რომ წაუღია ქვეყნის სატკივარი.
ტყეში გაკაფული ნორჩი ტოტებივით ყრია ერთგულება, თქვენი სხეულებით... განა ეშინოდათ?! - სიკვდილს გაურბოდნენ! სახეს შეჰყინვია ტანჯვის ტკივილები.
მკვდარს არ დასცინიან! მიწას მიაბარეთ, ნუთუ ქრისტიანებს ამას გასწავლიან?! ნუღარ შეაწუხებთ, ძილი დააცადეთ, - საბნად მშობლიური ზეცა აფარიათ.....
აგვისტოს საშინელ დღეებში, ძლივს რომ ჩამოვაღწიე იმერეთიდან, ლელას ლექსები დამხვდა, იმ მოუშუშებელი ტკივილის ნაწილებივით... | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ლელა ლაჩაშვილი  | |
| |
|  | | | ლელა ლაჩაშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|