| | ბექა ახალაია | |
| |
Author | Message |
---|
ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu Apr 16, 2009 5:11 pm | |
| ნუკრი ბერეთელს ნუკრი,ბერეთისის ძველ სანახებს, ალბათ მიაცარცეს აკაცია... ბევრჯერ გვითქვია რომ დრო გვანახებს, ვინ რა პოეტი და რა კაცია. ნუკრი,ჩვენ გვითქვია მილიონჯერ: სადაც ვსუფდავდებით-სოფელია, სადაც ვერ შეხვდები სულით გონჯებს, სადაც უანგაროდ მოგველიან. ნუკრი,სხვას ფიქრობ და სხვაგანა ხარ, იმ გაგებითა და იმ იერით ღმერთმა პოეზიით დაგანახა, ჩვენთვის უცნობი და მიღმიერი. ნუკრი,დიაცივით ანცობს მარტი, ტანში ჟრუანტელად დაუვლია... გულიდან თქრიალით კაცობა გდის, ხელებს ნუ მიიჭერ ძამულია. ბექ,იმედია არ მიწყენ,შენდაუკითხავად ურაკიდან აქ რომ წამოვიღე და შენს გვედრზე ამ ლექსით გესტუმრე...  მიხარია თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ...გაიხარე!  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu Apr 16, 2009 5:29 pm | |
| მე კიდევ ნუკრას გვერდზე დავდე ეს ლექსი.. არ გვიწყენს გავროშა.. არც ნუკრა.. ძმები არიან ჩვენი.. მრავალ აღდგომას.. ერთად.. ყველა სიკეთით და სიხარულით.. | |
|  | | მინდია Into Armury


 Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Fri Apr 17, 2009 3:51 pm | |
| - ჯალალი wrote:
- ნუკრი ბერეთელს
ნუკრი,ბერეთისის ძველ სანახებს, ალბათ მიაცარცეს აკაცია... ბევრჯერ გვითქვია რომ დრო გვანახებს, ვინ რა პოეტი და რა კაცია.
ნუკრი,ჩვენ გვითქვია მილიონჯერ: სადაც ვსუფდავდებით-სოფელია, სადაც ვერ შეხვდები სულით გონჯებს, სადაც უანგაროდ მოგველიან.
ნუკრი,სხვას ფიქრობ და სხვაგანა ხარ, იმ გაგებითა და იმ იერით ღმერთმა პოეზიით დაგანახა, ჩვენთვის უცნობი და მიღმიერი.
ნუკრი,დიაცივით ანცობს მარტი, ტანში ჟრუანტელად დაუვლია... გულიდან თქრიალით კაცობა გდის, ხელებს ნუ მიიჭერ ძამულია.
ბექ,იმედია არ მიწყენ,შენდაუკითხავად ურაკიდან აქ რომ წამოვიღე და შენს გვედრზე ამ ლექსით გესტუმრე...
მიხარია თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ...გაიხარე!  ვაჰ ეს არ ვიცოდი ძალიან კარგია, მოგიკიტხე ძმა | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Apr 22, 2009 7:09 pm | |
| ###
თითქოს მწვერვალი არის შტატივი, მთვარე შემოდგეს როგორც კამერა, ვეღარ ავხადე სევდას პატივი, დალაგებული გრძნობა ამერა.
შენზე ოცნება ოცნებებს დაკლავს, ვფიქრობ და ჩემთვის ვხატავ მირაჟებს... ცაზე ეულად ანთებულ ვარსკვლავს, ღამე ასობით დაატირაჟებს. | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Apr 22, 2009 7:09 pm | |
| "სადღაც ნაბახუსევმიმალული..."
სადღაც ნაბახუსევმიმალული დილა ქურთუკივით შევიკარი, უარვყავი ყველა სიყვარული, მხოლოდ დასალევი შევიყვარე.
ლექსი ამ გულიდან მაინც ბოლავს, თითქმის პოეზიას დანატოლი... წუხელ დავთვერი და არაყს მხოლოდ, ღამე ჩავკბიჩე და მივაყოლე.
ახლა სიკვდილი მაქვს დასაპყრობი, როგორც ნისლიანი აილამა, ღმერთმა სცადა ჩემი შეყვარება, ბოლოს ჩემი შექმნაც დაინანა.
ფოთოლცვენასავით ფიქრისცვენით, თითქმის გამორთული ვიღრძე ტვინი, ფილტვში უშენობა ჩავიშენე, მერე შევილესე ნიკოტინით. | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Apr 22, 2009 7:10 pm | |
| ფიქრებს მაგ შენი ხშირი წამწამით..."
ფიქრებს მაგ შენი ხშირი წამწამით, ვივარცხნი.ვზივარ ოდნავ მოდინჯო, გდია სიჩუმე,როგორც ტამტამი, გასუსული და დაკვრის ლოდინში.
მზემ შენს ლოყაზე ჩემი თვალები და გორაკებზე ღამე მიაშრო, სევდა წარსულის რვეულს დანებდა, ამოჩრილი რომ გვაქვს იღლიაში.
ვეძებ ფიქრებში ჩატეხილ წამწამს... (აღარ ვეწევი გავიდა მსგეფსი.) მერე მიგდებულ სიჩუმე-ტამტამ- ზე შევასრულებ შენდამი ლექსებს. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu May 14, 2009 10:58 am | |
| შენ ვერ ჩაგყლაპავს, ძმაო, ცხოვრება, ყელში ბურთივით გაეჩხირები! | |
|  | | Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu May 21, 2009 4:01 pm | |
| "ბებერი ალვა,როცა ქარია..." ბებერი ალვა,როცა ქარია, ტოტებს მოგაყრის- თავწამახულებს... შემინდე ბაბუ,ჩემი ბრალია, ვერ მოვედი და ვერ გინახულე. მზეს დაუგია ფოთლის ლეიბი, მზე შენს საფლავზე ფოთლებს ახუნებს... შენ ხომ გიყვარდა სმა და ქეიფი, მოვალ და...ჭიქა მომიჭახუნე... რამხელა სითბოა ამ პატარა ლექსში... დედაქალაქს მოენატრე, პოეტო!  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed May 27, 2009 11:53 am | |
| სევდას გულიდან ნელ-ნელა ტუმბავს, ოდნავ ცივი და მომჟავო ლუდი... ფანჯრიდან მოსჩანს დამპალი წუმპე... დღეა საშინლად ცივი და ცუდი.
მეც მაგრად მომენატრა ეს კაცი.. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Jun 02, 2009 10:42 am | |
| ###
კალაპოტიდან დრო ამოვარდა... სითბო სჩვევიათ ხინჯად მაისებს... სულ ცოტა ხანში მზე ამოვა და მემილიარდედ მოიაისებს.
თითქოს წუხილი აღარ კმაროდა... ყველას თავისი უნდა მიუგო... გადმოვალაგე წუხელ თაროდან, არტურ რემბო და ვიქტორ ჰიუგო.
ყველა გაკვირტულ სურვილს ვემტერე... ოფლით დავნამე იალაღი და... მე თავს მოვიკლავ,როგორც ვერტერი, შენი მეუღლის იარაღიდან! | |
|  | | nukri bereTeli Way at Armury


 Number of posts : 28 Age : 39 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Fri Jun 05, 2009 10:07 pm | |
| რობაიები
*** სოფლის ქალები აქუჩებენ საქმეს დროებით, (ანკესსაც უნდა შეეგუო,რახან მოები), მერე საკუთარ სატკივრებზე ჩამოსხდებიან, და ჭორაობით იმარცვლება საღამოები.
*** ახლა ვრწმუნდები,უკვდავება მართლაც მითია, დღეები,როგორც ტურისტები სადღაც მიდიან, გუშინაც გავხდი დესპოტური აქტის მოწამე: ზაფხულს ივნისი მოაჭრეს და ინვალიდია.
ძამულია ხარ! | |
|  | | ბექა ახალაია Way at Armury


 Number of posts : 29 Age : 34 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Jun 08, 2009 12:20 am | |
| სალამი და მადლობა მეგობრებს...ვისაც ვახსოვარ.. | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Jun 10, 2009 2:36 pm | |
| ,,მე შემიძლია გინახულო თავსხმა წვიმაში...
მე შემიძლია გინახულო თავსხმა წვიმაში, ხარბად გაკოცო,ისე რომ არ მომერიდება, დაღლა მუხლამდე ავიწიო,როგორც გამაში, ვნება კი თავში ამივარდეს,როგორც დიდება.
მე შემიძლია გინახულო სასტიკ თოვაში, ფიფქები მკერდში ჩაგაფერფლო,თმებს შერჩენილი, ძუძუ პეშვებით გაგიბრტყელო,როგორც ლავაში და შიშველ ტანზე მოგახურო ჩემი შინელი.
მე შემიძლია გინახულო სასტიკ გრიგალში, ისევ ის გრძნობა მოგიტანო-გაუხუნარი, სუნთქვა ყვრიმალზე,დაზოგილი,წყვილად მიგაშრო, და პოეტობის აღმომაჩნდეს ისევ უნარი. ........................... შორს,მწვერვალები თოვლისაგან ღარიბდებიან, მარტი ხან სულაც გიჟია და ხან აბეზარი, ეს ორი დღეა,მშვენიერი ამინდებია, რად არ გნახულობ,საკვირველი აი ეს არი! | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Jun 10, 2009 2:36 pm | |
| ,,ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის..." ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის, დღე მიიცვალა,კომაში მყოფი, სადღაც ბუჩქებში წკმუტუნებს ძაღლი, სოფლის წყაროსთან გავარდა თოფი. უმწიფარ ხეხილს მოხადა ქუდი, ყანაში სიო გამარგვლას ნადობს. ვაბოლებ თუთუნს.ეგრისის ქედზე, საღამომ მთვარე კვერცხივით დადო. *** მინდა გამოვიანგარიშო: რამდენ ჩასუნთქვა შენს სურნელს და რა რაოდენობით შენს სახეს მოვიხმარ თვალებით დღე-ღამეში...  | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Jun 16, 2009 1:28 pm | |
| ### ,,ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად. ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?! ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან, რომ სული ჩემი შემოგთავაზო." შანდორ პეტეფი(გრიგოლ აბაშიძის თარგმანი) ი-ს ღამე სიბნელეს აბნევს გესლიანს, მთვარე ცერებით გავა ,,ნათხორებს", შენზე ფიქრები შემომესია, ძილი თვალებით გავანათხოვრე. შენი მშვენების ვიყო მებაჟე, მინდა რომ ვგავდე შეშლილ მსახიობს, მადა მოვიდეს მერე ვნებაში, კაბა კბილებით შემოგახიო. გითქვამს(გათრობდა ალბათ ტანინი): ,,აღარ გავხდები მაგის ცოლიო", მე მინდა ცოდვა ჩაგადენინო და ჯოჯოხეთშიც გაგიყოლიო! სუბიექტურად ძალიან  | |
|  | | ბექა ახალაია Way at Armury


 Number of posts : 29 Age : 34 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Jun 16, 2009 9:49 pm | |
| ###
ქუჩაში გოგოს მოჰყვება ბავშვი, დედიკოს ნეკი უჭირავს ხელით, ბახუსი გაქრა და ვნებად დავშრი, გაქცეულ ლტოლვას ვერაფერს ვშველი.
გოგოს სიმორცხვე ლოყებზე უჭერს, მისმა თვალებმაც სურვილი თალეს, ცრემლებს იკავებს და მიბღვერს ბიჭი, მის დედიკოს რომ ვეღარ ვწყვეტ თვალებს.
### სიტყვებს გაბრაზებამორეული, მზესუმზირასავით მახალიებს, ჩემი პოეტური ორეული, ჩემზე ერთი თავით მაღალია.
შენი სიყვარული მილეულა, ოთახს უშენობა შებერვია... ჩემი პოეტური ორეული, ჩემზე ორჯერ უფრო ბებერია.
ყველა ატომით და მოლეკულით, ღამე აისამდე მოეტია... ჩემი პოეტური ორეული, ჩემზე სამჯერ უფრო პოეტია. | |
|  | | ბექა ახალაია Way at Armury


 Number of posts : 29 Age : 34 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Jun 16, 2009 9:50 pm | |
| ###
ცრემლად ჩამოთავდა მგონი მწუხარება, ტახტზე დაგასვენე ქერათმებიანი, შენი(სიკვდილისგან განასუხარები), სული დაიბადა,როგორც ემბრიონი.
ახლა შევიყვარე შენთან საუბარი, წუხელ მოგიყევი ერთი ისტორია, ქარმა სამოთხეში როგორ დაუბერა, წასულ სიყვარულებს როგორ მისტირიან...
ყველა ჩემნაირი უფლის მიმნდობია, მგონი დავემსგავსე ვიღაც მეიგავეს, შენი სინატიფე სიკვდილს მინდობია, თმებმა სურნელისგან თავი შეიკავეს! | |
|  | | ბექა ახალაია Way at Armury


 Number of posts : 29 Age : 34 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Jun 16, 2009 9:51 pm | |
| ###
დღეს სიცივეა ბევრად ნაკლები, ანუ ცხელა და ვაღებ დარაბას, წევს მარტოობა,როგორც აქლემი, წარმოვიდგინე თავი არაბად.
შემარცხვინა და ხალხში გამთათხა, ჩემი ბრალია,აბა რა მრჯიდა: ფარდას,ვით ენას,ჩემი ოთახი, გამვლელებს უყოფს ღია ფანჯრიდან.
### ღრუბლებს ავდარმა ოფლი ადინა, ვერ შეაკავებს ოცი არესი, მერე ომებით გადინადირა, შემოგარენი ოცინდალესი.
კვალი დატოვა მართლა მეფური, გვატკბობს თვალების ამო ახელა: წვიმებითაა გაციებული, ქარაფმა ნისლი ამოახველა. | |
|  | | nino nadiradze Front of Armury


 Number of posts : 95 Age : 35 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Jun 16, 2009 10:20 pm | |
| ბექას საოცრად ორიგინალური მეტაფორები და სახეები აქვს. არავის გავს და ამიტომაა რომ მიყვარს წარმატებები ბექ, გაიხარე. | |
|  | | ბექა ახალაია Way at Armury


 Number of posts : 29 Age : 34 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Jun 17, 2009 4:22 pm | |
| ###
ი-ს
ჩემდამი შენი გრძნობის კონები, გამხმარი,სადმე წიგნში იდება, მალე ვინმესაც მოეწონები, საცოლესავით მოგეკიდება.
ისევ ავდარი დადგა უშენოდ: (დავიწყებისთვის არ მემეტები), გარეთ საღამომ ელვა უჩვენა, როგორც გამწყდარი დღის ნაწყვეტები. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Fri Jun 19, 2009 10:48 am | |
| გარეთ საღამომ ელვა უჩვენა, როგორც გამწყდარი დღის ნაწყვეტები.
გავროშ.. | |
|  | | ბექა ოთანაძე

 Number of posts : 2 Age : 29 Location : Tbilisi Job/hobbies : student Humor : :) Registration date : 17.09.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu Sep 17, 2009 12:20 pm | |
| ვახ როგორ მიყვარს ეს კაცი !
სალამი ძმას ! დადე ლექსები ! | |
|  | | Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Fri Sep 25, 2009 11:36 am | |
| forever
შენ გინდა სახლი,კარერა პორშე, სიმშვიდე უკვე ოცნებად გექცა, დამალავ ენას მოკუმულ პირში, გაიკრიფები გულნატკენ ლექსად:
წლებად ნაპობი ასაკი თმენით, დროს გადაუხდის ნაკუთვნებ ქირას, ძლიერ ლამაზი ბავშვობა შენი, დატოვე სადღაც ხობისწყლის პირას.
იქ სადაც ბევრი აფეთქდა ნაღმი, მკერდიდან სისხლის ნაკადი ჟონავს... კაცდები მერე,ქალაქი გიხმობს, და გიყვარდება ლადო და მონე.
რამდენი მკვდარი მიწაში ფალი, ივიწყებ პაპის წიქას და ლაბას, მერე კი ჩნდება ლამაზი ქალი, ეტრფი და გეტრფის,აბამ და გაბამს.
მერე ის გოგო მოგყვება ცოლად, შენ კი გაყვები სიბერის ბილიკს, შეეჩეხები ცხოვრების რბოლას, კილომეტრებს და გაივლი მილებს.
დაგროვებული ქალაში ცოდნით, შენი ოჯახის გახდები მახვში, ტვინის კუნჭულში იბჟუტებს ოდნავ, ბოჰემა ძველი-ოპერის ბაღში.
დროც ასე გავა(ბუზივით ცოცავს) ოჯახურ ბორკილს იხსენებ აქაც: თვალს აარიდებ მალულად როცა, სადმე,ქუჩაში შეხვედრილ ძმაკაცს...
არ მინდა სახლი,არ მინდა პორშე, სიმართლე უკვე ოცნებად მექცა, დავმალავ ენას მოკუმულ პირში, გავიკრიფები მკაფიო ლექსად:
გაბრაზებული დამდგარი დროთი, ცოლსა და ოჯახს დაგიდევთ არად, დავრჩები ძმებო პოეტი-ლოთი, მარად და მარად...მარად და მარად!
ძალიან ნიჭიერია ეს ოდიშელი კაცი. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Oct 13, 2009 3:54 pm | |
| ჰო.. დიდი "ოხერი" კაცია ეს..  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Fri Jan 22, 2010 9:54 am | |
| მორგი ბექა აბუთიძეს
არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა. აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს, რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში.
მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე, (ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს) მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე, მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!"
შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი): ,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო, ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს, გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!"
როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა, შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით, ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად, დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით.
თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს, მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში, ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე, მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში.
დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით, დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს: ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი, აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს! | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ბექა ახალაია  | |
| |
|  | | | ბექა ახალაია | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|