| | ბექა ახალაია | |
|
+14nino nadiradze Tabagari Tea მინდია ჯალალი nukri bereTeli არაბული irinka ნიკა ჩერქეზიშვილი გიო გაგა Elguja Marghia ბექა ახალაია nini Admin 18 posters | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: ბექა ახალაია Sun Mar 01, 2009 9:21 pm | |
|
Last edited by Admin on Mon Feb 11, 2019 2:51 pm; edited 2 times in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 11:55 am | |
| ნიჭიერი ბიჭი და კარგი ადამიანი.მრავალფეროვანი ავტორია და აქვს გამორჩეული სახეები ლექსში,მხოლოდ მისეული სახეები. წარმატებულ შემოქმედებით გზას გისურვებ ,ბექა  *** მზე ტბაში თავის ორეულს ხარშავს... ტანზე ნაცვამი მიხდება თორი და სისხლიანი,ქარქაშში ჩაშრა, ხანჯალი-ორმხრივ მჭრელი და სწორი. კლდე,უმიზეზოდ ქარისგან დასჯილ ნისლებს ქარაფში ჯიუტად იხვევს... მოვკვდები როგორც ოდესღაც ჯარჯი და მთავარ ნატვრას ავუხდენ ჯიხვებს. ზვავს ლოდების ქვეშ დალალი მოჰყვა, წაწყვეტილ ნაწნავს ასცქერის ნაღვლით... ვეფხთან მებრძოლი ვიქნები მოყმე, დამშეულ სიკვდილს ლოდინით დავღლით. პირველი თოვლი დადნა და მოლღვა, ხევებში ნაწურს ნაწური მისდევს... მე ვივლი როგორც ძაგანი თორღვა და ჩემგან მოკლულ დავითვლი ქისტებს. ტბაში მცურავი მზე ითხოვს შველას- ისმის სიჩუმე მტკნარი და შორი... წელზედ ნარტყამი ფრანგული ელავს, ტანზედ ნაცვამი მიხდება თორი.  | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 6:53 pm | |
| აქა მშვიდობა და მადლობა უღრმესი.. | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 9:00 pm | |
| ყავა...პირმშო
ვუყურებ ორსულობისგან წამოზრდილ შენს მუცელს და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისგან ჩვენს გაბერილ თავებს...
ორი უძილობა ხარობს სიჩუმის სათბურში: ჩემი(შვეულად) ღია ფანჯარასთან სიგარეტით ხელში და შენი-(თარაზულად) დივანზე, ჭიპზე მიყურადებული ხელისგულებით, იზრდება ორივე,ღამის კლების პროპორციულად, მაგრამ ვერ მწიფდებიან აქა-იქ გამოსხმული სიზმრის კვირტები...
ყავა გვინდა...
ბრაზით პირქვედამხობილი ცარიელი ,,"Neskafe"-ს ქილა...
მერე მე აივნიდან შემომაქვს ორი კოვზი ჩამონაფხეკი სიბნელე და ჩვენ პირველებმა დავლიეთ ახალი ყავა: ,,თებერვლის ღამე".
ისევ ვუყურებ შენს მოზრდილ მუცელს და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისაგან ჩვენს გაბერილ თავებს...
სანამ წყლებს დაღვრიდე და ბავშვს გააჩენდე, მოდი,ვიკამათოთ, ცრემლები დავღვაროთ და დავბადოთ ჩვენი პირველი პირმშო: ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა! | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 9:03 pm | |
| სიზმარი მესამე
თ-ს
დედამიწამ ენასავით ამოიდგა ქარი,მერე აულოკა მთებს ნისლები... მარცხენა მხრით უშენობას გამოვედე, მოწყენილი შენი სუნთქვით ვერ ვივსები.
ხევსურეთში მზეა ბუტაფორიული, სითბოდაცლილს ცაზე ყოფნა ევალება... აღარ მსტუმრობს ფიქრში შენი ორეულიც, გულზე კანი ამცვენია ემალივით.
მორჩა!თოფი გადავტენე და ამასწრო გაბრაზებამ უნაგირზე ორი წამით, ვერ ისვენებს ხმალი წელზე მინაბაწრი და ულაყის მარდი მუხლი მოვიწონე.
ვისვრი ზუსტად,ტყვია უკვე მეხუთეა, ბანზე გდია მომაკვდავი შენი ქმარი, ცახცახებ და დაბნეული მეხუტები, სიყვარულით გული მაგრად შეგიკარი.
ტოლს არ ვუდებ მგელიკებს და აპარეკებს, თეთრი სახე ხევსურულად შემებურა... დედამიწა ისევ ქარით ლაპარაკობს, მე სიყვარულს გეფიცები ჩემებურად! | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 9:12 pm | |
| ***
მერცხალმა ეზო ასჯერ გაზომა, ერთხელ ვერ გაჭრა კუდით-მაკრატლით, ამ თვეში თავი მეც არ დავზოგე, ლექსებს ფურცლებზე ბეჭით ვაკრავდი.
ვიგონებ მაგ შენს თვალების სეტყვას, გიგონებ მწვანეთვალებდაშნიანს... სიტყვა და ვნება,ვნება და სიტყვა შენს სურათს აკრავს ცისფერ არშიად.
ორშაბათი და მზე მიილია, ბლებმა ფოთლები ჩუმად დახურეს, სულ ცოტა ხანში ღამე მილიონ ციცინათელას ააფახულებს. | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 9:25 pm | |
| დუელი
გამოგონილი მიზეზით და წინასწარ ცნობილი შედეგით. ძმაკაცს
წითელი კაბა.და ზავს მოელის მაინც მღიმარი ჩვენი ბოგინი... იქითა შაბათს გავიდუელებთ: მე-ვლადიმერი, შენ-ონეგინი.
და ბრაზს ვაერთებთ.ერთი სული მაქვს, ეგ არ დამჯერი გული დავსერო... მგონი საერთოდ გამორთული მაქვს, ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო.
წითელ კაბაზე ძველი ღალატის ანაბეჭდებით ძლიერ ვიგვემე... ვსუნთქავ ნაფაზებს ჩემი პალატის, გულზე ეჭვების დავდგი ვიგვამი.
როგორც წოდება,ბინდის ნაბადზე შიში-მამონტი ბრაზით დავკალი... მაშ გელოდები და ის შაბათი, მოდი რენკონტრით ავაკანკალოთ! | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 9:28 pm | |
| ნიკას
,,არა რა ძმაო,ჯერ ღმერთამდე გზა არის შორი"... ,,გავროშ,ეს ლექსი მე და შენ ვართ..."
ნიკა
დღეს ისევ მაგრად შეგცივდა ძმაო, მაგ სულზე მხოლოდ ძვლები გაცვია... შენ თქვი,რომ ყველა თავისას დაობს და დრო გაარჩევს ვინ რა კაცია.
აქ ძველებურად ღამეა ბნელი, შენ კი,სხვაგვარი შფოთვა გიტაცებს... ჩამომიწოდე,როგორც ძმას ხელი და ამიყვანე შენს ორბიტაზე...
თორემ სიბრაზით გული გასვრილა, მძულს ამ ცხოვრების ბილწი კაპასი... ცამ მზე მოწია ნერვებაშლილმა და დარჩა მხოლოდ ერთი ნაფაზი... | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 02, 2009 9:32 pm | |
| ***
ეზოში ბავშვი ძაღლებმა ლოკეს, მე-ბავშვის დედის დამწველი შარმი. ჩემი შარვალი სარეცხის თოკზე დაკიდებული ჩაიცვა ქარმა.
ვნება- ნასროლი ბუმერანგივით დამიბრუნდა და ვისვრი თავიდან. ქარი მეზობლის თეთრი პერანგით და ჩემი შარვლით სადღაც წავიდა.
*** ღმერთმა ქვეყანა ქარით დატუქსა, მთვარეს სხივები მოჰყვა კარებში. მაინც დაჩხვლიტა ღამე კაკტუსმა- ხათრის გარეშე. | |
|  | | Elguja Marghia

 Number of posts : 109 Location : (+995 99)18 80 93 Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ Registration date : 05.01.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu Mar 05, 2009 6:28 pm | |
| გულიანი პოეტი კაცი ხარ, ჩემო უმცროსო მეგობარო...გაიხარე და გაგვახარე შენი წარმატებებით  | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 22, 2009 1:10 am | |
| | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 22, 2009 1:12 am | |
| ,,ტერენტი,რავა ხარ ძამიკო?!"
სონეტი
ლექსებს ქალაქში სასეირნოდ წაიყვანს დილით. ესმის ქუჩიდან ვიღაც მთვრალის ლანძღვა-გინება. სანთელს აანთებს გაწვალებით და ეტკინება, კედელზე კეფით მინახალი თავისი ჩრდილი.
ასეთ სიცოცხლეს ალბათ მხოლოდ სიკვდილი შველის: შუა ოთახში ჩამომჯდარა ჯირკზე როკაპი, ირგვლივ ჭინკები წრიპინით და მოთქმით როკავენ, ვენებში შხამი დაუდის და თავში ჰყავს გველი.
ათასში ერთხელ შემოივლის პოეტი-მეფე, ხის იატაკზე დემონიურ მოაბნევს შხეფებს. პოეზია კი ფილმად გადის ფანჯრის მინაზე:
როცა ბავშვობის მოგონება ამძიმებს სევდას, როცა ბახუსი-მამლაყინწა,ეცემა ელდად, როცა ლენორას თითებიდან წვეთავს სინაზე. | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 22, 2009 1:15 am | |
| ###
მორიგი მოსაწყენი ორშაბათი პოეტისა,რომელიც დუელში მოკლეს...ძალიან ახალგაზრდა...
სევდას გულიდან ნელ-ნელა ტუმბავს, ოდნავ ცივი და მომჟავო ლუდი... ფანჯრიდან მოსჩანს დამპალი წუმპე... დღეა საშინლად ცივი და ცუდი.
ლაგამმოხსნილი,წითური ცხენი, უგემურ დროს და გემრიელ ბალახს ძოვს.ვიღაც ბავშვი ცრემლების ცვენით მიდის და მუჭში რაღაცას მალავს.
ყურს ვუგდებ დახლთან მომღერალ ბოშებს, ერთს უცნაური სახელი ჰქვია... ჯიბეში მიდევს ხუთიოდ გროში და რევოლვერის სამიოდ ტყვია.
ძველი საათი წიკწიკებს მჭახედ, ღამესთან ერთად მოწყენაც მოვა... მაღიზიანებს ბარმენის სახე და ამ ბინძური ლოთების ხროვა.
ვატყობ,რომ უკვე სიმშვიდე მშია, სითბომოდებულ ვაწვალებ ვაზნებს, საკიდზე ვკიდებ იქაურ გნიასს და მტვრიან ქურთუკს მოვიცვამ ტანზე.
ტყავის აღვირი მიჭირავს ცერით, მაძღარი ცხენი გაგიჟდეს ლამის: კბილებში ჩარჩა ბალახის ღერი და რამდენიმე წუთი და წამი. | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 22, 2009 1:17 am | |
| ბედუინი
ისე სწრაფია და ისე ანჩხლი ქარი-სამყაროს კიდემდე მივა... უდაბნო-ზღვების მახინჯი ასლი, ათი აქლემის გაზომა მწკრივმა.
შენ ზიხარ ჩუმად,დარდი და ფიქრი, შავი თვალიდან ცრემლივით გჟონავს, მე ჩემს სიცოცხლეს ცხოვრებას ვარქმევ და ვხდები მეფე,ოდესღაც მონა.
მზე ქვიშის ალზე თავისთავს ხრუკავს, გახუნებულიც გიხდება ჩადრი, შენ არ მიჯერებ,მაგრამ მე უკვე, შემოგხედავ და მეუღლეს გადრი.
თვალით შენს სახელს ამოვწვავ მერე ცაზე და მარშრუტს მოვხაზავ მთვარის... როცა ვიხსენებთ, შენ მოგგვრის ცრემლებს, მე-ღიმილს,შენი საწყალი ქმარი.
შენ ახლა ჩემი ცოლი ხარ უკვე, ვყნოსავ შენს დალალს, როგორც ხბო თივას... მზე ქვიშის ალზე თავისთავს ხრუკავს, ქარი სამყაროს კიდემდე მივა! | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 22, 2009 1:17 am | |
| ###
მე შემიძლია მიგატოვო,ისე უბრალოდ, როგორც ტალღები უსიცოცხლო ვეშაპს რიყავენ, როგორც ზამთარი ჩვენი ბაღის მოკვლას იბრალებს, ისე უბრალოდ,როგორც უწინ სხვასთან იყავი.
მე შემიძლია მიგატოვო,ისე მარტივად, როგორც ორსულ ცას წაეზრდება ღამის მუცელი, როგორც ნიავი ხეს დახუნძლულ ტოტებს ატკიებს, ისე მარტივად,როგორც შენ ხარ გამოუცდელი.
მე შემიძლია მიგატოვო ისე უეცრად, როგორც დაშუბავს ლომის ხახას მარჯვე მასაი, როგორც ორაგულს მებადური ბადეს მოაცმევს, ისე უეცრად,როგორც ნადირს ძაღლებს უსევენ.
მე შემიძლია მიგატოვო,ისე საოცრად, როგორც თებერვლის მინავლული მზე იბადება, როგორც სენაკში განდეგილი ლოცვას გამოსცრის, ისე საოცრად,როგორც გულზე ხელის დადება.
სადღაც ულაყის გულ-მკერდივით ფეთქავს დაირა, მგონი მთვრალები,ბოლო ხმაზე სადღაც ყვირიან... მე შემიძლია მიგატოვო ყველანაირად, მაგრამ არ გტოვებ და ძალიან გასაკვირია! | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 22, 2009 10:27 am | |
| მშვენიერი პოეზიაა – ძარღვიანი! | |
|  | | გიო

 Number of posts : 28 Age : 46 Location : Milky way galaxy Job/hobbies : The tramp-poet Humor : Moderate... Registration date : 23.03.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 23, 2009 6:17 am | |
| კაი კაცი ხარ შენ, ჩემო ბექა... | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 259 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Mon Mar 23, 2009 6:03 pm | |
| გავროშ.. დაბადების დღე გაქვს დღეს მგონი.. ძმა.. და გილოცავ სულით და გულით.. დალოცვილი იყავი ღმერთისგან და ყველა სიკეთითა და სიხარულით სავსე სულ.. ჩემი ძმა ხარ შენ და კარგი კაცი და კარგი პოეტი.. გაიხარე.. ძმა.. ბევრი და.. ბევრი..  ჩაგეხუტე .. როგორც ძმას.. | |
|  | | irinka

 Number of posts : 110 Age : 34 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Mar 24, 2009 2:47 am | |
| - ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
- გავროშ.. დაბადების დღე გაქვს დღეს მგონი.. ძმა.. და გილოცავ სულით და გულით.. დალოცვილი იყავი ღმერთისგან და ყველა სიკეთითა და სიხარულით სავსე სულ.. ჩემი ძმა ხარ შენ და კარგი კაცი და კარგი პოეტი.. გაიხარე.. ძმა.. ბევრი და.. ბევრი..
ჩაგეხუტე .. როგორც ძმას.. beqa  me kide arc vicodi  shemogevle shen, miyvarxar dzalian, gilocav da ravici ise iyavi rogorc shen guls gauxardeba :* ანრი ალენ-ფურნიე ,,თქვენ მშვენიერი ბრძანდებით..." კიდევ ერთი ,,მე" არი, რომ მეძახის,გალეშილს... მოდი,შემომიარე, უსტუმრებო თვალებში. მკერდი ცხელი ფურნეა, გული დაუქოლნია... მე-მუსიე ფურნიე, ეს კი დიდი მოლნია. აქვე არის სენ-რემი, ვერდენს როცა გაცდები... ვერ მოთოკავს გაფრენებს, მოსაწყენი დაცდები. მძინავს,ვისკით კი არა, მე-სიკვდილით გალეშილს... ერთხელ შემოგეარა, ჩემს ცარიელ თვალებში. miyvars es da ara marto es  ### მორიგი მოსაწყენი ორშაბათი პოეტისა,რომელიც დუელში მოკლეს...ძალიან ახალგაზრდა... სევდას გულიდან ნელ-ნელა ტუმბავს, ოდნავ ცივი და მომჟავო ლუდი... ფანჯრიდან მოსჩანს დამპალი წუმპე... დღეა საშინლად ცივი და ცუდი. ლაგამმოხსნილი,წითური ცხენი, უგემურ დროს და გემრიელ ბალახს ძოვს.ვიღაც ბავშვი ცრემლების ცვენით მიდის და მუჭში რაღაცას მალავს. ყურს ვუგდებ დახლთან მომღერალ ბოშებს, ერთს უცნაური სახელი ჰქვია... ჯიბეში მიდევს ხუთიოდ გროში და რევოლვერის სამიოდ ტყვია. ძველი საათი წიკწიკებს მჭახედ, ღამესთან ერთად მოწყენაც მოვა... მაღიზიანებს ბარმენის სახე და ამ ბინძური ლოთების ხროვა. ვატყობ,რომ უკვე სიმშვიდე მშია, სითბომოდებულ ვაწვალებ ვაზნებს, საკიდზე ვკიდებ იქაურ გნიასს და მტვრიან ქურთუკს მოვიცვამ ტანზე. ტყავის აღვირი მიჭირავს ცერით, მაძღარი ცხენი გაგიჟდეს ლამის: კბილებში ჩარჩა ბალახის ღერი და რამდენიმე წუთი და წამი. | |
|  | | არაბული

 Number of posts : 183 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ბექა ახალაია Wed Mar 25, 2009 5:17 pm | |
| ბექას გაუმარჯოს! მაგარ ადამიანს და მაგარ პოეტს......... | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 259 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Thu Mar 26, 2009 1:23 pm | |
| ###
ისევ ხასიათში ვმარგინალობ. ლექსი მონატრებით დამიობე, ჩემმა ოთახმა კი გვირგვინივით, თავზე შემოიწნა მარტოობა.
დილამ,უმზეობით გაცრეცილმა, ისევ უშენობას ამარიდა, ვნება იყურება-დაჭყეტილი, ე მაგ ძუძუების ნაპრალიდან...
ლოყა ცხელი კოცნით დაგიდაღე, თვალი მომაფეთე-გამკილავი... რა ვქნა,პოეტი ვარ,შენ კი ნაღდად, ჩემი ცოლობისთვის გაგწირავენ...
მიყვარს გავროშას ლექსები მაგრად.. | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 29, 2009 2:21 am | |
| ###
შენ გძინავს ალბათ ქალაქის სულ სხვა ბოლოში ახლა და მე კი მითებს ვიგონებ შენზე.წინ მიდევს ნუსხა, რომელიც ფხიზელ ღამეებს იტევს.
შენ გძინავს(სულ სხვა) ქალაქის(ალბათ) ბოლოში.სუსხავს ქარბუქი სახლებს წვიმაში ღამე ჩვარივით დალბა და გუდავს ხეებს-ძველებს და ახლებს.
შენ,ვიცი ახლა ქალაქის (გძინავს) ბოლოში ალბათ სიზმარსაც ხედავ, რომ უცებ შუქით აივსო ბინა, ერთხელაც უცებ რომ გახდი დედა! | |
|  | | ბექა ახალაია

 Number of posts : 29 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 29, 2009 2:24 am | |
| ###
შენ და,ნიავები,სამოცწლიან მუხებს იღლიებში შეგიბერეთ... თავზე ჭაღარად რომ გამომსვლია, ვეღარ დაგიმალე ეგ სიბერე.
შენ და...ბავშვივით რომ მარბენინე... კოცნით ტუჩები რომ შეგიხორცე... სისხლად ვენებიდან დამდენია, ვეღარ დავიოკე ეგ სიცოცხლე.
შენ და...აგერ ნაძვი,ნამეხარი, მწვანე განწყობების აზიატი... მზერა-ღიმილებად დამეღვარა, ვეღარ გამოვზოგე ხასიათი.
ლექსი მოგიგროვე მისხალ-მისხალ... არ ვცნობ წოდებებს და რეგალიებს... ვნება,თვალებით რომ გადმომისხი, შენვე ერთი-ორად შეგალიე. | |
|  | | nukri bereTeli

 Number of posts : 28 Age : 40 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Sun Mar 29, 2009 4:53 pm | |
| პირველი სეანსი
თ-ს
დაისი ზეცის მწვავე ტრავმაა, ღამე მიიკრა,როგორც სალბუნი... ქუჩას იცვამს და იხდის ტრამვაი, ავი ძაღლივით მოკლედ დაბმული.
მზეს აჯავრებდნენ,ადრე დილიდან: (ბუზმა სიმშვიდე ორად მიაპო). გახუნებული ჩემი ცილინდრი და ვარდისფერი შენი შლიაპა.
მაგ თეძოების ვხატავ კონტურებს, მაგრამ ილევა ჩვენი სეანსი და ძუძუებით სავსე კორსეტის, ვხედავ მსხვერპლი ვარ,ალბათ,მეასე.
თეთრი ზეწარი ტილოდ გაძლიე, დავხატოთ ვნებისფერი ესკიზი... რომ არ გაკოცო,არ შემიძლია და დაგპატიჟებ მერე ვისკიზე.
მწვავე დაისი ცამ მოირჩინა (მკერდს რომ მიფარავს,შენი თმებია). და ცდილობს კარგად გამოიძინოს, სანამ აისი ასტკივებია.
ჩემი ოქრო-პოეტა ძამულია! | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 259 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ბექა ახალაია Tue Mar 31, 2009 6:00 pm | |
| ნიკას ,,არა რა, ძმაო, ჯერ ღმერთამდე გზა არის შორი"...
დღეს ისევ მაგრად შეგცივდა ძმაო, მაგ სულზე მხოლოდ ძვლები გაცვია... შენ თქვი,რომ ყველა თავისას დაობს და დრო გაარჩევს ვინ რა კაცია.
აქ ძველებურად ღამეა ბნელი, შენ კი,სხვაგვარი შფოთვა გიტაცებს... ჩამომიწოდე,როგორც ძმას ხელი და ამიყვანე შენს ორბიტაზე...
თორემ სიბრაზით გული გასვრილა, მძულს ამ ცხოვრების ბილწი კაპასი... ცამ მზე მოწია ნერვებაშლილმა და დარჩა მხოლოდ ერთი ნაფაზი...
ვთქვათ აქაც.. ეს ლექსი მე და შენ ვართ გავროშ.. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ბექა ახალაია  | |
| |
|  | | | ბექა ახალაია | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|