არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მაყვალა მრევლიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6470
Registration date : 09.11.08

მაყვალა მრევლიშვილი Empty
PostSubject: მაყვალა მრევლიშვილი   მაყვალა მრევლიშვილი EmptySun Mar 01, 2009 1:48 pm

კიკლი-კიკლი

კიკლი -
კიკლი,
კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან,
მელა კბილებს ილესავს :
- სტაფილო მაქვს ჩანთითო,
აბა, ჩამობრძანდითო!
- არ ჩამოვალთ, არაო,
მელა მატყუარაო!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6470
Registration date : 09.11.08

მაყვალა მრევლიშვილი Empty
PostSubject: Re: მაყვალა მრევლიშვილი   მაყვალა მრევლიშვილი EmptySun Mar 01, 2009 1:52 pm

დილა მშვიდობისა

- ჩიტო, ჩიტო ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?
- შენ გიგალობ, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
- გაიღვიძე პატარავ,
დილა მშვიდობისა!
- პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
- შენთვის მინდა პატარავ,
აბა, დამაკვირდი!
- მეც ახლავე ავდგები,
და დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6470
Registration date : 09.11.08

მაყვალა მრევლიშვილი Empty
PostSubject: Re: მაყვალა მრევლიშვილი   მაყვალა მრევლიშვილი EmptySun Mar 01, 2009 2:06 pm

საწყალი კურდღელი


ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.
მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო,
- დაარიგეს დათუნა.
შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.
- ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
გელოდებით, უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
bao

bao

Female
Number of posts : 382
Age : 60
Registration date : 11.12.08

მაყვალა მრევლიშვილი Empty
PostSubject: Re: მაყვალა მრევლიშვილი   მაყვალა მრევლიშვილი EmptySun Mar 01, 2009 5:15 pm

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა `ლიბომ~ 27 თებერვალს აღნიშნა მაყვალა მრევლიშვილის, ცნობილი საბავშვო პოეტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის 100 წლისთავი. იუბილეს ესწრებოდნენ სხვადასხვა თაობის მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, დრამატურგები, მთარგმნელები. მათ გაიხსენეს არაჩვეულებრივი ადამიანი, შემოქმედი და მეგობარი, მაყვალა მრევლიშვილი.



ფონდმა ამ დღესთან დაკავშირებით დააარსა დღესასწაული `მრევლობა~, რომელიც ამიერიდან აღინიშნება ყოველწლიურად, 27 თებერვალს და ეძღვნება რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ცნობილი საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის 100 წლისთავს.
”მრევლობაზე” მწერლებს, მთარგმნელებს, მხატვარ-ილუსტრატორებს, გამომცემლებს, რედაქტორებს, პედაგოგებს, კომპოზიტორებს, ლიტერატურათმცოდნეებს, დრამატურგებს, რეცენზენტებს, ბიბლიოთეკარებს, ჟურნალისტებს, მსახიობებსა და რეჟისორებს საბავშვო ლიტერატურისათვის გაწეული სამსახურისა და ღვაწლის გამო ყოველწლიურად გადაეცემათ მედალი ”კიკლი-კიკლი”.
"კიკლი-კიკლის" პირველი ლაურეატების გახდნენ მწერლები მაკა მიქელაძე, თამრი ფხაკაძე, მანანა ჯოხარიძე, ვასილ გულეური, დრამატურგი მიხო მოსულიშვილი, კომპოზიტორი ნანა გველესიანი, ჟურნალისტი ეკა ტალახაძე და ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, ბოლო პერიოდში საბავშვო ლიტერატურაში აქტიური მოღვაწეობისათვის.
Back to top Go down
Guest
Guest



მაყვალა მრევლიშვილი Empty
PostSubject: Re: მაყვალა მრევლიშვილი   მაყვალა მრევლიშვილი EmptySun Mar 01, 2009 5:50 pm

დიდი მადლობა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდ ”ლიბოს”, ჩვენი ბავშვობიდან საყვარელი მწერალი მაყვალა მრევლიშვილი ასე ლამაზად რომ გაიხსენა!

დიდი მადლობა, ზემოხსენებულმა ფონდმა ამ დღესთან დაკავშირებით რომ დააარსა დღესასწაული ”მრევლობა”, რომელიც ამიერიდან აღინიშნება ყოველწლიურად, 27 თებერვალს და მიეძღვნება ხოლმე რუსთაველის პრემიის ლაურეატის, აკი ვიძახი, ჩემიც და კიდევ ბევრის უსაყვარლესი საბავშვო პოეტს, მაყვალა მრევლიშვილს.

დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ ”მრევლობაზე” მწერლებს, მთარგმნელებს, მხატვარ-ილუსტრატორებს, გამომცემლებს, რედაქტორებს, პედაგოგებს, კომპოზიტორებს, ლიტერატურათმცოდნეებს, დრამატურგებს, რეცენზენტებს, ბიბლიოთეკარებს, ჟურნალისტებს, მსახიობებსა და რეჟისორებს საბავშვო ლიტერატურისათვის გაწეული სამსახურისა და ღვაწლის გამო ყოველწლიურად გადაეცემათ მედალი ”კიკლი-კიკლი”.

ვულოცავ "კიკლი-კიკლის" პირველ ლაურეატებს:
მწერლებს მაკა მიქელაძეს და თამრი ფხაკაძეს, მანანა ჯოხარიძეს და ვასილ გულეურს,
კომპოზიტორი ნანა გველესიანს,
ჟურნალისტი ეკა ტალახაძეს,
ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილს...

დიდი მადლობა, მეც რომ გამიხსენეს...

scratch

დადის სახლში ეს ჩემი ქალბატონი ანი და ”კიკლი-კიკლის” მეძახის...

sunny

ბაო, ეს მერამდენე სახელი უნდა გამომიგონო, კაცოო? ცოდო არა ვარ, რა დაგიშავე ამისთანა? სწორედ ”კიკლი-კიკლი”-ღა მაკლდა!..

lol!
Back to top Go down
Sponsored content




მაყვალა მრევლიშვილი Empty
PostSubject: Re: მაყვალა მრევლიშვილი   მაყვალა მრევლიშვილი Empty

Back to top Go down
 
მაყვალა მრევლიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: