არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 შალვა ბაკურაძე

Go down 
+6
nuciko dekanozishvili
ნიკა ჩერქეზიშვილი
renuari
გიო
მინდია
nini
10 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
(dila)adriano

(dila)adriano


Male
Number of posts : 5
Age : 48
Location : tbilisi
Job/hobbies : fishing
Humor : inglish
Registration date : 08.01.11

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyThu Jan 27, 2011 8:59 pm

შალვა ბაკურაძე - Page 2 Shako-11

შალვა ბაკურაძე

ძლისპირი

ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობ,
ჩვილის ღიმილზე ნათელია და
დედის ხელებზე თბილი.
სიზმარმოკლული ტკბილი ძილია,
ბალახმოვლილს რომ მისდევს ლიანდაგს,
ბალახმოვლილი ძილია, ტკბილი ძილი.

ზღვის ლურჯი ცაა, ადრე დანახულ
სუყველა ცაზე შორეული და
სუყველა ცაზე სუფთა.
მას დაინახავ მხოლოდ გულიდან,
თუკი იქნები დახუჭული და
თუკი შეიკრავ სუნთქვას, წუთით სუნთქვას.

მე მეპურე ვარ, ჩემი სახელი
თბილი ცომივით იკრობს მეპურის
ფქვილისფერ ბედს და იღბალს,
რომ გლახის მიერ ერთხელ გახელილ
პირი მზითა მაქვს ამოვსებული
და სიტყვებს ჰქვიათ: მიყვარს, მიყვარს, მიყვარს.


მე მეთევზე ვარ, ჩემი ღიმილი
ოქროსთევზივით ლაღად ნებივრობს
შენი თვალების ფსკერზე.
რომ შენი გული ვიცი ზეპირად
და თითქოს მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ
ვერ ვძლებ უშენოდ, უშენოდ ვერ ვძლებ, ვერ ვძლებ.

აღარც კი მახსოვს, როდის დავტოვე
დაუვიწყარი ჩემი სამშობლო,
ჩემი ღრუბლები, ზეცა.
შენთან დავსახლდი, ცოტაც მადროვე,
გადამავიწყებ, მწამს სიმარტოვეს,
თბილი სიტყვებით დამილბობ ტანქვეშ ზეწარს.

შენი ცოლი ვარ ქმრისმორჩილი და
უფლისმორჩილი შენი ქმარი ვარ,
ქმარი ვარ, შენი, ქმარი.
ვიცი, ვერ ხვდები ახლა ძირითადს,
რადგან მიყურებ მხოლოდ ძილიდან,
ამბობ: ქარია გარეთ, ჩქარი, ქარი.

მე ისევ ვწვები შენს სიახლოვეს
და შენი სუნთქვა ჩემსას ენდობა,
ბნელ თმებს სახეზე მაშლის.
შენი სიცოცხლის ნიშნებს ვაგროვებ,
რადგან მიყვარხარ და უშენობა
რაში მჭირდება, რაში, მითხარ რაში.

@
Back to top Go down
(dila)adriano

(dila)adriano


Male
Number of posts : 5
Age : 48
Location : tbilisi
Job/hobbies : fishing
Humor : inglish
Registration date : 08.01.11

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyThu Jan 27, 2011 9:01 pm

Шалва Бакурадзе

Уолт Уитмен против Джорджа Буша

Этим утром, этим хмурым мартовским утром,
Пока Земля еще не перестала дышать,
Пока травы еще не утратили способность под ветром шелестеть,
Пока рыбы еще не исчезли в морях и реках,
Пока льды еще не успели растаять на полюсах,
Пока радость еще не отступилась, тенью следуя за каждым из нас,
Я взываю к вам, люди,
Этим пасмурным мартовским утром взываю я к вам,
Кто на этой Земле укоренился глубже древес первородных,
Кто для этой Земли поважнее, чем дождь и снег, чем Солнце и звезды,
Кто из этой Земли прорастает, подобно траве, кто питается этой Землей и в свой срок возвращается в эту Землю,
Люди, я к вам взываю,
Кто на Дальнем Востоке выходит в открытое море на рыболовецких судах, снастями груженных;
Кто на китайских полях, орошаемых желтой водой, растит рис, принося домой
еженощно на волглых подошвах землю, желтую землю, которой являетесь вы;
Кто в австралийских обитает градах и весях, зная твердо, что блаженная эта земля — ваша;
Кто на дорогах индийских в рубище сидит с рукой протянутой или с цветочными гирляндами торопится в храм, где ждут улыбчивые и молчаливые боги;
Кто в российских бескрайних просторах прозябает, налившись водкой, прозрачной как ваши души;
Кто в Сахаре с оазиса на оазис переносит соль и пшеницу, чья кожа черней той земли, из которой вы произникли, вы, рожденные этой землей и ею наученные терпению;
Кто у подножья египетских пирамид сеет и строит, воспринимая как обыденную данность обступающие вокруг окаменевшие тысячелетия;
Кто в Греции, в Италии, в Испании, во Франции ощупью ищет счастье внутри городских лабиринтов;
Кто в Украине, в Белоруссии, в Грузии учится свободе, ибо ваша она от рождения и нельзя о ней вам забывать;
Кто на Крайнем Севере выносит лютые морозы и любовью постель по ночам
согревает, в чьих жилах кровь течет горячее лавы;
Кто по улицам Нью-Йорка вышагивает и взглядом пытается отыскать привычные небоскребы, сровнявшиеся с землей, — жизни цена вам известна не понаслышке;
Кто в джунглях Амазонки, Конго и Новой Гвинеи пребывает и радуется, глядя
на далекие звезды;
Кто под небом Багдада и Тегерана затравленно ждет с минуты на минуту огненного града; —
К вам я взываю,
Этим мартовским пасмурным утром я к вам взываю, люди,
Кто мною здесь не упомянут, кто мне неведом, кто столь отдален в пространстве,
Что слово мое до вас не дойдет и через многие годы,
Но все же к вам я взываю,
Во имя любви и всего сущего,
Ибо сегодня некому, кроме вас, выступить против смерти,
Ибо сегодня некому, кроме вас, кричать, вопить, орать в защиту жизни,
В защиту нашей всеобщей святыни,
В защиту
Жизни.



Виноградник

Никогда не стриги мою книгу, в ней ни одно
Слово не будет лозой без тебя. Это вино
Долго искал, подбирая землю, солнце, дожди,
Каждую строчку с любовью к тебе прививая.
Мой виноградник цветет, склон оплетая волной,
Трепетных листьев живые страницы срываю
Бережно и прижимаю к груди.

Вот оно, сердце мое, чувствуешь? — не для чужих.
Не для далеких. Никто, кроме тебя, в нем не жил —
Строк черенки приживутся, надеюсь я слепо.
До ноября в ожиданье вина молодого
Бродит по дому запах, будто старик, и кружит
Голову виноградное слово,
И распрямляет побеги упругие в небо.

Эти слова как трава только с первого взгляда,
А заглядишься под ноги — прозрачна рассада,
Чувственны корни лозы, огнеупорна их плоть.
Царственна жизнь на корнях. Властная гроздь налита.
Стоит отведать хоть раз драгоценного яда,
Слова распробовать вкус: все остальное — вода
Пресная. Будь ты не царь, а Господь —
Ты бы не смог позабыть это вино никогда.

Перевод Ирины Ермаковой


@

Перевод Максима Амелина
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyTue Mar 28, 2017 12:39 pm

შალვა ბაკურაძე

დიდი ბებოს ბლუზი



შალვა ბაკურაძე/დიდი ბებოს ბლუზი
Feb 17, 2015

შალვა ბაკურაძე ხელოვნების ფესტივალზე ვენტილაცია. ქუთაისი, 2015


ბმული:
* https://youtu.be/wZ5JbWpk7W8

Arrow


Last edited by Admin on Fri Jun 25, 2021 11:46 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyTue Mar 28, 2017 10:32 pm

შალვა ბაკურაძე

წერილი ნინოს

მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით და
გამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს.
უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა,
მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.
ეს გზაც შენამდე, სადაც ამდენ დაუვიწყარ სახეს ვხედავ და
ამდენ სიხარულს ვიმახსოვრებ შენთვის მოსართმევს,
სადაც მოსმენილ ყველა ლექსის ყველა სიტყვაში შენთან ერთად ვარ,
ღიმილთან ერთად ნაოჭებში რომ გამოვზარდე.
ნუ მელოდები, მაინც მოვალ, ცხრა მთას იქეთ რომ წახვიდე და
ცხრა ღმერთის უკან დამემალო - ვერ გამექცევი.
მოვდივარ, ვტოვებ ღიმილის კვალს ქალაქებთან, ზღვებთან, ხიდებთან,
შენთან ყოფნა მაქვს სიცოცხლისგან ნაანდერძევი.
მოვდივარ, შენთან წოლა მინდა, სიზმრად გნახე მილიარდჯერ და
ვიცი, რომ აწი მხოლოდ ცხადში დამესიზმრები,
რადგან სურვილით ამ სხეულის თითეული კუნთი გაჯერდა,
გავათბე შენთვის ლოგინები და ბალიშები.
მოვხვიე ხელი ყველა ღრუბელს, ყველა ვარსკვლავს, ყველა მზესა და
მზეზე მცხუნვარე ადამიანს, რომ სიმარტოვეს
არ წავექციე, წავართვი ცას ფრინველი და თევზი შესართავს
და რიყეებზე ერთი მშრალი ქვაც არ დავტოვე.
მოვთხარე გული ფესვიანად, ძველი მიწა ჩამოვფერთხე და
გადმოვრგი პეშვით კიდევუფროშენსკენმიწაში,
დავწვი ყველა ცა, ყველა დილა, ყველა ფონი რაც მაფერხებდა,
დავემშვიდობე მშობელს, და-ძმას, ძმაკაცს, ბიძაშვილს.
მოვხვეტე ტყეში ყველა სოკო, ავკრიფე ცრემლი საფლავებზე და
სულმოუთქმელად ამოვაშრე ღმერთი ლოცვანში.
მე კარგადა ვარ, ამ სამ სიტყვას უთვალავი ღმერთი ეძებდა,
სამ მთავარ სიტყვას ჩვენს გარშემო წყვდიადს რომ წაშლის.
ვეკითხებოდი მის შესახებ ბალახს, მწერებს, ცაში ჩიტებს და
ვეძებდი დიდხანს ქუჩებსა და ვიწრო სანგრებში
და ახლა მივხვდი, რომ ის იყო ერთადერთი, რაც მარიდებდა
სუნმოკლულ დღეებს სიკვდილზე და ჩემზე დაგეშილს.
მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით და
გამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს.
უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა
მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyTue Mar 28, 2017 10:33 pm

შალვა ბაკურაძე

მუდამ რომ მახსოვდე

შენ ახლა მამის ოთახში ხარ და აკვირდები,
როგორ დაბრუნდნენ მერცხლები და ჩვენი ფანჯარა
როგორ მოირთო იასამნის თბილი კვირტებით,
როგორ აუშვა მარტმა გული და ააჩქარა.
თუმცა შენ უფრო დაეჭვების მოგწონს პროცესი,
როცა სიხარულს კითხვებს უსვამ, მაგრამ კარებთან
ხედავ აგდია ჭადრის ბეწვი და სიცოცხლეში
მისხალი ეჭვი ვერ შეგაქვს და არც გეპარება.
ათვალიერებ მამის ოთახს ყველა კუთხიდან,
ოთახს, რომელიც უთვალავჯერ სიზმრად გინახავს,
ოთახს, რომელმაც იატაკის აბლაბუდის და
კედლების გარდა ვერაფერი შემოგინახა.
გარეთ კი, თითქოს არც შეცვლილა ისევ სინესტით
დამთბარი მიწა. მსხლის ტოტებში წყვილი ბეღურა.
ძველებური ხმით გალობს შაშვი მანდარინებში,
მაგრამ სუყველა, უცნაურად დაბერებულა.
ფანჯრიდან მერცხლებს აკვირდები, თითქოს მერცხლებმაც
გსურს, რომ იფრინონ შენი ფრთები, შენი ფიქრები,
რომლებსაც საგზლად გაიყოლებ, როცა ერთხელაც
მერცხლებთან ერთად თბილ ქვეყნებში გადაფრინდები.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyTue Mar 28, 2017 10:35 pm

შალვა ბაკურაძე

საიდანაც უნდა დავიწყოთ

არასდროს გასხლა ჩემი წიგნი, მასში ვერცერთი
სიტყვა ვერ ლერწობს შენს გარეშე, დიდხანს ვეძებდი
შესაფერ მიწას, შესაფერ მზეს, შესაფერ წვიმას
ლექსნერგები რომ გადმომერგო შენში გულიდან
და ახლა უკვე, როცა ჰყვავის ბაღის მეცხრედი,
ვხევ ცოცხალ ფურცლებს, უანგარო სიყვარულით და
ღრმა მოწიწებით კვლავ გულთან მიმაქვს.
აი, ეს არის ჩემი გული, სხვისთვის შორია,
შენს გარდა მასში არც არავის არ უცხოვრია
და თავმდაბალი იმედი მაქვს იქ ცხოვრობ ახლაც,
გიორგობისთვეს ველოდები, როცა მაჭარის
სუნი მარანში მოხუცივით იწყებს ბორიალს,
სიყვარულის და შიშის ნაჯვარი
სიტყვები როცა წამოწევენ თავს ცისკენ, მაღლა.
სიტყვები, თითქოს ბალახია, ერთი შეხედვით,
მაგრამ კარგად თუ დააკვირდი, მათი ფეხები
ვაზის ფესვივით ცეცხლგამძლეა და უფრო მეტიც
მე მათზე ვსახლობ, მათზე მძინავს, მათზე დავდივარ
და ამ ვენახში ერთხელ მაინც თუკი შეხვედი
და სიტყვის სუნი შეიგრძენი, გეტყვი ნამდვილად:
მეფე კი არა, რომ იყო ღმერთი,
ამ სილამაზეს ვერ დათმობდი ალბათ ადვილად.

Arrow


Last edited by Admin on Fri Jun 25, 2021 11:05 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyFri Jul 07, 2017 2:25 pm

შალვა ბაკურაძე

<უძლეველითა ძა..>

დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.
ვეღარც ბალახი გაიხარებს, ვეღარ იწვიმებს
წვიმა, მდინარე აორთქლდება, ქარი ხსოვნიდან
ამოიშლება. გამიქრება ის რაც მყოფნიდა
სიყვარულისთვის, წაერთმევა მიწას სიმძიმე.
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება
ჩაქრება ღამე, დაღამდება ძილი, აქა იქ
ნასიზმრალივით მიმოფანტულ ფრაზებს, საუბრებს
წამი გააქრობს - ესე იტყვის: “აჰა, მოფრინდა
სიცარიელე, ღრუბლისხელა ანგელოზივით.
ის გადაუფრენს
ქალაქს
და ქუჩებს აღარყოფნის ეჭვით მოსილავს”
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.
დაჭკნება სიტყვა - ფიქრს შეიშრობს - სასულემდეც კი
ვერ ამოაღწევს და ტუჩებზე ლოცვის ნარჩენებს
აღარვინ მოწმენდს, შორ ზვირთცემას არ გაუთენებს.
ზღვას გვალვიანი ცა შეიწოვს, ცა თვალუწვდენელ
ხნულს ემსგავსება და ვარსკვლავებს აღმოაცენებს.
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyFri Jun 25, 2021 11:04 am

შალვა ბაკურაძე - Page 2 Shako-12

შალვა ბაკურაძე

მე, ბაბუ, სხვა დანარჩენი და ბადრი მეხუზლა
(რომანის ფრაგმენტი)

1

ომში მხოლოდ სიკვდილები არაა, გაცილებით მეტია გადარჩენები.
მხოლოდ ცრემლები არაა, სიცილიც მაგდენივეა. ან უფრო მეტიც.
ვინც გადარჩა, მან ეს კარგად იცის.
მე ერთხელ ჯარისკაცი ვიყავი ომში.
1992 წლის რომელიღაც აგვისტოს სოხუმში თბილისის სამთავრობო ჯარი შემოვიდა, ერთ თვეში ნახევარი ქალაქი გაიკრიფა, ყველა დაწესებულება გაჩერდა, დაიწყო უმისამართო მაროდიორობა, უბნის ქუჩები გაივსო უსამსახურო მამიკოებით და ბაბუებით, პირველ ეტაპზე მათ დაიწყეს სადღეღამისო მორიგეობა ნარდის დაფებთან, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს ჯოკერისა და კინგის თამაშიც შესძლებია. ვიღაცამ გეკოს თოფი მოიტანა, ვიღაცამ მორჩენილი ღვინო და ჭაჭა გამოიტანა. ჩემი ხნის ბიჭებმა ჯერ პურის ქარხანას შემოარტყეს ალყა, შემდეგ ღვინის ქარხანა აიღეს შტურმით. დედიკოები ამ დროს ეზოებში ისხდნენ, მსხალს ჭამდნენ და წყევლიდნენ მტერს და დამაქცევარს. მამიკოებმა და ბაბუებმა ბოცებით და კანისტრებით აავსეს ღვინის ქარხნისკენ დაქოქილი მანქანები. საღამოს მთელი ქალაქი რამდენიმე დღით დათვრა. ერთმა ლოთმა ოცნება აისრულა, აბაზანა კონიაკით აავსო, ჩაწვა და დაიხრჩო თავი. მერე ასეთი სიკვდილი კარგ ტონად ჩაითვალა და რამდენიმემ იგივე გაიმეორა. ჩვენ კი რახან ალკოჰოლმა ვერ მოგვკლა, გადავწყვიტეთ, ბედი სხვა ფრონტზე გვეცადა. პირდაპირი გაგებით.

ერთხელაც უსაქმურობისა და ლოთობისგან დაღლილებმა კიდევ ერთხელ დავლიეთ და ომში წასვლა გადავწყვიტეთ. შეგვპირდნენ, ხელფასი გექნებათო, იარაღიცო, ვიღაცამ ქალებიც ახსენა. ხოდა ტურბაზის ტანკსაწინააღმდეგო ასეულში ჩავეწერეთ. გაირკვა, რომ ძალიან გაგვიმართლა. ასეულში მოხვედრა სოხუმელი მამიკოებისათვის სამსახურში მოწყობასთან იყო გათანაბრებუილი და ჩაწყობა სჭირდებოდა. ეტყობა, ბაბუსაც ჩვენსავით ვიღაცამ ჩაუწყო, თორემ ეგეთი არსება ომში რატომ უნდა წაიყვანო?

ასეულში, ასე თუ ისე, ყველას ვიცნობდით. თუ არ ვიცნობდით, ქუჩაში მაინც გვყავდა ნანახი. ბაბუს კი არავინ იცნობდა. არც მეთაური და არც კადრების გამგე. სახელი ბაბუც იმიტომ დავარქვით, რომ საერთოდ ხმას არ იღებდა და ერთადერთი, რაც მის შესახებ დავადგინეთ, იყო... თუმცა მანამდე კალაშნიკოვის ავტომატები დაგვირიგეს, რაღაც საბუთებს ხელი მოვაწერეთ და დილამდე სახლებში გაგვიშვეს გამოსაძინებლად.

დილის 7 საათზე შტაბის ავტობუსმა სახლებში მოგვაკითხა. ადრე გაღვიძებას გადაჩვეულებმა ნახევრადდახუჭული თვალებით ძლივს ჩავიცვით მშობლების გამზადებული თბილი ტანსამცმელი. ბიძაჩემის ნაჩუქარი ტყავის ჩექმა ამოვიცვი და ერთ საათში უკვე ვიყავი „ნა სამი სამი ფრონტ“. მთას, რომლის წვერზეც რამდენიმე ნახევრადგათხრილი სანგარი და ორიოდე მიტოვებული ქოხმახი დაგვხვდა, „ცუგუროვკა“ ერქვა. ეს ადგილი ქალაქიდან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა თითოეული ჩვენგანი აქ პირველად მოხვდა. თოვლი ალაგ-ალაგ იდო, მიწა კი ისეთი ატალახებული იყო, რამდენჯერმე ავსრიალდი და კინაღამ კისერი მოვიტეხე, რაზეც ძალიან ბევრი დამცინეს. მთელი დღე ჭიანჭველებივით ვფუთფუთებდით, მახუტისა და კიაზოს (მეთაურების) მითითებით შევაგროვეთ შეშა, სანგრები გავაღრმავეთ და შევამოწმეთ ავტომატები. ბაბუს ავტომატი მანამდე არასდროს ენახა. მასზე თითის შეხებისაც ეშინოდა, ამიტომაც ავტომატი სახლში დატოვა და ნაცვლად ნაჯახი, წერაქვი და ნიჩაბი წამოიღო. ჩეხა შეშა და თხარა მიწა. საღამოსკენ დაიღალა და საჭმელი და კარავში ღუმელთან გათბობა მოითხოვა. მაშინ კიაზომ უთხრა ბაბუს: მა ვამიჩქუ შენ როგორი ბაევიკი ხარ, მაგრამ ნამდვილი მუჟიკი რომ ხარ, უკვე მჯერაო და გაიცინა.
შევიდა ბაბუ კარავში, ჭამა, ორი ჭიქა არაყი დალია და მივხვდით, რომ უკეთესი შანსი არ მოგვეცემოდა. კიაზომ ჰკითხა, სადაური კაცი ხარო. წალენჯიხელიო – უპასუხა ბაბუმ მეგრულად. მერეო? მერე და ისა, რომ ბავშვობიდან მწყემსი ვიყავი და მთელი ცხოვრება მთაში მაქვს გატარებულიო. ხოდა, ახლა კოლმეურნეობის თხები სხვამ იყიდა და სოხუმში მომიწია ოჯახით ჩამოსვლაო, ნათესავთან ვცხოვრობ ცოლით და ოთხი შვილით. ომი რომ დაიწყო, ნათესავმა მითხრა, ომში თუ წახვალ, ფულს მოგცემენ, ფულს სახლში მოიტან, სხვა რაღაცებიც შეგხვდება, იმასაც სახლში მოიტან და ოჯახიც არ დაგეხოცება შიმშილითო.
ცალკე თემაა, როგორ გამოიყურებოდა ბაბუ, თუმცა ჩვენი სოხუმური მეგრულითაც მივხვდით, რომ ეს კაცი ვერც მეგრულად საუბრობდა გამართულად, ერთმანეთს გადავხედეთ, გაგვეცინა, კიაზომ კი უთხრა: ხვალ დილისთვის თუ რამე ოჭკომალი დარჩება, სახლში წაუღეო ბავშვებს.

გარეთ ციოდა, უკუნეთ ტალახში დგომა და გაურკვეველი მტრის ლოდინი ნებისმიერს ადვილად გვღლიდა, შიში და სიცივე მაიძულებდა, გოგოებზე მეფიქრა, ამოვიჩემე ერთი გოგო, რომელიც მეგობრის ქორწილში ვნახე, გამახსენდა, რომ ძალიან ლამაზი იყო, გავიხსენე, როგორ მიარხევდა თეძოებს, მხრებს და გრძელ ცხვირს, მერე გონებაც გამინათდა და მივხვდი, რომ ეს გოგო მიყვარდა. გულაკანკალებულმა წარმოვიდგინე მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის წამები. დარწმუნებული ვიყავი, რომ მიცნობდა, მერე ალბათ ცოლადაც მოვიყვანდი და თუ ცოლად მოვიყვანდი, ეს ნიშნავდა, რომ არამარტო ვაკოცებდი, არამედ მისი მხრები, თეძოები და ძუძუებიც ჩემი გახდებოდა. ღმერთო ჩემო, მადლობა, რომ ამ ჭეშმარიტების მისახვედრად აქ, ამ სიმაღლეზე, ამ კუნაპეტში, ტალახში, სიცივეში ამომიყვანე, სხვაგან სად უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერ ამას? აღარ მციოდა, მაგრამ ტყიანი სიბნელიდან უეცრად ფეხის ხმა მომესმა, გავიტრუნე, ჩემგან ათ მეტრში მახუტი იდგა და ჩუმად გამომძახა, ვიღაც მოდისო. ეჰეეეეე, ახლა კი დამერხა-მეთქი, ვიფიქრე, საერთოდ არაფერი ჩანდა. საკუთარ ხელებს და ავტომატს ძლივს ვხედავდი. აქ კი ვიღაც მოდის და აშკარად გვიახლოვდება, წესით უკვე 5 მეტრში უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვხედავ. ცოტა ხანში მესმის მისი სუნთქვის ხმა, სუნთქავს ძაან სწრაფად, სიცხიანივით, მახუტსაც ესმის ეს სუნთქვა და გაბმულად ესვრის. ტურა წკმუტუნით მეჯახება ჩექმებზე და გარბის, უფრო შორს გარეული ცხენები ჭიხვინებენ. ეჰ, სიყვარულო, შენ ხომ მარადიული ხარ, შენ ხომ შიში ვერაფერს გაკლებს, შენ ხომ უშიშარი ხარ შეყვარებულო შაკო. მე შაკო მქვია, მახუტი მამაჩემის მეგობარი და ჩემი აღმზრდელია, ომშიც მან წამიყვანა, თუმცა ახლა ძალიან ნანობდა, ამ დღეში რომ ჩამაგდო, აკანკალებული კარავში შემიყვანა, ბიჭებს უთხრა, ამას ტურა დაესხა თავსო და ყველა სიცილით გაიგუდა ბაბუს გარდა - ტურამ ღამით იცის მოპარვა და მაგიტომ ბავშობიდან ხეზე მძინავსო.
– ხის ტახტს გულისხმობთ თუ მართლა ხეზე გძინავთ-მეთქი – ვკითხე აკანკალებული ღიმილით. სულ ხეზე მეძინაო, – ასე მიპასუხა. ამაზეც ყველამ ერთად ბევრი იცინა. მერეო? – ჰკითხა კიაზომ. ერთი გოგო ჰყავდა ვიღაც მწყემსს, კარგი გოგოო, ღამით ხეზე ავიყვანე, ჩურზე ვაკოცე და მოვტყანიო.
ამაზე ხომ ყველა დავიხოცეთ, და მერე მიამატა, „ხო, ხო, ხეზე მოვტყანიო“ და ჩვენც მოგვეტყნა სიცილისგან გულ-ფილტვი. ჩემი სანგარში დაბრუნების დრო იყო. ავიღე ჩემი ავტომატი, ვდგავარ შუაგულ ღამეში და ვფიქრობ: შეყვარებულისთვის დიდი მადლობა ღმერთო! რომ გადავრჩი, დიდი მადლობა, მაგრამ ხეზე ტყნაური მაინც სხვაა, ახლა მხოლოდ მაგაზე ფიქრი თუ გამათბობს.



2

მახუტი ძალიან შეწუხებული იყო ბავშვების ბედით, თან სიცივიან-ტალახიანი ომის პერსპექტივა საერთოდ არ ხიბლავდა – იტყოდა, ამისთვის წამოვედით, ბლიად, ომშიო? ამიტომაც იჩალიჩა, იჩალიჩა და ჩვენი ასეული ცენტრალური სამხედრო შტაბის დაცვად გადააკეთეს. აქ შეგვეძლო, მშვიდად გაგვეგრძელებინა მეომრის გმირული ცხოვრება სამჯერადი კვებით და ამდენჯერადივე ჭაჭის სმით. ბაბუ კმაყოფილი იყო, იარაღი სადღაც სხვაგან ეგდო, თავად კი ხან ევკალიპტის ქვასავით მაგარ შეშას გვიჩეხავდა, ხან დროებით ქოხებს გვირემონტებდა, ხან ლიმონს და მანდარინს კრეფდა ოჯახისთვის. „მუ ჯგირ დიშკა რე თე ეკვალიტიშ დიშკა“- იმეორებდა ლოცვასავით, თუმცა ომი იყო და ხიფათს არ ეძინა. ბაბუს სამორიგეო პოსტი შტაბთან ყველაზე ახლოს, გზის პირას, დიდი ევკალიპტის ძირში იყო. იქ მან სატყეო დროებითი არქიტექტურის შედევრი ააშენა, ორსართულიანი, თხმელისა და ევკალიპტის ტოტებით გადახურული ოდა. პირველ სართულზე ღუმელი და სამზარეულო ჰქონდა, მეორეზე საძინებელი, რადგან იქ უფრო თბილოდა, ფანჯრიდან კი ევკალიპტის ხეზე გადამყვანი კიბე. ბევრჯერ შეჩერებულან ბაბუს კოშკთან გენერლები: კამკამიძე, დათუაშვილი, ქვარაია და გიორგი ყარყარაშვილი. ეს უკანასკნელი ბაბუს სამზარეულოდან გამოსულმა მთვრალმა გივი მოისწრაფიშვილმა ტყვედ აიყვანა. გიას ეს სასაცილოდაც არ იყო, მაგრამ მოისწრაფიშვილისა და ბაბუს ქოხის ამბავი მთელ ფრონტს მოედო, გაპიარდა და უკვე ბაბუსთან სამზარეულოში შეხვდებოდით შავნაბადასა და თეთრი არწივის პოლკოვნიკებს, თავად მახუტისა და სხვათა ლოთთა მრავალთა, თუმცა იმ წელს 28 დეკემბერს რომ დაიწყო ბარდნა, ახალ წლამდე არ გადაუფიქრებია. ამხელა თოვლი სოხუმში მოხუცებსაც არ ახსოვდათ, დაიწყეს მსხვრევა თოვლშეუჩვეველმა ევკალიპტებმა, დაიმსხვრა ბაბუს პრეისტორიული ევკალიპტი და უზარმაზარი თოვლიანი ტოტები თავზე დაეყარა ბაბუს ნაგებობას. ყველა მისკენ გავიქეცით, გენერალი დათუაშვილიც მოვიდა და ხედავს, ბაბუს საამაყო კოშკის ადგილზე თოვლის ყორღანი დგას. გაისმა კიაზოს ფრთოსანი შეძახილი“ „სორე ბაბუ?“ და პასუხმაც არ დააყოვნა: „თილიშა“. სამაშველო ოპერაციამ 15 წუთამდე გასტანა. ბაბუ თოვლიდან გამოთხარეს და შეშინებულს და გაყინულს პაატა დათუაშვილი მიუახლოვდა, დახედა და თქვა: არაუშავს, გადარჩებაო. ბაბუ მაშინვე წამოხტა და უპატაკა: „ტავარიშ ღერენალ, ეტატ ეკვალიტ ტაკ უპალ, ჩუტ გოლავუ ნე სლამალ“.

ახალი წელი ახლოვდებოდა და ქართული არტილერია მოწინააღმდეგისთვის საახალწლო საჩუქრების მობილიზებითა და შეგროვებით იყო დაკავებული და როგორც აღმოჩნდა, მოწინააღმდეგეც. ჩამოკრა თუ არა თორმეტმა, ორლულიანი თოფებისა და მაშხალების ნაცვლად სოხუმის თავზე ჰაუბიცებმა და გრადებმა იქუხეს. ვიღაცამ მიაძახა კიდეც „ს ნოვიმ გოდამ“. რამდენიმე წამში სოხუმის დაბომბვაც დაიწყო და უკვე აღარავის გვახსოვდა არც ბაბუს ქოხი და არც ის, რომ მთელი 20 ლიტრი ჭაჭა იყო დამარხული თოვლის ქვეშ.



3

ბატალიონში გატარებულმა სამმა თვემ ოდნავადაც ვერ შეარყია ბაბუს მშვიდობისმოყვარე სულისკვეთება, თუმცა ცვლილებები მაინც იყო. ჯერ ერთი, თოვლიანი ევკალიპტის ნანგრევებში მოყოლის შემდეგ ბაბუს სახელი გადაერქვა და ეწოდა მას „ეკვალიტი“, რაც ეკვალიტის ენაზე ევკალიპტს ნიშნავდა. მეორე კიდევ ის მოხდა, რომ ეკვალიტი დაუმეგობრდა ბადრი მეხუზლას. ბადრი მაღალი, თეთრი, სანდომიანი მამაკაცი იყო, ცნობილი მეცნიერ-მუშაკი, მრავალი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი, დოცენტი. ბადრი ერთადერთი იყო ასეულში, ვინც ეკვალიტის სალაპარაკო ენის სინტაქსსა და ლექსიკის წარმომავლობას იკვლევდა. საქმე მეტი არც არაფერი გვქონდა, ბრძოლები არ იყო (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იქ არავის მივყავდით). იყო ცოტა არაყი, მოსაწევი, კოცონი, გასათევი ღამე, ბაბუ, იგივე ეკვალიტი და ბადრი, იგივე პროფესორი მეხუზლა. ერთხელ სავსემთვარობისას მე და ბადრის ერთი სოხუმელი ბიზნესმენი ბიძა შემოგვაკვდა, კინაღამ. შტაბის გარშემო ვპატრულირებდით, შავი ვოლგა არ დაგვემორჩილა და ბადრიმ ეგრევე მიაყარა აკაემის ტყვიები. ის კაცი კი გადარჩა და ბევრი ბოდიშებიც გვიხადა, მაგრამ ბადრი იმ ინციდენტის მერე ძალიან შემოწყრა თავის ავტომატს. მხოლოდ მხარზე თუ გადაიკიდებდა. ამის გამომგონებელს მოუტყან დედის ტრაკიო – იტყოდა და ბაბუზე გვანიშნებდა. „აი, კაციო“, ჩაიცინებდა და ჩაიბუტბუტებდა „Ecce Homo“. ეკვალიტი პირიქით, გაუთამამდა ავტომატს და როდესაც რამე დავალებაზე აგზავნიდნენ (ძირითადად შეშის მოსაგროვებლად), იარაღს მხარზე გადაიკიდებდა ხოლმე - რა იცი, რაში გამოადგებოდა. კონდახით კაკლის მტვრევა შეიძლებოდა, ლულით ეკალ-ბარდის აშორება. ტყვიებს კი ავტომატში არასდროს დებდა, მისთვისაც ეგრე იყო უკეთესი და ყველასთვისაც. ერთხელ კი ბაბუს იარაღმა პირდაპირი გაგებით შეასრულა თავისი საბრძოლო დანიშნულება. ეს მოხდა თებერვალში, ტამიშთან. იქ გაურკვეველი წარმომავლობის პარტიზანული ჯგუფები გააქტიურდნენ და ჩვენი ასეულიც ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად მოხვდა ფრონტის ხაზზე, თუმცა ხაზი ამას ნაკლებად ერქვა, ეს იყო მიტოვებული და ბრძოლებისგან კარგა მინგრეულ-მონგრეული სოფელი. სარდაფები უკვე გადაჭმული იყო, მჟავე კიტრი იქით იყოს და პამიდვრის მწნილიც ვერსად ვიპოვეთ. არც მოწინააღმდეგე ჩანდა, სოფლის მომიჯნავე ტყიდან, სადაც ჩვენი გენერლების ვარაუდით პარტიზანები იყვნენ გამაგრებულნი, ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ვერც შეტევაზე ვბედავდით გადასვლას. ვაითუ, რამე ხაფანგი აქვთ დაგებული. თან მახუტი ამტკიცებდა, ტყისპირა მინდორი დანაღმულიაო. ასე გათენდა პირველი დილა, მერე დაღამდა და ისევ ასე გათენდა და აპოლონმა გაბედა და თქვა – მშიაო. ამაზე ერთხმად ბევრი ვიცინეთ, აპოლონსაც გაეცინა და საკუთხარი პოზიცია არგუმენტებით გაამყარა. „თქვენ რა იცით, მე ორი დღის წინ სამი დღის მშიერი ვიყავიო“. ისეთი სიცილი ავტეხეთ, მეთაური შემოვარდა ოთახში – რა გაცინებთ, ფრონტზე ხართ თუ კინოშო. ჩვენც მოვუყევით, თუ რა მიზეზის გამო შიოდა აპოლონს და მანაც ჩვენზე მეტი იცინა. არ ეცინებოდა მხოლოდ ბაბუს, მასაც ძალიან შიოდა და შიმშილის დასამარცხებლად დიდ, მზაკვრულ გეგმას ადგენდა. ეკვალიტმა დილიდანვე შეამჩნია, რომ ტყისპირას, დანაღმულ მინდორზე ბალახობდა ძროხა. ძროხა კიაზომაც დაინახა და გასცა ბრძანება: „პა კაროვე ნე სტრელიატ, ბლიად“. და ეს ბრძანება ბაბუსთვის იყო ნიშანი, რომ უნდა გადასულიყო აქტიურ ქმედებაზე. ტყვიაგამოცლილი ავტომატი მხარზე გადაიკიდა და მანდარინებში ვითომ მოსაფსმელად გავიდა. იქიდან მეზობელ ეზოში გადაძვრა და მერე ხოხვა-ხოხვით მიუახლოვდა დანაღმულ მინდორში მობალახე ძროხას. სოხუმში ცხოვრების 6 თვის თავზე ბაბუს რამდენიმე ჭეშმარიტებაზე აეხილა თვალი, ერთ-ერთი იყო ის, რომ აქაურ ცხოველებს საერთოდ არ ესმოდათ მეგრული, და ამიტომ ეკვალიტმა ძროხას რუსულად მიმართა: „ეი, ტი, კაროვ, დაიოშ მალაკო, ნე სტრელიატ კაროვ, ია ქაცარი ზნაიუ, იდი სიუდა.“ ან ძროხა იყო გაუნათლებელი, ან ბაბუს შელოცვა ძნელი გასაშიფრი, ან ცხოველებს ჰქონდათ ადამიანის ნდობა დაკარგული. ყოველ შემთხვევაში, ძროხამ ბაბუს ყური არ უგდო და ძოვა განაგრძო. მაშინ ბაბუმ იმარჯვა ავტომატი, მივარდა პირუტყვთან, რემენი რქიან თავზე გადააცვა და ექაჩება: „იდი სიუდა, გავარიატ“, ხოდა, ძალიან რომ მოქაჩა, ძროხა დაფრთხა, გაიქნია თავი, წაართვა ბაბუს ავტომატი და ეგრე იარაღასხმული გაიქცა პარტიზანების პოზიციებისაკენ. ეკვალიტმა კარგად იცოდა, ავტომატის დაკარგვას ასეულის მეთაურები არ აპატიებდნენ, გარიცხავდნენ, ვეღარ მიიღებდა კუთვნილ ხელფასს, ვეღარ მიიტანდა ოჯახში ათასგვარ შემორჩენილ სასუსნავს, მოკლედ, მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ბეწვზე ეკიდა, გაუქრა ყველა შიში და ოჩოკოჩის ხმით უღრიალა ძროხას: „ეეი, სტოი, სტოი.“ ხმამ ჩვენამდეც მოაღწია, ვხედავთ ბაბუს ხელები მაღლა აქვს აღმართული და გარბის მოწინააღმდეგისკენ. ჯარისკაცებმა ჩათვალეს, შეტევაზე გადასვლის ბრძანებააო მოსული. ბაბუმ მთელი დანაღმული მინდორი გაირბინა და ფაქტიურად უკვე მტრის ზურგშია, წინ ავტომატიანი ძროხა გარბის, ბაბუ ყვირილით უკან მისდევს, ბაბუს კი მთელი ბატალიონი მისდევს სროლით, ყიჟინით. ეს იყო ჩვენი ასეულის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. მართალია, ტყეში ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვების სულისჩამდგმელი ძროხა ასიოდ მეტრში იდგა, ბაბუ ისევ რაღაცებს ეჩურჩულებოდა, ოღონდ ამჯერად მეგრულად, მერე მიუახლოვდა, ავტომატი რქებიდან გამოაცალა და როცა ჩვენთან დაბრუნდა, ასე გვითხრა: “პა კაროვე ნე სტრელიატ, ჩვენიანია, მეგრული იცის.”



4

ბადრი მეხუზლა დანარჩენებისგან კიდევ იმით განსხვავდებოდა, რომ ლიტერატურული ქართულით შეეძლო საუბარი. შეეძლო და საუბრობდა მანდარინისა და ფორთოხლის წვენების ახალ, ეკოლოგიურად სუფთა დამზადების ტექნოლოგიებზე, ან ზეთისხილის როლზე ანტიკურ სამყაროში, ან მუხისა და ცაცხვის კულტის შესახებ კოლხეთში. ბაბუ თვალისდაუხამხამებლად ისმენდა ყველაფერს. ყველამ ვიცოდით, რომ ვერაფერს იგებდა, მაგრამ ბაბუ ბედნიერი იყო. ერთხელ ბადრიმ ბლოკნოტი გახსნა და ფურცელზე დაკრული რომელიღაც წიგნიდან ამოხეული გვერდი გვაჩვენა - სულ წაბილწეს იქაურობა, იძულებული ვარ წიგნები მოვიპარო, ან უბრალოდ ასე ფურცლები ამოვხიო და გადავარჩინოო. საქმე ეხებოდა „კომპოზიტორთა სახლის“ (რომელშიც განთავსებული იყო სამხედრო შტაბი) ბიბლიოთეკას. გამომდინარე იქიდან, რომ იქ ქაღალდი მოიპოვებოდა, ჯარისკაცებმა ბიბლიოთეკა აპოკალიფსურ ტუალეტად აქციეს. ფანჯრები ჩამტვრეული იყო, ციოდა და წიგნებით გამოტენილ დარბაზში ადამიანური განავლის მწარე, არცთუ გულისამრევი სუნი ტრიალებდა. საათობით დაეხეტებოდა ბადრი თაროდან თარომდე სასურველი წიგნის ძიებაში. ჯარისკაცების მიერ ბოსლად გადაქცეულ ბიბლიოთეკაში ყოველ საღამოს მთელი ზურგჩანთა წიგნები ამოჰქონდა. მერე ვიჯექით კოცონთან და ვუსმენდით ბადრის მე და ბაბუ.

- აი ნახეთ რა წერია, არადა შეიძლებოდა ეს ვიღაცას ძღნერიან ტრაკში გამოესვა:

„ადამიანისთვის არყოფნა უფრო ახლოა, ვიდრე ყოფნა, რადგან ის არყოფნიდანაა მოსული და ფიქრიც, რაც მას მისი აზრით განარჩევს სხვა არსებებისგან, არყოფნისაგან ისწავლა და არყოფნის შესახებაა. ადამიანი იმდენადაა არყოფნისაგან მონუსხული, რომ ღმერთსაც არყოფნაში ყოფნა დაარქვა. მისი სხეულიც არყოფნისგანაა აშენებული, მისი იმედიც არყოფნაში დაბრუნებაა. შენ მეტყვი, ლუციუს, რომ ჩვენ ყველას სიკვდილის გვეშინია და არც ვიცი რა გიპასუხო, მაგრამ მიხვდები, რომ მართალი ვარ, როცა ჩვენს ყოფნას გაიხსენებ, ადამიანების ყოფნას და მათ შორის მე და შენს ყოფნას. ყველაფერი მთავრდება ლუციუს, ალბათ იმიტომ, რომ გვინდა, დასრულდეს. ომი ხომ მაშინ იწყება და მთავრდება, როდესაც პირველ ადამიანს მოკლავ ან მოგკლავენ. მთავრდება იმიტომ, რომ მალე გვინდა დამთავრდეს. განა შენ არ იცი, რომ ყველაზე მეტად ომის დასრულებას მეომარი ელის? დიახ, მეც ვკითხავდი საკუთარ თავს: „გამარჯვება?“ გწერ, რომ არ გამაჩნია ამ კითხვაზე პასუხი, რადგან გამარჯვება უკვე პასუხია და როგორც ეპიკურე წერდა, „ყველა პასუხი დასმულ კითხვას მოითხოვს“. გწერ, ჩემო ლუციუს, რომ ამ კითხვას „არაფერი“ ჰქვია. ცხოვრების უდიდეს მიზანში, გამარჯვებაშიც კი ჩვენი მუდმივი სწრაფვაა არყოფნისაკენ, ან როგორ შეიძლება გიყვარდეს ყოფნა, როდესაც მას ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ვაყენებთ. ვინც ამბობს, სიკვდილის არ მეშინიაო, გულისხმობს, რომ არყოფნა უფრო იზიდავს, ვიდრე ყოფნა. ვიხსენებ შენს წერილს, სადაც მწერ, რომ შიში სიყვარულისგან დაცლილი ადამიანების მოგონილიაო და აქ გიპასუხებ, შიში სიყვარულს შეიქმს, სიყვარული კი ისეთივე კითხვადასასმელი პასუხია, როგორც გამარჯვება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი „არყოფნიდან“ შემორჩენილი სიტყვა, რომლის მნიშვნელობაცაა „ნდობა“, მის გარეშე არც არყოფნა არსებობს და არც სიყვარული, თუნდაც ჩემი და შენი სიყვარული“.

ბაბუ კოცონში ნაკვერჩხალს უჩხიკინებდა და ეშმაკურად იღიმოდა.

ეჰ, შენ რა გიჭირს გურამ - გადახედა ბადრიმ ბაბუს, ბაბუმ კიდევ უფრო ეშმაკურად ჩაიღიმა და უპასუხა:
ჰო.
ა, ხომ გითხარი შაკო, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ბაბუს ხომ ხედავ, ეგაა კაცი.
ბადრი, ვისი წერილი იყო ეს? - ვიკითხე და ჭაჭა ჩამოვასხი. ბადრიმ არაყი ეგრევე გადაკრა, ჭაღარა კეფა მოიფხანა და უხერხული გაუბედავობით თქვა: ჩემი აზრით მარკუს ავრელიუსი უნდა იყოსო. და რა გამოდის-მეთქი? - გამოდის ის, რომ არანაირი განსხვავება არაა მათ შორის, ვინც ამბობს სიკვდილის არ მეშინიაო და ვინც ამბობს მეშინიაო, ერთი სიყვარულია ორივე, მე ეგრე გავიგე, სულ იბრძოდა ის დალოცვილი და მგონი მართლა მაგის დაწერილი უნდა იყოსო. მე ვიკითხე: ბადრი, მაშინ ის როგორ გამოდის, რომ ომში მნიშვნელობა არა აქვს, შენ მოკლავ თუ შენ მოგკლავენ-მეთქი? რა ვიციო, გაიცინა, ოდესმე თუ მოვხვდებით ომში, გავიგებთო.
ბაბუ ნაკვერჩალს უჩხიკინებდა და მთელი თავისი გაუპარსავი სახით იღიმოდა. ერთ კბილი ვერცხლისფერი ქონდა, დანარჩენი ჩვეულებრივი.

- ღმერთზე ფიქრი კარგია - ღიმილითვე თქვა.

- აი, ხომ ხედავ შაკო, ხომ გაიგე, ღმერთი უამრავი ღმერთისაგან შედგება, და შემადგენელი ღმერთები თავად შედგებიან ღმერთებისგან და ასე უსასრულოდ, ორივე მიმართულებით. ადამიანების ღმერთიც ღმერთია, ისეთივე ღმერთი, როგორც სხვა დანარჩენი, ან სხვა არცერთი. „არცერთში“ კატეგორიულობა არ იგულისხმება. თუ უსასრულობას ეხები, „არცერთი“ მისი დამახასიათებელი სახელია. უსასრულობა არის ის, რასაც ქვია „არცერთი“, თუმცა მასში ერთი მთავარი ღმერთი იგულისხმება. ეს ყველაფერი სიცოცხლეში ხდება და ამიტომაც სიცოცხლეს, ყოფნასაც ჰყავს თავისი ღმერთი და მას ჰქვია „რწყევა“. რწყევის ღმერთობა უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა ცოცხალ არსებებში, თევზები რომ თევზებია, ისინიც არწყევენ და მოლეკულურ დონეზე რწყევა მართლაც ღმერთივით ყოველწამიერი მოვლენაა. არსი საკუთარი თავიდან განაგდებს ანტიარსს, თითქოს გონებიდან ზედმეტი აზრები გამოგერეკოს, როგორც სხეულში მოხვედრილი ზედმეტი სხეული (ვიტყვი, რომ არყოფნიდან გამოდევნილი ზედმეტი სხეული) განდევნოს, გამორიყოს სხეულიდან, სიცოცხლის სხეულიდან. აი, რაღაც მსგავსი რამ არის რწყევა.

თუმცა როგორც ყველა ღმერთს, რწყევასაც აქვს თავისი იერარქიები. აი, ხომ გახსოვთ, დათო ხიდაშელმა არყის ნაცვლად სკიპიდარი რომ დალია და ეგრევე არწყია, ეგ იყო რწყევის ყველაზე დაბალი კატეგორია. აი, გუშინ კიაზომ არაყს და ღვინოს მანდარინი, ბენოს ძღნერი და მოისწრაფიშვილის ტვინის ტყვნა რომ აურია ერთმანეთში და დილის 5 საათზე არწყევდა, ეგ რწყევის სხვა კატეგორიაა. ტრაკიდან რწყევას კუჭის აშლა ეწოდება და ისიც ადამიანის ყოფნის დასაცავადაა, რწყევისა და კუჭის აშლის ღმერთები მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან გვდევენ, გვიცავენ, წარმოიდგინე შაკო, რომ ხვალ ბრძოლაში მოგიწიოს გასვლა და შუბლში ბომბის ნამსხვრევი შეგერჭოს...

ამ დროს მე გავაჩერე ბადრი და ვთხოვე, ეგეთ რამეებზე აღარ ესაუბრა, მაგრამ ბადრი მთვრალი იყო და გააგრძელა: აი, ხომ არწყევს შენი შუბლი, აი, ხომ არწყევს შენი შუბლიო. რწყევა ზოგჯერ წლობით არ წყდება. აი, მამაჩემს ომის დროს მოხვედრილი ნამსხვრევი შარშან ამოუვარდა ზურგიდან, ორმოცდახუთი წელი არწყევდა მამაჩემის სხეული და ბოლოს ამოარწყია ეს ჯოჯოხეთის ნამსხვრევი. კი მოკვდა მერე მალევე, მაგრამ სანამ არწყევდა სხეული, სიცოცხლე სიცოცხლობდა, მორჩა რწყევა - მორჩა სიცოცხლე. იძახოდა, ოპერაციის წინ და ოპერაციამდეც იყოსო, ნუ ამომაძრობთო, არადა უკვე ამოვარდილი პეტლივით ეკიდა ზურგზე. ამ ვითომ ომსაც მალე არწყევს ჩვენი სიცოცხლე. ნახავ, აგერ მე და აგერ შენი შუბლიო.
Arrow


Last edited by Admin on Fri Jun 25, 2021 1:29 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyFri Jun 25, 2021 11:14 am

შალვა ბაკურაძე

***
ვიცი შემოდგომა თითქმის ბრუნდება
და ოთახები კიდევ უფრო მმალავენ
მთელი შემოდგომა თითქმის ბრუნდება
და აღარსაით გახედვა არ მსურს

ქუჩის ხმაურიდან გზა რომ არ მესმოდეს
ჭერს სამოცვატიანი მზე რომ არ ენთოს
ეს მექანიკური გზა რომ არ მესმოდეს
ვეღარცერთ ღიმილზე გაგცემდი პასუხს

თუკი სიყვარული მართლა ეს არი
ნიშნავს ასეთი უნდა ყოფილიყო
შენი სიყვარული მართლა ეს არი
და არავისთან აღარ მაქვს კითხვა

ერთად ჩამოვჯდეთ და რამეს ვუყუროთ
თან აღარსაით გახედვა არ მსურს
ტახტზე დავჯდეთ და ერთმანეთს ვუყუროთ
და ვიჯდეთ ასე დიდხანს

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptyFri Jun 25, 2021 11:43 am


შალვა ბაკურაძე - „საღვთომან ნისლმან“
•June 25, 2021

„საღვთომან ნისლმან“
© შალვა ბაკურაძე
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***

შალვა ბაკურაძე

„საღვთომან ნისლმან“

გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი,
გზამ აზიაროს მოკლულები,
გზამ ამიხილოს გული
ამ სიმღერაში, რომლისთვისაც
სამ უკანასკნელ შუაღამეს
გარს უშედეგოდ ვუვლი.

ზღვამ გამიმხილოს მარილი და
ამ მიწიანი ლაყუჩებით
კვლავ ამამღეროს შენთვის,
რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,
სხვა არაფერი მეტი.

აქ ყველაფერი შენითაა,
აქ ყველა ძილი შენთვის მღვიძავს
და უფრო ვხვდები, მენდე
თუ ეს სიტყვები დღევანდლამდე
უ ერთმანეთოდ, როგორ ძლებდნენ,
რას ელოდნენ და ძლებდნენ.

ძლებს ჩემი ხსოვნაც ომგამოვლილ
ძვლებ გადამტვრეულ მეგობრებად,
წლებ გადახოტრილ ბავშვად,
რომ ჩემი ლოცვა სიყვარული
მათ დაუვიწყარ სახეებად
ამ სიმღერაში ჩავსვა.

ვსვა შენი წყალი სერობებზე,
ვსვა შენი ღვინო ონკანიდან,
სხვას ვეღარავის ვანდო,
ეს ეჭვით სავსე გულისჯიბე,
მტვრით გაჟღენთილი პერანგი და
მზით გაცრეცილი მანტო.

რომ ყველაფერი დაგავიწყო,
რომ ყველაფერი მაპატიო,
რომ შეჩურთული სადმე,
ბნელ კარადაში მიპოვნო და
ფრთა სახელოში გამიყარო,
ტანთ ჩამიცვა და გავთბე.

***
Scotch Mist By God
The verse by Shalva Bakuradze (in Georgian)
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021

ბმული:
* https://youtu.be/aaEmaVOOcVo

შალვა ბაკურაძე - Page 2 Shako-13

შალვა ბაკურაძე - Page 2 514

შალვა ბაკურაძე - Page 2 Shako-14

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7095
Registration date : 09.11.08

შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 EmptySat Dec 04, 2021 9:17 am


შალვა ბაკურაძე "სიმღერა"
Dec 3, 2021

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.

ბმული:
* https://youtu.be/7dY33mcKWeo

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: შალვა ბაკურაძე   შალვა ბაკურაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
შალვა ბაკურაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2
 Similar topics
-
» შალვა ამირეჯიბი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: