| | გიო საჯაია | |
| |
Author | Message |
---|
Christopher Moderator


 Number of posts : 101 Age : 32 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: გიო საჯაია Fri Mar 08, 2019 8:28 am | |
| გიო საჯაია მარტივი მოტივიმირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას - დაე, ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ. ყველაზე მარტივი მოტივი მარტია, თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე. და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის გარდაუვალობით გაწამებს ანანკე. და არის აპრილი, უდავოდ, რეზონი და მერე მაისი და მერე... მანამ კი: ოთახში სიბნელე. სიბნელის ოთახში - საგანთა ქაოსი. ქაოტურ საგნებში - ყოვლად უსარგებლო ნივთების ზარდახშა. ნაცნობი ანფასი, დაორთქლილ სარკეში. კედელზე ნახატი - მილანი, ლა სკალა. ფანჯრებზე არეკლვა გერბერთა პროფილის. და ღამის ზეწოლა - ცხრა გიგაპასკალი. და მთვარე - სიგიჟის პერპეტუუმ მობილე. უძილო თვალებში სამყაროს სიმრუდე. და ერთფეროვანი დღეების რიგები ქრებიან ერთბაშად, ასტრალურ ბერმუდში. და ისევ თავიდან და ისევ იგივე... და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის გარდაუვალობით გაწამებს ანანკე. და არის აპრილი, უდავოდ, რეზონი და მერე მაისი და მერე... მანამ კი, მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას - დაე, ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ. ყველაზე მარტივი მოტივი მარტია, თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.  | |
|  | | Christopher Moderator


 Number of posts : 101 Age : 32 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: გიო საჯაია Fri Mar 15, 2019 12:44 pm | |
| გიო საჯაია დილის ექსპრომტისავსე ხარ ჩემით. ვერ ივარგა ბედის მეთუნემ - მყიფეა ჩვენი სიყვარული, ოფლით და მტვერით მოზელილი და მოზომილი დროში. თუთუნი ხრჩოლავს ოთახში და თვალებით სიჩუმეს ვზვერავთ. წევს შენი ძაღლი ჩემს ფეხებთან, ვით ანუბისი. ეს განთიადიც გულს გარეა, ლექსიც - ყასიდი. სავსე ვარ შენით. მეშინია, ერთ არცთუ ისე მშვენიერ დღეს არ გადმოხვიდე გულის თასიდან.  | |
|  | | Christopher Moderator


 Number of posts : 101 Age : 32 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: გიო საჯაია Sat Apr 06, 2019 1:06 pm | |
| ადამიანის დაკარგვასა და შენარჩუნებაზე ასე საინტერესოდ ჯერ არავის დაუწერია გიო საჯაია -- 14:38 22.02.2016 ,,შენ ადამიანის შენარჩუნება თქვი, თორემ ადამიანის დაკარგვას არაფერი უნდა. მიჩვევაა ყველაფერი – გტკივა, ძალიან გტკივა, ასე, ორი–სამი კვირა, შესაძლოა – ორი–სამი თვე, თუნდაც – რამდენიმე წელი (გააჩნია, როგორ გიყვარს) და მერე ეჩვევი. ჯერ ვიზუალურად შლის დრო, მას, შენი მეხსიერებიდან, მერე ყველაფერი დანარჩენი გავიწყდება, თანმიმდევრულად: მისი ხმა, მისი სურნელი... ბოლოს ისე ხდება, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ საერთოდ დაგავიწყდა, თითქოს არც არასდროს არსებულა შენს ცხოვრებაში. სულერთი ხდება, რაღაცნაირად. და ამის გაფიქრება არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ცხოვრება მის გარეშე გრძელდება. სრულიად სხვა საქმეა შენარჩუნება – საოცარი ნიჭი უნდა და რკინის ნებისყოფა. ალბათ ვინმე სისუსტეშიც კი ჩამოგართმევთ ძვირფასი ადამიანის შენარჩუნებისთვის ბრძოლას, მაგრამ რეალურად, სწორედ ამ ბრძოლაში იჩენს თავს მთელი ადამიანური სიძლიერე. ნუ იქნებით სუსტები, ნუ დაკარგავთ, იმ იმედით, რომ ერთს მეორეთი ჩაანაცვლებთ, რადგან შეძენით, შესაძლოა, ათიც კი შეიძინოთ, ერთის მაგიერ, მაგრამ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისებურად და თავისი ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში და თუ ეს ადგილი გამოთავისუფლდა, ის მხოლოდ მზარდ სიცარიელეს შეუძლია, დაიკაოს, რომელიც დაკარგვიდან დაკარგვამდე ისე გაიზრდება, რომ ერთხელაც, თქვენც გშთანთქავთ, როგორც დამკარგავს, როგორც დაკარგულს.'' * https://droni.ge/?m=5&AID=24902  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გიო საჯაია Fri Jun 21, 2019 12:32 pm | |
| გიო საჯაია ამას წინათ, ძველ, სამუშაო-სავარჯიშო ფაილებს ვათვალიერებდი. ერთი ლექსი შემხვდა, რომელიც არ მახსოვდა. გუშინდელი ამბების მერე, არ შემიძლია, არ დავდო, ზედგამოჭრილია დღევანდელ ქართულ რეალობაზე. აღარაფრის იმედი მაქვს იმ ქვეყანაში, სადაც რუსი დეპუტატის გამო, ხელისუფლების უუნარობის და უტიფრობის გამო, ოპოზიციის უსირცხვილობის და უსინდისობის გამო და ა. შ. და მისთ., ჩვენ ერათმანეთს ვხოცავთ. სხვას ვერაფერს და არაფერს ვიტყვი.
21.06. 2019სიკვდილი საქართველოში ის ბოლოს მოკვდა, როგორც ველოდით - ერთხელაც, შეუძლოდ გახდა რა, ის მოკვდა კბილებჩაცვენილი, მელოტი, წელში მოხრილი და გამხდარი. ვერ ვიტყვი, ხანში იყო-მეთქი, პირიქით - მინდორში ქარს დაღლიდა. ის ჩვენ გვიყურებდა გაგებით, ჩვენ, მას - მაღლიდან. ის ბოლო წავიდა, როგორც წესი, ჩვენ მასზე გაცილებით ადრე წავედით. მან მშვიდად მოიჭამა ყოფის ფესვი, ჩვენ მოვკვდით წამებით. ის ფრთებმა წაიღეს ზეცისაკენ, ჩვენ, სამარემდე ფეხით მივედით. ჩვენ გვერქვა: გიორგი, დავითი, არისტაფან... მას ერქვა იმედი.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: გიო საჯაია  | |
| |
|  | | | გიო საჯაია | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|