არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ქართული ხალხური პოეზია

Go down 
4 posters
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Jun 04, 2016 10:13 am

ღრუბელო, მიდეგ და მოდეგ

ღრუბელო, მიდეგ და მოდეგ,
პირს ნუ დამალავ მზისასა,
ცოლს ნურას შაეხუმრები
თავს უკეთესის ყმისასა,
თორ გზაში შამოგეყრების
სულს შამოგაბნევს მგლისასა,
გასწავლის ომის გახდასა,
ამომღერებას ხმლისასა,
არგონებულჩი გიჩვენებს
ფხას თეთრის ფრანგულისასა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Jun 04, 2016 10:15 am

ახლები ომში

ჯარში წახვიდით, ახლებო,
რომნის ხმალ უფრო ჭრისაო!?
ომში ჩავიდეს ახლები,
წკეპა ამადის ხმლისაო.
ლემადეს ამამდინარსა
კვნესა ამახყვა მტრისაო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Jun 04, 2016 10:20 am

წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Jun 04, 2016 10:27 am

ჯავრიანი გული

გულო ჯავრისგან მოკლულო
რა დაგაყარო წამალი?
არც მოგიდგება ექიმი
არც მოგეტევე სამარი.
ეს ჩემი გული ორია,
ერთში სწვიმს, ერთში დარია;
ავტირდე, შავყრი ღრუბლებსა,
რომ გავიცინო, დარია;
ეს ერთი გული მეტყოდა:
მოკვდი, რათა ხარ მთელია!
მეორეც ამას ამბობდა:
იყავ, აჯავრე მტერია!
ეს ჩემი გული რასა ჰგავს?
ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა,
პირ შეკრულ, დამძიმებულსა,
საწვიმრად გამზადებულსა,
ქალს ჰგავს ქმარ-ყოფამოშლილსა,
მამისას დაბრუნებულსა;
ხმალსა ჰგავს პატრონ მომკვდარსა,
პირჟანგიანსა ოხერსა;
ცხენსა ჰგავს პატრონ-მომკვდარსა,
სადავე ჩემოშვებულსა;
წისქვილს ჰგავს მიშლილ-მოშლილსა
სათავე გადაგდებულსა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyWed Jul 06, 2016 8:31 am

შირაქის ველზე მივდივარ
(ფშაური სატრფიალო)

შირაქის ველზე მივდივარ,
უკუღმ მაბრუნებს ქარიო,
სულთა პეპელა* შამამხვდა,
წითლით ჭრელნი ჰქონ მხარნიო,
ნადობის კაბას ვაფერე,
ღმერთო, დამწერე ჯვარიო!
საფშაოდ გამაემართა,
გამუაყოლენ თვალნიო.
ავდეგ და მენაც წამოვედ,
ლურჯაი მყვანდა ჩქარიო,
ნადობის სახლთან ჩამოვხე,
კართაკე დამრჩა თვალიო;
ნადედობ გამამეგება,
ნამტირალევი არიო,
მოიდა კითხვა დამიწყო:
„როგორ გავიდა ცხვარიო?“
„ცხვარი კი კარგა გავიდა,
ჩემ ნადობ როგორ არიო?“
„შენ ნადობ როგორ იქნება,
ორის კვირეის მკვდარიო~?!
ჩამამეხოცნეს ხელ-მუხლნი
შუბლზე დამასხა ნამიო:
„ეგემც არ გეთქვა, დედაო,
თავს დამქცევიყვნენ ცანიო,
ისივ ის გეთქვა - გათხოვდა,
წავიდა, ქმართან არიო,
ერთხელ ხომ მაინც ნახავდა
დაწუხებული თვალიო...“
წამოვედ გაჯავრებული,
ცრემლით დავრეცხენ გზანიო,
გულზედამც დამცა ხანჯარი,
ტყვიას დაეფქვა ძვალიო,
ანამც დამლევდა არაგვი,
ადევებული წყალიო,
ან ზოვიმც ჩამამიტანდა
როცა ჩამოვლენ მთანიო;
ან კლდეზემც გადამაგდებდა
ლურჯაის ფეხის ქარიო;
ფეხქვეშამც ჩამეშლებოდენ
საფშავლონ, ვიწრონ გზანიო...

---

* როგორც იქურებს მიაჩნიათ, გარდაცვლილი ადამიანის სული საიქიოდან პეპლის სახით მოდის ხოლმე და „სულთა პეპელას" ეძძახიან.

study


Last edited by Admin on Tue Jun 28, 2022 11:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Nov 19, 2016 8:28 pm

ხალხური

ფშაური ბერაკან

ზოგს ეკრა თავზე ირმის რქა,
ზოგს - თხის, თხისავე წვერია.
ზოგსა აქვს სახე ტურისა,
ხელში ხის ხმალი სჭერია.
სხვას ხუცესივით ჩაუცვამს,
ხელთ კვერთხი დაუბჯენია.
უკრავენ სტვირსა, ტლინკავენ,
გადარეული ერია.
ჭკვიანნი მხოლოდ ამითა:
უნდა მიართო ძღვენია -
ერბო, ან კვერცხი, ან ფქვილი,
ღვინით ხელადა, სველია.
ბერიკას ჰბაძავს ბებერი:
„კარგათ მოითბეს ხელია,
კეციდან სამიწეებმა
ქადა დამტყუეს, ცხელია,
ეგება ჩემი ცოდვითა
ამოეხრიკათ ყელია!

წყარო - ვაჟა-ფშაველა, თხზ., ტ. 1, თბ., 1961. გვერდი 348.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyMon Jan 02, 2017 2:48 pm

ბედ-ბედობა დღესაო

ბედ-ბედობა დღესაო,
დაგაბედებ მზესაო,
ყოვლად მაღლით მხედსაო,
გინათებდეს ჭერსაო.

---
მთქმელი: მაშუკა ჟამიაშვილი.
ჩაწერილია: სოფელ ჩარგალში, 1970-იან წლებში.
ჩამწერი: ლიგური მოსულიშვილი - https://ka.wikipedia.org/wiki/ლიგური_მოსულიშვილი

შენიშვნა
ძალიან უყვარდა ბიძაჩემს ეს ლექსი, რომელიც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჩაუწერია, სტუმრად ჩამოსული უცხოელი ფიზიკოსები ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში რომ დაჰყავდა ხოლმე. ეს ლექსი ბევრჯერ ხმამაღლა წაუკითხავს ჩემთვის და გაკვირვებაც გამოუთქვამს, რომ ტრადიციულად რვა კი არა, შვიდმაცვლიანია და თან იმაზეც ეცინებოდა, იმ ფშაურად ენაალესილ ქალს ირონიაც რომ ჩაუქსოვია ამ ლექსში, რადგან გამოთქმა „გინათებდეს ჭერსაო“ -- სახლის ჭერადაც და ადამიანის ჭერადაც, ანუ თავადაც შეიძლება გავიგოთ...
მე ჩარგალში ხშირად ვარ ხოლმე და რომ გავიკითხე, ვერავინ მითხრა, თუ ვინ იყო ეს მაშუკა ჟამიაშვილი...

მიხო მოსულიშვილი
2017 წლის 2 იანვარი.

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Liguri_Mosulishvili-2009

ლიგური მოსულიშვილის წიგნიდან: „ეპიზოდები ფიზიკოსების ცხოვრებიდან“, თავი „მარინა ფრონტასიევა“:

„აქ მახსენდება ამ ოცდაათი წლის წინანდელი (1979 წლის) ერთი ეპიზოდი, რომლის მომსწრე და მონაწილეც თავად ვიყავი.
იყო ადრე გაზაფხული და ჩემთან სტუმრად იმყოფებოდნენ მოსკოველი კოლეგები.
მე მოვისურვე მათთვის მეჩვენებინა ფშავის არაგვის ხეობა და დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.
მთის გზა ბევრ ადგილას იკვეთებოდა მწვერვალებიდან მოჩუხჩუხე ხევისწყლებით და თავიდან ჩემი „ჟიგული“ შეუფერხებლად გადიოდა ასეთი მდინარეების ნაკადში.
ჩარგალთან მიახლოების კვალობაზე, არაგვი ხდებოდა უფრო ჩქარი და წყალუხვი. ერთ-ერთი ასეთი ფონის გადალახვის დროს შუა მდინარეში ჩამიქრა მოტორი და ჩემი ძვირფასი სტუმარი, იური იაკოვლევი იძულებული გახდა, მომხმარებოდა მანქანის ხელით გადაადგილებაში და ამ დროს სათვალე აბობოქრებულ არაგვში ჩაუვარდა.
გავიდა საკმაოდ დიდი დრო და იური იაკოვლევს ისევ დასჭირდა სათვალე წიგნის თუ გაზეთის წასაკითხავად. აი, მაშინღა გაახსენდა, რომ სათვალე მდინარეში ჩაუვარდა და დაიწყო მისი წყალში ძებნა. ცხადია, მისი სათვალე უკვე არაგვის აზვირთებულ ტალღებში „მოგზაურობდა“...
ეს ეპიზოდი მოვუყევი კონფერენციის მონაწილეებს, როგორც ნიმუში ოპტიმიზმის იაკოვლევისეული გაგებისა. ამის შემდეგ დამკვიდრდა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის სპეციალისტთა შორის ოპტიმიზმის იური იაკოვლევისეული განსაზღვრის ცნება!..“

ბმული:
* http://ligurimosulishvili.blogspot.com/2010/08/8.html

study


Last edited by Admin on Thu May 10, 2018 11:59 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyWed May 31, 2017 10:49 am

ხალხური

ფშაველი ქალის ნათქვამი

ქალი ვარ ვიწროს ხევისა,
შენგნივ არ დავიწურები,
ზოვი ვარ მაღლის ფერდოსი,
შენგნივ არ დავიბრუნები,
ქალი ვარ კაის მამისი,
შენგნივ არ დავიწუნები....
ვერც დედ-მამითა მჯობიხარ,
ვერც გვარით გამესწორები,
ცალად შენ, ცალად ოქროსა -
ცალად მე აგეწონებით!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyWed May 31, 2017 10:52 am

ხალხური

ყორანსაც წაუღიაო

სიზმარში ქალას ყორანი
სიყვარულს ეფიცებოდა,
თვალთა კარკლავდა, სისხლიანთ, -
კლანჭით უბეში სწვდებოდა...
ღაწვანთებული ქალაი,
ვნებით მიწაზე წვებოდა...
ჰაი, ისმინე, ქალაო, -
ჩრდილში ვერ გასძლებს იაო;
თვალები გამაახილენ,
მკერდი გვიჩვენე ღიაო...
ვაჟკაცის მაუხმარები
ყორანსაც წაუღიაო!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySun Jul 30, 2017 10:33 pm

ხალხური

შემომეყარა ყივჩაღი

შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა,
- ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
„ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა!“
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
- ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა,
- არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით - ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyThu Feb 15, 2018 10:38 pm

ხალხური

***
მე ჯავახეთს რა მიშავდა,
მთვარე მადგა მზესავითა.
კალმახი და ქერის პური
წინ მეყარა ბზესავითა.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Feb 16, 2019 3:54 pm

ჟორა კოჭლაშვილი

სიკვდილისთვის დანაბარები

რად მეტევები, სიკვდილო,
ყურს რისთვი უგდებ ქალებსა?
ჩემზე ყროლ რამდენი არი,
რას დასდევ ჩემისთანებსა?
ფხიზელას ჩვენ ვერ მოგვხელავ,
ფეხებს ვერ მოგვჭამ მთვრალებსა...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySun Oct 13, 2019 3:32 pm

თავფარავნელი ჭაბუკი

თავფარავნელი ჭაბუკი
ასფარას ქალსა ჰყვარობდა,
ზღვა ჰქონდა წინად სავალი,
გასვლას შიგ არა ზარობდა.
ქალი ანთებდა სანთელსა,
სანთელი კელაპტარობდა,
ერთი ავსული ბებერი
ვაჟისთვის ავსა ლამობდა,
სარკმელზე ანთებულ სანთელს
აქრობდა, აბეზარობდა,
თან ამას ეუბნებოდა;
– წინადაც ეგა გყვარობდა!
ვაჟი მიანგრევს ტალღებსა,
გულ-მკერდი არა ჩქამობდა.
ცალ ხელით დოლაბი მიაქვს,
ცალ ხელით ნიავქარობდა,
ზღვის გაღმა ერთი სანთელი
გამოღმა კელაპტარობდა.
ღამე ჩამოდგა წყვდიადი,
უკუნს რამესა ჰგვანობდა,
ტალღა ტალღაზე ნაცემი
ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა.
დაჰკარგა ფონი, შეშჭირდა,
მორევი ბობოქარობდა,
გათენდა დილა ლამაზი,
კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა,
წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი,
ჭოროხზე ეგდო, ქანობდა,
წითელი მოვის პერანგი
ზევიდან დაჰფარფარობდა,
ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი,
გულს უგლეჯავდა, ხარობდა.

Exclamation

„თავფარავნელი ჭაბუკი“ — ქართული ხალხური ბალადა. პირველად 1882 წელს ჩაიწერა. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში. ბალადა მოგვითხრობს „წყალგაღმა“ მცხოვრები ქალისა და თავფარავნელი ჭაბუკის სიყვარულის ამბავს: ღამით ჭაბუკი მიცურავს სატრფოსკენ, ქალის მიერ ანთებული სანთელი გზას უნათებს, „ავსული ბებერი“ აქრობს სინათლეს, ვაჟი წყალში იხრჩობა. ვახუშტი კოტეტიშვილის აზრით, ბალადა მოარულ სიუჟეტზეა აგებული მსგავსად ბერძნული მითისა ჰეროსა და ლეანდრეს შესახებ. „თავფარავნელი ჭაბუკში“ შემორჩენილია ძველისძველი მითური წარმოდგენები.

Idea

`თავფარავნელი ჭაბუკი”, ქართული ხალხური ბალადა. გავრცელებულია უმთავრესად აღმ. საქართველოში. ბალადა მითოლ. ხასიათისაა. ვ. კოტეტიშვილი მის სიმბოლიკას მსოფლიოს ფოლკლორულ ძეგლებთან ანალოგიის მეთოდით ხსნიდა (მაგ., ბერძნ. მითოსი ჰეროსა და ლეანდრეს შესახებ). ვ. კოტეტიშვილის აზრით, `თ. ჭ.” ზღვის საკულტო წრესთან არის დაკავშირებული, ხალხ. გადმოცემებზეა დამყარებული ბალადის ორი ძირითადი სიმბოლოს – დოლაბისა და წითელი მოვის პერანგის მისეული ახსნა: დოლაბი საკულტო ქვაა, რის თაყვანისცემა გავრცელებული იყო სწორედ თავფარავნის ტბის რეგიონში. უძველესი წარმოდგენით, ქვები ღვთაებების სიმბოლოებია, როგორც ციდან ჩამოცვენილებს, მათ ზეციდან გამოგზავნილებად თვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ. ასეთია, მაგ., კოპალეს ქვა ფშავში. წითელი მოვის პერანგი კი სიკვდილის, უბედურების სიმბოლოა. ბალადაში მზისა და მთვარის სიმბოლური მნიშვნელობანი შენაცვლებულია: მზე აღნიშნავს ვაჟს, ხოლო მთვარე – ქალს. `თ. ჭ.” მკვლევრებს (მ. ჩიქოვანი, ე. ვირსალაძე, გ. კალანდაძე) სატრფიალო ბალადად აქვთ მიჩნეული. ლიტ.: ალიბეგაშვილი გ., ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები, თბ., 1992; კალანდაძე გ., ქართული ხალხური ბალადა, თბ., 1957; კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961; ჩიქოვანი მ., ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1952. ჯ. ბარდაველიძე.


***
მე ჯავახეთს რა მიშავდა,
მთვარე მადგა მზესავითა.
კალმახი და ქერის პური
წინ მეყარა ბზესავითა.


ბმულები:
* https://www.tsu.ge/data/image_db_innova/innes.2.pdf - ინესა მერაბიშვილის მიერ ინგლისურად თარგნილი „ფარავნელი ჭაბუკი“ და გამოკვლევა სიტყვისათვის „დოლაბი“.

Arrow


Last edited by Admin on Thu Oct 29, 2020 1:28 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyWed Feb 26, 2020 8:56 am

***

ჴმალს ეტყვის შატილიონი:
„ამღის პირდაპირ ველია, -
სადაც ვინ შამაგვეყრების,
სუყველა ჩვენი მტერია“.

study


***
თუ საიქიო არა სჯობს
ამა სოფელსა წყეულსა,
ერთს მაინც ვისმე ვნახავდი
იქიდან გამოქცეულსა.


Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyMon Apr 13, 2020 11:04 am

***
ფლიდია ესე სოფელი,
ფლიდთა მიმცემი ხელისა.
კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი
კალთას აფარებს, შველისა.


---
თუშეთში სოფელ ომალოსთან ახლოს, სალოცავის ნანგრევზე ნაპოვნი წარწერიდან.


ბმული:
* http://geolit.ge/xalxuri/flidia.htm


Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyMon Sep 21, 2020 1:12 pm

ქაჯავეთ რად იარები

- ქაჯავეთ რად იარები, გიორგივ, მგელთა ფერაო?
- ვალი მიკიდავ. ვალსა ვსთხოვ, რას მკითხავ, ქრისტეს დედაო?
სინას შჭედს ქაჯთა მჭედელი, მივასწრევ წურვაზედაო:
ქურთემულ მაუგლიჯიე, ცხენი შავაგდი ზედაო;
ქაჯთა მჭედელმა ჴელ-კვერი ცხენს მიცა ბეჭებზედაო.

---
* ქურთემული - გრდემლი.

მთქმელი ხ. წიკლაური, ჩამწერი თინათინ ოჩიაური, სოფელი ამღა (არხოტი).


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyMon Jan 11, 2021 12:55 pm

ხალხური

თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა

თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა.
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, რა გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა?!
იმას რო დარჩა ლეკვები,
ისინიც მგლებად მაიქცა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyTue Sep 07, 2021 1:17 pm

იურა ჯაფარიძე გავიხსენოთ: I love you


***
დარდისას გეტყვი, დარდისას,
გულში რომ ნაღვლად დიოდეს;
სიხარულს ვერ მიეკარო,
სული სიმწრითა გტკიოდეს;
დილა-საღამო სხეულში
შავ სვეტად ჩამოდიოდეს,
ცას ბროლის წვიმა უწვიმდეს,
შენ ტალახადა გდიოდეს...
გარედან ლამაზად იყო,
შიგნით გულ-გვამი გტკიოდეს;
ქალსა უყვარდე ლამაზსა,
შენს უგულობას ჩიოდეს;
ტკბილი სიტყვის თქმა გინდოდეს,
პირიდან შხამი გდიოდეს...
ყველას კაჟივით ეგონო,
შენ სანთელივით ღვიოდე;
მითხარი, ამნაირ ყოფას
რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptyTue Jun 28, 2022 12:36 pm

ხოხობზედ

შატილს მოიდა ხოხობი,
გულ-დიდად დაჯდა ჯარზედა,
შვიდნი მოზარდნა წიწილნი
არწივის ნაბუდარზედა;

შვით-თავ ფრანგულებ უყიდა,
შვიდ-თავ შააბა ტანზედა,
შვიდ-თავ ხირიმებ უყიდა,
დაჰკიდა შვიდსავ მხარზედა,

საფშაოდ გამაისტუმრა, -
შვილნი, მშვიდობით გზაზედა.
ახადს, გოდერძის ციხეი,
მოგიხდენ თენებაზედა,

ცოტა ხან როგორ არ გასძელ,
ქვამც ნუ გდებია ქვაზედა;
იქით ქალ გამაიყვანეს,
მაჰყავთ, მოსტირის გზაზედა.

შამახვდა თხის ტყავიანი
ამბავი ჰკითხა ჭკვაზედა:
„ - ე ქალ საითღა მოგყავისთ,
ცრემლ რო ჩამოსდის თვალზედა.“

„ - ე ქალ ახადით მოგვყავის,
შატილს ჩამოვსვამთ ჯარზედა;
მაგის საქმარეც აქა გვყავ,
გაზდილი ალვის ტანზედა“.

„ - ვაჰმე, რა ონა გიქნავისთ
ლაშარის ჯვარის ყმაზედა!
თუ თქვენ ეგ წაგაყვანინოთ
წვერიმც ნუ მსხია ყვაზედა,
შინამც თუ მივალ ცოცხალი,
სწორნიმც ნუ დამსმენ ჯარზედა.“

შვიდ ქისტმა, ერთმა ფშაველმა
გაიკრეს ხელი ხმალზედა.
შამეეტია ფშაველი
შვით-თავ თავ მასჭრა წამზედა,

შვიდსავ მარჯვენა ააჭრა
ერთის ამლათის ხანზედა,
შვიდსავ იარაღ აჰყარა
სუ ქალს აასხა ტანზედა:

ქალი შინ გამააბრუნა,
მამას მიჰგვარა კარზედა,
წაიღე მარჯვენეები
ციხეს მიაკარ თავზედა;

ჩემს ნაქნარს სახელს ნუ იტყვი
ვიქნოდეთ და-ძმობაზედა,
შინამდე გამოგყვებოდი,
მოსისხლენი მყვან გზაზედა.

შვილნი შინ ვერარ მოგივლენ,
დარჩნენ მათურის მთაზედა,
დახოცნა თადიასურმა
ერთის ამლათის ხანზედა,

ლუდი ადუღე, ხოხობო,
შვილთ რიგი უყავ თავზედა,
ბოროტის გამწარებულმა
გული დასცოდი ქვაზედა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Sep 24, 2022 1:47 pm

ჩაკრულო

ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია.

მუხრან ბატონის ყმობითა,
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.

ხმალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.

მტერო დამჩაგრე არ ვსტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია.

მაცადე ერთი ავლესო,
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმინდათ მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySat Nov 12, 2022 8:37 pm

***
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა,
შინ ჯალაფთ მოვძულებივარ,
გარედ უნდივარ აღარა.


ბმული:
* https://gdi.ge/uploads/other/0/756.pdf


Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 EmptySun Nov 20, 2022 5:06 pm

შალვა შურისა მძებნელი

მთას ქორებულად ჰკიოდა,
მე მონადირე მეგონა,
მას თურმე გული სტკიოდა,
წაიგდეს ვიწრო ხევშია!
მთა-ბარი სუ ზედ ხვიოდა,
გულს ერჭვა თეთრი ისარი,
კილოზე სისხლი სდიოდა,
თავის თავს არა სჯავრობდა,
თავისს სწორებსა სჩიოდა,
ორასი თურქის მომკვლელი
უომრობასა სჩიოდა.

გიორგი ლეონიძე, შალვა-შავლეგო. „კომუნისტი“, 1941, # 260. მთქმელი პეტრე ჟამიაშვილი. ჩაწერილი ფშავში თ. რახიკაშვილის მიერ (შან., გვ., 491).

ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, I - ტექსტების მოძზადება, რედაქცია, შესავალი და შენიძვნები
ქსენია სიხარულიძის, საქართველოს სსრ მეცხიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1961, გვ.280.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty
PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   ქართული ხალხური პოეზია - Page 3 Empty

Back to top Go down
 
ქართული ხალხური პოეზია
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3
 Similar topics
-
» ქართული ხალხური შელოცვები
» ქართული ხალხური სიმღერა
» "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია
» ინდივიდუალური და ხალხური შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე
» თორნიკე გოგნიაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: