| | ნიკა ჩერქეზიშვილი | |
| |
Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 14, 2009 5:35 pm | |
|
Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:41 pm; edited 1 time in total |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 14, 2009 5:53 pm | |
| მოვარდა ქარი და ღრუბლები ცას მიუსია, უფერულია რეალობა, ვარ ილუზია. | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 14, 2009 5:57 pm | |
|
Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:41 pm; edited 1 time in total |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 14, 2009 6:00 pm | |
| ძმა, დღეს მშვენიერია ამინდი, მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლიდან, მეც მეტი არაფერი არ მინდა – ბეღურებს პურის მარცვლებს ვუყრიდე. | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 14, 2009 6:03 pm | |
|
Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:41 pm; edited 1 time in total |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Thu Apr 16, 2009 12:38 pm | |
| ძმას ისევ ანუ პატარა ბიჭი გავროში
ძმა, ეს ცხოვრება სიკვდილად არ ღირს, ძმა, მოდი, ჩვენ ნუ დავიხოცებით, გაბურულია დღეები ჯანღით, ძმა, წავუკითხოთ ბავშვებს ლოცვები.
ძმა, მოვეფეროთ ისე პატარებს, რომ ჩვენი სითბო ჩარჩეთ თვალებში, რომ გაიარონ ასი ზამთარი სიცივისა და ყინვის გარეშე,
გახსოვს პატარა ბიჭი გავროში, თვითონ ბავშვმა რომ ბავშვი იშვილა... ძმა, ამ უგულო წლებმა გამთოშეს, ძმა, დღეებს სული ხდებათ შიმშილით.
ძმა, ეს ცხოვრება სიკვდილად არ ღირს, ძმა, მოდი, ჩვენ ნუ დავიხოცებით, გაბურულია დღეები ჯანღით და ცას ჭრილობა არ უხორცდება. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 21, 2009 5:57 pm | |
| მისი თითები
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები, შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია, ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები, ვხვდები თუ დავეცი ყელსაც გამომჭრიან. მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება – მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე, დღეში თითო დარდი მაინც მემატება, ყელში ამოვიდა, ჰოდა, დავიჯერე, რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა, ჩემთვის მხოლოდ მისი თბილი თითებია, მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა, ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან. ჰოდა, მოდით, ძმებო, თავი დამანებეთ, თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია, მე კი, მას მოვძებნი მთელი გამალებით, გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია, რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია, ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი, ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია, მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:04 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Apr 22, 2009 5:27 pm | |
| ***
რკინის ორლარიანი ჯიბეში და ათიათასი ოცნება გულში.
რა შეიძლება გამოდნეს დღევანდელი დღისგან?
ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ გავლოთდე.
სამწუხაროა, რომ მთვრალიც, მე – მე ვარ.
…
ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ არა მერცხლის.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:04 pm; edited 1 time in total | |
|  | | irinka Into Armury

 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Apr 22, 2009 7:14 pm | |
| ასე ვწერ... ყოველთვის... შავი ასოებით... წითელი თითებით... ვიცი, რომ მკვდარი ხარ... მაგრამ არ დამტოვო... მე მკვდარიც მჭირდები...
ეს ლექსიც იპოვის ოდესმე თავის თავს სხვა დროის სიბრტყეზე... დღეს... როგორც ყოველთვის... შენი სიცოცხლისთვის თავს ვიხრჩობ სიტყვებზე...
............. | |
|  | | irinka Into Armury

 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Apr 22, 2009 7:20 pm | |
| შენ არ მოდიხარ... სურვილები იქცნენ ტალახად... მაშინ მე წავალ იქ, სადაც შენ ჩემში არა ხარ... * * * ამ წამს მიყვარხარ... და ამ წამში მინდა დარჩენა... რომ შევძლო შენი შეძულება და... გადარჩენა... * * * რა ვარ უშენოდ?... შორს მავალი მწირი უსაგზლოდ... შენი საზღვრები მინდა გავხსნა... გავხდე უსაზღვრო... * * * გავუფერულდი... მოდი... დამფერე... ახლა ჩვენს შორის ერთი სუნთქვაც არის სიშორე... ქვიშიანია ჩემი ნაპირი... და... შენი ტანის მღელვარება ვერ მოვიშორე... ramdenime pawawuna movitane  miyvars dzalian... | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Fri Apr 24, 2009 2:05 pm | |
| სისულელეა
პირველი ხდება, ახალი დღე დაიწყო ღამით, წვიმს და ამ ცასაც ისევ ისე ღრუბელი ბურავს, სისულელეა ამ ნაწერის ასეთი შარმი, ვაღებ და ვხურავ ამ სიტყვებსაც, ვაღებ და ვხურავ. სისულელეა უფილტვებოდ სუნთქავდე ჰაერს, სისულელეა ყველაფერი, რაც გაქვს და არ გაქვს, სისულელეა ანიც, ბანიც, განიც და ჰაეც, სისულელეა ცხოვრება რომ კბილებით გაგაქვს. სისულელეა, სისულელე და სი-სუ-ლე-ლე, ყველა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ძვალი და ხორცი, სისულელეა შენი სისხლით სხვას ბანდე ხელებს, ჰოდა, გათავდა, იმყოფინე, მოეშვი, მორჩი. იყავი შენთვის, გაერიდე ცრუსა და მართალს, დაიდგი სულში უწყინარი, მყუდრო "კელია", მიდი, შენს თავში გამოგზავნილ ღმერთისგან კაცთან, დანარჩენი კი, ერთი დიდი სისულელეა.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri May 08, 2009 12:52 pm; edited 1 time in total | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Fri Apr 24, 2009 9:40 pm | |
| - ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
იყავი შენთვის, გაერიდე ცრუსა და მართალს, დაიდგი სულში უწყინარი, მყუდრო კელია, მიდი, შენს თავში გამოგზავნილ ღმერთისგან კაცთან, დანარჩენი კი, ერთი დიდი სისულელეა. ნიკა, სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ლექსს, ”კელია” რომ არ გეწეროს. ”კელია” რუსულად არის, ქართულად ”სენაკი” ჰქვია... |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Apr 27, 2009 2:03 pm | |
| მართალი ხარ.. ბობო.. არ ვიცოდი.. სამწუხაროდ.. ვიფიქრებ და მოვუხერხებ მაგ სიტყვას რამეს.. აზრობრივად მინდა დავტოვო იგივე აზრი და ვნახოთ გამომივიდეს იქნებ რამე.. გმადლობ რომ მითხარით..
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Thu May 14, 2009 5:25 pm; edited 1 time in total | |
|  | | nel Into Armury

 Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Apr 27, 2009 11:48 pm | |
| ძალიან მიყვარს ნიკას პოეზია, ჰაერივით მსუბუქი, ლაღი, ღრმა და მელოდიური.... სიამოვნებით ვკითხულობ და არ მწყინდება მისი ლექსების სამყაროში სიარული.... | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 28, 2009 1:40 pm | |
| პინგ–პონგი
მეგობარო, ამ ცხოვრების ავ-კარგზე წაგიკითხავ ლაო-ძის და ბო-ძიუს, მერე, როცა მოთმინებას დაკარგავ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიოთ.
აქეთ ისევ ძველებურად ღამეა, სადღაც ალბათ რახანია გათენდა, ღამეს მეტი მუღამი და შარმი აქვს, მეგობარო, ორი წუთიც გაჩერდი...
სხვა რა გითხრა - ცხოვრებაა პინგ-პონგი, გვაბურთავებს აქედან და იქიდან, თეთრი ცისთვის ვიღადრავდით იოგებს, ბოლოს მაინც შავმა მიწამ გვიყიდა.
დრო არის და დროულიც და გადის დრო, რა იცი, სად ჯანდაბაში მივცვივით, მეგობარო, დარჩი, გული გაგითბო, დარჩი, თორემ მცივა შენი სიცივით.
დღეებს ისევ გულგრილობა მიბურავს, დედამიწა არ ეშვება მიქარვებს, მეგობარო, კარებს ქარი მიხურავს, შენ, თუ ძმა ხარ, მოუკიდე სიგარეტს.
წაგიკითხავ ამ ცხოვრების ავ-კარგზე, ბო-ძიუს და ლაო-ძის და რა ვიცი, ბევრი, ბევრი, ორი წუთი დაკარგო, მეგობარო სად გარბიხარ, დაიცა...
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 16, 2009 4:34 pm; edited 1 time in total | |
|  | | Tabagari Tea Into Armury

 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 28, 2009 2:24 pm | |
| მე მომქონდა ახლა ეს ლექსი აქ და დამხვდა უვე. რაღაცნაირად გამისუფთავა დღევანდელი დილა...  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Apr 28, 2009 3:08 pm | |
|
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:02 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue May 05, 2009 12:27 pm | |
| დრო სადისტი
დღეს ისევ წავა და აგვირევს ხასიათს, დრო არ გაჩერდება, დრო ისევ გადის და... როცა შენ ჩემთან ხარ თითქმის სულ ასეა - დრო არის საშინლად, საშინლად სადისტი.
ოთახი სველია, ქარია ქუჩაში, ფოთლებს არ ასვენებს ასფალტზე მოფენილს, თავიდან უფრო და ნაკლებად შუაში კლავიშებს ედება ბრამსი და შოპენი.
ფეთქვა და სიმშვიდე ირევა ჰაერში, დრო კვლავ არ ჩერდება, თუ გინდა გაგიჟდი... ყველა გარდაცვლილი დღე-ღამის გარეშე ეს ერთი ღამეა ყველაზე სადისტი.
თენდება საზიზღრად, წახვალ და დამტოვებ და რომ არ წახვიდე იქნება ღალატი… მე შენს გამოხედვას შენს სურვილს ვატოლებ და ალბათ ათასჯერ მოვკვდები ხვალამდე. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Fri May 08, 2009 12:51 pm | |
| ***
როცა შენ ბრუნდები შორეული მოგზაურობიდან და უფრო დაღლილი ხარ, ვიდრე მოგენატრე, მე ვწვები ჩვენს ტახტზე, გულაღმა, და მკვდრისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ სული კი არ ამომდის, პირიქით, სული რჩება და სხეული მტოვებს.
…
ეს ყველაფერი წუხანდელი სიზმრიდანაა, პოეზია ხომ ძალიან ჰგავს საშინელ სიზმრებს.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:03 pm; edited 2 times in total | |
|  | | xelovani

 Number of posts : 12 Age : 32 Location : sxva qucha Job/hobbies : photography Humor : me var Registration date : 11.05.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon May 11, 2009 3:00 pm | |
| ქრიზანთემები
ბევრი არაფერი... ოთხი კედელი და ერთი ტახტი... საშუალოზე დაბალი ჭერი... ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი, უსურვილობის დაგედო ფერი.
ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს, გტკივა ბეჭები, ოღონდ ეგ არა, თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს, ტკივილს ეჩვევი.
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება, ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული, გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება, მიფურთხებული.
ოხრად დადიან ქუჩა-ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები.
მაგრამ მოეშვი, ყელამდე ხარ შენ შენს მორევში.
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით, აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები. | |
|  | | xelovani

 Number of posts : 12 Age : 32 Location : sxva qucha Job/hobbies : photography Humor : me var Registration date : 11.05.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon May 11, 2009 3:01 pm | |

 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon May 11, 2009 3:09 pm | |
| | |
|  | | xelovani

 Number of posts : 12 Age : 32 Location : sxva qucha Job/hobbies : photography Humor : me var Registration date : 11.05.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon May 11, 2009 3:10 pm | |
| გაჟონვა
მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა, დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი, მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.
მერე, ჩვეულებრივ თვალები დახარე, ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები, ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე, სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება
მაგ შენი თვალების ცისფერი სიგიჟე, მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი, და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა. | |
|  | | xelovani

 Number of posts : 12 Age : 32 Location : sxva qucha Job/hobbies : photography Humor : me var Registration date : 11.05.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon May 11, 2009 3:27 pm | |
| ძმას ისევ ანუ მე ერთი პატარა გოგო მყავს
ძმა, მე ღიმილიანი კაცი ვარ, დღეები სიხარულით სავსე მაქვს, ზამთრის სიცივეა და არ მცივა, ცა გაიბურება და – ასეა.
ძმა, მე ერთი პატარა გოგო მყავს, დედამიწა გამითბო თითებით, ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს, მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.
ძმა, დღეს მშვენიერია ამინდი, მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლიდან, მეც მეტი არაფერი არ მინდა - ბეღურებს პურის მარცვლებს ვუყრიდე. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury

 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Thu May 14, 2009 10:37 am | |
| * * *
ხარ გათენება, მზის ამოსვლა შუაღამეში, მხოლოდ ცის ფერებს ითვისებენ შენი ფუნჯები, სველი ქუჩიდან შემოხვედი გამშრალ თვალებში, მოვალ, დავწვები შენს ტანზე და გავირუჯები. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი  | |
| |
|  | | | ნიკა ჩერქეზიშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|