| | ნიკა ჩერქეზიშვილი | |
| |
Author | Message |
---|
ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Fri Nov 27, 2009 10:41 am | |
| 2.5 - მას და მას
ახლა ოთახს აკლია შენი თბილი აურა, ცუდად ვარ და არ მინდა ეს ნაწერიც დამძიმდეს, მენატრება განწყობა - მერე რა, რომ გაბურა ცა ღრუბელმა, მერე რა, რომ ძალიან აცივდა. ვუყურებ და ცხოვრება ისევ არაფერია, რაც სიკეთე ჰგონიათ - ჭუჭყია და მარაზმი, ყველაფერი ყელშია, რა ვქნა, ვერ მოვერიე, ამ ათას სისულელეს, მატერიებს, დამაზრო მაგ თითების სიცივემ, ცუდად ვარ და მარტო ვარ, ალბათ ასეც იქნება, დღეს და აწ და მარადის... ღმერთო, მზად ვარ დავმთავრდე, დედამიწა დავტოვო, შენ უნდა მაპატიო თუ რამ სენი გადავდე ბედკრულ ადამიანებს, სუსტებს, უნიათოებს, ღმერთო, შენ ხომ ღმერთი ხარ, შემიწყალე საწყალი, განმდევნონ და მომკვეთონ, მხოლოდ შენ ნუ დამტოვებ, მხოლოდ შენ ნუ გამწირავ, მხოლოდ შენ არ გაწყალდე. მაპატიე, ეს ლექსიც, ხომ ხარ გულთამხილავი, ახლა გარეთ ქარია, შიგნით - ყველა ტკივილი, ვტოვებ, დამწვარ ნაწერებს, ცეცხლს - გამქრალს და მინავლულს, დანარჩენი - თუ შეძლო, ინებე და მიშვილე.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Mon Nov 30, 2009 6:03 pm; edited 2 times in total | |
|  | | კობა (მატეკარი) Into Armury


 Number of posts : 208 Age : 64 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Sat Nov 28, 2009 9:07 pm | |
| [quote="ნიკა ჩერქეზიშვილი"]2.5 - მას და მას
ახლა ოთახს აკლია შენი თბილი აურა, ცუდად ვარ და არ მინდა ეს ნაწერიც დამძიმდეს, შენი აჟანბემანი ცოტა მეუცნაურა, მაფერხებს და მაგიერ ეფექტს ახდენს არც იმდენს | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Nov 30, 2009 11:32 am | |
| ***
ისეთივე ბუნებრივი, სახლიდან გასულს ფანჯრიდან რომ გიყურებ ხოლმე, სანამ თვალს არ მიეფარები.
ბედნიერება შენს ყოველფეხისნაბიჯზეა ჩასაფრებული.
…
ბედნიერებაა, რომ ჩემი ოთახის ფანჯარა ქუჩაზე გადის.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:56 pm; edited 1 time in total | |
|  | | კობა (მატეკარი) Into Armury


 Number of posts : 208 Age : 64 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Nov 30, 2009 4:05 pm | |
| - ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
- მერე.. მერე.. როცა გაბურავს ამ სიცოცხლეს ღრუბელი..
მერე.. როცა გაბურავს ამ სიცოცხლეს ღრუბელი, როცა არარსებობის ავი განცდა გამლიგავს, მინდა შვინდის კომპოტი, ახლადმონახუფელი, შენთან რომ შემარიგოს... ნიკას გაუმარჯოოოოოს! | |
|  | | noxious

 Number of posts : 1 Age : 34 Location : georgia Job/hobbies : ნუ მკითხავ! Humor : აჰ რას ბრძანებთ =)) Registration date : 08.12.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Tue Dec 08, 2009 3:25 am | |
| | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Dec 09, 2009 4:37 pm | |
| როინ აბუსელიძეს
ცაზე ღრუბელია - ჩალმა, ალბათ იმამია ქარი, გიწევს გარდაცვლილი მამა, წვიმს და სიცივეა გარეთ.
სწუხარ, არაფერზე ფიქრობ, იქით ეფიქრები უფალს, სიკვდილს - უცილობელ მიკრობს გინდა დაენახო უფრო.
გინდა წამოდგე და დგები, გინდა დაწერო და დაწერ, რადგან - როცა ერთი კვდება, სხვამ უნდა იცოცხლოს აწი.
შუაღამეა და ცივა, მამას წაიყვანენ ხვალე, ვერ ეშველები და გტკივა, ვერ ეხმარები და მალა,
გრძნობ, რომ ამოგაჭრეს, ჩქარობ, მალე თვითონ გახდე მამა, ალბათ იმამია ქარი, ცაზე ღრუბელია - ჩალმა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Dec 09, 2009 6:18 pm | |
| როინ აბუსელიძეს ----------------------
ცაზე ღრუბელია - ჩალმა, ალბათ იმამია ქარი, გიწევს გარდაცვლილი მამა, წვიმს და სიცივეა გარეთ.
სწუხარ, არაფერზე ფიქრობ, იქით ეფიქრები უფალს, სიკვდილს - უცილობელ მიკრობს გინდა დაენახო უფრო.
გინდა წამოდგე და დგები, გინდა დაწერო და დაწერ, რადგან - როცა ერთი კვდება, სხვამ უნდა იცოცხლოს აწი.
შუაღამეა და ცივა, მამას წაიყვანენ ხვალე, ვერ ეშველები და გტკივა, ვერ ეხმარები და მალა,
გრძნობ, რომ ამოგაჭრეს, ჩქარობ, მალე თვითონ გახდე მამა, ალბათ იმამია ქარი, ცაზე ღრუბელია - ჩალმა.  | |
|  | | თეკლე Who is Armury?


 Number of posts : 24 Age : 40 Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Dec 16, 2009 5:17 pm | |
| თეკლა დააარქვესო,ასეა? როგორ გამიხარდააა///
მოგიკითხე ნიკა, უფალი ფარავდეს შენს პატარა ოჯახს. | |
|  | | nino nadiradze Front of Armury


 Number of posts : 95 Age : 35 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Thu Dec 17, 2009 11:18 pm | |
| sitbos dasatoveblad shemovediii da barbarobis mosalocad...  | |
|  | | keso Front of Armury


 Number of posts : 95 Registration date : 28.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Sun Dec 27, 2009 5:48 pm | |
| gilocav Shoba-axal wels Sen da shen patara ojaxs:) | |
|  | | Moxetiale

 Number of posts : 3 Age : 111 Location : მოხეტიალე Job/hobbies : . Humor : . Registration date : 31.12.09
 | Subject: ... Thu Dec 31, 2009 1:46 am | |
| შემოდგომა სიკვდილის მერე
ქარით მივაბი რეალობა შიშველ ხეებზე, ილუზიურად მოგაშორე ყოველთვის ნაღდი... მოვალ... ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე... და... ტკივილს გაგხდი... დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა... ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები... სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა, როცა მოვკვდები. | |
|  | | Moxetiale

 Number of posts : 3 Age : 111 Location : მოხეტიალე Job/hobbies : . Humor : . Registration date : 31.12.09
 | Subject: ... Thu Dec 31, 2009 1:57 am | |
| ფიჭვები
ტყე... შენი ტანივით თხელი... უფრო ფიჭვები, აქა–იქ ნაძვი. შენ რომ დაგიწერე, ის ლექსი დავწვი... დავხიე შენი ყველა ფოტო... ტვინიდან ვერ გშლი... დღეს არა... ხვალე, უეჭველად ჭკუიდან შემშლი... ახლაც ფიჭვებზე ტკივილების მომინდა ათლა... დღეს უშენობის მეორე წლის დავიწყე ათვლა...
. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Jan 04, 2010 11:31 am | |
| მრავალ ახალ წელს... ყველა სიკეთით...
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:51 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Jan 11, 2010 3:46 pm | |
| ძმას ისევ ანუ ხუთი ბეღურა ჩიტი უბიდან ჩემს გამხდარ ძმას - ბექა აბუთიძეს
ძმა, დაგვიფარა ღმერთმა ხორცისგან და სული ისევ ძვლებმა დაბეჟეს, საუკუნეა უკვე ოცი და ოცდამეერთეც ასე - აბრეჟე
დედამიწაა ამ გალაქტიკის, მაინც გამოვა, ძმა, მზე ღრუბლიდან, მე ეს უხორცო ძმობა გავტლიკე, ბეღურა ჩიტებს ვუშვებ უბიდან
შენს სამყოფელში, ხუთი კვადრატი - გამოიმეტეს, ჰო, ძმა, ასეა – მიდის ცხოვრება ნელა, ანდანტე – მისი სვლაა და მიწა სავსეა,
ძმა, ფიტულებით, მაგრამ არა ღირს, ნუ გავაჩერებთ ფიქრს წარმავალზე, kent-ი ღერებით, ჭიქა არაყი, თითო ყლუპით და თითო ნაფაზით
გავინაწილოთ, გავიზიაროთ, ძმა, მოვედი და ხელი გადაგდე, ასე მხარი-მხარ, ერთად ვიაროთ - დასასრულიდან დასაბამამდე. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Feb 03, 2010 10:57 am | |
| მუხლები
ნინია ნადირაძეს
სიცოცხლე, რა თქმა უნდა, უსასრულოა, მაგრამ ჯინსებში და კედებში მხოლოდ რამდენიმე ათეული წელიწადი გრძელდება.
მე ჩემს ნამდვილ სახეს ჩემი პატარა შვილის თვალებში ვხედავ, როცა ვუყურებ, როგორ მორბის ჩემკენ და მეშინია, არ წაიქცეს.
ადრე პოეზია საშინელი წინათგრძნობა მეგონა, ახლა აღარ მგონია, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეგ არის.
საოცარია, ჯერ თუ წერა არ დავიწყე, ვერ ვლოცულობ. სიტყვებს მივყავართ ღმერთამდე და არა სიჩუმეს.
სად მიდის მამა, ვინც შუა გზაზე ერთადერთ ქალიშვილს ტოვებს?
მე გეტყვი, სადაც მიდის: მუხლებზე დაიხედე, შეუძლებელია ისინი გადაყვლეფილი გქონდეს.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:52 pm; edited 2 times in total | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Thu Feb 04, 2010 9:33 am | |
| აქ ხმა არა აქვთ, როგორც ყველგან, ისეთი ბორბლებს რკინის და დგახარ, დღეებს გიჭამს ათასი მახრა, დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი, და აქ და ახლა, აქ და ახლა, და აქ და ახლა, მე მოვალ შენთან, მოგიყვები ორი ძმის იგავს, და ორ ხიდს შუა, შენს ქუჩაზე, ჰო, სუიციდის, ჰო, სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი და ვდგავართ ორნი, და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს -
წვიმა...  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Feb 17, 2010 11:35 am | |
|
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:52 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Wed Mar 10, 2010 12:10 pm | |
| ***
არაფერი ადამიანური, ქუჩებში მხოლოდ მანქანები დადიან.
…
მიაბიჯებ გაცვეთილ ასფალტზე, ქალაქში, რომელსაც ვარსკვლავები კი არა, ქუჩის ფარნები ანათებენ.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:53 pm; edited 1 time in total | |
|  | | ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Fri Mar 19, 2010 4:01 pm | |
| ვერცხლის ზარები ბოლო ხანს ხშირად კითხულობ ბროდსკის, გადარდებს მეტი, ოცნებობ ნაკლებს, ამ თავის თავის უბედურ დროს კი, არა აქვს ბედი - მთავარი ნაკლი. თებერვლის ბოლო სვლა იყო გუშინ, დღეს პირველია, დაიწყო მარტი, ჩანს ბორდიულის მომწყობი მუშა ფანჯრიდან, სწუხარ, აფარებ ფარდას. ჩვეულებრივი გარემო - შიგნით - ათასი დარდი, ოთხი კედელი, სული - ტკივილით დაღლილი მუშა, სხეული - მკაცრი ზედამხედველი. მარტო ხარ, წვები, სცემს ფიქრი ბოლთას, თან - ჩუმად ყოფნის, თან - ხმაურობის... დევს მაგიდაზე დაცლილი ბოთლი - ნიშნად - ცხოვრების ბანალურობის.  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Thu Apr 01, 2010 1:45 pm | |
| ***
როცა სახლიდან გავდივარ, ვინ რჩება ჩემს ოთახში?
ვინ დადის წინ და უკან, ერთი კედლიდან მეორისკენ და პირიქით, გაუთავებლად?
ვინ წვება იატაკზე გულაღმა და ჭერზე წვიმისგან დახატულ ჩიტებს საკუთარი ქუთუთოების ქვეშ ვინ ემალება?
როცა ამ სახლიდან სამუდამოდ გავალ, შეძლებს კი ჩემს მაგივრობას? შეძლებს?
…
შეძლებს აიღოს ეს ყვითელი ფურცელი და თუნდაც ერთი ასო მოხაზოს?
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:53 pm; edited 1 time in total | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Mon Apr 12, 2010 5:38 pm | |
| გამობურცულ მუცელს
მეცხრე თვეა ვცოცხლობ, ვსუნთქავ, მესმის, ვხედავ, ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ, შენ კი - დგახარ მშვიდი, მომავალი დედა, ჩემი ცოლი, ჩემი, გამობურცულ მუცელს ეფერები როგორც, როგორც რავი, რა ვთქვა, ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს, თქვენთვის ვარ და თქვენით, მაინც მინდა დავთქვა, შენს წინაშე, შენს წინ, მიმიღე და მენდე, რომ თქვენ გიტრიალებთ, სადაც უნდა ვიყო, თქვენს სიკეთეს ფიქრობს ჩემი ყველა ფიქრი, სისხლი მაქვს და გისხამთ, ჰაერი და - გიყოფთ, თუ გადავდგე გზიდან - გადავვარდე იქვე. მეტი - ჩემო, ღმერთი ჩვენთანაა მარად, მთავარია, შევძლო, გადავიდე წყალზე - ვიყო კარგი ქმარი, ვიყო კარგი მამა, მიყვარდეთ და მწამდეთ - ამგვარად და ასე. | |
|  | | ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Fri Apr 16, 2010 11:40 am | |
| - ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
- აღდგომა
მარტივად, ისე რომ, სიკვდილზე კიდიხარ, ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში, ყველა კონცეფცია და ყველა იდეა, ყველა თეორია - მცდარია - ფუ ეშმაკს - აქ ხვდები პარადოქსს, ჩანს წინ წაიწევა საქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ, უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა, ვიდრე სთხოვ, რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს - თუ არ მოუფრთხილდი - ერთხელაც მოხდება, დადგება განგება შემთხვევის დონეზე, პირველი რჩევაა - მკვდარი ნუ მოკვდები, მეორე - კაცი რომ მეტია ცხოველზე. იცინი, (სიმწრისგან) რომ სერიოზული, არის განლაგება ქაოსში საგნების - პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად - რა შუაშია და - ძნელია გაგნება გზის, როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი, მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად, ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილის აზრია უაზრო, ფუ შენი, მოდი რა, აქციე ზურგი ამ ხმას - გულისარევის, გეგმა ვინც დაიდო წინ - იმოგზაუროს კიდეც და მოეშვი წეს-წყობის არევას, წესი რა წესია - თუ აურზაური, აღრევა, დებოში არ გამოიწვია, ფეხები რად გინდა - თუ ძლივს არ მიათრევ, ასეა - შენამდეც მრავალმა იწვნია - რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე. რადგანაც გრძელია გზა, გარდაუვალი - აქამდე ყოფილთა, არდაბადებულთა, და შეწყალებაზე ნათქვამი უარი - დროა, რომ უარყო, სანამ ჩაგეხუთა ჰაერი, ცხოვრება ნამდვილი ომია, შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს, ვერც შენ გადარჩები - თუ არ გითხოვია უფლისთვის - ინებოს - გახვიდე ბოლომდე. რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები, ჰგავხარ უსურვილო, უსულო თვითმკვლელებს, სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ, ილოცე - მიშველე, უფალო, მიშველე... დღეს ყველა სწავლული შტერია, პედანტი, ყველა გულმხურვალე - საზიზღარად მლიქვნელი, ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს - გამოთქმულ სირეგვნეს - გამოთქმულ სიქველეს - ვინ რა თავში იხლის, დროს - წარსულს - რა შეცვლის - ის მხოლოდ ოდროოდ წასულებს ენდობა, ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა - დღეს თუ ხარ ცოცხალი - დღეს ითხოვ შენდობას. მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს, (აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები) ოცი საუკუნის წინ ღმერთმა ინება და ჩვენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება. ლოცვაა უფრო...  | |
|  | | beqa abutidze
 Number of posts : 2 Age : 33 Location : tbilisi Job/hobbies : poetry Humor : ra vici me Registration date : 15.04.10
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Sat Apr 17, 2010 12:48 pm | |
| me aq var, shentan da sadac shen xar yvelgan moval | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი Thu Apr 22, 2010 12:19 pm | |
| ***
მე ამ ღამესაც უშენოდ და სიჩუმით ვხვდები, წყნარად. ქუჩაში უპატრონო ძაღლები ყეფენ. არც არაფერი – გაუხდელი თუ მივეგდები ტახტზე და მორჩა - სული ძვლებზე დატოვებს შხეფებს.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:53 pm; edited 2 times in total | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი  | |
| |
|  | | | ნიკა ჩერქეზიშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|