13.11.2010 პოეზიის საღამო - გიო საჯაია Published on Jul 28, 2017 პოეზიის საღამო მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების ცენტრ ,,მუზა''-ში.
Last edited by Admin on Sat Apr 06, 2019 11:01 am; edited 10 times in total
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Fri Nov 21, 2008 9:14 am
ქარი არის
ქარი არის. სულ უბრალოდ - ქარი არის. ლიხს იქით კი, ახლა ალბათ წვიმებია. ცაზე თეთრმა ურჩხულებმა ჩაიარეს და ფიქრებიც ამინდივით მძიმდებიან.
სიგარეტი, გაბზარული ჩაის ჭიქა... ქარმა ღამე გადაფინა კანაფებზე. დამიჯექი, მოდი გვერდით დამიჯექი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე.
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Wed Dec 03, 2008 3:35 pm
გაუცხოება
მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება, მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები, რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები
იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც
და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება... და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე! და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და
იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი, ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა) ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).
nini Into Armury
Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Fri Dec 12, 2008 8:00 pm
მაქსიმალური სრულყოფა,ყველაზე გამორჩეული თავის თაობაში და არა მარტო... სულ რომ აღარაფერი დაწეროს,შეუძლია მშვიდად დაჯდეს და იყოს.გიო საჯაია ოსტატობის უმაღლესი ნიმუში საიტებზე და არა მარტო. აბსოლიტური უმრავლესობა ახალგაზრდა ავტორების მოაქცია თავის ზეგავლენის ქვეშ.პარავენ ყველაფერს რითმს,რიტმს,განწყობას პარავენ ''ნაგლად'',შეპარვით,ქვეცნობიერად.ძალიან მაღალი''შესრულების ტექნიკა'' აქვს,კარგი ოსტატობა.სულ მეშინია ცდუნება მხოლოდ ამ მაღალი ოსტატობის ხარჯზე ''გავიდეს'' არ იყოს დიდი...მიხარია ,რომ ასე არ ხდება. და..ბევრი რამის დაწერა შეიძლება..უბრალოდ ჩუუუ,გიომ არ გაიგოს ჯერ..მაგრამ აქ სიტყვების -გენიალურის და მთაწმინდის- სუნი ტრიალებს... ბევრი ათეული წლის მერე,კაცო...
ვაჟა ხორნაული Into Armury
Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: გიო საჯაია Sat Dec 13, 2008 6:05 pm
გიო საჯაიას ვიცნობ,როგორც უნიჭიერეს ახალგაზრდას. იგრძნობა,რომ მის პოტენციაში დიდი პოეტური ენერგიაა, რაც იმის უტყუარი ნიშანია,რომ იგი უფრო მეტად გაგვახარებს მომავალში.
გიო საჯაია - ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები. Published on May 18, 2016
გიო საჯაია
*** ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები. ხუთი საათია, ღამის, არასრული. გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების, არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ, სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბოკილს და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი, პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,
გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...
და მერე წამია წუთისოფელიც კი. და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია! დგას ღამე ფანჯრებთან როგორც ობელისკი და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,
რომ ამ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები. ხუთი საათია, ღამის, არასრული. გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების, არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Sat Dec 13, 2008 11:03 pm
გიო საჯაია
მატილდა
მე, წინა ცხოვრებაში პოლი მერქვა. შენ - მოტე დე ფლევილი, მატილდა. მე, მერე უცნაური ბედი მერგო. შენ, მერე ალბათ უნდა ატირდე,
და ისევ - არაფერი უჩვეულო - ფილტვების უშენობით ავსება... ისრები აღმოსავლეთს უჩვენებენ და დროა საკმარისი სავსებით,
რომ რამით გავამართლო პოეტობა და რამე მივაწერო საქციელს - იმდენად არავისთვის მემეტები, რომ მინდა უკვდავებად გაქციო
და მიგცე ისტორიას! ოსანაა შენდამი, ჩემი ლექსიც, მატილდა! მე, შენი სილამაზის მგოსანი ვარ, შენ, ახლა ალბათ უნდა ატირდე...
:::
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Thu Jan 01, 2009 8:27 pm
მალე 2 იანვარი გათენდება, ბედობის დღე ,
ნუ დამიბედებ
დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების, ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს... თავხედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში! და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს... მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში... ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის... და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი! და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი... ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი... მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი... ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი... პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები... და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ... ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, - იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის! დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი! ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Sun Jan 25, 2009 6:37 pm
მარტოობა ორისათვის
ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ რაც დრო გადის... რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის, თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა), არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა, რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით, სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, - ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს.
გიო საჯაია და თამთა რეხვიაშვილი
Last edited by Admin on Thu Feb 10, 2011 9:00 am; edited 1 time in total
gvantsa jobava/cicana Into Armury
Number of posts : 104 Age : 34 Registration date : 30.12.08
Subject: Re: გიო საჯაია Sun Jan 25, 2009 11:32 pm
ჩემი უდიდესი სიმპატიები ამ ნიჭიერ პოეტს...
გიო საჯაია
*** ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან... დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი, სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან. ვიცი, მივიწყებ... ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად, აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად: მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში, გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში! ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Wed Feb 18, 2009 8:32 pm
ფიკუსები
სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე, როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი. ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე, საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.
ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე), რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი, საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.
ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი, წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ
და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ, რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა, ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.
და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე, როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი...
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Tue Feb 24, 2009 10:05 pm
მზე ხელისგულზე (Sun was said to die and be born again)
აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო, მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება - მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები, ასე რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!
არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც... დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა, რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.
მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა: ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც, ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც უკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,
რომელიც სიტყვებს ასო-ასო თუ მისხალ-მისახალ წონის და მათი ღამეების ღუმელში კოქსვით ხელეწაფება პოეზიად აქციოს ის ხე, სწორედ ახლა რომ მიასაქმა მეზობლის ტაქსამ, თაობები კი, ყვავილებით მოიკითხავენ...
და მზეც, რომელიც გულში კი არ, არამედ გულზე ხელის მენთო და გაილია ნიშნად იმისა, მარტივად რომ ვთქვა: აქ თავდება! და უფრო რთულად: აღარც ღმერთია, აღარც ხატი, აღარც სინდისი - მხოლოდ "სინათლის" უიმედოდ ბნელი ქალაქი.
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Tue Feb 24, 2009 10:07 pm
გიო საჯაია
რამხელა დრო გასულა
რამხელა დრო გასულა - სანამ მე შემოდგომა გაგილექსე, ზამთრიდან, ლეთარგიულ, მოსული კოშმარივით აიტუზა ფანჯრებთან, ალვებიდან რაფაზე ჩამოთოვლილ ყვავილებზე, უმძიმეს ალერგიით სნეული გაზაფხულის ჰაბიტუსი. რამხელა დრო გასულა - ვაგროვებ დღეებს, როგორც რელიკვიებს (ღამეთა ადენომას მისტიკის გარეშეაც ვერეოდი) და თითქმის სულერთია, რომ ჩემთვის უშენობას "წლები" ჰქვია, შენთვის კი – რამდენიმე მარტივი სინტაქსური პერიოდი. რამხელა დრო გასულა...
გაჟონვა
ისეთი მარტო ხარ - გეცინება. ისეთი დაღლილი - მიეჩვიე. ძალიან მარტივად - გეძინება. ან იქნებ პირიქით - საეჭვოა.
ნებდები საკუთარ სისუსტეებს. მარტო ხარ. ღმერთმაც კი მიგატოვა და მხოლოდ წვიმების ინსულტები ტოვებენ ფანჯრებზე ჰემატომებს.
:&:
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Wed Feb 25, 2009 10:04 pm
გიო საჯაია
თოვლი მაინც იყო
ზამთარს ოთახებში ვაშამათებ, ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი. თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი, თუნდაც აქა-იქ და იშვიათად. ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით დროის ინდოეთის ოკეანეს - ისე გაიწელა ნაკიანი, როგორც დარღვეული პროსოდია. თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Wed Feb 25, 2009 10:07 pm
გიო საჯაია
სერიული თვითმკვლელი
რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს, ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს
ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა შენს და ღმერთს შორის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევ, როცა მიდიხარ... და გველივით ტყავს, ანუ მერქანს იძრობ და ხელში ცარიელი ბოთლით და სირჩით,
მიდიხარ, როცა პოეტი ხარ, ანუ თუ იცი, რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა, რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდს უძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ,
უტევებ ცოდვებს პილატეს და ბანგას მარიაჟს, უწვეულებოდ, უნადიმოდ და უტრაპეზოდ, ირგებ სხეულზე, ტოგასავით, ღამეს, ბარეჟის და ვენებს იხსნი, მარმარილოს ცივ კანაპეზე.
Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Thu Feb 26, 2009 11:39 am
nel wrote:
თოვლი მაინც იყო
ზამთარს ოთახებში ვაშამათებ, ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი. თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი, თუნდაც აქა-იქ და იშვიათად. ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით დროის ინდოეთის ოკეანეს - ისე გაიწელა ნაკიანი, როგორც დარღვეული პროსოდია. თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...
ყველაზე მეტად,ეს ლექსი მიყვარს...
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury
Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
Subject: Re: გიო საჯაია Thu Feb 26, 2009 12:44 pm
ჰო.. მაგარი ლექსია.. ნაღდად.. პირველი პოეტია გიო..
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Thu Feb 26, 2009 1:43 pm
ნირვანა
ვზივარ და - არაფერი... ვზივარ და ფაიფურის სიდჰარტას სიჩუმეს ვუზიარებ, გაჟღენთილს არომატულ კამპარით. სიდჰარტას ვუზიარებ სიჩუმეს - არაფერი. ვზივარ და თვალებით, სიგარეტს და უშაქრო ყავას შორის ვაპარებ წლებს, როცა ერთმანეთი შეშლილი სიყვარულით გვიყვარდა.
და ისე შეველიეთ ერთმანეთს, იოლად და მარტივად, რომ ბუდამ ნერვიულად ფანჯრიდან საკუთარ თავს გაასწრო, თორემ მე არა მიშავს... ვზივარ და ნოემბრიდან მარტამდე დრო ისე იწელება, უამრავ უშენობას მოვასწრებ, ჭირივით აუტანელ, ნესტიან ამინდებში, გადამდებ.
nel Into Armury
Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Fri Feb 27, 2009 5:01 pm
წამოდი, გავიქცეთ!
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო... შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია... შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.
რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა, რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?! ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა, რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!
ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?! ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში... რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.
დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ! მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო, (ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე...) უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!
ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე, თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი - მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე, ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.
მერე ზემელია... მერეა მთაწმინდა... აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში, ვჩხუბობდით... გვიყვარდა... გვათოვდა... გვაწვიმდა... და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.
ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან - სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები...) ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...
და მერე პუშკინით... და მერე, კონკიდან, ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე, მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე და ასე ვიაროთ აბანოებამდე.
მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო... შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია... შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.
შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება, წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ... მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
nini Into Armury
Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Sat Mar 14, 2009 11:47 pm
ცენტრიფუგა
შენ, ერთი უბრალო ბროშურა ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე, რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე, ეკუთვნის სადაფის ამბუშურს, რომელსაც უმზეო ტაროსში, აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს, დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.
დროდადრო ყველაფრის ახლიდან დაწყებას ცდილობს და ალაგებს ჩანთას და გარბის და გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ ერთმანეთს ქუჩები, სახლები, სახლები, ქუჩები - ქალაქი, რომელიც ყელში აქვს გაჩრილი და სიმსივნესავით იზრდება.
დროდადრო ფეხებზე ჰკიდია ის, რასაც დროდადრო ართულებს უბრალოდ უნდა, რომ წაიქცეს საწოლზე. მთავრდება მასივი. მთავრდება პროსპექტი. მიდიან ფეხები. ითვლიან სართულებს თვალები, რომლებშიც ჩაექცა ღამე და საეჭვოდ გასივდა.
პატარა ბავშვები, პატარა კენჭებს და პატარა ხელებზე ულაგებს პატარა მონეტებს, ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს. დროდადრო ცხოვრებას ატარებს ჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ, კითხულობს შექსპირის სონეტებს, ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს
დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს, ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს. ეკუთვნის უმზეო ტაროსში სადაფის ძველებურ ამბუშურს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე, ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს... ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე, შენ, ერთი უბრალო ბროშურა.
nini Into Armury
Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Sun Mar 15, 2009 3:46 pm
დახვეწილი პოეტი,პოეტი ესთეტი,პოეტი მოაზროვნე,პოეტი ინტელექტუალი... საოცრად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მკითხველთან ურთიერთობას და ლექსი დღის სინათლეზე გამოაქვს მხოლოდ მაშინ,როდესაც მთლიანად დარწმუნდება რომ პოეტურ შედევრად აქცია. სხვანაირად გიო ლექსს მკითხველის სამჯავროზე არ გამოიტანს . ნეტავ ასეთი პასუხისმგებლობა და ლიტერატურული ღირსების გრძნობა ბევრ ძალიან ცნობილ და აღიარებულ სხვადასხვა თაობის პოეტს ჰქონდეს პოეტი,რომლის გავლენებსაც (ინტონაცია,რითმი,რიტმი,პოეტური სამკაულები,გამომსაველობითი ხერხები)უამრავი ახალგაზრდა ავტორის შემოქმედებაში ნახავთ. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად საჯაია უკვე თუნდაც ამის გამოა მასშტაბური .. ..დიდი პოეტური პოტენციალის მქონე ავტორი,მიუხედავად იმისა,რომ მან სულ აღარაფერი რომ დაწეროს ,თავისი სახელი და ხელწერა დატოვებული აქვს უკვე. საჯაიაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი..ყველა აღმატებით ხარისხში. ოსტატის ნიჭი გამოსჭვივის ყველა ლექსში.ლექსის მაქსიმალურ გარანდვას-სრულყოფას და დახვეწას ცდილობს ყოველთვის და მაინც... მე არ მიყვარს,ყოველთვის ,გამუდმებით სრულყოფილი და დახვეწილი არც შემოქმედება,არც ადამიანები,არც ადამიანური ურთიერთობები.. ...მოკლედ ამ ბოლო ლექსშიც ,დამაკლდა ის რასაც სულის ბოლომდე ჩადება ჰქვია ლექსში... უზადო ტექნიკა და ნამდვილი ოსტატის შესრულება -ეს ჩანს გიოს ყველა ლექსში.მოხიბლული ვარ მისი საოცარი ერუდიციით,ინტელექტით.. და ამ შენიშვის მიცემის უფლებას მაინც ვუტოვებ საკუთარ თავს- მაგალითად ამ ბოლო ლექსშიც სულის და გრძნობის ბოლომდე არ ჩადება დაფარა ''თხზვის''უნაკლო ტექნიკამ და გიო საჯაიას გამორჩეულმა ნიჭმა-ტექსტის პოეტურ შედევრად გადაქცევის ხელოვნებამ...
ძალიან მაინტერესებს სანათას,ბობოს,ვაჟას,არგანის მოსაზრება ამაზე...ყველას აზრი..
გამოუსწორებელი მაქსიმალისტი ვარ,ვიცი და მაინც მე მკითხველს მაქვს უფლება მოვითხოვო მაქსიმუმი ხელოვანისგან
სოსო მეშველიანი Front of Armury
Number of posts : 97 Age : 45 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
Subject: Re: გიო საჯაია Sun Mar 15, 2009 10:27 pm
აბსოლუტურად ვეთანხმები ნინის, მაგრამ შემეხმიანოს იქნებ...
ვაჟა ხორნაული Into Armury
Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: გიო საჯაია Mon Mar 16, 2009 8:15 am
გიორგი საჯაია რომ პოეტადაა დაბადებული,ეს უკვე ვთქვი თავის დროზე. "სულისა და გრძნობის ბოლომდე ჩადება"...სულსა და გრძნობას შორის საზღვრის შემჩნევა ისევე ძნელი შესამჩნევია,როგორც დღესა და ღამეს შორის.იქნებ აჯობებდა,რომ ასე გვეთქვა:"გულის ბოლომდე(უფრო სწორედ_მთლიანად) ჩადება". ... ათასობით ლექსი აქვს გალაკტიონს,მაგრამ ერთ წიგნაკში მოთავსდებიან ის ნაწარმოებები(შედევრები),რომლებშიც ავტორის გული მთლიანადაა ჩადებული.ამის თქმა შეიძლება ბევრ გენიოსთან დაკავშირებით.ეს ბედნიერება_გულის მთლიანად ჩადება_პოეტზე არაა დამოკიდებული_ეს იმ ძალის ნებაა,რომელმაც იგი მოავლინა. ეს მარტო მწერლობაში არაა ასე:უამრავი გოლი აქვთ გატანილი პელესა თუ მარადონას,მაგრამ მათი უკვდავი გოლები "ასეულის" ფარგლებში მოთავსდებიან. ... კარგი ლექსები,რომლებშიც,თქვენი აზრით,სული და გრძნობა მთლიანად არაა ჩადებული,თავისებური სამზადისია იმ გამარჯვებისა,რასაც ჰქვია გამორჩეული ქმნილების დაბადება...გიოს ცხოვრებაშიაც მოხდება ეს,მაგრამ როდის,_ეს არც გიომ იცის და არც მისმა მკითხველმა.
gio gurji Way at Armury
Number of posts : 34 Age : 40 Registration date : 27.02.09
Subject: . . . Fri Mar 20, 2009 5:47 pm
წამოდი, გავიქცეთ!
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო... შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია... შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.
რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა, რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?! ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა, რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!
ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?! ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში... რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.
დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ! მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო, (ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე...) უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!
ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე, თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი - მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე, ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.
მერე ზემელია... მერეა მთაწმინდა... აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში, ვჩხუბობდით... გვიყვარდა... გვათოვდა... გვაწვიმდა... და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.
ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან - სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები...) ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...
და მერე პუშკინით... და მერე, კონკიდან, ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე, მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე და ასე ვიაროთ აბანოებამდე.
მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო... შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია... შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.
შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება, წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ... მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
ლექსი, რომელსაც თამამად შემიძლია ვუწოდო " ქებათა ქება თბილისისა"! დღევანდელი თბილისისა, ტკივილიანის... თბილისის, რომელიც საკუთარი თავიდან გაქცევის ზღვარზეც, ასეთი ლამაზი და ბოლომდე sayvarelia. თუნდაც ასეთი ავადმყოფი... თუნდაც ასეთი გაბოროტებული...
ლექსი სავსეა თბილისური კადრებით. ავტორი, ძალიან თავისუფალი, დახვეწილი წერის მანერით გვათვალიერებინებს ქალაქს. ლექსი ფაქტიურად იმღერება... მისი კითხვის ან წაკითხვის დროს ივსები საოცარი ქართველობით, საოცარი სიყვარულით და ერთი შეხედვით, უკანა პლანზე გადმოდის ის პროტესტი, რომელიც ლექსის ღერძია ვფიქრობ. პროტესტი იმ "მოთბილისო" სახის წინააღმდეგ, რომელსაც სამწუხაროდ დღევანდელი თბილისი ატარებს.
პ.ს. ზემოთ მოყვანილი ტექსტი, ალბათ არის ზღვაში წვეთი, ამ ლექსთან მიმართებაში.
Admin Into Armury
Number of posts : 6413 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიო საჯაია Fri Mar 20, 2009 7:44 pm
მე არ მგონია, რომ ამ კონკრეტული ლექსის შემთხვევაში (იგულისხმება გიო საჯაიას "ცენტრიფუგა") გულიც და სულიც ბოლომდე არ არის ჩადებული და გიო საჯაია მხოლოდ პოეტური შესრულების დახვეწილი ტექნიკით ცდილობდეს ფონს გასვლას...
მე მგონი, აქ, უბრალოდ, გიო პოეტური მიმართების რაკურსს ცვლის და მოვლენას (წიგნის თაროზე ერთი ბროშურა რომ არის თავად და ვართ ჩვენც) განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს.
საიმისო არაფერი სჭირს გიო საჯაიას, სულ-გულ დაკლებული ლექსი გამოიტანოს მკითხველის სამსჯავროზე - რასაც ჩვენ ვკითხულობთ და ვეცნობით, იმაზე გაცილებით მეტი აქვს გიოს დაწერილი და არ ”ბეჭდავს” არსად.
მე ერთი რამე ვიცი - გიო საჯაიას ლექსმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ახალ, ოცდამეერთე საუკუნის ”ციფრულ თაობაზე” - სად და ვისთან არ გადაეყრებით მისი შექმნილი სახეებისა თუ სხვა პოეტური ატრიბუტების ზოგს - უხეირო, ზოგსაც - ხეირიან ასლებს... და თავად გიო იწყებს საკუთარი თავიდან გამოსვლას...
გიოს ბოლოდროინდელ ლექსებში შეიმჩნევა პოეტური სპექტრისა თუ ჰორიზონტის ერთგვარი გაფართოება. და ეს არ ხდება ფორმულით ”საჯაია საჯაიას წინააღმდეგ”. ძველი და ახალი საჯაია ჰარმონიულად თანაარსებობენ. და ეს ასეც უნდა იყოს...
მე, როგორც მკითხველს კი ყოველთვის წინ მელოდება ახალი სიხარული გიო საჯაიას ლექსთან შეხვედრისა. შეხვედრა კი, მე ეგეთი ვიცი, რომ ლექსი არ უნდა ”იკითხებოდეს”, ნამდვილი ლექსი უნდა ”ამოითქმოდეს”. აბა, ხმამაღლა წაიკითხეთ გიოს თუნდაც ეს ან სხვა ნებისმიერი ლექსი და კარგად მოუსმინეთ: მიხვდებით, რომ ნაწერ-ნასწორები და ნაწვალები კი არ არის, ამოთქმულია...
ნამდვილი ლექსი ხომ ქაღალდზე ან მონიტორზე არ არსებობს, იქ მხოლოდ ჩაწერილია, - ნამდვილი ლექსი ცოცხალ სიტყვაშია...
გიო საჯაია
ცენტრიფუგა
შენ, ერთი უბრალო ბროშურა ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე, რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე, ეკუთვნის სადაფის ამბუშურს, რომელსაც უმზეო ტაროსში, აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს, დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.
დროდადრო ყველაფრის ახლიდან დაწყებას ცდილობს და ალაგებს ჩანთას და გარბის და გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ ერთმანეთს ქუჩები, სახლები, სახლები, ქუჩები - ქალაქი, რომელიც ყელში აქვს გაჩრილი და სიმსივნესავით იზრდება.
დროდადრო ფეხებზე ჰკიდია ის, რასაც დროდადრო ართულებს უბრალოდ უნდა, რომ წაიქცეს საწოლზე. მთავრდება მასივი. მთავრდება პროსპექტი. მიდიან ფეხები. ითვლიან სართულებს თვალები, რომლებშიც ჩაექცა ღამე და საეჭვოდ გასივდა.
პატარა ბავშვები, პატარა კენჭებს და პატარა ხელებზე ულაგებს პატარა მონეტებს, ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს. დროდადრო ცხოვრებას ატარებს ჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ, კითხულობს შექსპირის სონეტებს, ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს
დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს, ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს. ეკუთვნის უმზეო ტაროსში სადაფის ძველებურ ამბუშურს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე, ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს... ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე, შენ, ერთი უბრალო ბროშურა.
Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 12:16 pm; edited 5 times in total
nini Into Armury
Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ. შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ, არამედ ასეთებად გვაქციეს.
ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა, ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს, გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს, რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა, (ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს, დროულად გაგვეცლება და თავს უშველის) და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო, გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:
- ეჰეი, ურწმუნოებო, ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით, თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ, ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -
შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...
ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს, მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ, ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა... რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის, ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია, თუ არა ენერგია, რომელიც უდრის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია, რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს, რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით და ერთმანეთს ჯვარს ვაცვამთ ყველა სიტყვისთვის, რომელიც ერთხელ უკვე იყო, - თუნდაც პირველად, - როცა ერთმანეთს ვჭამთ, გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით და სიხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:
- ეჰეი, ურწმუნოებო, ჩვენ არ ვართ იმის მოთაყვანენი, რასაც თქვენ ეთაყვანებით, თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ, ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -
შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...
და ჩვენ გვასწავლეს, რომ ტრიპტიქი სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი, სამად მოსაკეცი სარკე, (რომელსაც ისინი, ვინც ეს ყველაფერი გვასწავლა, "ტრილიაჟს" ეძახიან) ხოლო ლოცვა - წვერის პარსვის, ან მაკიაჟის მეტამორფოზა და მას აქეთ, ყოველდღე სარკესთან ვდგებით და ვლოცულობთ ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენსას, ჩვენო, ხოლო ჩვენს იქით ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია, მამაო...
შეგვინდე, რამთუ ვიცით, რას ჩავდივართ. შეგვინდე, რამეთუ ჩვენ პოეტებად არ ვშობილვართ, არამედ პოეტებად გვაქციეს.