არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 კატო ჯავახიშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 3 EmptySun Jun 28, 2020 7:44 pm

კატო ჯავახიშვილი - Page 3 20181014

კატო ჯავახიშვილი

დილისპირული ორისთვის

1.
შენ. უფრო მე და უფრო ჩემთან დარჩენა. წასვლა.
შენ. თითქოს დროა. იქნებ შორი. ყველაზე ახლო.
შენ. იქნებ ძალა. ანდა, ჩემი ჟანგბადი. ბაწარ-
გამობმულ დღეებს უფრო სწრაფი ნაბიჯიც ახსოვთ.
მახლებ. ხელს უფრო შელოცვაა. ერთგვარი. დღეის
შემდეგ ხომ დრო ბრუნდება საწოლში. მძიმედ.
ახლა ისეთი სიახლოვე მინდა, რომ მღლიდე.
ახლა ისეთი სიახლოვე მინდა, რომ გავძლო
წინ - ჩრდილოეთის ქარები რომ დამხვდება გზაზე.
წინ - სახმელეთო გემებზე რომ გავაშრობ სევდას.
როცა ხურჯინში შევინახავ საშენო საგზალს
წინ - უამინდო სეზონია. აქ ვამბობ: გავძლებთ!
მგავდე - ეს უფრო ნიშანია, რომელსაც გავცდი.
გაგცდე - ეს უფრო თოვლიანი ზამთრების შიში.
თვალი - ეს როგორც ჩამოფერთხვა ტანიდან ნაცრის.
და საწოლიდან წამოწევა. აქ თითქოს გიშრობ -
შენ. იქნებ მე და იქნებ ჩემთან დარჩენა. ახლა
გზებია მლაშე. იქნებ შორი. იქნება ახლოც.
მე ახლა სიტყვა. და ნაცარი. მე ახლა გსახლობ.
მე ახლა შენ და ჩემი თავი, ამ გზაზე მახლავს.
2.
და შეიძლება არაფრიდან დაიწყო. დაღლა.
როცა არაფერს აღარ ჰქვია თავის სახელი.
ზიხარ. უძრავად. ზომავ ჩრდილის მოძრავ სიმაღლეს.
ზიხარ. უძრავად. გეზარება. თვალის გახელა
სულ არ არის ღვიძილი, ზოგჯერ.
თვალის მოხუჭვა - სულ არ ნიშნავს სიზმარს იჩვევდე.
მაკარონივით დამიგრძელდა სიტყვები. ვსინჯავ.
აქ საჩეჩელი. აქ საბნები.
აქ არ გაჩერდე!..
აქ ღამეა, ისეთი, ჩუმი
ხელები წყალქვეშ დამიხავსდა, მზეებს ვიხაზავ
სხეულზე, სადაც ... არაფერი. და მაინც გჩემობ.
მიწაზე, სადაც - არაფერი. თითქოს მინებზე
დაიმსხვრა გზები. მე - ქატო და მე - გზის ნაცარი.
მე - ხერხემლიდან წამოდგომა. მთელი. ნაწილი.
მე - გული. სადაც უშენობა მძლავრად მიცემდა
საშემოდგომო ნიშანი და.. ახლა საწოლზე
წევს შორი ღამე. შორი, შორი, ისეთი შორი
ისეთი შორი, რომ წამწამებს მელანს ვუსვამ და...
მე - ახლა ქარი. შემორღვევა სხეულზე შოვის.
მე - ჩემი თავის დანაკარგი.
„მინდა გავსამდე!“
მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვთქვი,
მინდოდა ერთი ყლუპი ჩვენი ყანის ჰაერი.
მინდოდა ერთი მოცლილი დღე - ქარის ხელსაქმე.
ადამიანებს მორჩენილი პურის ნაჭერი.
კუნძული. შორი. ხეტიალი. სადაც არავის
აინტერესებს რითი სუნთქავ, ან რას იჩემებ.
სადაც არავინ იცის შენი სახლის კარი და
სადაც არავინ არ გიკენკავს სიზმრის ნარჩენებს
ეს როცა დღეა, ანდა, არც კი,
ანდა ხელებით მანძილები უკვე მოჭერი.
დრო - როგორც ჩვენ და. როგორც ერთი ცხოვრება. სარკე.
მე - როგორც ქარებს გაყოლილი. პეპლის საჭერი
სველ მხრებზე რად არ მიმაგრდება?!..
ერთი ცხოვრება რად არ მყოფნის, დროს რომ გადმოვცდე..
მე - როგორც ზღვაში. ვდგავარ. ვძირავ ქაღალდის გემებს
აქ ახლა ქარი. ახლა შტორმი. ახლა გამოცდა
ელის ამ გემებს, დაკარგულებს...
შენ რა თქმა უნდა შეხვდები და სახლში წაიყვან.
და უკვე ასგზის დაწერილა აქამდე გულზე
და არცერთ გულში, სახმელეთო გზები არ იყო.
და ჩვენ დავიწყეთ არაფრიდან. არაფრით. არსად.
აი, არაფერს სულ არ ჰქვია თავის სახელი.
და ვზივარ ახლა. გზომავ. და გჭრი. თარგებად. სადღაც.
და ვზივარ ახლა. უჟანგბადო დილა.
მახველებს.


study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 1:40 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 3 EmptySun Jun 28, 2020 7:47 pm

კატო ჯავახიშვილი

გესმის, ისვრიან

გესმის, ისვრიან.
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე.
შავი ფიქრები შეეყარა დატალღულ ნაპირს.
ამ უცნაურად ქვადქცეული ქალაქის ფონზე
ნიჟარებს დაცლილ ვაზნებივით სამადლოდ დავყრი.
სიცარიელეს, ტოგასავით ტანთ რომ იზომებს-
ვშლი გონებიდან-
ომს, რომელიც გამოვიგონე.

მზეო, სადა ხარ,
აფხაზეთი გავკიდე თოკზე,
სველია ჯერაც, შეუმშრალე გთხოვ მას ცრემლები.
კადრები ჩემი წარსულიდან ხმაურით მომდევს,
ფერად სარჭებში მომწყვდეულან, როგორც მძევლები.
და სარეცხივით გადაფენილს დრო რომ აქვავებს,
შეგრძნებებია,
ნაწილებად მე რომ დამშალეს.

გესმის, ისვრიან,
მე კი ძილი ვისწავლე ღამით.
საიდან მოველ,
საით მივალ,
რა გზას მივყვები?!
ვინ ვარ!
როდემდე დავუმალო ფურცელს სიტყვები.
გათენებულაა...
სევდიანი ნამგალა მთვარის
პროფილს გვერდულად ირეკლავენ ურჩი ტალღები.
ხვეული თმებით
შენს რუქაზე დავიტალღები.

გესმის, ომია,
მე გამყიდეს ოცდაათ ვერცხლად
(ისე ახლოს ვარ ახლა ღმერთთან, როგორც არასდროს?!)
კავალერიავ!
გასწორდი და გახსენი ცეცხლი.
მაიც ხვალ დილით მე სირცხვილის გრძნობა დამახრჩობს,
რომ, კიდევ ერთხელ დავამცირე ჩემი ცხოვრება,
ტუჩის დამალვით,
კოცნას ზღვას რომ ემათხოვრება.

გესმის, ისვრიან,
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე...


study


Last edited by Admin on Sun Jun 28, 2020 8:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 3 EmptySun Jun 28, 2020 7:51 pm

კატო ჯავახიშვილი - Page 3 K-ato-10

კატო ჯავახიშვილი

მკვლელები

ყველამ დავხოცოთ ჩვენი შვილები.
გაზრდილები. გასაზრდელებიც.
ისინი, ვინც ვერ დაიბადნენ
და არც ითხოვეს.
ვინც გადაგვასწრო დაბადება, -
უკვე დაბერდა;
ვინც ხელისგულის ხაზებიდან გამოვიგონეთ;
ვინც არც გვიყვარდა;
არც გვძულდა და
კიდეც გვიყვარდა;
ისინი, ვინც ჩვენ დაგვაბრალა მზის ვერ ამოსვლა;
ვინც ვერც სკოლაში ვერ იარა,
ვერც გზა მოძებნა;
ვინც, საკუთარი წილი მიწა ვერსად იპოვა;
ვინც იქცა მკვლელად;
იქცა ქურდად;
იქცა მეძავად;
სწრაფად დავხოცოთ ჩვენი შვილები.
რბილ ღაბაბზე ბასრი ლითონი გადავუსვათ და ამოვისუნთქოთ.
ერთი მაგრად ამოვისუნთქოთ.
ამოვისუნთქოთ და ამოვაყოლოთ:
ჩვენი ყველა უსიზმრო ძილი;
ჩვენი ვითომ არაფრით დაღლა;
თითქოს თეთრ გემებს წარსულში ვძირავთ;
თითქოს წამწამი დავხარეთ,
გაღმა
ბარაკებია და ქურთის ქალი
ჭუჭყიან მკერდზე მიკრული ჩვილით
ჭრელი ჭინჭებით დაათრევს სევდას:
„პედრო, დონალდო,
დონალდო, პედრო, პედრო“...
დაათრევს. ყვირის.
„ჩვენ“ კი მივდივართ,
ნაჩქარევი ნაბიჯით სახლში
და საკუთარი შვილებისთვის ღიმილით მიგვაქვს,
ყოფის ხურდაში მოყოლილი ფერადი გზები, -
თითქოს საღეჭი რეზინია სხვისი სამშობლო.
თითქოს, ეს ტუტე ცრემლის ტბაა მხოლოდ სამშობლო.
ჩვენი შვილისთვის ვერნაყიდი „კევის“ სანაცვლოდ,
თავს რომ არაფრით გვანებებს და წარსულს გვიმალავს.
მიდი, სამშობლოვ, ამ მშიერი ბავშვის თვალებში
ბადე ჩააგდე. ჭაობისფერ ტბაში თევზები
წყალმცენარეებს ხერხემლებით ეჭიდებიან.
მიდი, სამშობლოვ, არ დაგვინდო, თავი გადადე
სიძულვილისთვის. სინანულში თავის დაზოგვა
რა იოლია...
გლობალური გაჭირვებისთვის
ჩვენ გავამართლებთ დროს, რომელშიც
შენ არ შეცვლილხარ, -
ეს ჩვენ ვიქეცით
გლობალურად საშიშ მხეცებად.
დრო აღარ იძვრის.
ალბათ ფეხში წყალი ჩაუდგა,
რომ გაზაფხული დაგვენახა,
მაგრამ...
შეგვცივდა.
მოდი, სამშობლოვ, ნორჩი სისხლით ქუჩა შევღებოთ
სისხლის წრეები დავახატოთ ქუჩებს.
მზეებად.
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ამოვარწყიოთ:
სასთუმალთან გატარებული ღამეები;
სამსახურში დაგვიანებები;
დაბადების დღის საჩუქრისთვის ხელისკანკალით შეგროვილი ფული;
ბანკომატში ჩარჩენილი ბარათები;
კინოს ბილეთები;
ელექტროენერგიაზე მიბმული ნაგვის ბუნკერები;
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
ცულის ტარზე ვერდატეული სიყვარული;
პოლიტიკაზე ორიენტირებული ისტორია;
მეგობრული ფეხისდადებები;
ორი ზღვის და პატარა გოგოს ამბავი, -
თითქოს საღეჭი რეზინია ჩვენი სამშობლო.
კუჭს რომ მიეკრა.
„პედრო, დონალდო,
დონალდო, პედრო, პედრო“...
ყველამ დავხოცოთ ჩვენი მაძღარი შვილები.
პეჩენიებით
ჩიფსებით
ემულგატორებით
გამოვუტენოთ კუჭი და მერე დავხოცოთ.
მშივრები მაინც არ მოკვდებიან.


study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 1:41 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5941
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 3 EmptyTue Jun 30, 2020 12:58 am


კატო ჯავახიშვილი - სიკეთე
•Jun 29, 2020

სიკეთე
© კატო ჯავახიშვილი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

კატო ჯავახიშვილი

სიკეთე

ერთხელაც, სიკეთე მოვიგონე და ადამიანი დავივალე.
ერთხელ, სიკეთე მოვიგონე და ადამიანი ვალში ჩავაგდე.
ისეთი ადამიანი ჩავაგდე ვალში, ვინც სიკეთეს არ იმსახურებდა.
ადამიანი ვიყიდე და სამუდამო კეთილმოვალედ გავიხადე.
დადიოდა ადამიანი და მმადლობდა.
დადიოდა ადამიანი და მწყევლიდა.
დადიოდა ადამიანი და ჩემი გაკეთებული სიკეთე თან დასდევდა.
დავდიოდი მე და იმ ადამიანის ვალს დავათრევდი.
დავდიოდი მე და ჩემი კომშისფერი სიკეთე თან დამქონდა.
დავდიოდით მე და ის ადამიანი და ორივეს ერთმანეთის ვალი გვქონდა:
მას ჩემი სიკეთე ევალა.
მე – სიკეთის უქონლობა.
ერთხელ, ადამიანი ჩემმა გაკეთებულმა სიკეთემ დაღალა და თვალები ამოითხარა.
დადიოდა ადამიანი და კედელ–კედელ მეძებდა.
დადიოდა ადამიანი და კედელ–კედელ გამირბოდა.
დადიოდა ადამიანი და გასასტუმრებელ ვალს სხვა ადამიანებში ეძებდა.
დავდიოდი მე და ვიღლებოდი.
დავდიოდი მე და ვერ ვივიწყებდი.
დავდიოდი მე და სხვა ადამიანებს ვივალებდი.
მივხვდი:
ჩემი მეგობრის მეგობარი რატომ დადის თავდახრილი.
იცის, ადამიანი ყველაზე დიდი უძლურებაა და ეშინია.
დგას და ეშინია.
დადის და ეშინია.
სძინავს და ეშინია.
მივხვდი.
რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი უძლურებიდან.
იციან,ხანდახან სიკეთე ყველაზე დიდი ბოროტებაა და ეშინიათ.
გულმოწყალებისთვის გაცემული საკუთარი თავების ეშინიათ
და სხვის დაუძლურებულ სიკეთეში პოულობენ თავშესაფარს.
ერთხელ, ცალთვალა კაცმა მომძებნა და ვალი დავუბრუნე.

***
A kindness
The verse by Kato Javakhishvili (in Georgian)
This clip is made with: 'Nah Meh Nah' by David Garrett.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

https://youtu.be/cIaTB7dI9X0

კატო ჯავახიშვილი - Page 3 20181013

კატო ჯავახიშვილი - Page 3 Kt-310

study

Nicoletta La Chatte likes this post

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კატო ჯავახიშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 3 Empty

Back to top Go down
 
კატო ჯავახიშვილი
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: