| | ჯაბანი მინდოდაური | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: ჯაბანი მინდოდაური Mon Feb 23, 2009 12:08 am | |
| ჯაბანი მინდოდაური სოფელ ჭიჩოდან ყოფილა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური Mon Feb 23, 2009 12:12 am | |
| ჯაბანი მინდოდაურიჯაბანი მინდოდაური ხოშარელებსა ბრიყვობსა, ხოშარით ტყემალნ დასწვადნა, ხილ უნდა გაჩნდეს ჭიჩოსა. მალ-მალე გადაუხედნებს, არავინ დამიხლიჩოსა, ხოშარით გამოქცეული ერთ მუხლად მივა ჭიჩოსა. --- ”დამიხლიჩოსა” - დამიკრიფოს. ჯაბანი მინდოდაური გადაჰკიდებია ხოშარელ ქვრივ ქალს და მოსვენებას აღარ აძლევდა. ქვრივი თურმე უშლიდა, არ თანაუგრძნობდა, მაგრამ ჯაბანი თავისას არ იშლიდა. ერთხელ ჯაბანს უთქვამს: - ამაღამ შენთან უნდა მოვიდეო. ქალი შეეხვეწა თურმე: - სოფელში თავს ნუ მომჭრი, ნუ მოხვალო. - არა, მოვალო! - უთქვამს ჯაბანს. მაშინ ამ ქვრივ ქალს სოფლელებისთვის შეუჩივლია. ხოშარელი ახალგაზრდები ჩაუსაფრდნენ თურმე ჯაბანს ქვრივის სახლთან და, შუაღამისას, მელასავით რომ მოიპარებოდა, დაიჭირეს. მოიტანეს ჯაჭვი და იქვე ტყემალზე მიაბეს: ხვალ ხალხს ვაჩვენოთო. წავიდნენ და ჯაბანი იქ დატოვეს ტყემალზე მიბმული. ცალკე სირცხვილისა და ცალკე ხალხის შიშით, იმდენი იწია ჯაბანმა, რომ ტყემალი ძირიანად ამოგლიჯა და ასე, ზურგზე ტყემალმიბმული მივიდა ჭიჩოს, თავის სახლში. 
Last edited by გამრიგე on Sat Oct 23, 2010 10:19 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური Mon Feb 23, 2009 12:24 am | |
| მოკლედ, ძალიან მაგრები არიან ეს ჭიჩოვლები - ხან ერთიმეორეს ხოცავენ ნადირობისას, ხან ხინკალს ჰხაშვენ არაგვშია და ხან ზურგზე აკრული ტყემლის ნერგებით დაიარებიან! ეგეთა ლეგენდარული სოფელი მეორე არ არის მთაჩია...  დავითო თეთრაულმა არ გაგვიგოს, თორო დაგვხოცს სუყველასა!.. ჭიჩოელები არიან თეთრაულები და...  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური Mon Feb 23, 2009 8:41 am | |
| ცოლი სჯობის თუ წაწალი ----------------------------------- მეტოქე: ---------------- ცოლი სჯობის თუ წაწალი? ჯაბანო,შენა გკითხაო.ჯაბანი: -------------- ცოლი სჯობია წაწალსა, წაწალი ფეხზე მკიდაო, წაწალს სჭირდება ფერობა, ცოლს კი არასა ვკითხაო. ჯაბანი და კაცობა ---------------------------- კაცობა: ------------ კაცობამ უთხრა ჯაბანსა, მოდი ვიყიდოთ ბაკლაო!ჯაბანი: --------------- ჰო,შენმა გამარჯვებამა, მაგისმეტ რაღა გვაკლაო? ისეთს რად იტყვი,კაცობავ, რაითაც ჩემს გულს დაჰკლაო; ფეხზეით ქალმებ დაგცვივდა, თავზე ქუდ აღარ გაკრაო.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური Fri Mar 27, 2009 7:57 am | |
| ჩემთან გადმოხე,ჯაბანო! ---------------------------------
მეტოქე: -------------
ჩემთან გადმოხე,ჯაბანო, სალექსოდა ხარ განთქმული.
ჯაბანი: --------- მე რა გამივა შენთანა, დიდკაცადა ხარ გასული. ერთ შენა'დ წოწკურაული, მეორე_გურგენთ მაჩური, მესამე სუმელჯაია ახატულ-ჩამოხატული.
მეტოქე: ------------ რად არ კიდევაც დაგიკლავთ, კუდა ხარ რო გყავთ შათქმული?
ჯაბანი: --------- ჩვენ ხატ გან მათხოვარია, რას არგებს ერთხელ დაკლული?... *** პატარა თხოვნა გვაქვს გამრიგესთან:  გიორგი ანთაურის მასალებში მამა-შვილის კაფია ორჯერაა დადებული(ჩემი ბრალია).პირველ გვერდზე რომ არის,ის დარჩეს და ამოვიღოთ მეორე გვერდიდან. ... წიწოთ კარატიელიც ნიჭიერი მელექსეა. ჩემი და ბობორიკის შუამდგომლობით იქნებ შემოგვეშვა კაფიების "რინგზე." | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური Wed May 13, 2009 8:52 am | |
|
ჯაბანი და მელა ---------------------------
ჯაბან წავიდა ტყეშია, გამაჰდგომიყო მელასა; მელა სოროში შაუძვრა, ჰთხრის და ვეღარა ჰხელავსა.
მეტოქე: - - - რა არი,ძმაო ჯაბანო, რასა სთხრი მაგოდენასა?
ჯაბანი: - - - მა რა ვქნა,შენი კვნესამე, უნდა წავიღო თელავსა, თავისად ჩოხა ვიყიდო, კაბა უყიდო ლელასა. მიუვალ გაზაფხულზედა, ტიტველსა,ცარიელასა! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური Sun Aug 02, 2009 9:36 pm | |
|
ვინ გამოგიცხობს, ჯაბანო
მ ე ტ ო ქ ე:
ვინ გამოგიცხობს,ჯაბანო, წელწადჩი ბედის კვერასა?
ჯ ა ბ ა ნ ი:
მე ბედის კვერა რად მინდა, ხმიადას ჩავცხობ თხელასა! მე’დ ლელა წამოუსხდებით, შავატანთ ხაჭოს კვერასა.
| |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ჯაბანი მინდოდაური  | |
| |
|  | | | ჯაბანი მინდოდაური | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|