Admin

 Number of posts : 7006 Registration date : 09.11.08
 | Subject: ”ისტორიისათვის” განყოფილების გამო Sat Feb 21, 2009 1:40 pm | |
| არგანი -
ვისურვებდი ამ გვერდში "ისტორიისთვის" საქართველოს ყველა კუთხის გაცნობითი ტექსტები დაიდოს. ასი წლის წინ მაკალათიამ რომ იმოგზაურა საქართველოში და თვითოეულ კუთხეზე შესანიშნავი წიგნები დაგვიტოვა, ისევ იმ წიგნების ამარა ვართ. არადა ამ ერთ საუკუნეში რამდენი რამ შეიცვალა ყოფაში, წესში, კულტურაში... თანაც ახლა ხომ უფრო მეტი საშუალება გვაქვს ამის გასაკეთებლად, მაგრამ ყველა "საკუთარ შემოქმედებას" ვაწვებით, საკუთარ კარ-მიდამოს ვუვლით და საერთო საქმეზე გული არ შეგვტკივა...
ახლა რომელ ავტორსაც გინდა შეუკვეთე ფშავი ან ხევსურეთი გააკეთეო, შორს დაიჭერს: - აბა, მე როგორო? მე სად შემიძლიაო...
ერთი სიტყვით, ეს ახალგაზრდობა უნდა გავაქეზოთ, რომ ასეთ საქმეებს მოკიდონ ხელი. რა უშლით? კუთხეს კარგად იცნობენ, წერა შეუძლიათ, დასხდნენ და რამე (ჩვენი დროის) ეთნოგრაფიულ-დოკუმენტური მასალა დაუტოვონ შთამომოვლობას, თორემ მარტო მხატვრული ტექსტებით ისეთივე წარმოსახვით სურათს შევუნახავთ ჩვენ მომავალს, როგორიც ჩვენ დაგვხვდა... არჩანდა -
მივესალმები გია არგანაშვილის წინადადებას და კარგი იქნებოდა, თავიანთი ნანახი თუ მოყოლილი ჩვენთვისაც გაეცნოთ ავტორებს საქართველოს კუთხეების მიხედვით.
აბა, რანაირად უნდა იყო კარგი მწერალი, თუ შენი სამშობლო არ იცი?  კარგად დააკვირდით, რომელიმე კუთხე ხომ არ გამომრჩა... და მე მგონი, ერთი თემაც უნდა დავამატო - ”ემიგრანტები”. რამდენი ქართველია წასული სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოდან! საბერძენეთში წასულ ქართველებზე მეუბნებიან ხოლმე, ოთხასი ათასამდე არიანო...  | |
|
Admin

 Number of posts : 7006 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ”ისტორიისათვის” განყოფილების გამო Sat Feb 21, 2009 1:48 pm | |
| ისტორია, ყოფა-ცხოვრება და ზეპირსიტყვიერება - ამის მიხედვით ვწეროთ. | |
|
არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | |
Sponsored content
 | Subject: Re: ”ისტორიისათვის” განყოფილების გამო  | |
| |
|