არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 აჭარა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

აჭარა Empty
PostSubject: აჭარა   აჭარა EmptySat Feb 21, 2009 1:25 pm

აჭარა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში.

ეტიმოლოგია
სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს — აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.

მხარის აღწერა
ვახუშტი ბატონიშვილი თავის „გეოგრაფიულ აღწერაში“ აჭარას აღწერს შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„ხოლო ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი აღმოსავლეთიდამ, და გამოსდის ზარზმა-აჭარას შორის მთასა, აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამ წყლის კიდეზედ, ამ ჴეობის საშუალს, არს მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი. ხოლო მოერთვიან ამ აჭარის მდინარეს, გურიის მთიდამ და აჭარას და ლიგანისჴევის შორისის მთებიდამ, ჴევნი და მათ ზედა არიან დაბნები შენნი. არამედ მზღვრის: აღმოსავლით მთა აჭარასა და ზარზმას შორისი, და გარდავალს მას ზედა გზა სამცხეს; სამჴრით — მთა აჭარასა და ლიგანისჴევს შორისი; დასავლით — მდინარე ჭოროხი; ჩრდილოთ — მთა გურიასა და აჭარას შორისი, სადა გარდავლენან გზანი გურიას. და არს აჭარის ჴეობა ვენახოვან ხილიანი, მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბანბისა, ყოვლითა მარცვლითა, არს ტყიანი, კლდიანი, იწრო, ჴრამოვან-ღრატოიანი. მთანი ტყიან-ნადირიანი, კაცნი ჴელოვანნი ხის მუშაკობითა. აქ აკეთებენ ყველს: ერთი იქმნების ი, იე და კ ლიტრა, არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს, შემგბარი კეთილ-სახმარ არს.“
(ვახუშტი ბატონიშვილი)
ხოლო თედო სახოკია კი წერს შემდეგს:
„აწინდელი ახალციხის მაზრის დასავლეთით და გურიის, ანუ ოზურგეთის მაზრის, სამხრეთით, აჭარის-წყლის ხეობაში მდებარეობს ღრანტოვანი და ხევიან-კლდიანი კუთხე საქართველოსი — აჭარა.“

აჭარა როგორც მდინარე ჭოროხის აუზის განუყოფელი ნაწილი, მესხეთში შედიოდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდაჭარა იყო, შემდეგ — ხიხანი, მოგვიანებით — ხულო) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

„აჭარა, ანუ აწინდელი ბათუმის ოლქის ერთი ნაწილი, მდებარეობს გურიის სამხრეთით. მისი საზღვრებია: აღმოსავლეთით — არსიანის მთა, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის მდინარეებს ჰყოფს ერთმანეთისაგან. გარდა ამისა, არსიანი მთაა საზღვარი აჭარისა და ახალციხის მაზრისა; ჩრდილოეთით — აჭარის ქედი, რომელიც არსიანის მთის გაგრძელებას შეადგენს და რომელიც გურია აჭარას ერთმანეთისაგან საზღვრავს; სამხრეთით — შავშეთის ქედი, ისიც არსიანის მთის შტოა და ჰყოფს აჭარისწყალს და მის შტოებს იმ მდინარეებისაგან, რომელნიც ერთვიან მდინარე ჭოროხს მარჯვნით. ხოლო, დასავლეთ აჭარა თავდება სოფელ კიბესთან, ერთი კილომეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მდ. აჭარისწყალი მდ. ჭოროხს ერთვის.“



ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/აჭარა
* http://csem.ge/wp-content/uploads/2020/02/Batumi-and-Black-Sea.pdf

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5972
Registration date : 09.11.08

აჭარა Empty
PostSubject: Re: აჭარა   აჭარა EmptySun Mar 01, 2020 11:14 am

აჭარა Batumi10
Batoum – Frontier of Georgia By William Hyde Parker, London. 1853

გიორგი სორდია

ბათუმი და შავიზღვისპირეთი ბრიტანელი საზღვაო კაპიტნის ჰაიდ პარკერის ჩანახატებში


წინამდებარე პუბიკაციაში გამოყენებული სურათების ორიგინალი ბეჭდური ეგზემპლიარები დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი (CSEM) არის დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სწავლობს ეთნო-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს, ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას და ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

© გიორგი სორდია, 2020
© ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი
(CSEM), 2020


მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ ევროპის არქივებსა და ბიბლიოთეკებში მდიდარი დოკუმენტური მასალაა დაცული.
ეთნიკურობისა და მულტიკულურალიზმის შესწავლის ცენტრის საქმიანობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონის შესახებ ნაკლებად ცნობილი ევროპული წყაროების მოიძიება და შესწავლა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე თავი მოვუყარეთ XVI-XIX საუკუნეებში ევროპაში გამოცემულ ასობით წიგნს, რუკას თუ სხვა სახის დოკუმენტურ მასალას, რომელთა დიდი ნაწილი არ არის ხელმისაწვდომი საქართველოს საჯარო საბიბლიოთეკო და სამუზეუმო სივრცეში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ეტაპობრივად ვახორციელებთ ჩვენს ხელთ არსებული იშვიათი მასალის თარგმნას და გასაჯაროებას დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
წინამდებარე მოკლე მიმოხილვაში კი წარმოგიდგენთ მე-19 საუკუნის ბათუმის დღემდე უცნობ ჩანახატს, რომლის არსებობის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა ბრიტანეთის მუზეუმის ონლაინ კატალოგის მეშვეობით. ჩანახატის სიძველიდან და მისი უნიკალურობიდან გამომდინარე ბრიტანეთის მუზეუმისგან ოფიციალურად შევიძინეთ მისი ელექტრონული ასლი, ამასთანავე, მოვიპოვეთ დამატებითი ცნობები, როგორც ჩანახატის ავტორის, ასევე მისი აკადემიური მემკვიდრეობის შესახებ, რომლის საფუძვლიანმა შესწავლამ შესაძლოა ბევრი საყურადღებო და საინტერესო დეტალი გამოავლინოს მე-19 საუკუნის შუა ხანების ბათუმის და მთლიანად
აჭარის რეგიონის შესახებ.
ჩვენ მიერ მოძიებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ჩანახატი ბათუმის გამოსახულებით არის თერთმეტი სურათისგან შემდგარი ალბომის ნაწილი, რომელიც 1853 წელს გამოქვეყნდა ლონდონში,
დიკინსონის გამომცემლობის მიერ სახელწოდებით „ჩანახატები შავიზღვისპირეთიდან“. ჩანახატები ესრულებულია ბრიტანელი საზღვაო კაპიტნის უილიამ ჰაიდ პარკერის მიერ. მისი ნახატების მიხედვით მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შექმნილი ფერადი ლითოგრაფიები კი დაბეჭდა ლონდონის ცნობილმა დიკინსონის გამომცემლობამ. (ნახატების ამ სერიის სრული ინგლისურენოვანი სახელწოდებაა Series of Sketches in the Black Sea. Lithographed and Published by Dickinson Brothers of 114 New Bond Street, London 1853).
ჩანახატების ავტორს რაც შეეხება, უილიამ ჰაიდ პარკერი (W. Hyde Parker) ბრიტანელი მეზღვაურების ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელია. ჰაიდ პარკერების სამსახური ბრიტანეთის ფლოტში სათავეს იღებს მე-18 საუკუნის დასაწყისიდან. სხვადასხვა წლებში საგვარეულოს წარმომადგენლები მაღალ საზღვაო თანამდებობებს იკავებდნენ, მათ შორის აღსანიშნავია, უილიამ ჰაიდ პარკერის ბაბუა ადმირალი სერ ჰაიდ პარკერი, რომელიც ჰორაციო ნელსონის ფლოტის ერთ-ერთი მეთაური იყო და მამა სერ ჰაიდ პარკერი, ბრიტანეთის ფლოტის ვიცე-ადმირალი. ამჯერად, ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს უილიამ ჰაიდ პარკერის (1825-1854 წწ) საქამიანობა. ის 1852 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა ბრიტანული საზღავო ფლოტის საბრძოლო ხომალდ HMS Firebrandის კაპიტნად, 1853 წელს კი ყირიმის ომის დაწყებისთანავე მას დაევალა სპეციალური საბრძოლო და სადაზვერვო დავალებების შესრულება შავ ზღვაში. მის მოვალეობებში შედიოდა შავი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი დასახლებების მონახულება, მათი აღწერა, ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვება. შავიზღვისპირეთის შესახებ ჩანახატების ალბომის მომზადება სწორედ ამ დავალების ნაწილს წარმოადგენდა. გარდა უშუალოდ ჩანახატებისა, ის ასევე
აკეთებდა ჩანაწერებს, რომლებიც ბრიტანეთის ფლოტის სამხედრო ხელმძღვანელობისათვის იყო განკუთვნილი. ყირიმის ომის დროს შავ ზღვაში კაპიტან უილიამ ჰაიდ პარკერის მისია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ის მალევე დაიღუპა რუსულ ფლოტთან საბრძოლო შეჯახებისას, 1854 წლის 8 ივლისს.
კაპიტან ჰაიდ პარკერის შავ ზღვაში მისიის დროინდელი მასალებიდან, ბრიტანეთის მუზეუმის დახმარებით ჩვენთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩანახატების ალბომი, რომელიც უიშვიათეს რარიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის განკუთვნილი იყო მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის
ადამიანებისათვის, შესაბამისად არ მომხდარა მისი სერიული დაბეჭდვა. ონლაინ გლობალური საბიბლიოთეკო ქსელის (OCLC) მონაცემებით, სრული სახით ალბომი ინახება მხოლოდ ბრიტანეთის მუზეუმში, ბრიტანეთის ეროვნულ საზღვაო მუზეუმსა და ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში.
როგორც აღვნიშნეთ, ჩანახატების ალბომი თერთმეტი სურათისგან შედგება, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორც შავიზღვისპირეთის ქალაქები, ასევე ადგილობრივი ეთნოგრაფიული ტიპაჟები. ეს სურათებია:

1. ყირიმის სანაპიროს პანორამული ხედი;
2. ტრაპიზონის პანორამული ხედი;
3. ბოსფორის ყურის სანაპირო;
4. სოფელი ბეიქოზი ბოსფორის სანაპიროზე;
5. სინოპის ხედი ნახევარკუნძულიდან;
6. სინოპი ჩაძირული თურქული გემების გამოსახულებით;
7. ბერძნული ბანაკი;
8. ბათუმის ხედი;
9. თურქი საბრძოლო მეთაური, მისი მსახური და თათარი შიკრიკი;
10. ექვსი გამოსახულებისგან შემდგარი ეთნოგრაფიული ტიპაჟები და ბაში-ბოზუქი (ოსმალეთის არმიაში
არარეგულარული სამხედრო შენაერთის მებრძოლი);
11. თორმეტი გამოსახულებისგან შემდგარი ეთნოგრაფიული ტიპაჟები.

ჩამოთვლილი ილუსტრაციებიდან, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბათუმის გამოსახულება, რომელიც სავარაუდოდ დღემდე შემორჩენილი ბათუმის პირველი ევროპული ჩანახატი უნდა იყოს. ნახატი შემდეგნაირადაა დასათაურებული: „ბათუმი - საქართველოს საზღვარი“ (Batoum – Frontier of Georgia). 1853
წლისათვის ბათუმი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი პატარა დასახლება იყო, შესაბამისად ბრიტანელი კაპიტანი მას საქართველოს საზღვართან მდებარე ოსმალურ ქალაქად აღიქვამდა.
ნახატი შესრულებულია ხმელეთიდან (ის. სურ. 1), მასზე გამოსახულია ბათუმის ყურე და კონცხი, სანაპიროს გაყოლებაზე ჩამწკრივებულია ხისგან ნაშენები სახლები, ერთ-ერთი გამოკვეთილი ნაგებობა შესაძლოა წისქვილი იყოს. ყურეში ორი იალქნიანი გემია გამოსახული, კონცხის ცენტრში კი შეიმჩნევა მცირე ნაგებობა და ანძა, რომელზეც დროშა ფრიალებს. სურათის წინა პლანზე გამოკვეთილია თოფებით შეიარაღებული, სამი ადგილობრივი მამაკაცი, რომლებსაც ზურგით თივის შეკვრა გადააქვთ. სურათზე ასევე ყურადღებას იქცევს ორი ცხენი და სანაპიროსთან ახლოს მცურავი ტივი, რომელზეც ხუთი ადამიანი იმყოფება.
ბათუმის გარდა, ასევე ინტერესს იქცევს თორმეტი გამოსახულებიდან შემდგარი ეთნოგრაფიული ტიპაჟების ჩანახატი (იხ. სურათი 2), რომელზეც მე-5 ნომრად აღბეჭდილია შეიარაღებული ქართველი მთიელი (Georgian Mountaineer). სავარაუდოდ ეს მამაკაცი მთიანი აჭარის მკვიდრი უნდა იყოს. დანართის სახით წარმოგიდგენთ
ალბომში შესულ რამდენიმე სხვა სურათსაც, რომლებზეც გამოსახულია ეთნოგრაფიული ტიპაჟები შავიზღვისპირეთიდან.
გარდა ჩანახატების ალბომისა, ბრიტანეთის მუზეუმი და ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ინახავს კაპიტან ჰაიდ პარკერის შავ ზღვაში მისიით ყოფნის დროინდელ ხელნაწერ დოკუმენტებს და ჩანაწერებს, რომელთა ნაწილიც, სავარაუდოდ მის ბათუმში ყოფნის პერიოდს აღწერს. ვფიქრობთ, ამ დოკუმენტების მოძიება და მათი საფუძვლიანი დამუშავება მნიშვნელოვანი იქნება ოსმალური პერიოდის ბათუმის იტორიის შესწავლისათვის.

ბმული:
* http://csem.ge/wp-content/uploads/2020/02/Batumi-and-Black-Sea.pdf
* http://csem.ge/publications/?fbclid=IwAR03ZmDPHiEER4JeVJzWw52PoC-EhiUcFt5cm_djHVYcjNb6ZwlWBW44UUY
* https://www.facebook.com/csemgeorgia


აჭარა Batumi11
Batoum – Frontier of Georgia By William Hyde Parker, London, 1853

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
აჭარა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ისტორიისათვის-
Jump to: