| | ნუკრი ბერეთელი | |
| |
Author | Message |
---|
nukri bereTeli Way at Armury


 Number of posts : 28 Age : 39 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Fri Jun 05, 2009 10:27 pm | |
| კადრები ჯვარცმად
ვიღაცა ცდილობს შეეწყოს შოპენს, მეზობლის ბავშვმაც ისწავლა "სოლ-ლა..." ქარი ბალახებს ღობისკენ მოფენს, კვირის სიჩუმემ დაიპყრო სკოლა.
ტაძრიდან მომყვა გალობის ექო, ჩიტივით ჩემი ოთახის კედლებს აწყდება. ვუღებ... ფანჯრიდან _ ბექობს, იქედან _ მთას... და მთაზედაც ვერ ძლებს,_
გადადის ცისკენ. ცა არის მშვიდი; ფაშფაშა ღრუბლებს _ ფეხმძიმე ქალებს ვაცილებ მზერით. მზე სადღაც მიდის და რიკლედ ტოვებს დასავლის კარებს.
უბრალოდ გადის უშენო კვირა, სასწაულებსაც უაზროდ ვუმზერ_ რომ ვიღაც კადრებს აკინძავს ფრთხილად და ლექსის ჯვარცმად დამკიდებს გულზე. | |
|  | | სოსო მეშველიანი Front of Armury

 Number of posts : 97 Age : 45 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Sat Jun 06, 2009 9:27 pm | |
| მარტო გული... მარტო ნიჭი.  | |
|  | | არაბული Into Armury


 Number of posts : 183 Age : 29 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Mon Jun 08, 2009 2:26 pm | |
| თაობის ცამდე მართალი პოეტი... ნუკრი ბერეთელი
მაინც სოფელზე
ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე: ”დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე”... - ვაი, თქვენს პატრონს! - ვეტყვი, - თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ, მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ კლდე-სოფელს ვუკმევ. ------------------------------------------------ ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი, ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ. - ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი! - სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.
მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად, დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი, ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ... მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.
კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ! ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი. გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო... საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...
ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა, ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე. - არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს? - წყაროსთან, მამამ და, ბრგე ჩაფივით, მწუხარება შეიდგა მხარზე...
ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.) - ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და... დარეკოს ახლა!...- ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...
მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..
* * * ახლა ყველაფერი შავად მეჩვენება, გულში ჩასარტყმელი დანის ტარისფერი. ვიცი,არაფერი აღარ მეშველება, შავად მეჩვენება ახლა ყველაფერი...
მაგრამ სასიკვდილოდ თავს ვერ გავიმეტებ, ვინც უნდა იქილიკოს და სული გამიკილოს. ვიდრე მაგ თვალების შუქი მაიმედებს, თავს ვერ გავიმეტებ, მაინც, სასიკვდილოდ! | |
|  | | ბექა ახალაია Way at Armury


 Number of posts : 29 Age : 34 Location : თბილისი Job/hobbies : სტუდენტი Humor : დიახ Registration date : 04.02.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Tue Jun 09, 2009 3:04 am | |
| * * * ბექა ახალაიას
მეც ლექსად გეტყვი, ძმავ, შუბლმაღალო: (გავკადნიერდი, რავი, რა მეცა!) რომ ლექსად გიყვარს მთელი სამყარო, ცივი დღეცა და ცხელი ღამეცა,
რომ ვაზის ძირებს კოცნი შეფარვით და ფეხარეულ სტრიქონად ლამბავ. დღეიდან თავიც აღარ მებრალვის, მე ვარ ნიკორა, შენა ხარ ლაბა...
რომ დგახარ კვალში სულით ფრთამალი, და ქედზე გვადგას ძმობის უღელი; გადავაშავეთ ბევრი ტრამალი და სულძაღლ სიკვდილს ლეკვებს ვუხელებთ
ახლაც და შენი სახლის მინებზეც, კვლავ პოეზია გადის ფირებად... ჰოდა, ამოვა ისევ ვინემ მზე, წყალსაც რომ ერთხელ ჩაეძინება,
მიდი, ესროლე მთვარეს სტრიქონი, რომ ხვალ გვერდელა გობზე ვივახშმოთ. მე კი უმთვარო ღამეს ვიფონებ, ამ ქარსაყოლილ დარდებს მივახრჩობ.
მერე კი... მერე ყველა ეთიკას ზურგი ვაქციოთ! ზურგებს არმური აუვათ, ძმავ, თუ... ძმაზე მეტი ხარ, მართლა მეტი ხარ, ძმაზე, ძამული...
სად დაიკარგე ძამულია? | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Tue Jun 16, 2009 1:30 pm | |
| ჯიუტი ბიჭის ლექსი, ანუ_დავაწკაპუნე
ჩამკიდე ხელი "თებროლემ კოკა გატეხა"... ხალხური
ჩამკიდე ხელი... ჩემს სოფელთან წყაროა ერთი. ჩამკიდე ხელი... იმ წყარომდე ერთი ველია, თვალდახუჭული თუ გადივლი (ჩამკიდე-მეთქი!)_ იქ, სიჩუმეში ხავსიანი ქვებიც მღერიან_ და შესვამ ისე, აგიხდება სურვილი, სულო, ერთი სურვილი, მხოლოდ ერთი... ხელი ჩამკიდე! თუ გინდა ქვაზე მივალეწოთ სულელი სურა, ჩემო თებროლევ, ჩემო თეო, ჩემო... ან კიდევ... ან, რა აზრი აქვს სახელებს და შორისდებულებს? ჩამკიდე ხელი! ჯერ მინდვრამდეც ისე შორია, რომ გულისგულში მთელი გულით თუ არ მეგულე, მთელი ცხოვრება მოვუნდებით ასე ბორიალს. ჩამკიდე ხელი, ავიხდინოთ ერთი სურვილი... | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Tue Jun 16, 2009 1:31 pm | |
| ჩემი სიკვდილი
ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო. ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების... ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო, მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.
ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო... რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?! სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!
სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს, რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ... მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს! უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..
წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს; (ვინ გხედავთ, თვალებო, დარდით რომ მევსებით.) მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_ ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით... | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Tue Jun 16, 2009 1:33 pm | |
| ნუ დააჩოქებ! ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს, კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები, ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე, მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების... ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას, ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს; მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს. ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას, მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი; ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ! ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს, ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს, უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე", დედის რძესავით_ ამ სიმღერებს_ სულ სხვა მადლი აქვთ. დღეს თბილისიდან ბათუმამდე სტვენით მიდიან... თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის... თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია, ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის: ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას, (ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!) ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა და ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!! მიყვარს! მიყვარს და მიყვარს!!!!!!!  | |
|  | | Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Fri Sep 18, 2009 2:35 pm | |
| ულექსო ფურცლებით ჭერიდან ჩამოშლილ დაწყვეტილ სადენებს ვაერთებ ნერვებით და ჟრჟოლა ამიტანს. გახსენებ ლოცვებით... ზღვა ცოდვის ჩამდენი... აგვისტოს ვუწუნებ მოჟამულ ამინდებს_ პირველი ღამიდან. მთელსოფელმოვლილი, ულექსო, ქათქათა ფურცლებით დედათა მონასტრის კედლებთან ვბრუნდები. პროფილი ღიმილსაც კი იტევს... ღიმილი მემართა შენი და მე მართლა ქვის გული კი არ მაქვს, უბრალოდ, ხანდახან ასეთი როლების თამაში მიხდება. ცხოვრების ყიამეთს ხან ხელის ცეცებით, ხან წელში ზმორებით_ მივყვები. გორები მაგონებს პეიზაჟს ვან-გოგის ნახატის. დრო არის სიგიჟის. შენი ლანდის რხევა, კედელზე, გეიშას მაგონებს. თვალები დავხუჭე. მიმიშვი სარკმელთან! ფინიში არც ისე შორია, როგორც ჩვენ გვეგონა უმთვარო ღამეში... მილიონ ფურცელზე (სალექსე) თოლიას (მილიონს) გიხატავ და გკოცნი თვალებში. წელსმთაშიასვლისოცნებაასრულებურლი პოეტი!  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Tue Oct 13, 2009 3:56 pm | |
| ჭერიდან ჩამოშლილ დაწყვეტილ სადენებს ვაერთებ ნერვებით და ჟრჟოლა ამიტანს. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Thu Dec 03, 2009 11:13 am | |
| თუ გინდა ქვაზე მივალეწოთ სულელი სურა..
მიყვარს ეს კაცი.. | |
|  | | nino nadiradze Front of Armury


 Number of posts : 95 Age : 35 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Fri Dec 04, 2009 12:22 pm | |
| მეც ძალიან მიყვააარს ჩემი ბერეე  და მომენატრაოო მზეეემ  | |
|  | | ნეკერა Into Armury


 Number of posts : 142 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Thu Dec 24, 2009 9:49 pm | |
| ოშკი ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია. ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს. ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია_ ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს. ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს, ისე, ცივად უბრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის. ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?! წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი. გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია, რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის. მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან_ აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი. ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია. ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?.. აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან, ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა! საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება, ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის. ვის_ ათონი, სხვას_ პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება, ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი. ყველას დავასწარი და აქ მოვიტანე  | |
|  | | bao Into Armury


 Number of posts : 384 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Fri Dec 25, 2009 8:07 pm | |
| | |
|  | | keso Front of Armury


 Number of posts : 95 Registration date : 28.12.08
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Sat Dec 26, 2009 7:02 pm | |
| ra bednierebaa nukrisnairebi rom kidev arseboben  | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი Tue Jan 12, 2010 4:20 pm | |
| და თუ სიკერპე შენი ჯიშია, თუ მაინც სიკვდილს დაეპირები,
უკან მოუხმე ქარებს შარიანს, ლამის რომ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს. ვიცი, ღიმილიც ზოგჯერ მწარეა, წამოდი, ერთად გადავაბიჯოთ!
მაგარი კაცი.. მაგარი პოეტი.. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნუკრი ბერეთელი  | |
| |
|  | | | ნუკრი ბერეთელი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|