| | თეა თაბაგარი | |
|
+15სოსო მეშველიანი renuari nuciko dekanozishvili irinka ნიკა ჩერქეზიშვილი keso გიო ჯალალი lela nini nino nadiradze nukri bereTeli Tabagari Tea არაბული Admin 19 posters | |
Author | Message |
---|
Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Thu Jan 21, 2010 12:47 am | |
| შენ და პოეზია
თოთო გაზაფხული მიმზერს ფანჯრებიდან, მისი სურნელება გრძნობებს მიათასებს, ასე, სავსე გულით, ფიქრებთან ვჯდები და მყისვე ერთი ხდებით პოეზია და შენ.
მოდიან წამები მერე რითმებივით, მიდიან წამები, ხოლო ლექსი რჩება, ნამზე არეკლილი სხივი იხდენს ღიმილს, თვალთა დუმილია ცასთან შესიტყვება.
ისევ გადავყურებ სივრცეს პოეტივით შორით, სადაც ფრაზებს ვტოვებ ფიანდაზად, მჩუქნით არსებობის სტიმულს ყოველ დილით შენ და პოეზია, პოეზია და შენ.  | |
|  | | gvantsa jobava/cicana

 Number of posts : 104 Age : 36 Registration date : 30.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Thu Jan 21, 2010 7:58 pm | |
| | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Mon Feb 08, 2010 1:02 am | |
| გაზაფხულამდე
გაზაფხული სანამ შორიახლო იცდის, დაიწერა თოვლზე ჯვარი იანვარმა, ანარნარებს, არწევს პაწაწინა ფიფქს ცის, და ძვლებამდეც აღწევს ქარის იავნანა. მივუყვებით ქუჩას, ტოტგამოწვდილ ჭადარს ნოსტალგიისფერი შეღამება მოსავს, როცა შემოგიტევს მონატრება ჭარბად, სულში ჩაგიწვება მონატრება როცა. ნუ დაელოდები ფრაზებს ჯერაც უთქმელს, მხიბლავს ეგ ღიმილი, მოსაფერებელი, სულ თვალებით, ანდა ლექსად მესაუბრე, გავუცვალოთ ერთურთს კოცნა მერე ბევრი. გაზაფხული სანამ სისხლძარღვებში ივლის, გულის სითბო ატანს ირგვლივ კიდით-კიდემ- დე და ასე ბავშვურ ხეტიალში, თბილისს, ერთად მერამდენედ შემოვივლით კიდევ. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Mon Feb 08, 2010 10:04 am | |
| | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Sat Mar 27, 2010 1:52 pm | |
| ზღვარზე, ანუ სანამ ნაბიჯებს სვლა შეუძლიათ
ვერც კი წარმოიდგენ, ახლა გაგიჟება ისე ადვილია, სადაც ნაბიჯებს სვლა აღარ შეუძლიათ, გზები მთავრდებიან, მიუღწევადია ქვეყნად სამოთხე და სრული იდილია, ასე ინფანტილურ ქალის ხასიათი ჩემი თავდებია.
გარეთ ამინდია, მისწვდა გაზაფხული ტოტებს, შეერია, ტანწერწეტა ხეებს დაუმშვენებიათ ვიწრო პოდიუმი, შილიფღრუბლებიან ცაში ვაკვირდები ფერებს, ფეერიულს, სულ ცოტა ხნის წინათ, ფიფქებს შევყურებდი, ძირს რომ მოდიოდნენ.
ქარი მოქანავე, ბებერ აივანზე შუბლით ეხეთქება, მანვე გადახადა ყველა სახურავი სულებს, მარტოსულებს, კვირტი ეწვით ტყემლებს შიშით, და აქა-იქ შეუთეთრდათ თმები, ჩემთან სიმშვიდესაც დაუგვიანია, ან სულ არ მოსულა.
წლების აჩრდილები თვალებში შერჩენილ სხივებს აუქმებენ, ჩანან ლექსებიდან უხმო ტკივილები, რასაც შენით ვძლიე, მე კი, სანამ დროა, ჯერ კიდევ არსებულ ბილიკს გავუყვები... გზები მთავრდებიან, სადაც ნაბიჯებს სვლა აღარ შეუძლიათ. | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Sat May 01, 2010 9:52 pm | |
| საერთო ჰაერი
მე მოვალ, აივნების უმწყობრო მოზაიკას აქა-იქ ვაზი ახვევს ტოტებს და ასე უფრო ადვილად შემიძლია ცხოვრება პროზაული შევცვალო მელოდიით - რიტმებით გესაუბრო.
ტალღები ღელვისაგან ყირაზე გადადიან, ამინდის განწყობაა არც ისე მინორული, და ახლაც, როგორც წესი, არ ვგავარ ადამიანს, ვცვლი ფანტასმაგორიულ მითებზე რეალობას.
მომსდევენ სურვილები ლექსივით უსაშველო, წვიმაა ყვავილების - ფერადი სიმფონია, ოდესღაც მივიწყებულ ხილვებსაც ვიშველიებ, ვყოვნდები, არე-მარე ფოთლებით იფარება.
შენ მოხვალ კესანებით ავსილი მინდვრებიდან, როდესაც ზეცა გახსნის დარაბებს გალერეის, თვალებში სიხარულის ცრემლები მწიფდებიან, თავდაღმა ეშვებიან დროდადრო გამეტებით.
ვცვლი ფანტასმაგორიულ მითებზე რეალობას, მომყვება ზღაპრებიდან შეგრძნება იდეალის, ვიდრე შენ, ყოველ დილით, საჩემო მზე ამოგყავს, და ჩვენთვის ეს ჰაერი საერთო ვიდრე არის...  | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Thu Jul 01, 2010 9:49 pm | |
| თუ ვერ შეგინდე...
” თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების!”
მირზა გელოვანი
ქარი კვლავ ქარგავს გზებზე ფოთლებით, ჭკვიანს ჰგავს, მაგრამ ქარაფშუტაა, შავ-თეთრ კადრებად კლდეზე ბოლდება ნისლი და იწყებს ქარაფში ტაატს.
როგორი დაღლა იცის ლოდინმა... თავჩაქინდრული ჩამოეყრდნობა ჰორიზონტზე და მერე, ლოთივით იწყებს ბორიალს, ერევა თრობა.
პირს გაისველებს, თუ წამოწვიმა, ან საკუთარი ცრემლების გემო გამოაფხიზლებს, ახედავს მყინვარს- თეთრი აფრებით შემოსილ გემბანს.
დამიმეგობრდა ბოლო ჟამს ისე, აღარც კი მახსოვს, იცი?! როდიდან, ერთად ვზომავდით ღრუბლების სისქეს, როგორი დაღლა იცის ლოდინმა...
მიწა ცისთვალებს ჩაიბნევს თმაში, მზე ჩამოკიდებს კაეშანს სხივზე, დრო მიდის, მაგრამ ტკივილებს არ შლის, მინოტივდება თვალების სივრცე.
მშვიდი კი ვჩანვარ, თუმცა, შიგნიდან, ეგოისტი ვარ, ალბათ, ბუნებით, და მაპატიე, თუ ვერ შეგინდე დანაშაული არდაბრუნების.
Last edited by Tabagari Tea on Mon Sep 27, 2010 1:15 am; edited 1 time in total | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Thu Aug 19, 2010 5:12 pm | |
| ერთგული ლექსი
ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა- შემოდგომის მზე დაეტყოთ ღაწვზე, შენ ხელისგულზე სვამ მონატრებას და სულის ერთი შებერვით მაწვდენ.
მერე, ლოდინით შემოსილ მზერას გადახუნებულ ჰორიზონტს აყრდნობ, საღამოს ბინდი ჰაერს რომ სერავს, ნატრობ, იცოდე, რას ვფიქრობ ამ დროს.
ვერ ეგუები სიშორეს, ჩემო, მოთმინებასაც გაუდის ვადა, ერთგული კადრი ამოვიჩემე- შეხვედრის მომენტს თვალებით ვხატავ.
არ შემიძლია მარტივად დაგთმო, სხვის გვერდით მშვიდად მეძინოს მკლავზე, მაგას ჯობია, ვცხოვრობდე მარტო და შენთან ყოფნის სურვილი მკლავდეს.
ფერი იცვალეს ბაღში ატმებმა... | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Fri Aug 27, 2010 9:23 pm | |
| | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Mon Sep 27, 2010 1:14 am | |
| მზიანი ლექსი მოსწი, მოაწვდინე მზერა, მზეა ზეცისთვალას გულში, მეც მზის ხელისგულზე ვწევარ და ცას გულისნადებს ვუშლი. არ წვიმს, ცრემლებია ვაზის, ბინდიც დილასა ჰგავს ცვრიანს, ხალხით გადავსებულ გამზირს ფიქრში ბილიკები ცვლიან. როცა ახლოსა ვართ, ახლა, ბედნიერებისაც მჯერა, თოთო ოცნებები გვახლავს, ასასრულებელი ჯერაც. მიმკობ ღიმილებით წუთებს, ტუჩთან ჩუმი კოცნის მერე, ისე ხშირი ხდება სუნთქვა, რომ თავს ვეღარ ვუყრი ბგერებს. სიტყვაც ვეღარაფერს ამბობს, ერთურთს იმნაირად ვშვენით, მთები ამატარე, ვაჟო, ემაგ უღალატო ცხენით. | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: თეა თაბაგარი Thu Dec 02, 2010 12:35 am | |
| ”დუმილი ისმინე”
ჩემს დუმილს ნუღარ უსმენ, სიჩუმე მაცდურია, მზეს მიაქვს ჰორიზონტი - ზღვისტალღებმიხატული, და როცა იმედები ოცნებას გარს უვლიან, ვგრძნობ, როგორ მემატება თვალებში სიქართულე.
შეჩვეულ ხეივნებში დღითიდღე ვფერმკრთალდები მეც, შემოდგომასავით, ქარიშხლებს ვეღარ ვცდები, შენ მხოლოდ ახლა ხვდები, დრო იყო ყველაფერი, რაც ასე გვხიბლავდა და ველოდით გატაცებით.
ისიც კი შემიძლია, დღეიდან აღარ ვწერო, შევწყვიტო ღამისთევის ბოდვები, აქციები, და შეშლილ მხატვარს ვგავდე, უბრალო ქაღალდზე რომ გადმოაქვს, შავი ფანქრით, ყოველი საქციელი.
ოღონდაც! არ უსმინო ჩემს დუმილს (გაგაბრუებს) ოღონდაც! არ მეძებო სიმშვიდის შესართავთან, მე ტბიდან ამოსვლისას ვიქცევი ნაკადულად, ტყუილად ნუ იფიქრებ, რომ აღმა ვეღარ წავალ.
გიდივით გამიძღვება ბავშვობა ენძელებად, ჰაერში მიმობნეულ განცდებსაც ვზიდავ გულით, და როცა ყველაფერი უჩემოდ გაგრძელდება, დაგრჩება მოგონებად თვალებში სიქართულე. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: თეა თაბაგარი  | |
| |
|  | | | თეა თაბაგარი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|