არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თეა თაბაგარი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 19 Jun 2009 - 18:54

ერთი სული გვაქვს!

ერთი სული გაქვს,
დააღწიო თავი ქარიშხლებს,
ლოცვა-ვედრებად ცად აღმართულო,
ვიცი, არ გინდა
უმადური სიტყვა დაგისხლტეს,
ზოგჯერ მგონია,
რომ მეც ვართულებ
და სულ არა აქვს შენს სიმშვიდეს ფერი დაისის,
განთიადებსაც მწუხარების განცდა არ ახლავთ,
ან თავს ვიტყუებ,
რომ არ გტკივა მიწა და ისევ
ვით ბავშვობაში,
არაფრისგან ოცნებას ვქარგავ.
ერთი სული მაქვს,
უხაროდეთ ერთობა ბგერებს,
და რეალობა ჰგავდეს ჩემს სურვილს,
ვერ დამაჯერებ, მოგერია, თითქოს, სიბერე,
ერთი სული მაქვს,
გულიც ერთი,
ოღონდ _ ქართული!
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySun 28 Jun 2009 - 18:24

drunken


Vamos!..

ტროპიკებისკენ წავიდეთ, vamos,
ვაპკუროთ ქვიშას ზეთი ქოქოსის,
ხელისგულებზე დაგიფენ ამბორს,
გაგიმხელ ნატვრებს ერთი გოგოსი.

ოაზისებზეც მინდა გიამბო,
ცისარტყელიან თაღზე რომ წვანან,
ვარსკვლავი მორცხვად მზეობას ლამობს,
ზღვას უკვდავების ფერი აქვს... მწვანე.

დღე-ღამეები თანაცხოვრობენ,
და არც არავინ ეძებს ლოგიკას,
ეს სიყვარულიც სანამ ცხელია,
vamos, ვეწვიოთ ერთად ტროპიკებს.


geek flower sunny
Back to top Go down
renuari

renuari

Female
Number of posts : 118
Age : 60
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySun 28 Jun 2009 - 20:23

ვფანტავ ჩემს სუნთქვას_ მონატრებისარომატიანს,
ქარი, თითქოსდა, ვალსს ცეკვავსო, ისე უბერავს,
გიტარის ირგვლივ სამხრეთულად დგას რომანტიკა,
შენ კი, იმ ძველი სურათიდან მიმზერ უბრალოდ.


კარგია...ახლობელი. flower
Back to top Go down
სოსო მეშველიანი



Male
Number of posts : 97
Age : 46
Location : ესპანეთი
Registration date : 06.03.09

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyMon 29 Jun 2009 - 0:18

ბარსელონა

(გოგოს რომელსაც ესპანეთი უყვარს)

სიგიჟე....
შენი რა ბრალია?!
თუ უხვად გამოყოფ, ადრენალინს.
დუეტი, მერკური- კაბალიე
ტრიოა, მოცეკვავე შადრევანით.

ქუჩები, რიგები, საცობები.
მგზავრები, გადიან, გამოდიან.
მუსიკა მომწყდარი ღვარცოფებად,
ვერდია?!
ბრამსია?!
გაუდია!....

შევცქერი ტურისტებს ვიტრინიდან,
ხედავენ, ბორგავენ, გიჟდებიან.
სად ქვებშიც მალული ინტიმია,
სად ქვებსაც, სასქესო ნიშნები აქვთ.


გავაგრძელო?..........კარგი გოგო ხარ შენ თაბაგარო, ძალიან კარგი
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyMon 29 Jun 2009 - 6:58

რენუარ, გაიხარეთ! flower


სოსო, რა მეთქმის მადლობის გარდა... და თუ ამ მოძღვნის გაგრძელების სურვილიცაა, მითუმეტეს...


გულითადი მოკითხვა იბერიას იბერიიდან!..
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySat 4 Jul 2009 - 17:19

მერე რა

ხანდახან ისეც ხდება, თავს გაბეზრებ,
ბგერები გამირბიან კამათისკენ,
ბავშვურად ვნაწყენდები არაფერზე,
მერე კი, უსიტყვობის თამაშს ვიწყებ.

ეჭვები ღრუბლებს ჰგვანან მთა-გორიანს,
ზოგჯერ ხომ მთვარეც გადის ბეწვის ხიდზე,
დროს ვეღარ ვეგუები და მგონია,
მეწამულ კორიდაზე ბედი მიწვევს.

ხანდახან იმდენად ვარ შეშლილი, რომ
საცაა, სიცოცხლესაც მიზანს ვართმევ,
მერე რა... ბოლოს, მაინც შენში ვცდილობ,
ვიპოვო საკუთარი მისამართი.

flower
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySun 19 Jul 2009 - 1:54

არა იყო რა...

ოქროს ნაწნავი ჰორიზონტზე მიეწვა მზის სხივს,
ფურცლებადქცეულ მარტოობას ესაუბრები,
გაგიორმაგა სიცხეებმა ტკივილი სისხლის,
და მხოლოდ შენ ხარ შენი თავის მესაიდუმლე.

შორს კი თოვაა, ფანტელები ცვივიან თითბრის,
დაღლილ სულს ღაფავს ოცნებების დასალიერი,
მოდიოდი და არაფერი გხვდებოდა, თითქმის,
აგრძელებ, იცი, წინ უთუო დასასრულია.

რამდენი ბგერა,
რამდენი გზა,
რამდენი ცრემლი
ჩაყლაპა დრომ და ემოციაც გააბათილა,
ადრე ის ზრდიდა სიშორეს და შენ ბოლთას სცემდი,
დღეს თავადვე თმობ, მერე რა, რომ არაადვილად.

შენ გაზაფხულის ფოთლებივთ მწვანე გაქვს ფრთები,
სხვისი ნაყოფი მაგ კვირტებზე უფრო ბაცია,
ყველაზე მეტად ვინც გამკობდა და გაღმერთებდა,
ყველაზე უხვად შეძლებია, თურმე, გაცემა.

თუმც აღარ წუხხარ, ხავსს მოედო უშენოდ მტვერი,
და ქარმაც თავის მოტანილი თან გაიყოლა,
(ვიღაც ფეხებით დაუწურავს სხეულებს მტევნებს...)
არა იყო რა.
იყო,
მაგრამ არა იყო რა.

Neutral
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 31 Jul 2009 - 22:57

ჭორად დადიხარ

მღერის დუეტი
ჭრიჭინების,
სუნთქვა გახშირდა,
ფიჭვის ხეები
თავმომწონედ
დგანან სცენაზე,
ზაფხულის მთვარე
უმზერს
ზეცის შუშაბანდიდან
ცეცხლოვან ცეკვას_
ქარი არის გადარბენაზე.

მიეჩქარება, ალბათ, ახლაც.
სულ სულსწრაფია,
თან გაიყოლებს
ფოთოლთა უხვ
აპლოდისმენტებს,
მერე, ზღვის ტალღას
გამოსტყუებს კოცნას,
ქაფიანს,
მიეტმასნება
ნეტარებასაყოლილ მკერდზე.

შენ, ამ ყველაფერს,
ფუნჯს უამბობ,
დაარქმევ სახელს,
(არ დამემალა მოლოდინი,
ჯობდა,
ამდენ ხანს...)
სხვების თვალში კი,
გრძნეულივით გარდაისახე,
და ღამღამობით
ჩემს ქუჩაზე
ჭორად დადიხარ.


flower
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySun 13 Sep 2009 - 5:34

ერთი, ორი, და... flower

ზღვაა გასაოცრად მშვიდი,
მზის სხივი უკითხავს ლექსებს,
ყველაფერს ფერი აქვს შვიდი,
ერთფეროვნება კი ვერ ძლებს.

წამით აღარ გვინდა მოცდა,
სისხლი კაპილარებს ალღობს,
ძველი განსაცდელი შორს და
ბედნიერებაა ახლოს.

გრძნობებზე ავარდა ალი,
იწვევს გაუსაძლის წყურვილს,
მთელ სხეულს შეიპყრობს მალე
ეს თავდავიწყება სრული.

მწველი ემოციით, სუფთა
სივრცეს თავს დაესხა რეტი,
დუმილს არღვევს მხოლოდ სუნთქვა-
ჩვენი და გიტარის, ერთად.

ამ დროს დაღლილობაც, თითქოს,
სიამოვნებისგან გვთანგავს...
ტანზე მითამაშებ თითებს,
ვცეკვავთ დაუვიწყარ ტანგოს.
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 259
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyTue 15 Sep 2009 - 14:57

ინფლაცია

ქუჩას ტროტუარით მიაცილებ,
ცას ღრუბლად აცხია თაბაშირი,
სულში შეგრძნებების ინფლაცია
და შემგუებლობის თამაშია.

სცენიდან გიყურებს ორეული
ქალისა, რომელიც არ იცინის...
მთებს უკან, საღამომორეულმა
მზემ ისევ დაკარგა თვალისჩინი.

წელიწადებს შორის ანიავებ
ბავშვობას, ადრე რომ გაგიფრინდა,
ვიღაცის სარკმელში ნაღვლიანი
მთვარე იპარება აივნიდან.

ნამი ენატრება ალვის ფოთოლს,
ზის ტოტზე, სხეული უცახცახებს,
გარშემო ცოცხლდება ძველი ფოტო
და მასში ტკივილებს უჩანთ სახე.

კოპებს კრავს, თითქოსდა, გეღალატოს,
ისე უცხოობს და იღუშება,
მინავლულ ნატვრებსაც ვეღარ ათბობს,
ქალაქი, რომელიც იყო შენი…

ყოჩაღ შენა.. Smile
Back to top Go down
http://www.geogen.ge
კობა (მატეკარი)

კობა (მატეკარი)

Male
Number of posts : 208
Age : 65
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 20.08.09

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyWed 16 Sep 2009 - 0:58

სხეული ქაოტურ ნაბიჯით დავძარი,
მეც მქვია მხატვარი, ოღონდ თვითმარქვია,
დგას თაღებაწვდილი ვეება ტაძარი-
განსხეულებული გრძნობების არქივი.

კაცო, ამირხანაშვილს ესა და ამნაირები წაკითხული ჰქონდა და მაინც იძახდა - გრიშაშვილის მერე პოეზია მკვდარიაო?
Back to top Go down
http://alternativa.ge
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 18 Sep 2009 - 18:32

ნიკა, გაიხარეSmile

ბატონო კობა, გმადლობთ!


Last edited by Tabagari Tea on Fri 18 Sep 2009 - 18:41; edited 1 time in total
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 18 Sep 2009 - 18:40

სული შემიბერე...

გული დამიბუჟდა, ღმერთო,
უჭერს კაპილარებს სისხლი,
თუმცა არსებობას ვერ ვთმობ,
მიმძიმს, უსაშველოდ მიმძიმს.

რა დროს რითმაა და სიტყვებს
ვეღარ მოვუყარე თავი,
უნდა ემოციას მივყვე,
მიწისქვეშიდან რომ ჩხავის.

ისე აირია ზეცა,
უფრო დავემსგავსე შეშლილს,
უკვე ნატვრად მექცა, მზეც არ
გამოირთვებოდეს ჩვენთვის.

რა დროს ოცნებაა, როცა
ფიქრსაც შეეჩვია შიში,
წამებს მოგონება ხოცავს,
ცრემლი თვალთახედვას მიშლის.

და ხელაპყრობილი შეგთხოვ,
თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,
სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე… საქართველო მეწვის.
Back to top Go down
gvantsa jobava/cicana

gvantsa jobava/cicana

Female
Number of posts : 104
Age : 34
Registration date : 30.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 25 Sep 2009 - 20:47

და ხელაპყრობილი შეგთხოვ,
თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,
სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე… საქართველო მეწვის.

და ხომ იცი, რომ მე უფრო... flower sunny
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySat 10 Oct 2009 - 5:20

შემოდგომა – ბოჰემა


დღე შენი თვალებით იწყება,
წლებმა მიმკითხვავეს – ბოშებმა,
დავთმე მარტოობის მიწური,
გვახლავს შემოდგომა – ბოჰემა.

ქუჩებს ვასეირნებთ თბილისის,
შავ ზღვას ტალღებს ვუთვლით შორიდან,
-ასე შეყვარება ვინ იცის,
ჩვენ გარდა! _ ვჩურჩულებთ ორნი და…

ზეცის კადრისაკენ შევჩერდით,
მზე ღრუბელს ლოყები აუწვა,
ვუსმენთ ხის ტოტებზე შერჩენილ
ქარის მელოდიის ნაკუწებს.

ვტოვებთ მობეზრებულ აფიშებს,
ფოთლებით მოქარგულ გზებს ვეძებთ,
და მუქლურჯ საღამოს ვპატიჟებთ
ფინჯან ჩაიზე და ლექსებზე.


flower
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 259
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyTue 13 Oct 2009 - 19:51

ვტოვებთ მობეზრებულ აფიშებს.. Smile

გაიხარე-თ-ეა.. Smile
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ჯალალი



Female
Number of posts : 215
Registration date : 11.11.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyMon 26 Oct 2009 - 13:15

"რაღაც სხვა"
საღამო უამინდო. ქუჩაში გამოდიხარ.
გეცნობა, ქალაქია არც ისე პატარა და
არც დიდი. ხედავ სახლებს, გგონია, გაუდი ხარ,
არადა, ვიტრინებით ქალის ლანდს დაატარებ.

ასფალტზე ყველა ბწკარში წამია ჩაყოლილი
და სუნთქვა ხელოსნისა. გიჯობს თქვა - ხელოვანი.
მომდევნო ილუზია ამაზე მაღალია _
რაღაც, ქვეცნობიერი და მრავალფეროვანი

პალიტრა ტილოებად გაშლილი მდელოების
სოფელში... უახლესი სიზმრიდან გამოსული
კაცი დგას აივანზე, წააგავს მოდილიანს,
საშინლად მშვიდია და უბრალოდ ქაოსური.

ცა მძიმედ ჩამოეყრდნო მთის ბეჭზე დედამიწას.
ქუხილი. ღრუბლის ერთ-ერთ ნაპირზე ტერაქტია,
სიცოცხლე სიკვდილისგან ერთხელაც ვერ დაგიცავს,
გადაჰყვა პოეზიის ნაკვალევს ტერე-კტიონ.

საღამო უამინდო. ფიქრებში გამარტივდა
ახლა თვით თვითმკვლელობაც. ვითომდა არაფერი.
და მაინც სხვა რამ გინდა. ისეთი წარმტაცია
ოცნება მარადიულ სივრცეში გადაფრენის...



თეა თაბაგარი - Page 3 Icon_flower თეა თაბაგარი - Page 3 Icon_cheers თეა თაბაგარი - Page 3 Icon_flower
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyWed 25 Nov 2009 - 19:26

პოეტის ქუჩიდან

როგორც მე მჩვევია, ასე, სულდაღლილი
მოვედი შენამდე პოეტის ქუჩიდან,
როდესაც ვარსკვლავებს შვენოდა თაღივით
მთვარე და ღიმილი, რატომღაც, უჭირდათ.

ბავშვობა დავტოვე ენძელის კაბასთან
მუხლმოყრით, თოვლიან საფარველს აცილებს...
ნატვრების ქარავანს და სუნთქვის ნაფაზებს
ქარი ათამაშებს მწეველი კაცივით.

აცივდა. ელფერი შეცვლიათ ტილოებს
ბალახის ზეთით და მზის სხივით ნახატებს,
ბათუმის აურა. ზღვის სანაპიროა
ბურუსში ჩამჯდარი. გადმომაქვს ქაღალდზე.

ილუზიურია ყველა გზა, რომლითაც
მივლია შენამდე. ანტრაქტზე რჩებიან
ნაცვეთი როლები. სცენას არ მოირთავს
სიყალბით ეს ღამეც. და როგორც მჩვევია,

იოლად შევალევ შეგრძნებებს საათებს,
ზოგჯერ რომ საკუთარ ყოფნასაც ფარავენ,
იღელვებს სტრიქონი, სიმშვიდეს წაართმევს
ჰორიზონტს. ჩვენ გვიყვარს და მარტო არა ვართ.


flower
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyThu 10 Dec 2009 - 4:45

ჩვეულებისამებრ

ყოველთვის ასეა,
როდესაც დაღლილი მოვდივარ,
ჩვეულებისამებრ, გამოწვდილ მზერაში ვისვენებ,
სენტიმენტალიზმი გადასულიაო მოდიდან,
ჩვენ კი, პოეზიის ჰაერით ვსულდგმულობთ ისევე.
მტოვებს მარტოობის მიზეზი, არც ისე სათუო,
და სივრცეს საოცრად ამცირებს შენამდე ჩემიდან,
წლები მიყოლებით იცვლიან შეჩვეულ სასთუმალს,
მხოლოდ საკუთარი განცდების ერთგული რჩებიან.
ქარის მოტანილი უკან წაუღია ქარსავე,
მისგან არეული ამინდის სიმშვიდეს ვიჯერებ,
(არადა, ხეებს კვლავ გულგრილი ხელებით პარსავენ
ადამიანები). დროს მუდმივობა აქვს მისჯილი.
ისე ნატიფია თოვა, არ ჩავთვალოთ უდროოდ,
ჰოდა, ეს ზამთარიც იყოს სიყვარულის სეზონი,
ქუჩები იმგვარად გაჩირაღდნებული, მყუდროა,
ფიფქების ნატერფალს დაუთვლი კარღია ეზოებს.
ყოველთვის ასეა,
უხმო ნაბიჯებით მოხვალ და
ცეცხლისფერ მოლბერტზე გადმოგაქვს სიმძაფრე ვნებათა,
მზემ ხომ ყველაფერი ფუნჯივით სხივებით მოხატა,
და გასცა სინათლე, რაც ერთი დღისათვის ემართა.

თარიღი: საღამო, საათი, როდესაც ერთად ვართ...

flower
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyMon 21 Dec 2009 - 4:11

C’ est la vie!

Smile
მზერაა.
თვალები იმპულსებს მალავენ,
მზე რაა-
იმხელა ალია ვნებათა,
ვცადეთ და ერთმანეთისათვის არავინ
ვერ გავხდით.
ბწკარები, რაც კი რამ მებადა
საშენოდ,
გავწირე დუმილის წინაშე,
ფრაზები უსიტყვო ბგერებად ვაქციე,
ესაა ცხოვრება.
განა თავს ვიმართლებ...
რაც ფაქტი გვგონია, ხანდახან ფარსია.
არც ისე ხანმოკლე მანძილი
გავზომე,
ყოველი ნაბიჯი უარყოფს საკუთარ
მისამართს,
ტკივილსაც უწოდებ
ეგოიზმს
მერე კი, სიშორის მიზეზს ასაბუთებ
ამინდში,
რომელიც უფრო ჰგავს მოგონილს,
ვიდრე ცხადს, რადგანაც
უფერო თოვაა,
უერთმანეთობას გავუძლებთ როგორმე,
ვამბობთ - დროებით... და
ვიცით, რომ დრო გავა.
Back to top Go down
irma shiolashvili

irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 47
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyMon 21 Dec 2009 - 5:39

და ხელაპყრობილი შეგთხოვ,
თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,
სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე… საქართველო მეწვის.

mogesalmebi, tea, Zalian kargi gogo xar, ra Cudia, rom amzafxuls mxolod erTxel Segxvdi. bednier axal wels gisurveb!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 25 Dec 2009 - 3:22

Irma, ugrmesi madloba da ketili survilebi Tqven chemgan!Smile


ექსპრომტი - მთისხმანარევი

დგება ზამთარი,
გრძელ ნაბადს ისხამს,
მონადირულად
ზვერავს ხეობებს,
სადაც ერისკაცთ
გაუცვდათ სისხლი,
არამზადები
ენამზეობენ.

ყელზე შარფივით
მოიხვევს ნისლებს,
ჩანჩქერსაც იშნობს
მთა ბურსაჭირის,
რომ დაუპყრობელ
მწვერვალებს მისწვდე,
თოვლის სიწმინდე
არის საჭირო.

ვპოვებ სიკეთეს,
თავს შევაქუჩებ,
რას მერჩი, ავო,
რა შემაგულე?!
თუნდ, მიწის დარად
დაანაკუწო,
მაინც ქართული
დამრჩება გული.[b]
Back to top Go down
keso

keso

Female
Number of posts : 95
Registration date : 28.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyFri 25 Dec 2009 - 13:15

რომ დაუპყრობელ
მწვერვალებს მისწვდე,
თოვლის სიწმინდე
არის საჭირო.


ra kargi tea xar!..Smile
Back to top Go down
Guest
Guest



თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptySat 26 Dec 2009 - 17:00

Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 EmptyWed 30 Dec 2009 - 22:49

როგორ გამახარეთ ამ საჩუქრით, მიხო ბატონო!.. flower



ყველას გილოცავთ დამდეგს და ბედნიერ შობა-ახალ წელიწადს გისურვებთ!
Smile jocolor santa sunny rendeer



შენ (საახალწლო ლექსი) ჩემგან

გვეუბნებიან, რომ თვალებით ვგავართ ერთმანეთს,
შენი ღიმილი ზამთრადქცეულ მიდამოს მითბობს,
ბუნებრივია, სულებითაც ვგავართ, ღრმერთმანი!..
კვლავ ნანინანატრ ბავშვობაზე მინდა მოგითხრო

ჩურჩულით, ხოლო მარტოობის საათებს წაშლის
აივანზე რომ ქარი დადის, ქარიზმატული,
და საღამოსთან მისტიურად ამყარებს კავშირს,
ჩემს განწყობაში თავნებობა ქალის მატულობს,

ეს სტრიქონებიც მოგხიბლავენ, გაგაოცებენ-
თითქოს ევროპულ ყაიდის და ბევრად აზიატს,
შემოვუნახოთ თოვლის ბაბუს საგზლად კოცნები,
ჩამოურიგოს საქართველოს ფესვებს ვაზიანს.

მიმოეფერე დაღლილ ხელებს და დამაჯერე,
რომ ფანტელები ნიადაგის ნაოჭს კემსავენ,
მერე თითები მითურად, ზღაპრად აღწერენ
მოგზაურობას მთებში, სადაც ხარობს კესანე.

გარეთ იმპროვიზირებული დგანან ნაძვები,
წყვილმა ფიფქებმა ფანჯარაზე ფრთები დახატეს,
იფარფატებენ შუშხუნებიც, სანამ გაძლებენ...
ოთახს სინათლის აურა აქვს. ვხვდებით ახალ წელს.


flower
Back to top Go down
Sponsored content




თეა თაბაგარი - Page 3 Empty
PostSubject: Re: თეა თაბაგარი   თეა თაბაგარი - Page 3 Empty

Back to top Go down
 
თეა თაბაგარი
Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: