არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ჭრელა მუშტაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი EmptyFri Feb 20, 2009 11:33 am

ჭრელა მუშტაშვილი განთქმული მოკაფიავე ყოფილა. ცხოვრობდა სოფელ გომეწარში. შემდეგ გადასახლდა სოფელ კუჭეჭაში (ფშავი).
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: Re: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი EmptySun Feb 22, 2009 8:25 am

არჩანდა wrote:
ჭრელა მუშტაშვილი განთქმული მოკაფიავე ყოფილა. ცხოვრობდა სოფელ გომეწარში. შემდეგ გადასახლდა სოფელ კუჭეჭაში (ფშავი).


ჭრელა მუშტაშვილი ხომელებს
---------------------------------------------
მოლექსე აღარ გივარგათ,
რაკი მოგიკვდათ ჯაბანი,
თქვენი ხომლობა კი დავწვი,
სხვას შასჩენიხართ ბაგანი,
თითო ფურ ჩვენაც მოგვეცით,
ჩვენაც გავიშრეთ ტაგანი.
დავალის გამარჯვებული,
ე ხიზანაი მაღალი.
ერთ სამჯერ ერთურთი ვხოცეთ,
მემრე გამიხდა მძახალი.

king lol! king
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: Re: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი EmptyThu Feb 26, 2009 9:12 am



ჭრელა მუშტაშვილი და ლევანი
-----------------------------------
ლევანი:
----------
ეხლა კი შაგხვდი,ჭრელაო,
დაგამტვრევ,როგორც თხილია.

ჭრელა:
-----------
მანამ მე გამტეხ,ჯეილო,
მანამ არ მოგტყდეს კბილია.

ლევანი:
------------
ცივ წყალ დალიე მალევა,
ცხელ გული გაიგრილია.

ჭრელა:
---------
კახეთში რისად ჩამოხვე,
რადა ხარ გამოჭრილია.
არ გებადება მარცვალია,
ერთხელ მოსაზელ ფქვილია.

ლევანი:
-------------
შენ სადღა გაქვის ბეღელი,
შარშანის დაბეჭდილია;
მასესხე,მაგრამ არა გაქვ,
შენდაც სუ გაწყვეტილია.

ჭრელა:
----------
აქ კახეთია,მაიცა,
ოთხით გაგვიბამ ფთხილია.

ლევანი:
-----------
ის ხელ-ფეხს მალევ გაიხსნის,
რომენიც გამოცდილია...

ჭრელა:
-----------
გუშინაც მუქარა მთხოვე,
გულსა მაქვს შამოყრილია.
მგონია,ჭიჩოელი ხარ,
ჟოლმა არ მოგჭრას კბილია;
ხინკალ არ მოგეხარშათა,
არაგვში გადაყრილია! cheers
...
ამ კაფიაში ჭრელამ ოსტატურად გმოიყენა ჭიჩოელებზე(ლევანი კახეთში გადასული ჭიჩოელია) ნათქვამი ანეგდოტი:ჭიჩოელი გადამხტარა არაგვის მორევში იქ,სადაც დუღდა და ხასრი იყო,"ხინკალსა ხარშავენო".იმას მეორე ჭიჩოელი მიჰყოლია,"გამითავებენ ხინკალსო".გადამხტარა მესამეც
და სამივენი დამხრჩვალან...


king sunny king
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: Re: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი EmptyWed Mar 18, 2009 8:13 am


ჩიოდა მუშტათ ჭრელაი
-----------------------------
ჩიოდა მუშტათ ჭრელაი,
დამიდიდგულდა შვილები,
ოთხთავ იყიდეს ცხენები,
ოთხთავე დაჭედილები.
რუსულებ პალტოები სცვავ,
გულზე მოსკოვის ღილები;
ქუდები ჩერქეზულები,
საპირე ჩაგრეხილები;
რატინის ახალუხები
დადიან დადრეცილები.
ას თუმან ადგილში მისცეს,
მამას მე მჭამენ ტილები.


bounce affraid bounce
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: Re: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი EmptyWed Apr 01, 2009 10:55 am

წიწოთ კარატიელი და
----------------------
ჭრელა მუშტაშვილი
------------------------
ჭრელა:
------------
ძველებს აღარა კადრობენ,
რა უჭირს გომეწრელებსა!
გამჭედლდა კარატიელი,
უკეთებს კარგებ ცელებსა.
ბევრიც გათიბეს იმითა,
აჯობნეს კუდოელებსა.
ერთ კვეს ჩემდ გაუკეთებავ,
სულ წინწელი მწოვს ხელებსა.

კარატიელი:
--------------
ბეჩაო,მუშტათ ჭრელაო,
შენ ხო მაჰკვდები შიმშილსა,
ვეღარცრას აჭმევ ჯალაფთა,
ვეღარც რას დაჰფქვავ წისქვილსა.

ჭრელა:
----------
ჯერ ხო არ გამთავებია,
ძალად რად მაგდებ სირცხვილსა.
მე იმთვენსა ვხნავ ღამითა,
რასაც თქვენ მახნავთ დღისითა.
თათრულებ ხარებ ვიყიდე,
თარაქამულის ჯიშისა,
არ ვიცნი წიწოთ კერანი,
გარეთ გქონთა თუ შიგნითა,
ყველა კოწოწით თქვენ იცით,
ქორწილიცა და რიგიცა.
შარშან ერთ ბებერ მოგიკვდათ,
ორმოციც გიკლავთ,შვიდიცა.
ჯერ აქა გყვანდათ ცოდვითა,
ახლა იქა ჰკლავთ შიმშილსა,
მამუკა მეჯოგედ გყავისთ,
კაი მწყემსობა იცისა,
ყაჩაღებმ ცხენებ წაუსხეს,
თავად ჯაგთ ძირში იწვისა.


king lol! king
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: Re: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი EmptyMon Jun 01, 2009 8:40 am


ჭრელა წიწოთ კარატიელს
-----------------------
დამეხსენ,კარატიელო,
ნუ ამამაგდე ჭირითა,
შენ სახლ კრამიტით დახურე,
თეთრად გალესე კირითა,
ნაჩალნიკს დაუბარებავ:
_მე დამაყენე ქირითა,
ბალკონზე მივდგებ-მოვდგები,
ჩაის რო დავლევ დილითა;
ეგებ თავთავად წახვიდეთ,
მამუკას ერგოს წილითა,
ამდენ ფულ რაში გავიღე,
შენ ხორცთ იგლეჯდე კბილითა,
ნათქომ სამ მოგაგონდება
ჭრელა მუშტაიშვილისა.


...
ძალიან მაგარია წიწოთ კარატიელი,მაგრამ სათადარიგოთა სკამზეა და იქნებ გამრიგის ნებართვით გამოჩენილიყო მათ გვერდით,რომელთაც ტოლს არ უდებს.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




ჭრელა მუშტაშვილი Empty
PostSubject: Re: ჭრელა მუშტაშვილი   ჭრელა მუშტაშვილი Empty

Back to top Go down
 
ჭრელა მუშტაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: