| | ფრუშკა | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: ფრუშკა Fri Feb 20, 2009 10:52 am | |
| სანათა -
ფრუშკა - ალექსი წვეროშილი ივრის ფშავის სოფელ სოფლიონოდან. მერე გადასახლდა თელავის რ-ნის სოფ.ლაფანყურში. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Mon Feb 23, 2009 8:15 am | |
|
ფრუშკა(მისი თიკუნია "ქოთილა") ძველი მსოფლიო ომის მონაწილე ყოფილა.ქალის სათხოვნელად სხვადასხვა ადგილას სასმლით(არაყით) დადიოდა... ... დაიმეხე,ქოთილაო --------------------------- მეტოქე: -------------- დაიმეხე,ქოთილაო, რთველში ქორწილს აპირობდი, ბოთლით არაყს უზიდავდი, ში გრამ აღარ დასწიროდი!? მერე დაბრმა გარათ ქალი, რაც შენ გადანაშვილობდი. ფრუშკა: -------------- სანაწეოს ვამზადებდი, როცა არტანს ქორწილ იყო, წამავალ ქალს რა დაიჭერს, განა ფრუშკა ბორკილ იყო? მე კი ცოლად მილოცავდნენ, ქალ ჯაბლევში წასულიყო. ფრუშკა და მეზობელი ---------------------------------- მეზობელი: --------------- ჩემთან გადმოხე,ფრუშკაო, ქალ მოგცე როგორც ეთერი. ფრუშკა: --------------- არ მინდა ეთერივითა, ე ბეჩავ მამეც ჩემფერი. მეზობელი: ------------------ შენ საჩეჩლების მკეთო ხარ, ჩემ ქალ გექნება მჩეჩელი. ფრუშკა: --------------- რაში მჭირდება შენ ქალი, ათასგან კვერცხის მდებელი. მეზობელი: ------------------- არც მოგათხოვებ,ფრუშკაო, ყროლი ყოფილხარ,ბებერი. ფრუშკა: -------------- ხილი სჯობ დამწიფებული. რადა ხარ შეუგნებელი.
 | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: ფრუშკა Mon Feb 23, 2009 8:34 am | |
| სიზუსტისათვის ეს მეზობელი სოფელ ლახატოელი მთელ ფშავში აღიარებული მოკაფიე ყრუვ გიორგის სახელით ცნობილი გიორგი მგელიაშვილი იყო.
ქოთილა და ფრუშკა ალექსი წვეროშვილის თიკუნები იყო. ფრიად საინტერესოა და უნდა აღინიშნოს, რომ მოკაფიეების უდიდესი ნაწილი სწორედ თიკუნებით არიან ცნობილი, მათი გვარსახელები დავიწყებულია და ხშირად საკვლევიც კი ხდება, როგორც მერცხალას შემთხვევაში. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Mon Feb 23, 2009 8:52 am | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Fri Mar 13, 2009 8:44 am | |
| ფრუშკა ბუჭყინტელებს ----------------------------- თქვენი ბუჭყინიტა შერცხვეს, კიდებულა კირჩხაზედა. ჩვენი სოფლიონივა სჯობ, რო ვიფიქროთ სიტყვაზედა; კარგებ კარისპირებ გვიწყვავ, კოდ გამოდის ლიტრაზედა. ფრუშკას ნათქვამი -------------------------- სამ დღესა ხდიდნენ არაყსა, ადენდიან წანწკარასა, შავიარ-გავიაროდი,_ ბარაქა თქვენს ქარხანასა. _მაგ ალექსის რაღა ავლევს, რად გვიფუჭებს მაგ შარასა. მე რო შუშანიკა ვიყო, ჩაუდებდი ავშარასა; სულ ჭენებით შავავლევდი მაგ სოფლივნის წყალ-ჭალასა.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Tue Mar 31, 2009 8:49 am | |
|
იმას ამბობს ქოთილაო --------------------------- იმას ამბობს ქოთილაო, მამიტანეს ქობთ ქირაო, დავლიე და გადმოვღვარე, სხლის არაყი ყოფილაო. მაგის გამამხდელი დავწვი, მაგან გამაცოდვილაო!
ფრუშკა მეზობელ ქალს -------------------------- გაგიცვდა,შუშან ქალაო, წითელ კაბაის ბრიალი, კოჭამდე თეთრი ჩიქილა, ბოლომდე ხოხბის თვლიანი, ლხინ-ქორწილებში სირბილი, თითის წვერებზე ტრიალი.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Sun May 10, 2009 9:22 am | |
| ფრუშკა და ყრუვ გიორგი
ფრუშკა: არ მაქვის საწერ–კალამი, არ ვაღლევინებ მაჯასა, მაგრამ არ დაუვარდები რაზიკაშვილსა ვაჟასა.
ყრუვ გიორგი: ტყუილად მაჰკვეხ,ფრუშკაო, იხრინწიანებ ხმასაო, მოლექსეობას იჩემებ, ლამაზი სიტყვის თქმასაო. მოლექსე ისეთი უნდა, ვაჟა რო ჰყვანდა მთასაო, ჩარგალში სიტყვას იტყოდა, ქალაქს აწვდენდა ხმასაო. მოდი, დაეხსენ ფრუშკაო, მოდი, ნუ იგდებ თავსაო.
ფ.წვეროშილმა(ფრუშკამ)_ ------------------------------------ გ.ტურაიშვილს -----------------------
გადიდდა ტურაიშვილი, სწორი გზა ჰგონავ მრუდია, მხარზე ყაბალახ გადიგდო, ფასოის ოცდახუთია, ქამარ-ხანჯალი ვერცხლისა, თავზე კალმუხის ქუდია. ახლა სიმართლეს ვიუბნებ, ტყუილს რო ვამბობ,ცუდია. შახვიდე მაგის სახლშია, ბებერეების ბუდია, დაიწყებს ჭექა-ქუხილსა, დასწვიმს,დადგება გუბია.
... ბებერეები_აბლაბუდები. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Wed Jul 22, 2009 9:56 am | |
| ხევსური და ფრუშკა ----------------------
ხ ე ვ ს უ რ ი:
ვერ გამიკეთე სახნისი, მჭედლებიმც ამასწყდებითა!
ფ რ უ შ კ ა:
იქნება თივა არა გაქვ, ხარებ კვალშია წვებისა; მარტუა სახნის ვისი ხნავს, თვალებიმც დაგეთხრებისა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Sun Aug 02, 2009 12:40 pm | |
|
ერთ ლექს გვითხარ, ჩემო ფრუშკა
მ ე ტ ო ქ ე:
ერთ ლექს გვითხარ,ჩემო ფრუშკა, ვერვინ იტყვის შენსავითა.
ფ რ უ შ კ ა:
ეხლა მენაც გამხმარი ვარ, საშავარდნოს კლდესავითა.
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფრუშკა Thu Mar 18, 2010 6:59 pm | |
| ფრუშკა და მუშტათ ჭრელა
ფრუშკა:
იმღერე,მუშტათ ჭრელაო, ხალხ ამასწყვიტე სიცილსა.
ჭრელა:
დაბერდა მუშტათ ჭრელაი, მე ნუღარ მაყრით სირცხვილსა. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ფრუშკა  | |
| |
|  | | | ფრუშკა | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|