არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ივანე წიკლაური

Go down 
+3
bao
არაბული
Admin
7 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyThu Feb 19, 2009 12:33 pm

ივანე წიკლაური Ivane_10
Ivane Tsiklauri

ივანე წიკლაური (1918-1982)

ხევსურეთში ცნობილია სახელით - მამუკათ ივანე.
პოეტური ფსევდონიმებია: ხახონი, კიბალაური

დაიბადა პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ როშკაში. ავტორია საქვეყნოდ ცნობილი ლექსისა: "რამ დამაბერა".


რამ დამაბერა

ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:
- რამ დაგაბერა? - ის მითხრა: - ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა?
- ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც-სამოცჯერ მოსვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,
ოცდაერთათას ცხრაასჯერ ცაზედ ამოსვლამ მზისამა,
გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა,
ჩემზედაცა ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა.

საოცრად ადიდებამა როშკას ფონთანას წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მოსვლამა, წაღებამ წისქვილისამა,
წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა,
წყლის წაღებულის ძევამა, ვეღარ მოხელვამ მკვდრისამა,
ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა-შარამ სიალნისამა,
ჩვენად ჭირად და ბოროტად დალოცვამ ცხენოხრისამა,
ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ ჩემ დედიძმისამა.

ოფლ-შრომამ დედაჩემისამ, შაძენამ მამულ-წყლისამა,
მამულ-წყლის გამაისობით გაყიდვამ ტალავრისამა,
აიმის დაფასებაი არვისგან არავისამა,
ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა.

მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა,
სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა,
როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა,
მტერ-დუშმნის სახლში შევარდნამ, დედისად მოჭრამ მხრისამა,
ვერ ვიყავ სრული წლოვანი, ამაშინ შაბმამ ხმლისამა,
სიკვდილის გადაწყვეტამა ფხიზლისამ, განა მთვრლისამა?!
დედის დამჭრელის აკუწვამ, ნალესის ფრანგულისამა,
ჩახჩუხით მირგვალთ მოვლამა ვაჟიათ წინგარდისამა;
გიორგიობის ღამემა. ღულს ხიდმა ჭიგანისამა.

ჩემზე ძლიერის მტრისადა ორ-სამჯერ შაკვრამ გზისამა;
შეცდომამ ჩამომაბერის, სიბრმავემ სიბალღისამა,
არაის ძალისტანებას ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა,
მაშინ ჩემ უწადინოდა, თან წაქეზებამ სხვისამა,
დიდგორ დღეობის ჩაშლამა, ვერ შეყრამ თემობისამა,
წვერს ვეღარ წასვლამ ტოლათამ, ვერ რბოლამ ცხენებისამა,
ჩამოხსნამ ბეღელზეითა ზარისამ სარეკლისამა,
დიდგორის გორის ატკრეცამ, ჯვარისამ, ჯვარისკრისამა;
გაღმროშკას, ქარჩისკალოსა ბეღლისკარ მოჭრამ ხისამა,
გუდანის-ჯვრისად დახვედრამ, კინაღ ჭრამ მედროშისამა;

ამაგან ჩამომაბერის, ჯავრმ ვერაბევრად მტრისამა;
მტერს მტრულად უსწორდებოდი, ჯვარის წყალობამ ღვთისამა.
თან გამიმრავლის დუშმანი პირში თქმამ სიმართლისამა,
ერთგულის გაორგულებამ, აყოლამ სხვა და სხვისამა,
ჭაბუკობის დროს Eღალატმა ქალისამ ლამაზისამა,
თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ, საძრახისამა,
მეკვლეში გამასაესა ღამემა ახალწლისამა,
ცისკარგახმაის ნახვამა, ხანმა ერთ მინუტისამა,

დანატვრის ვეღარ მოსწრებამ, ჩქარა გაკურნვამ ცისამა;
ზამთრის ქარ-ბუქვის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა,
ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა,
მთიბელში მჯობინობასა ელვამა ცელებისამა,
ფხიტუს ფხვრიალით რბოლამა ცხენისამ ნაქერლისამა;
ბექ-ბუქის გაერთფერებამ, ნათობამ ნალებისამა,
დილით შურთხების სტვენამა, ღამით ყმუილმა მგლისამა,
კლდის ეხში შამოცინებამ ჯიხვთ წყემსა ქალაისამა,
ჭაუხში ღამის თევამა, მიყოლამ ჯიხვებისამა,
ზატვრის ხელფიცხად ტრიალმა, ხმარებამ შაშხანისამა,
ერცხვისად შამახეთქებამ ჩრდილისად მზისპირისამა,
შუა ღილღომდე ჩასვლამა ხევსურის თოფის ხმისამა,
ხარლაღის გაგორებამა, ჩაჯახჯუხებამ რქისამა,
არწივის ჩამაქროლამა, წაღებამ წილ-კერძისამა;
ქისტეთ ოძიკში მისვლამა, ზე მთვარის დგომამ მცხრლისამა,
ბზესავით ტყვიის მოშლამა, კივილმა ქისტებისამა,
მიმდგარმა დასწრობაზედა ბაგბუგმა ნაგნებისამა,
წინითი გამოფშვნეტამა, პირქერა წვრილმაღლისამა;

შაღებვამ ჯიხვის სისხლითა მაგ ტანიურის ტბისამა,
მხრებამდი ტბაში შესვლამა, შაჩქვეფამ სიმურისამა,
ტბაშიით გამოტანამა მოკლულის ჯიხვ-მოზვრისამა;
ჩამომაბერის ტიალმა ქროლვამ გრილ ნიავისამა,

კალატის წვერზე შასმამა ყინულიანის წყლისამა;
თვალთა სინათლის მოკლებამ, ჩამოყრამ კბილებისამა;
ვერნახვამ სიკვდილის დღესა დიაკონთ გიორგისამა,

იმისგან თვალით ჭერამა ჩემ მისავალის გზისამა,
ჩემგან ვერ გამართლებამა ნაქონის იმედისამა;
ჩაქრობამ, ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა,
ჩემ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ-ვაჟისამა,

ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამოთეთრებამ თმისამა;
კაის დროების წასვლამა, ვერ მოსვლამ უკეთისამა.
ჩამომაბერის ჩონგურმა, გათლილმა ვერხვის ხისამა,
თავბერაულის გათლილმა, ტოლხეშათ მიხაისამა,
ერთ დროში ხელში ნაჭერმა უთურგათ ჯურხაისამა.
სიზმარში მკითხის ამბავი ლელამა გაბურისამა,
მკვდარმა, ვერდავიწყებულმა ორმოცდაორის წლისამა,
კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა,
ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხოტისამა.





ივანე წიკლაური - რამ დამაბერა ( კითხულობს ვახუშტი კოტეტიშვილი)

* https://youtu.be/GGLYMpZqVtk


study


Last edited by Admin on Mon May 23, 2022 8:50 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
არაბული

არაბული


Male
Number of posts : 182
Age : 32
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyThu Feb 19, 2009 2:02 pm

არჩანდა wrote:
ივანე წიკლაური (1918-1982)

ივანე წიკლაური 328_1_tsiklaurri2

ხევსურეთში ცნობილია სახელით - მამუკათ ივანე.
პოეტური ფსევდონიმებია: ხახონი, კიბალაური

დაიბადა პირიქითა ხევსურეთში, სოფელ როშკაში. ავტორია საქვეყნოდ ცნობილი ლექსისა: "რამ დამაბერა".


]

ივანე წიკლაური დაიბადა როშკაში, როშკა ეკუთვნის პირაქეთა ხევსურეთს Exclamation
Back to top Go down
http://lib.ge/
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyThu Feb 19, 2009 3:45 pm

არაბული wrote:


ივანე წიკლაური დაიბადა როშკაში, როშკა ეკუთვნის პირაქეთა ხევსურეთს Exclamation

Arrow

გაიხარე, გიო, - მე პირდაპირ გადმოვიტანე, როგორც ფოლკ.ჯი-ზე ედოთ და არც წავიკითხე ეს წინათქმა - არ შეეშლებოდათ მეთქი.

გასწორებულია.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyTue Mar 03, 2009 12:21 am

ცამდე ავალ, მგონია,
შენი ლექსის ბილიკით.
ვენაცვალე შენ სულსა
პირაქეთ და პირიქით.
ხო თქვეს, წიკლაურობა
"არ არისო ადვილი"!
ორთავ მხარეს ივანეს
აქვის თავის ადგილი!

king
Back to top Go down
არგანი

არგანი


Male
Number of posts : 291
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyTue Mar 03, 2009 12:28 am

მათეს არ ეწყინოს, რომ არ იხსენებ... Surprised
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyTue Mar 03, 2009 7:09 am

bao wrote:
ცამდე ავალ, მგონია,
შენი ლექსის ბილიკით.
ვენაცვალე შენ სულსა
პირაქეთ და პირიქით.
ხო თქვეს, წიკლაურობა
"არ არისო ადვილი"!
ორთავ მხარეს ივანეს
აქვის თავის ადგილი!

king




flower


ხოლო "რამ დამაბერა"_
სასწაული ნამდვილი,
ოქრო_ღმერთის კალთიდან
ჩვენთვის გადმოვარდნილი,
გულის მარადიული
წუხილი და წადილი...


king sunny queen
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest




ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyTue Mar 03, 2009 11:51 am

ივანე წიკლაური Aaaaoa12

ივანე წიკლაურს, ”რამ დამაბერას” გამომთქმელს

ცამდე ავალ, მგონია,
შენი ლექსის ბილიკით.
ვენაცვალე შენ სულსა
პირაქეთ და პირიქით.
ხო თქვეს, წიკლაურობა
"არ არისო ადვილი"!
ორთავ მხარეს ივანეს
აქვის თავის ადგილი!



Exclamation

დაიარა მთელი საფიხვნო ამ ბაომა გუშინა, მიიარ-მაიარა აქეთაცა და იქითაცა, მარტო სმაილიკაებ ჰპოსტა მეტიწილი და გაგვიბრაზა უფალი-ადმინი, არადა, - ე რა კაი ლექს დუუწერნია აექა...

რა ვქნათ, კაცოო, როგორ გავხდეთ ყელაკა წიკლაურებ, ჰა?
რო კარგ ლექსებ გვიწეროს ბაომა?

bom flower sunny
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyThu Mar 12, 2009 10:47 am




sunny
ზოგს ათასობით ლექსი აქვ,
გინდ იყოს,გინდა_არაო.

ჩნდება და ქრება ტომები_
შიგნით ბზეა და ჩალაო.

ბრიყვს თავი მეფე ჰგონია,
ჩალიჩობს,წარამარაობს.

ერთის ლექსითა ივანემ
ღვთის სიბრძნეს გვაზიარაო!


cheers king
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა

გაგა


Male
Number of posts : 145
Age : 112
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyThu Mar 26, 2009 10:35 am

ივანეს სხვა ლექსები დადეთ რა ვინმემ
Back to top Go down
http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyThu Mar 26, 2009 3:14 pm

გაგა wrote:
ივანეს სხვა ლექსები დადეთ რა ვინმემ






ჩემო სათხოვარიც ეგაა.
იგნებ ვინმეს მიუწვდებოდეს ხელი.


Question cheers Question
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა

გაგა


Male
Number of posts : 145
Age : 112
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyTue Mar 31, 2009 11:55 pm

ფორუმი ითხოვს ივანეს ლექსებს.
Arrow
Back to top Go down
http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptySat Apr 11, 2009 8:57 am

გაგა wrote:
ფორუმი ითხოვს ივანეს ლექსებს.
Arrow







და არამარტო მთელი ფორუმი,
ქვეყანა ითხოვს ივანეს ლექსებს. cheers


ადრეც ითხოვდა და გულუბრყვილოდ
ასე ვფიქრობდი:"იქნება დღესვე!" bounce sunny bounce


მაგრამ ვერაფერს ვეღარ პოულობს
ხალხი,მომწყდარი საკუთარ ფესვებს.
Arrow Sad Question
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მხოლოდ მთებშია თვისუფლება

მხოლოდ მთებშია თვისუფლება


Female
Number of posts : 77
Age : 32
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyFri Dec 30, 2011 8:33 pm

•••
სდგას მაშუღლარი ჯენჯა გოროზად,
არხოტის მთასთან გადასასვლელთან.
სადაც აქვთ ბინა არწივ–ქორებს და
სადაც ხლეჩავს კლდეებს ქარების დელგმა.
რაღაც მგესლავი ღიმილით სივრცეს,
გასცქერის, თითქოს გაფრენას ლამობს.
წარბი შეჰკვრია გმირ პოეტს ისე,
დარდის, თუ მწარე ტკივილის გამო.
რომ უნებლიედ შეკრთება კაცი,
და მოგინდება მუხლების მოყრა.
ამ ქვეყნად ძეგლი შექმნილა რაც კი,
სრულყოფილებით რომელი მოჰგავს.
აქ აბაიზძემ გაასწრო ბევრით,
ფიდიასსა და მიქელანჯელოს.
რაღას არ შექმნის გენიის ხელი,
დამწერე ჯვარი კაცთა გამჩენო.
დიდება ჯენჯავ! დე შენი სახე,
ბაღვაჩომაცა შემოინახოს.
ამ გზებით ბევრი სიამე ნახე,
როს ეცემოდი ფირალი არხოტს.

|ივანე წიკლაური|

ლექსი ეძღვნება ჯემალ წიკლაურს
Back to top Go down
http://dadala.blogspot.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyMon May 23, 2022 1:35 pm


ივანე წიკლაური 100


folklorecenter
Published on Nov 8, 2018

ლექსის ავტორი - ივანე წიკლაური
კითხულობს ვახუშტი კოტეტიშვილი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური EmptyMon May 23, 2022 10:08 pm


#ახალიკვირა ივანე წიკლაურის 100 წლის იუბილე
Nov 4, 2018

ბარში ჩამოტანილი მთის სევდა და ცხადში აღწერილი „სიზმარში მკითხის ამბავი.“

სიყვარულის ისტორია, რომელიც დიდ ადამიანურ სევდას იტევს.

42 წლის შემდეგ სატრფოსთვის ლექსით გაცემული პასუხი.

როშკელი სახალხო მთქმელის ივანე წიკლაურის 100 წლის იუბილე.

* https://youtu.be/wK_I5XerfmY

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ივანე წიკლაური Empty
PostSubject: Re: ივანე წიკლაური   ივანე წიკლაური Empty

Back to top Go down
 
ივანე წიკლაური
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ივანე ჯაფარიძე
» ივანე ამირხანაშვილი
» მამუკა წიკლაური
» დიმიტრი წიკლაური
» ირინკა - ირინე წიკლაური

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: