| | ფარხა - გაბრიელ გარაშვილი | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Thu Feb 19, 2009 12:27 pm | |
|  გაბრიელ გარაშვილი დაიბადა 1929 წელს, ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში. გარდაიცვალა 2019 წლის 7 მაისს. ხალხურ პოეზიაში და ფოლკლორში შეტანილი წვილისათვის იგი საუკუნის ავტორ-მთქმელად არის დასახელებული. * * * წავიდნენ წლები თუ წავლენ, ფეხებზე არა მკიდაო, ამ წუთისოფლის ცოდვა-მადლს მაშ როდემდინა ზიდავო. მარტუღელში ვარ შამბული, როგორაც ხარი შვინდაო, მათრიე, ცრუო სოფელო, შენს ხოშზე, როგორც გინდაო. ბრალ იმას, სიმდიდრისადა ა ვინაც დაიყმინდაო, მდიდარმ ვინც წუწუნს უმატა, ცხელ ცრემლიც ჩაიწმინდაო, ამყაყებული სულ-გული ვერად ვერ გაიწმინდაო, ვისაც სუ დავიწყებია ხატ-ღმერთი, ყველაწმინდაო, დარდით გაფშლიკა ფეხები, გმინდა, გმინდა და გმინდაო, ავაჰმე, ჩემო სიმდიდრევ, - ერთხელღა ამოგმინდაო, ხორცნი მიწაში ჩაალპნო, ვერც სულით განიწმინდაო.
 
Last edited by Admin on Fri May 10, 2019 2:10 pm; edited 5 times in total | |
|  | | არაბული

 Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Mon Feb 23, 2009 1:09 am | |
| - არჩანდა wrote:

გაბრიელ გარაშვილი დაიბადა 1929 წელს. ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში.
* * * წავიდნენ წლები თუ წავლენ, ფეხებზე არა მკიდაო, ამ წუთისოფლის ცოდვა-მადლს მაშ როდემდინა ზიდავო. მარტუღელში ვარ შამბული, როგორაც ხარი შვინდაო, მათრიე, ცრუო სოფელო, შენს ხოშზე, როგორც გინდაო. ბრალ იმას, სიმდიდრისადა ა ვინაც დაიყმინდაო, მდიდარმ ვინც წუწუნს უმატა, ცხელ ცრემლიც ჩაიწმინდაო, ამყაყებული სულ-გული ვერად ვერ გაიწმინდაო, ვისაც სუ დავიწყებია ხატ-ღმერთი, ყველაწმინდაო, დარდით გაფშლიკა ფეხები, გმინდა, გმინდა და გმინდაო, ავაჰმე, ჩემო სიმდიდრევ, - ერთხელღა ამოგმინდაო, ხორცნი მიწაში ჩაალპნო, ვერც სულით განიწმინდაო.
ამ კაცის ლექსები ამირან არაბულმა წამაკითხა, .... მგონი რაღაც პრემიაც აიღო 1-2 თვის წინ, | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Mon Feb 23, 2009 1:12 am | |
| მე ფოლკ-რადიოზე ვუსმინე, გიო, გაბრიელ გარაშვილის ლექსებს, ეთერ თათარაიძე კითხულობდა და - კარგი ლექსები აქვს...
მე, უბრალოდ, ინტერნეტში ვერ ვნახე სხვა ლექსები, რომ კიდევ მომეტანა. | |
|  | | არაბული

 Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Mon Feb 23, 2009 1:22 am | |
| - არჩანდა wrote:
- მე ფოლკ-რადიოზე ვუსმინე, გიო, გაბრიელ გარაშვილის ლექსებს, ეთერ თათარაიძე კითხულობდა და - კარგი ლექსები აქვს...
მე, უბრალოდ, ინტერნეტში ვერ ვნახე სხვა ლექსები, რომ კიდევ მომეტანა. გარაშვილის ლექსები (საკმად ბევრი) დაიბეჭდა ფოლკლორის სახელმწოფო ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულში..... ამირანმა მაჩვენა მისი ვეული სადაც მისივე ჩაწერილი ლექსებია.... ყველაზე საინტერესო იყო ლექსებთან ერთად, ამ ლექსების ბოლს მინაწერი ფრაზები.... თუ სად ჰქონდა დაწერილი ესა თუ ის ლექსი და რა ვიტარებაში.... საინტერესოა ძალიან ("რის" ჭალა "რის" ხევი, მწყემსობა, საქონი რო "მაჰკარგა" და ასეთი ბევრი საინტერესო მინაწერი... ) მე ასევე ვნახე მიხა ხელაშვილის ხელნაწერები, რომელსაც ძალიან საინტერესო მინაწერები აქვს ლექსებზე .... ყოველთვის მინდოდა ხალხური მთქმელების ასეთი მინაწერები შემეგროვებინა ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნებოდა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Thu Feb 26, 2009 3:42 pm | |
| [size=14] წლეულ ყინჩ მიდის ზამთარი, გამოცოცხლდა ყველაია, დამაყრუებს ბზუილითა ბზუკ-ფუტკარი-დ კელაია, გაღუებულ აღარ მინდა ჩემ საცეცხლურ-კერაია, წყალკურთხევას ჩამამითბა ამინდ მარტის ფერაია. გამიჭლექდა დედაკაცი, მეტსდ მსუქან,სქელაია, დაისვენე_ არ მიგონებს, ძაან თავის წვერაია, შენც დაიძარ,რას რა გარგავ მარტო კითხვა-წერაია?!
*** მშვიდობით,სოფლის გორაო, ბინდდება,მენაც მივდივარ, ვიცი,რო არ გემეტები, აქ სათეველად გინდივარ, ეჰ,წავალ ღამეს გავყვები, რადგან მენაცა ბინდი ვარ.
... გახარებული ვარ:დღეს შევიძინე წიგნი,რომელშიც კახეთის რეგიონის მელექსეთა ნაკალმარებია თავმოყრილი.უხვადაა მარგალიტები.განსაკუთრებით ისაა გასახარი,რომ ამ მელექსეთა შორის ქალებიც არიან... ბობორიკო,იქნებ გამიხსნა გვერდი ეთერ ჩოხელისათვის[/size].  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Fri Feb 27, 2009 7:26 pm | |
|
გამძაგრა წუთისოფელმა, რო ნაშალაის ბაწარი, გაძაგროს,დედა ვუტირე, აი,ეგ არი,რაც არი! ლაგამ ჩამიდვა?_იმასაც კბილებით ვუქენ კრაწანი, ვერც დამაჩოქა,თუმცა კი ბევრჯელაც გამდგენ ლაწანი. მაბრმო,მაყრუვა,მაგრამა ვერ შამაყარა ნაცარი, ვერ ამაცდინა ჩემს გზასა, თუმც სურდა ჩემი ცანცარი, არ ვიცი,რადა მჯიბრობენ ე ზოგებ არაკაცანი?!
*** აღარ მინდარის სიცოცხლე, რაად არ მამკლავს ღმერთია? დღეს ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე ღმერთს გეფიცებით,ერთია! მერჩივნა,ვიყო ნადირი, უღრანს ტყეებში მეთია, მერბინა თავისუფლადა, მესუტა ნამის წვეთია, ემ ხალხში ყოფნას ის სჯობდა, ძმა ვყოფილიყავ ხეთია!
... არჩანდავ,უფრო ლაღად გაშალე ფრთები_ეს რა მაგარი მელექსეები გყოლიათ კახელებსა! "ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო..." 
Last edited by ვაჟა ხორნაული on Sun Aug 02, 2009 8:32 pm; edited 1 time in total | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Sat Feb 28, 2009 8:04 am | |
|
წუხელ ფოლკრადიოთი ვუსმინე გაბრიელ გარაშვილისა და გიორგი უშიკიშვილის საუბარს.ეს იყო ჭეშმარიტი პოეზიის დღესასწაული.გარაშვილები თურმანაულები ყოფილან წარმოშობით_გარა თურმანაულის შთამომავლები. საოცრად ტკბილი,ბავშვური ხმით გვესაუბრებოდა ოთხმოცი წლის ბრძენკაცი.თითქოს მის ბავშვურ ღიმილსაც ვხედავდი. ახალი დღის დადგომას გაბრიელ გარაშვილის ლექსებით გილოცავთ.იგი საოცრად დახვეწილი ხელწერით გამოირჩევა და ტოლს არ უდებს სახელგანთქმულ მელექსეებს... ... ცალკე თემაა ფოლკრადიო_დღევანდელობის ფონზე ესაა ოაზისი,საიდანაც განუწყვეტლივ მოეფინება პოეზიისა თუ მუსიკის მადლი.საოცარი გადაცემები აქვთ ეთერ თათარაიძეს,ამირან არაბულს,გიორგი უშიკიშვილს ...
------------------------------------------------------------------------------------------ *** ჯინჭველთ გორს თოვნა ჩამოდგა, დაუწვდენს კალოთანასა, დალაოგიან ველებსა მართლაც რო კალოთ თანასა. ალბათ თოვს საგუგულედა ამ ზამთრის გასვლის ხანასა, ხვარ ჩამოგვიზრობს იასა, ამ ულამაზეს ქალასა? ლურჯთვალებიანს,ლამაზსა ფაქიზს,ბატარას ტანასა. ბევრსაც გამიზდის ბუნება მშვენებას მაგისთანასა.
*** როგორ კარგია აემ დროს ხელსაწყო_მობილურები, უნდა გაიგო ამბები ძმობილურ-დობილურები, მზად უნდა გქონდეს მუდამა აი,ეგ ორივ ყურები, ბევრს დაუზეზა მაგანა საყელით დამბულ ფურები.  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Tue Mar 03, 2009 2:46 pm | |
|  ამ პაპა გაბრიელის ლექსები - სუ ”მოსული” ლექსები არისა, არც ერთ ძალად ნაწერი, ”ნაკთებ” ლექს არა აქვ ამასა... თან იცის, რო - თვითონ კი არა სწერსა, ვიღაცა კარნახობს!.. აი, ეხლა ვუსმენ ფოლკ-რადიოზე პაპა გაბრიელის ლაპარაკს გიორგი უშიკიშვილთან და ამირან არაბულთანა და... მეტირება, ეს ოხერი... მაგარია, ძალიან მაგარი... აი, ეხლა სიმღერას მოგვასმენინებს გიორგი - პაპა გაბრიელის სიმღერასა... ”ჩონქარაი ვარო, ღვერათი, ტყავისა ძველანი მცვიანო...”ჩონქარას შამღენებულს მღერისა, პაპა გაბრიელი, ღვერათ ჩონქარაისი... ხატობაზე რო იმღერებოდა... -- https://youtu.be/VXvsW2OTdwk  აი, ამასა ჰქვიან კაიყმა, აი, ამასა... შენი საკარგყმო ყველგან შაისმის, გაბრიელ პაპავ, ყველგანა... შენი სიბერე კი არ შამოევლოს სუყველას თავსა, ყველანი შამოგევლნენ შენა... 
Last edited by ბობო on Tue Mar 03, 2009 3:17 pm; edited 2 times in total |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Tue Mar 03, 2009 3:09 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Wed Mar 04, 2009 10:18 am | |
| ვაჟავ, აქ ხო ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ”ფარხა” თავად გაბრიელ გარაშვილი არის? თუ არ უნდა და ისედაც მიხვდებიან? |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Wed Mar 04, 2009 10:56 am | |
| - ბობო wrote:
ვაჟავ, აქ ხო ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ”ფარხა” თავად გაბრიელ გარაშვილი არის? თუ არ უნდა და ისედაც მიხვდებიან?
ფარხა_ეს სიტყვა ხშირად გაისმის გაბრიელის ლექსებში(ფარ_აქ "ხ" უნდა იყოს მაგარი). "ფარხა" ნიშნავს ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილს.მელექსე ამ სიტყვას იყენებს_და თანაც ულამაზესი ირონიით_საკუთარი თავის მისამართით. აი,კიდევ ერთი ლექსი,სადაც იგრძნობა,რომ ფარხა თვითონ ავტორია.
*** მთებო,დამარხეთ ფარხაი, კლდევ,ზედ დასწოდი,ტიალო, ერთს ნატეხს ვერ გაიმეტებს შენი გულ-მკერდი ფრიალო? თუ გინდა ბეჩავს შენს შვილსა მკვდარ გულ რო აუდგრიალო, არ დამიტირებთ ბეჩავსა, ივრის ჩანჩქერნო ხმიანნო? ან მაკასტახის მაღალო, ქუჩის ბალახით თმიანო, ისართღელეის სერებო, ბრჭყვიალა ქვიშა-ქვიანო, ბარით გეძახისთ თქვენ შვილი, ეხლა ფარხა რო ჰქვიანო.  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Wed Mar 04, 2009 11:06 am | |
| მოდი, მაშინ უფალ ადმინს ვთხოვოთ, რომ ეს ”ფარხა” თემის სათაურში გაიტანოს, გაბრიელ გარაშვილის გვარ-სახელის წინ. შერქმეული სახელი თუ არა აქვს მელექსეს, აღიარებულიც არ არის ხოლმე - ეგრე არის მთაში. პაპა გაბრიელი კარგი მელექსეა და ”ფარხაც” მაგიტომ არის. ერთი პატარა ”აფრენა” მინდა და, - წავალ ჩემი ოფოფებიანადა სოფელ საკობიანოშია და გავიცნობ მაკ კარგ კაცსა... გახსოვს, გუშინდელ გადაცემაში რომ ამბობდა, - დაწერეთ და სთქვით ”კარგი”-ო; ეს რა არის, რო სულ ”კაი”-ს და ”კაი”-ს ამბობთო და სწერთო, ხალხში ხართ, ოჯახობაში და შინაურებში ხომ არაო... ფარხა (ფშაურად) ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი (თ. რაზიკ., ”ივერია”, # 140, 1900; ი. ჭყონ.,).”ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა” (შემდგენელი ალექსანდრე ღლონტი). |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Wed Mar 04, 2009 11:28 am | |
| - ბობო wrote:
- მოდი, მაშინ უფალ ადმინს ვთხოვოთ, რომ ეს ”ფარხა” თემის სათაურში გაიტანოს, გაბრიელ გარაშვილის გვარ-სახელის წინ.
შერქმეული სახელი თუ არა აქვს მელექსეს, აღიარებულიც არ არის ხოლმე - ეგრე არის მთაში.
პაპა გაბრიელი კარგი მელექსეა და ”ფარხაც” მაგიტომ არის. ერთი პატარა ”აფრენა” მინდა და, - წავალ ჩემი ოფოფებიანადა სოფელ საკობიანოშია და გავიცნობ მაკ კარგ კაცსა...
გახსოვს, გუშინდელ გადაცემაში რომ ამბობდა, - დაწერეთ და სთქვით ”კარგი”-ო; ეს რა არის, რო სულ ”კაი”-ს და ”კაი”-ს ამბობთო და სწერთო, ხალხში ხართ, ოჯახობაში და შინაურებში ხომ არაო...

ფარხა (ფშაურად) ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი (თ. რაზიკ., ”ივერია”, # 140, 1900; ი. ჭყონ.,). ”ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა” (შემდგენელი ალექსანდრე ღლონტი).
ძალიან კარგი აზრია_ამ საოცარ კაცსა და პოეტს(გაბრიელი ჭეშმარიტი პოეტია) მართლაც რომ მოუხდება "ფარხა". მეც მინდა გავაფრინო და ეს ღვთისნიერი ადამიანი პირისპირ ვნახო.ხედავ,რა უცებ შემოიჭრა?!_გაბრიელი არავის ჩამოუვარდება და არც მაგაზე უკეთესია ვინმე.
აი,გაბრიელ გარაშვილის კიდევ ერთი მარგალიტი.
*** ფარხას სიბერე რას უზამს, ვერცრას დარდი და ვარამი, არცრა ქონება ჰქონია და არც უჭამავ არამი. ვისაც შაჰხვდება ბეჩავი, უნდა დაასწვრას სალამი, იმის ქონება-ცხოვრებას შაადგენს მელან-კალამი.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Tue Mar 10, 2009 12:23 pm | |
| დღეში ერთხელ სჭამს ფარხაი, მადლობელია კუჭისა, მეტს არ კითხულობს პატრონსა, იცის,რარიგად უჭირსა. კარგა მიუხვდა ბეჩავი ე ჩემ ცხოვრებას დუხჭირსა, აი დუშმანსამც აბავის, კუჭ ხასიათით ურჩისა, ის კაცის არი შამჭმელი, თავში მცემელი გურჩისა, ის საჩინოს რო ჩასანსლავს, მემრ მაიკითხავს უჩინსა.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Sun Mar 15, 2009 9:02 am | |
|
*** კუნელაის ჯაგ მეწია აე სალოკა თითშია, ისე ვარ განარებული, ა_ს მძლივღა ვარჩევ ი_შია. კირცხილაის ქვეშ ჩამოვჯე, მაგას ვენაცვლე ძირშია, გავხედენ მაჩვთა ხევასა, გახვეულია ნისლშია. მე არც ესეთა დღე მიშლის, უფროც მამდიან ჟინჟღლშია, განბანილ კი მაქვ ბეჩავსა ბეჭები ოფლის ხვირთქლშია. შმოიჭუჭკავ ფარზოტთა, არ მაქვ სიცივის შიშია, გვერდს მიდგა ჩემი ხეობა, ჩემდ სალოცავი ნიშია. ზამთარშიც იქავ მაუალ, თოვნაშია და ქირსლშია, სანამდე დავიბღამბღლები, მანამ სული მჩრავ პირშია. სუ მთა-ტყენ მესიზმრებიან ბეჩავს ბეჩაურს ძილშია, ეგენ გასთხრიან ჩემს საფლავს, დამიტირებენ ჭირშია, ფოთოლთ ჩამამაყოლებენ ჩემის სამარის თხრილშია... ჩემს ნაწერ-ნუწერთ დასხამენ ადგილას დასატირშია. ... ფარზოტი_ჩამოძენძილი,დანაგაბრებული.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Thu Mar 19, 2009 10:39 am | |
|
*** ჭორტმა სთქვა კოჭლაიძემა, ხენ აღარ ვნახნე სხლისანი, სუ ამოვდაგავ ძირითა, როცა დრონი ჰქონ სხმისანი. არც ბაყილეებ მინდარის და არცა დიდის ხნისანი, ისრ დავლევ ემაგათ სისხლსა, როგორც მოსისხლის მტრისანი. რანი რა მეპანტებიან, რა მაქნისნია რისანი, არაყის ნაყოფ ასხავის, გადამხელთველნი ჭკვისანი. მაჰხდის,გადაჰკრავს ფარხაი, ჯახ-ჯუხ ამოდის რქისანი, რარიგად უძლებს ნინიკო, გულ-ნერვნ თუ ჰქონან ქვისანი.
... გადამხელთველი_შემშლელი,ჭკუიდან amrevi.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Thu Mar 26, 2009 7:37 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Mon Mar 30, 2009 9:51 am | |
| *** ვეღარც თოფს ხმარობს ვაჟიკა, ვეღარც დაძალა ბარია, წინავ ვაჟიკას ერთადა მაჰქონდა მთა და ბარია. ეხლა კი მაუვლელ დარჩა თავისი ეზო-კარია, რარიგად მალევ დაუდგა მუხლჩი ჩამდგარი ქარია. დაცოცავს გადაღრწეული, ერთ დროს მთელ სოფლის დარია, ხელ-მხარ აისრე დაიკიდავ, როგორც ძონძი და მჩვარია. აღარც ვინ ცოცხალჩია სთვლის, სუყველაისთვი მკვდარია, სიბერემაც და ხალხმაცა ორივემ ხელი დარია. ჰა...დედას ვეღარ გაჰკივლებს მთაში ბებერი ხარია?
*** ტყეში შაირგო ფარხაი ქაფოთარაი ცულითა, ჯაგ-კირცხილეებს ეძგერა გაფრანგებულის გულითა. რად გაბოდაგრდა,ნეტარა, კი გადადგაა რჯულითა? რამ გააავა ეგრეოდ ხორცით,გულით და სულითა, იმით რო ვერრას აგონებს ხალხსა ტკბილ სიტყვით ძმურითა. დაუავადდა სულ-გული განუკურნავის წყლულითა, ლკდესა ჰკმეჭს,იმასაცა ჰღეჭს, არაფერს ისმენს ყურითა, გულზედ დაუშვებს მწარე ბოლს გამობერილის ქურითა.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Tue Apr 14, 2009 7:17 am | |
| [size=14]
*** მუხიან გასჭრეს ძმობილთა, მე კი მეტყვიან "გნაცასა", ე წოწკებ მაინც არგინეთ ბეჩავს,ბებერას კაცასა. სუ თქვენ იყოდეს,არ მინდა აე მუხიან რაც ასა, მე რაის მამჭრელიღა ვარ, მძლივ დავალ აცა-ბაცასა. ცულს ვეღარ გავაჭრეინებ ჩემ მარჯვენას და ცაცასა, იმას ვჯერდები ბეჩავი, წვრილიკას მოვჭრი,რაც ასა, მივეხუხები ღარიბა წოწკთა,ნაღვერდალ-ნაცარსა.
... "ღარიბა" გაბრიელ გარაშვილი[/size]ს მეორე თიკუნია. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Wed Apr 22, 2009 10:35 am | |
| ბევრი უნახავ წადეგას თავისფერ დობილ-ძმობილი, ბევრს საკომჩიაც შამძვრალა, ბევრჯელცა გამოძრობილი. ბევრ ფშავლის ქალას აჰკვრია ყელით-ყელს გადაჭდობილი, რა ექნა,ისეთ მასკვლავზე იყო ამ ქვეყნად შობილი! მოქალთანავე,მოსასმლე, საქმეში გამოწრთობილი, ჰე,რარიგ ბტყელ ბეჭნი ჰქონდენ, ჩოხაში გამოწყობილი. კარგ სიტყვა-პასუხიც ჰქონდა, სათემოს იყო ცნობილი, ეეხლა?გაძარცულია, ძვლებია ჩამოხმობილი, ღმერთს აძლევს აღსარებასა მუხლებზე ჩამომხობილი. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Sat May 30, 2009 9:12 am | |
| *** დავძვრები წვრილიანშია, როგორც პრანწია ჩიტია, დასდგოდი, ხანსადარაო, აე,ნეკერი კვნიტია, ვეღარ დაგყვები,ტიალო, მარილებმ შამამიტია, ნეტავინ ხვარა გგონივარ გერმანულ მესერშმიტია, რანი რა გაღრილებენ, რა ყურებ გამიხვრიტია. | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Sat May 30, 2009 10:33 am | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
- ***
დავძვრები წვრილიანშია, როგორც პრანწია ჩიტია, დასდგოდი, ხანსადარაო, აე,ნეკერი კვნიტია, ვეღარ დაგყვები,ტიალო, მარილებმ შამამიტია, ნეტავინ ხვარა გგონივარ გერმანულ მესერშმიტია, რანი რა გაღრილებენ, რა ყურებ გამიხვრიტია. ვაჟავ, აი აქ - რანი რა გაღრილებენერთი მარცვალი აკლია. ფარხა ეგრე არ დაწერდა, ბოლო სიტყვას ასო-ბგერა ”ან”-ს მაინც დაურთავდა. აი, ეგრე - რანი რა გაღრილებენააბა, დაუკვირდი. |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი Sat May 30, 2009 11:26 am | |
| - ბობო wrote:
- ვაჟა ხორნაული wrote:
- ***
დავძვრები წვრილიანშია, როგორც პრანწია ჩიტია, დასდგოდი, ხანსადარაო, აე,ნეკერი კვნიტია, ვეღარ დაგყვები,ტიალო, მარილებმ შამამიტია, ნეტავინ ხვარა გგონივარ გერმანულ მესერშმიტია, რანი რა გაღრილებენ, რა ყურებ გამიხვრიტია.
ვაჟავ, აი აქ -
რანი რა გაღრილებენ
ერთი მარცვალი აკლია. ფარხა ეგრე არ დაწერდა, ბოლო სიტყვას ასო-ბგერა ”ან”-ს მაინც დაურთავდა.
აი, ეგრე -
რანი რა გაღრილებენა
აბა, დაუკვირდი.
... ფარხასთან ასეა: ”რანი რა გაღრიალებენ.” ა-ხმოვანი გამომრჩენია. შენეული ფორმაც მსმენია სხვა დროს. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ფარხა - გაბრიელ გარაშვილი  | |
| |
|  | | | ფარხა - გაბრიელ გარაშვილი | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|