Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
Subject: ქართული ხალხური სიმღერა Thu Feb 19, 2009 12:17 pm
Chakrulo - ჩაკრულო
Published on Mar 1, 2014 კოსმოსში გაშვებული ჩაკრულო -- ასრულებენ ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი
*** ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა, დეკეული ვერ გავზარდე, კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.
ხმალო, ხევსეურეთს ნაჭედო, თელავში თუშმა გაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა. მტერო, დამჩაგრე, არ ვტირი. ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. მაცალე, ერთი ავლესო ხმალჩახმალ ცეცხლის კვესია, სულ წმინდად მოგამკევინო, რაც ჩემთვის დაგითესია.
"ჩაკრულო" დაუდია ნადირათ გაგას და სწორადაც დაუდია იუთუბზე... არ ისწავლება, კარგი სიმღერა რომელია და რომელი არა, ისედაც უნდა გიგრძნობდეს გული და რაკი ეს კოსმოსში გაუშვეს, სხვებიც მიხვდნენ ამ სასწაულ პოლიფონიას, რო გაუმართავენ ხმები ერთი-მეორეს თამაშს და სუ ეგრე თამაშ-თამაშ ზემოთ წავლენ, - წავლენ, წავლენ და ღმერთამდე რო მივლენ, მიუტანენ იქ არსთა გამრიგეს ჩვენ ამბავს... ეგ არი... ამ სიმღერის გაძლება მოგვცეს ღმერთმა...
Last edited by Admin on Tue Mar 19, 2019 9:58 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ქართული ხალხური სიმღერა Tue Jan 01, 2013 5:20 pm
Georgian folk song KAKHETIAN MRAVALZHAMIERI ('Many Timer')
Admin
Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ქართული ხალხური სიმღერა Tue Jan 01, 2013 5:22 pm
Uploaded on Nov 28, 2011
Georgian voices -- 'The winter'
ქართული ხმები - "ზამთარი"
ზამთარი
ზამთარი ვარდსა დააჭკნობს, ფურცელი ჩამოსცვივაო. ლამაზი ქალის თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივაო.