არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნინო ნადირაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
xelovani

xelovani

Female
Number of posts : 12
Age : 32
Location : sxva qucha
Job/hobbies : photography
Humor : me var
Registration date : 11.05.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyMon Jun 08, 2009 1:07 pm

ნინო ნადირაძე - Page 2 Nn-0810

ნინო ნადირაძე

***
ფილტვებით დეკემბრის ბურიაყს ვატარებ,
დამჩემდი და შენი თხოვნითვე ვთოვდები.
ეს ცივი ფილტვები ფიფქებით გავტენე
და ასე ძვირფასო, ვრჩები მოგონებად,

თვალების სიწრფელედ, სიცივის ჭაღებად
და კიდევ ვინ იცის. ხელებში გიდნები.
ხელიდან გამცვივდა ცისფერი ჭალები
და სადღაც ბოლოსკენ ნაშთადაც ვდგინდები.

გავძვრები კანიდან, ამოვალ ჩემიდან
და სული ლივლივით გაწვება სივრცეზე.
ვგრძნობ ჩემი თავიდან და ჩემი თხემიდან
შმაგივით ავიგლეჯ სიშორის მიზეზებს.

ფილტვებში დეკემბრის ბურიაყს ვატარებ...
ჰმ, დეკემბრიანო! ჰო, ასე მეძახი.
ფილტვები - ვაზნები, ფიფქებით გავტენე
და ახლა დაგახლი თოვლიან ქვემეხებს.

ადექი, ჩაიცვი ხელები, რომ ოდეს,
ხელებით მიპოვნო, სადმე გარდაცვლილი.
უბრალოდ მინდა, რომ უბრალოდ გჯეროდეს,
მაინც გავთოვდები, ჰორიზონტს გავცდები.

ფილტვებში დეკემბრის ბურიაყს ვაგროვებ,
ქეთიუს, შემხედე, გავფრინდი ხიდიდან.
და ახლა მზესავით ცის თაღზე ავგორდი...
თუმც სხვები იქ მხოლოდ სიკვდილით მიდიან.

შემხედე, ფილტვებით დეკემბერს ვაძინებ.
მძიმედ და უთქმელად, თოვლივით მოვედი.
ჰმ, დეკემბრიანო, დეკემბრის ნაწილო..
ჰო, როგორც მუსიკა, ჩემში ხარ ყოველთვის.


ეს ლექსი მე დამიწერა თოვლმაა.. Smile Smile
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge
irinka
Into Armury
Into Armury
irinka

Female
Number of posts : 110
Age : 33
Registration date : 11.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Jun 10, 2009 2:40 pm

ბიჭური ლექსი (ნიკა ჩერქეზიშვილს)

ჯონ, იცი, ყელში ამოდის ნერვი,
მილიონ კედელს მივედ-მოვედე,
გაქცევის სურვილს ჩემგან ვერ ვდევნი,
მუჭში ჩხრიალებს ყველა მონეტა

რითაც გავყიდე, რითაც გავეცი...
ნეოფიტივით ვაცეცებ მზერას
და ამ ცხოვრების ბინძურ საცეცებს,
სულიდან ვეღარ ვიშორებ, ვერა!

ჯონ, იცი, ზეცა ფიქრით დავცხრილე,
წითელფეხება თოლიებს ველი...
მე – უმეცარი და ფრთაგაცლილი
ვერ ვეგუები გასვრილ მოვლენებს.

სუნთქვას გავცვლიდი ივნისის თოვლში,
ლექსებს აპრილის ქორწილს მივცემდი,
დავიძინებდი იმ მზის საწოლში,
გული მარცხნიდან რომ არ მიცემდეს.

ჯონ, ახლა უნდა გავრისკოთ ფრენა,
რომანტიკოსებს დავუთმოთ მარტიც...
რაც გაგირითმავთ და რაც ვერ– მე ვარ,
მოდით ახლა და სილა გამარტყით!


cheers
Back to top Go down
irinka
Into Armury
Into Armury
irinka

Female
Number of posts : 110
Age : 33
Registration date : 11.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyTue Jun 16, 2009 1:25 pm

ავცდით (მეგობრის განცდას)

ავცდით...
(მეგობრის განცდას)

ჩვენ-ჩვენ სახლებში ავდივართ მთაზე...
ჩვენ-ჩვენ ქალაქებს ვამშრალებთ თბილი ხელისგულებით.
ყოველ საღამოს, განვლილ მომენტებს –
ფოტოებად აშავთეთრებულთ
ჩვენ-ჩვენ თოკებზე ვამაგრებთ სარჭით.
და ყოველ დილით ჩვენ-ჩვენ სახურავებზე მზერას ვასწორებთ
ცაზე, როგორც კამერის ობიექტივი თეთრ ფურცელზე.
ყელში ბურთივით გაჩრილ ჩვენ წილ ცრემლსაც
ისე ვაქრობთ, კვალიც არ რჩება
და ჩვენს უკვდავ ქალაქელებსაც
ასე ჰგონიათ, რომ ამ უპეებს მხოლოდ ძილის
ნაბიჯი თელავთ...
ჩვენ-ჩვენ დედებთან გვგონია ღმერთი...
ვაბრაზებთ, ვტყუით, ვუხეშობთ, ვტანჯავთ –
ორივეს ერთად...
ჩვენს ქალაქებში სიცხეშიც გვცივა...
“მამაო ჩვენო”-ს უკუღმა ვიწყებთ,
მანამდე სანამ...
მანმადე სანამ...
ყოველ ღამე მზეს ვპარავთ თვალებს,
ინსტინქტით ვხუჭავთ თხელ ქუთუთუობს
და ხანდახან მოკლე ლოცვაც მიგვყვება
ძილში ვალად...
ჩვენ-ჩვენ თბილისში ვკვდებით, ვცოცხლდებით,
გვიყვარს, ვუყვარვართ...
ჩვენ-ჩვენ გემოზე წვიმს კიდევაც და ხანდახან ფიფქავს...

ჩვენ-ჩვენ სახლებში ავდივართ მთაზე...
ხელსაც ვიჩრდილავთ, მაგრამ ვერ გხედავ
და შენც ვერ მხედავ ამსიმაღლიდან...
ავცდით ერთმანეთს...
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyTue Jun 16, 2009 7:44 pm

გერულაფა

გერულაფაა. შავი ცხენები იხურებენ გულსა და ფლოქვებს.
გზა რომში მიდის? თუ მწვანე სუნით გაჟღენთილ ველზე?
ქარმა, გზა ღმერთთან უნდა მიდიოდესო,
შენ კი სად მიხვალ, საითა გაქვს სატკეპნი მიწა?
გერულაფაზე გაყვანილი ცხენივით მიცემს გული,
და არც ის ვიცი, მასსავით ჩემი ორი პატრონი - ბედი
და ღმერთი საით წამიყვანს...
მარულაზე გასვლის შიშად მომიჩანს მზერა
და ის ცოდვებიც, მოღებული სამოსივით
ტარებაც რომ ასე მცხვენია.
კატაკომბებში ჩაწოლილი მზე დამანახე,
იქ ჩაყოლილი ჩუმი ლოცვაც გადამაწერე ხელისგულებზე
და კვეთებულიც წამიკითხე სულის სახსნელად.
ქარმა, გზა ღმერთთან უნდა მიდიოდესო,
მე კი ეს გზაც შემომეკარგა,
რას გავუფრთხილდე ისიც არ ვიცი.
გერულაფაზე შავი ცხენები გულსა და ფლოქვებს გაიხურებენ,
მზე წამოწვება ფაფარზე და ალესავს ნიავს.
უუნაგიროდ უყვართ ცხენებს ქარზე ჯირითი,
ალბათ ესეც მათი ბედია...
კუმისი მასვი, მზე ჩამისვი თვალის ბუდეში,
მასმენინე "კირილეისონ", მასწავლე დათვლა მეტანიებით,
გონებით ცაზე და პურივით გამაკარი ტაძრის კედელზე,
რომ არასოდეს დამეკარგოს სავალი გზები, მოგაგნო -
ცხენმა, ადამმა, ევამ, პოეტმა, ვინც გინდა ვიყო...
მარულა ბრდღვინავს.
შავი ცხენები იხურებენ გულსა და ფლოქვებს,
გზა ღმერთთან მიდის...
ქარმა, გზა ღმერთთან უნდა მიდიოდესო...


Last edited by nino nadiradze on Mon Jun 29, 2009 2:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 29
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Jun 17, 2009 1:58 pm

უშენო-დ


გიწვდიან ხელები გაყინულ სამოსელს,
სულმა გაიხადა ჩაცმულმა შილიფად
და დიდი ხანია სიშორეს გამოცდი,
სიშორეს, რომელსაც განიცდის ტირიფიც.

დგას ჩვენი მანძილი, ჩვენს შორის ბარბაცებს,
მალე წაიქცევა, თუ გინდა ნიძლავი...
და ჩვენი კავშირი არის კონვენცია
სულების, რომლეთაც ეულად ვერ გაძლეს.

ორნი ვართ და კარგო, იეროგლიფივით
წინადადებაში აზრებად ვბევრდებით.
დავდივარ ქალაქში ცარიელ ლიფტივით
და მგზავრის გარეშე მე ვეღარ ვჩერდები.

დამლიე როგორც კი თენება იტირებს,
გიწვდიან ხელები შიშველ უცვლელობას.
ღამე დამიმოკლდა - ჩამწვარი ფითილი...
მსაზღვრავს უშენობა.



flower
Back to top Go down
http://lib.ge/
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyThu Jun 18, 2009 9:49 pm

დალევდა კაცი რაიმეს -
ვფიქრობ და ზეცის მინაწერს
ვსუნთქავ, გაფორმდა ყაიმი.
გიყურებ ასეთ მზერაცვლილს.
ასეთ ღამეში მინიმუმ,
სტრიქონს დაწერდა ტერენტე,
ქარებს, ალესილს მინიდან
ერთ ლექსში მაინც ვერ დატევ.
ვფიქრობ ასე და გიყურებ,
ვისკის ჭიქიდან მოგზომე...
გონებამ თუ წამიყრუა,
გული გასცდება მოზომილს.
კვამლში გაგიდგამს ფეხები,
მე კი ტანიდან გავედი,
მზერით საათებს ვეხები,
სიგრძედებსა და განედებს.
დალევდა კაცი ასეთ დროს,
დალახვროს ეშმამ, ვმარცხდები!
როგორც ნასვამი არტისტი,
როგორც განცდილი განცდები,
ვტოვებ ქალაქის სინათლეს,
ვტოვებ დახატულს, დაწერილს,
გავცდები ათას ნათქვამს და
გაუწირავს და განწირულს,
ეშაპოტებზე გაწოლილთ,
ამპარტავანთ და თავმდაბალთ,
თვალედახუჭულთ, გახელილთ...
უნანიებელთ...ჯანდაბა!
უკვდავო! ისე მიყურებ,
თითქოს ამ ცოდვებს გიმხელდე,
ლექსებით თან გაგიყოლებ,
პოეტი ვარ და მიფრთხილდი!
არ შეგიყვარებ ასეთ მშრალს,
დაგსჯი ძარღვიან ფრაზებით.
პოეტი ვარ და რა მიშავს,
ბოლოს თუ მარტო დავრჩები.
დალევდა კაცი ასეთ დროს,
მარტინის, ვისკის, არაყსაც...
წარმართიც ვარ და ასეთიც,
მეამბოხე და ამაყი.
თეთრი დროშები დავუშვი,
გავცდი საზღვრებს და ლიმიტებს,
დავლევდი ასეთ ღამეში,
პოეტი ვარ და იმიტომ...
მოუჩანს მზეს ნატყვიარი
ღვიძლთან და ცოტა ბარბაცებს.
გტოვებთ და მიწა ტრიალებს,
ისევ ტრიალებს და ბაცი
მეტაფორები ქრებიან...
ჩემს ხელისგულზე ღარები,
თქვენი სიცოცხლის გზებია.
გტოვებთ და არც მებრალებით...
მივდივარ, გითმობთ უკვდავებს,
ყრუ-მუნჯ აჩრდილთა საუფლოს.
წავალ, დავდგები ჩემს მთაზე
ჩემს ღმერთთან გავისაუბრებ.



ჩავასწორე....


Last edited by nino nadiradze on Sat Jun 20, 2009 1:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 260
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyFri Jun 19, 2009 10:47 am

მოუჩანს მზეს ნატყვიარი
ღვიძლთან და ცოტა ბარბაცებს.
გტოვებთ და მიწა ტრიალებს,
ისევ ტრიალებს და ბაცი
მეტაფორები ქრებიან...
ჩემს ხელისგულზე ღარები,
თქვენი სიცოცხლის გზებია.
გტოვებთ და არც მებრალებით...




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jun 21, 2013 5:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.geogen.ge
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyMon Jun 29, 2009 2:22 pm

შენი დედამიწა

ფოთლებს მივყევი,
ჰაერის ხმას მივყევი კიდევ...
მერე მუსიკამ შემოიდო მხრებზე
ცოდვა და გამიყოლა...
უპატრონო ბავშვივით ვზივარ
ჩემს სიგიჟეში,
ვანთებ და ვაქრობ პათოლოგიურ
ლექსებს მაჯიდან...
ჩამომჭკნარი ხილვების ყანა
გავთელე მარტომ...
მომწერე,
შენი დედამიწა,
შენი მაჯა,
შენი სიზმარი...
მოვალ და ყველა
წვიმის სიმღერას,
ყველა გვირილას,
ყველა მზეს
თავიდან შევქმნი...
მომწერე,
შენი დედამიწა როგორ ვიპოვნო...
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Jul 15, 2009 11:52 am

ცაზე ვკიდივარ

ცაზე ვკიდივარ...
გასვრილ ფეხებზე ფიზიკა ისევ
მიზიდულობის კანონს მიმტკიცებს.
მაქვს განცდა ქარის...
განცდა მაქვს ქარის,
ქარის, ღმერთში ნაგუბარის.
ცაზე ვკიდივარ უკუღმა...
და ნუ ჩამომხსნი, ასე გიყვარდე...

თორმეტი შვილი მინდა მყავდეს,
თორმეტი ზეცა მინდა მქონდეს,
თორმეტივე ჩემივე ფერის,
თორმეტჯერ თვითონ მოვკვდები და
თორმეტი ამბორით გაგცემ-
-ოღონდ მანამდე,
თორმეტ სამყაროში ვიმოგზაურებ,
თორმეტჯერ მაინც მიღალატებენ,
იმ თორმეტ შვილსაც იმას ვასწავლი,
რაც მე მასწავლეს.
მერე დრო მოვა... მოვა ქარიც..
მამლის ყივილზე დავეკიდები ცაზე ყულფივით.
გვირილებიან სუდარაზე გადამაწვინე,
უთხარი წვიმას, რომ მოვიდეს და
ამ სახეზე თეთრი ხელები ჩამომაფაროს.

შენ კი, ჩემი სულეთის მგზავრო,
ფიქრგაუხდელად გაიარე გეთსიმანია,
ამისთვის დრო გაქვს,
მე ნუ მიყურებ, დიდი ხანია
იუდადაც აღარ ვვარგივარ.
ვერც სახლი ვაგე, ვერც ხე დავრგე, ვერც პური ვთესე,
(სიკეთეზე ზედმეტია სიტყაც რომ ითქვას).
"უფალო ღნერთო ჩემო, ვუწყი, რამეთუ არა ვარ ღირს,
რაითა სართულსა ქუეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე,
რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ არს,
და არა გაქუს ჩემ შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო."

უბრალოდ ახლა ცაზე ვკიდივარ უკუღმა
და პირველი სიკვდილი მოდის...
და ნუ ჩამომხსნი, გიყვარდე ასე...


Last edited by nino nadiradze on Mon Aug 10, 2009 12:11 am; edited 1 time in total
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyMon Aug 10, 2009 12:12 am

წყალი მქვია და წყალი არა ვარ,
ქარი მქვია და ქარი არა ვარ.
ვმარცვლე ხორბალი და შენი თმის ქვეშ
ვთესე - ველები გადატყორცნილი კეფის ჩრდილებთან.
შენი სიზმარი უნდა გავხდე - ძილგახელებით.
სიზმარი ცხელი,
წყალსნაამბობი,
ცრუმორწმუნე
და უფერებო.
შვილი მქვია და შვილი არა ვარ,
მტერი მქვია და მტერი არა ვარ.
ვტეხე დარაბა ჯოჯოხეთური,
ვტეხე ფეხდაფეხ დავიდარაბა - სულის.
გზის მტვერი ვყლაპე,
გზის ანგელოზებს საგზალი ვუცხვე,
თბილი ღვინო ვსვი,
ვიცვი მზისა და მთვარის სამოსი - ცაშენისლული.
წვიმიანი დღეებით ვკვებე შენი წუხილი.
გზის შაოსან დედაკაცებს კვალი ვუჩვენე,
ვუჩვენე გზა და იქვე გავუქრი.

შენ დაგელოდე...
შენ არ მოხვედი...

ჩამესმის შენი სველი მოთქმა-გოდება,
ჩამესმის შენი მოსვლის ხმაური,
ჩამესმის ლოცვა გულის ბუხარზე სადად გამთბარი,
ყოველი დღის დილას, საღამოს.
ჩამესმის შენი ნამღერი ძილი.
შენი მერქვა და შენი არ ვიყავ,
”შენთან” მერქვა და შენთან არ ვიდექ...
ცხრა ნაჩუქარი სიცოცხლე ვხარჯე,
ვთესე სიკეთე...
თვალი მოვირწყე ცრემლების სურით.
ჰო, შაოსანო, წავედი კიდეც,
თუმცა უკან ვეღარ დავბრუნდი.

წვიმა ვიყავ და არ დამისველდნენ წვიმის ბარტყები,
ქარი ვიყავ და არ მერქვა ქარი,
ცრემლი ვიყავ და არ მიტირეს ქუთუთოებქვეშ,
ბავშვი ვიყავ და ძუნწი ღიმილით
ამცდნენ შარაზე - ასე დამკარგეს.
მზე ვიყავი და მოიჩრდილეს ჯიბრიანად ცხელი შუბლები.

სამაგიეროდ...
მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.
დე, ნუ იტირებ,
ჩემთან, ზეცაში, არ დამტოვებენ
უპატიებელს.
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyFri Sep 25, 2009 11:30 am

შენ თუ მომერევი

ფეხებმომტვრეული დილა მომედება
გულზე, როგორც ხავსი. ყურებჩამოყრილი
ფიქრით გაგიხსენებ და თუ მომერევა,
ფიქრი მომერევა, გულზე გამოზრდილი.
ლურჯი ქუჩები და თეთრი მოედნები,
ქალაქს ექამრება.
კიდევ რამდენ სიკვდილს მივედ-მოვედები,
ყოფნას ვერ ვკმარობ და...
შენ თუ დამიჯერებ, შენ თუ მიწამებ და
შენ თუ მომერევი...
მთაში წამიყვანე, თოვლით მიწამლე და
სულზე მომიყევი...
მკლავზე დაპენტილი
იმ მთის გვირილები თრთოლვით ამიხდინე,
და ეს გული გრძნობადამეწყრილი
კოცნით გამირინდე.
წვიმით ჩამომბანე მზისფერი თვალები,
მერე გამებუტე,
მერე მაწყევლინე ტყუილად ქალები,
მერე ჩამეხუტე...
ფეხებმომტვრეული დილა მომედება,
გულზე ფიქრებს დაყრის.
და თუ მომერევი...შენ თუ მომერევი,
შენს წინ ლექსებს დავხრი.

ჩემი სულის მეგობარი ნინია... flower
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 260
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyTue Oct 13, 2009 4:01 pm

ნინო ნადირაძე

***
რა ჩაიფიქრე ადამიანში,
როცა თვალები ამოუვსე ძმრით და თაფლით,
რძით და მურაბით,
რას ელოდი მისგან, დაღლილო?
მისმა ხელებმა არაფერი შექმნეს ისეთი,
რაც სიმშვიდეს მოგიტანდა,
შეგასვენებდა.
მისმა თვალებმა ვერაფერი დაინახეს ისეთი,
რაც გაგაღიმებდა,
ხასიათზე მოგიყვანდა.
რა ჩაიფიქრე ადამიანში,
როცა გული მიუერთე სადენით ტკივილს,
როცა ვარსკვლავების მტვერით დაუფარე
სასუნთქი გზები,
ფილტვები და გონების ჩუმი კუნჭულები.
მან ვერაფერი იგრძნო ისეთი,
შენი თანაგრძნობა რომ მიეღო,
შენი დახმარება შერგებოდა.
მის გულში სადენები ბოღმამ დაწყვიტა,
მტვერი სარკაზმის მტვერსასუტმა შეისრუტა,
სიძულვილმა კი ყველა მზის სხივი სიტყვებად შეკრა,
პირიდან რომ ბგერებად გამოესროლა.
რა ჩაიფიქრე ადამიანში,
ამ წაგებულ ბრძოლაში,
ეს განწირულის სიმღერაა,
სიტყვების ჯვარცმა,
რომელსაც ყოველდღე ეწამები,
მარტოობაში.

2019


sunny
Back to top Go down
http://www.geogen.ge
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Oct 14, 2009 12:31 pm

ნინო ნადირაძე - Page 2 Ninia_11

ნინო ნადირაძე

კაფე. აგვისტო.


მწიფე შუადღე გახურებულ ასფალტზე. ცხელა.
მძიმედ მივდივარ, საფიქრალით შენთან ვჩერდები.
მოძრაობს მაინც ყრუ დროის სვლა – ჯაგლაგი ცხენი,
წამებს მიიქნევს, დაღლილია, არ გაჭენდება.

ბიჭი კაფესთან - დატბორილი თვალები ბავშვის,
მზერა უპესთან გაივლის და სახის ყვავილებს -
გვირილებს - ჭორფლებს, ლოყებიდან მზისაკენ გაშლის
მირაჟით. სუნთქვას წაიკითხავს შორი ბრაილით.

მოპარულ მზერას გემო აქვსო ნაქურდალ ხილის.
ცხელა და წვიმა მოკვეთილი მღვდელივით დაგმეს.
ცხელა. შუადღე გახურებულ ასფალტზე ყვირის:
“მიყვარხარ” და მე არ მოვუსმენ ასეთ დროს ვაგნერს,

მოვუსმენ დუმილს ანდა თუნდაც “ოლეის” ჩავრთავ,
შენ ახლა ალბათ ზღვისსუნიან ნაპირებს კოცნი.
მივდივარ მძიმედ და ვჩერდები, ყველაფერს მართალს
ვუცვლი სახვევებს, მიწოდებენ, ჰო, ალბათ მოცლილს.

დაე, მიწოდონ. რახანია ჰორიზონტს გავცდი,
დაცხა და წვიმა ანათემას გადასცეს, ჰოდა...
მძიმედ მივდივარ, ჩემს ფიქრებში მზე სხივებს მარცვლავს,
მივდივარ, ცხელა და თბილისი შუადღეს ბოდავს.
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Dec 02, 2009 7:02 pm

მიყვარხართ ყველანი...



მხოლობითი ხარ


და მხოლობითი ფიქრებიდან გასხლტება ღამე...
მოდიან. ვდგავარ.
გესმიის? დაჩეხილ ნაკვალევზე სამშობლოს შლიან!
პურის მინდვრები აუტანელ სიცარიელეს კვებავენ
და უბავშვობო ბავშვები კი ქარმა წალეკა...
მოდიან. ვდგავარ.
აღარაფერი არ დამრჩენია, წასართმევი უკვე წამართვეს...
მაჯებდაცვენილ სივრცეებზე ზამთარს გაწრთვნის
ანომალიური სიცარიელე.
მრავალჯერადი დეკემბერი ეზოებს მიფრცქვნის,
მოდიან ვადაგასული სიკვდილები. მე ვდგავარ.
მტვრიან შარაზე ცელგადებულ გრიგალს გავყურებ,
მოვა, მომცელავს.
და მხოლობითი ფიქრებიდან შენ დაგწინდავს
ბლაგვი სიჩუმე.
ვდგავარ უჩუმრად. ღამე გარშემო მიტრიალებს,
როგორც სვავი ლეშს.
ვდგავარ და ვუცდი ნაჯახალესილ სიმარტოვეს,
გამასამართლოს...
მხოლობითი ფიქრებიდან შენ ტივტივდები.
მხოლობითი ხარ...
და ვერასოდეს ვერ გაიგებ
რომელი მხრიდან მოვდიოდი შენთან და რატომ...
და როგორც ბავშვი შეხედავდა იესოს სუფთად,
ისეთი მზერით ვდგავარ და ვუცდი,
ან ერთი მოვა, ან მეორე -
ან სიკვდილი ან სიმარტოვე,.
აღარცერთის არ მეშინია.
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Dec 09, 2009 1:29 am

მარტოობის პიკი

ქადამ დაარქვა ამ ლექსს "მარტოობის პიკი". ჰოდა, ერქვას...

ქალაქს ღრუბელი დააწვა მუცლით...
დრო ჭრილობაზე ჯიუტად ფეთქავს.
დიდი ხანია დავკარგე ლოცვა,
დიდი ხანია დავკარგე ღმერთი.
ვფიქრობ ასე და ფიქრი ლივლივებს,
შენ მახსენდები, ჰო ღმერთის შემდეგ...
და თითქოს ახლა ცისფერ ლილიებს
გავხარ. ქარდაქარ და შედეგ-შედეგ
ვკარგავ დასაკარგს, მოტანილს ქარის
და ახლა ზეცა - ბავშვი მტირალა
ჩლიქებმტკივანი ხბოსავით ბღავის.
ფანჯარა. ქარი და დრო - ტირანი.
სულის ნაპირებს ჯანყი დაადგა,
ხელისგულები მკრთალი და თეთრი.
მე ახლა ჩემი თავიც არა მყავს...
არათუ ვინმე, არათუ ღმერთი.


აკვიატებული მყავხარ, ნინია.........................
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Dec 09, 2009 11:50 am

რებოერტსონას ლექსი გამახსენდა Smile

ამეკვიატე, რაღაცნაირად რომ ამბობს ხოლმეე Smile
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyTue Dec 15, 2009 12:29 pm

კონტრაჟური


მოდის ქარი და მიტყლაშუნებს თვალში ღამეებს,
კადრებს სიზმრებში დაბეჭდილებს, გემო აქვთ ხუნწის,
სხეულზე მოჩქეფს ტკივილი და გული – კამეა...
რელიეფურად იტვიფრებით შენ, მე და ყულფი.
ასე მუნჯივით ვერ ამოგთქვამ ალბათ ვერასდროს,
მღვდელთან ტკივილის გუდადაც რომ ვერაფრით ვერ გხსნი,
მერე ჩემთვისვე გაუქმებ და არ თუ ვერ მახსოვს,
როდის გაქციე სინანულად და როდის ვერ გთქვი.
მოდის ქარი და მილაწუნებს. აბაჟურები
მთვარეებივით დაეკიდნენ ზეცაზე გემებს.
შენი ხელები ჩემს ლექსებზე აკაკუნებენ
და ბეღურები ზამთრიანი სიზმრებით თვლემენ.
Back to top Go down
თეკლე
Who is Armury?
Who is Armury?
თეკლე

Female
Number of posts : 24
Age : 40
Registration date : 17.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyWed Dec 16, 2009 5:06 pm

ამ ხმამაღალ პოეტურ სამყაროში ჩუმად მეიმედები...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyThu Dec 17, 2009 11:13 pm

ნინო ნადირაძე - Page 2 Ninia_14


ნინო ნადირაძე


ჩამოიყვანე ეგ ცხენები...


ჩამოიყვანე ეგ ცხენები კამკამა წყალთან,
მერე ფიქრები ამოყარე კალმახებივით,
აიკაპიწე მაჯები და მერე კი კალთა,
რომ რუდუნებით მოუნათლო ცხენებს ფეხები.
მთას გვირგვინივით დაუდგია დარდი და ნისლი,
მე მეფის თეთრი ასულივით გიმზერ შორიდან,
უღმერთოვ, ერთხელ შემხედავდე, მზერას რომ ისვრი
მწვანე ველებზე. ჩვენს შუაა მთელი შორეთი...
შენი დუმილი ცვარნამიან სურვილებს აშლის,
უხეშ ხელებზე დაგტყობია ძარღვები - გზები,
მე ბარი მტანჯავს, შენ ღიმილი ისწავლე მთაში
და ვრჩებით ასე სიშორისთვის განამეტებნი.
ჩამოხვალ ასე ულაყებით კამკამა წყალთან...
ჩემზე ფიქრებიც გულქათქათა თოვლივით მოვა,
კენჭა ნაპირზე დარდიანი დაჰყურებ კალთას,
ვდგავარ, გიყურებ სიშორიდან კენტსა და მთოვარს.
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyTue Feb 02, 2010 3:54 pm

didi madloba, qalbatono mariam, gaixaret, shegeciot cminda ninos madli da zala...
mziaobis shesaxeb namdvilad ar vici..


ხელისგულებზე შენი სითბოს ნაფეხურები...
თებერვლის ყინვას სხვანაირი გაძლება უნდა,
თოვლში ფანჯრიდან ბეღურების მიყვარს ყურება
და მერე ცაზე გადაფრენა მათივე გუნდის...
დროს გავცდით, გვიან შენიშნავენ ამასაც სხვები...
ჩვენ ყოველ ჯერზე ვიცვლით ყოფნის განზომილებებს,
მერე ზურგებით მზისმაჯიან ველებზე ვწვებით
და დაშორება ჩვენი ცასთან გაზომილია -
ერთი ჩასუნთქვა, წვიმა - პეშვი ალბათ ორიოდ.
დროა მეფე და დროვე გაცრის გასაცრელს მაინც...
უძრავად ვდგავარ, არის თოვლის პოლიფონია...
ბეღურასავით ველოდები ჩემს ფერმკრთალ მაისს.
ხელისგულებზე შენი სითბოს ნაფეხურები...
ფრდებგალახული ბეღურები ტოტებზე სხედან.
შენსავით მათიც უსასრულოდ მიყვარს ყურება,
შენსავით მათაც ჩემებურად, ბავშვურად ვხედავ.
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyMon Feb 08, 2010 3:25 pm

მე ჩემი ცა მაქვს...

დაიკვნეტს ფრჩხილებს გალუმპული საღამოს შვიდი,
ზურგგაცვეთილი ქუჩებიდან ლექსებს ავბოჭავ,
რაა ლექსები, უსასრულო სიტყვების ხიდი
შორი ზეცისკენ. შეუჩვევლად ვითვლი ნაოჭებს
ჩემს თეთრ ხელებზე, უშენოდ რომ სიცივემ დახრა.
არ ვიცი რატომ არ მოვედი... გავუდაბურდი...
შემშლის თვალების ჩემს სუნთქვაზე მიმწვარი მახა...
სწორედ იმიტომ მიგატოვებ, რომ არ დავბრუნდე.
არ დავუბრუნდე თვალებდახრილ გაუცხოებას -
მზით ადღვებილი რიჟრაჟების მუნჯი მსტოვარი.
ყოველი მწუხრის ნალოცვარის უმანკოება
თან წავიყოლე გაქცეულმა, შენ კი მთოვარი
გაგბურე ფიქრში. დგას ჩემს წრეზე ცა ულიმიტო.
ბარდნის ფრაზებში უჩემობის თეთრი ფანტომი.
ვთოვ, მიყვარხარ და უსათუოდ სწორედ ამიტომ,
უნდა გაგწირო უეჭველად და მიგატოვო.
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptySat Mar 06, 2010 11:35 am

აღათო

შავპირ აიღებს ნისლი და
მუშტს მოიღერებს ცის კიდით,
ან სიკვდილს ვინ დაგიშლიდა,
სიკვდილით რას მოიმკიდი.
შენსა მზეს, მთისავ, აღათო,
ხიდპირ ნუ დაიარები,
ფშავის ცა შენ უნდ აგენთო,
შენ შეგნატროდნენ ფშავლები.
დაგიტირს დედა შავბედა,
ნატირალს იტყვის სველსა და
რა იქნებოდა თავბედად,
ცოტა სიცოცხლე გეცადა.


sunny ჩემი ნინია...
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyFri Mar 19, 2010 3:36 pm

შაბათს, 27 მარტს, 5 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში (ტოვსტონოგოვის 2-ში) ვმართავთ საქველმოქმედო პოეზიის საღამოს.

"შევაგროვოთ ხელისგულზე გამოზამთრებული პატარ-პატარა მზეები და ავუტანოთ ძეგველ პაწუკებს და გავუთბოთ ხელისგულები და ის პატარა ფრიალა გულები ხომ თავისთავად გაუთბებათ და ცოტა უფრო მეტი სიხარულით მაინც შეხვდებიან ყველა ჩვენგანისთვის უდიდეს დღესასწაულს და მერე ის ჩვენი ნაჩუქარი პატარ-პატარა მზეები დაეზრდებათ გულებში და ვინ იცის იმ მზენაკლულ მომავალში ვის სად დაგვჭირდეს დაღლილი გულების მოთბობა..."

კითხულობენ:
ნუკრი ბერეთელი, კატო ჯავახიშვილი,გვანცა ჯობავა, თეა თაბაგარი, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნინო ნეკერიშვილი, მაია კილაძე, გიო ზედვაკელი, ბექა აბუთიძე, ნინო ნადირაძე და ისინი, ვისაც სურვილი აქვს და გაუჩნდება იქვე... არანაირი შეზღუდვები...


ვეცადოთ... ჩვენი არსებობა ხომ ერთი დიდი მცდელობაა მხოლოდ...

ვეხმარებით ძეგვის ბავშვთა სახლს... ვეხმარებით ჰაერებს, სუნთქვებს, სითბონაკლულ ბარტყებს...

გავათბოთ ერთმანეთი 27-ში და მერე მეტი სითბო წავუღოთ ბავშვებს...
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyMon Apr 26, 2010 8:52 pm

მამაჩემის კარადა

ოთახში როგორც მინიმუმ ცივა,
ოთახში, სადაც ვეღარ ვჩერდები...
საწოლი კოჭლი, კედლები ცვილის...
დედა კი ცალი ფილტვით ბერდება.
ვაღებ და ვხურავ, ვხურავ და ვაღებ
კარებს. სურნელი ხელების, ტანის
დგას და მეც ვდგავარ, როგორც მებაღე
შენი სულეთის. ვცდილობ გატანას
მე, როგორც გვამის - ჩემი სხეულის,
ჩემს წიგნში, სადაც უნდა მეკითხე,
ზუსტად იქ მყავხარ ამოხეული.
მრჩები დამღად და ღია საკითხად...
ოთახი. ტუმბო. სიცივე. სავსე
კარადა შენი მძიმე ჰაერით.
პერანგი, პალტო, შარვალი კაშნე
და მე, შენს მერე რაღაცნაირი.
Back to top Go down
nino nadiradze
Front of Armury
Front of Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 95
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 EmptyMon May 31, 2010 10:34 pm

წართმეული




"ისე აქვს ხელი ჩაჭიდებული,
თითქოს ხვდება, რომ წავართმევთ.
ისე გვიყურებს,
თითქოს ხვდება, რომ წავართმევთ"

კოსტას მონტისი




ვერ გავატიე ეს მალები ციმციმა ცაში.
ამინდებივით ჩაწყობილან სკამზე მტრედები...
სიცხეს საზიზღრად გამოუჩნდა მსუქანი ფაშვი
დღის სამ საათზე. მეფიქრება უფრო დედებზე.
ნეტა, იმათ თუ დაეტიათ შვილებში რწმენა...
იქნებ იესო მარიამის რწმენის ნატეხი -
ჩვენ გამოვტაცეთ ღვთისმშობელსვე და ამის მერე
დაუკითხავად მივაყიდეთ მიწის ქარტეხილს,
ხმელეთის ხორშაკს, უგრძნობობას, საგვემელს, ურწყულს,
ადამიანთა გეენიას სულში ჩატეულს.
მოვტაცეთ დედას და მერე კი ასევე ურცხვად
ვირწმუნეთ მისი და გვჯერა, რომ სული მჩატეა
როდესაც მარხვას ზედმიწევნით ვიცავთ და არ ვჭამთ,
როდესაც ლოცვას სხაპასხუპით ვამბობთ. ჰო, ვითომ...
როდესაც ხელფასს ხატებსა და თავშლებში ვხარჯავთ,
ერთი სული გვაქვს, ის თავშალი როდის მოვიძროთ.
ვზივარ. სკვერია ისეთივე ცხელი და მძიმე,
როგორც ეს ფიქრი და ჩემს თავთან უხმო კამათი.
მე ვამბობ, მაშინ მივაღწიეთ ჩვენსავე ლიმიტს,
როცა ღვთისმშობელს საკუთარი შვილი წავართვით.
Back to top Go down
Sponsored content




ნინო ნადირაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო ნადირაძე   ნინო ნადირაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ნინო ნადირაძე
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: