| | გაბრიელ ჯაბუშანური | |
|
+12მინდია satori კობა (მატეკარი) nukri bereTeli Tabagari Tea Elguja Marghia გაგა ვაჟა ხორნაული ნიკა ჩერქეზიშვილი არგანი არაბული Admin 16 posters | |
Author | Message |
---|
Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 37 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Sat Mar 07, 2009 1:48 pm | |
| - ბობო wrote:
- ***
წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით. მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს, მაინც გამოვთხოვ, არ მოვეშვები.
და თუ მნათობი ისევ გაურჩდა, არ გაიმეტა შენთვის წამალი, გულს ამოვიგლეჯ, მზექალ, საკუთარს და შენ ჩაგიდგამ, დაე ალალი
იყოს ის შენთვის, თუ ბედნიერი იქნები მგოსნის ქალღმერთი _ ჯიქი, ჩემთვის კი აბა, რა ბედენაა, თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი. ჩემი უსაყვარლესი ლექსი ბავშვობიდან... | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Sun Mar 08, 2009 11:09 am | |
|
იცით,მე ვინ ვარ,_რომ არ ვთქვა ბევრი,_ მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა, გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი და ერთი თასმა ვაჟას ქალმნისა.
მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი, ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა, ამიტომ მქვიან ალბათ პოეტი და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა!..
| |
|  | | nukri bereTeli

 Number of posts : 28 Age : 41 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri Jun 05, 2009 9:48 pm | |
| გაიღვიძე
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, შენთან მოვდივარ და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი, რამდენი გეძებე, რამდენი გეძახე, რამდენი ვიღვაწე, ხმა არ გამეც და უშენობა მეტად ვერ შევძელი, რამდენი სათქმელი დამიგროვდა, რომ იცოდე, მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაყაფი, გაიღვიძე, კუბო მორთე, შენს გვერდით მომიწოდე, ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა. ხომ იცი, ხალხს და სოფელს განვერიდე, მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი, გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი?
ამის დამწერს რა მოკლავს! | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri Sep 04, 2009 5:02 pm | |
| * * * იქ, მთაწმინდაზე ერთი მზეწვია ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, - ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია, მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!
არაგვმა უკვე ლახტი აიღო, თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო, და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო. |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri Sep 04, 2009 10:00 pm | |
| - Elguja Marghia wrote:
- მგზავრის სიმღერა
ბინდი დაესევადა მწვერვალებსა მთისასა და არ ისმის სიმღერა არც ერთ ფრინველისასა.
სიო ფრთას სცემს ტრამალებს, სირი არ ძრავს ენასა მოითმინე და მალე მოისვენებ შენაცა.
1940-იანი წლები გუჯა, ეს გოეთეა | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Thu Sep 24, 2009 8:08 pm | |
|
გაბრიელ ჯაბუშანურს სტუდენტობისას ვესტუმრეთ ერთხელ მე,ხვთისო გოგოჭური(მინდიას მამა)და მისი ორი მეგობარი(ფილოსოფოსები).
ვკითხულობდით მის გამოუქვეყნებელ ლექსებს(ასეთები მას ბევრი დარჩა). გაბრიელი იყო საოცრად უბრალო,სიტყვაძუნწი,ღრმად ჩაფიქრებული და სევდიანი...ყველა ნერვით პოეტი...
მის თაობაში მაშინ სხვები ყელყელაობდნენ სავარძლებისა თუ პარტბილეთების დახმარებით.გაბრიელი კი "არ ჩანდა",მაგრამ ჭეშმარიტი პოეზიის მოყვარულნი ხედავდნენ.მისი პოეზია არც დღესაა სათანადოდ დაფასებული.
| |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri May 21, 2010 10:47 am | |
| გაბრიელ ჯაბუშანური
ინვექტივა-მონუმენტი
I სამყაროს რისხვა შენთვის ახია და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა, რამდენი ღერი თმისა გასხია, იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა. წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს, იმდენი დედის გიღვრია ცრემლი, შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, – შუბლს დასწოლია ვითარცა გველი. შეკრული შუბლი შავი ხევია, წარბნი გველნია, სავსე შხამითა, ისინი არც კი შეირხევიან გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა. მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ, ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს, ეგ ნაოჭები მე მაგონებენ: წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს. შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს: ადამის ძეთა ამოწყვეტასა…
2 ჩაღრმავებული შენი თვალები ვულკანებია ჯოჯოხეთისა, უცხოა მათთვის რამ შებრალება, უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა… მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას, მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას. მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი; ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს, მისთვის უცხოა აზრი კეთილი. თვალში გველები შუბლზე გველები, წარბნიც გველები – გველებს ეთვისა შენი ყურები არის ხვრელები იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა. შენი ყურები სატანის მოდგმის, – არის ხვრელები ლუციფერისა, რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი. ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი, უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს, რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს…
3 შენ დააბნელე მსოფლიო თალხით, მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად, თავისუფლება წაართვი ხალხებს და თავისუფლად ფიქრის უფლებაც. შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით, რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით გამოთქვამს იგი, აჟრჟოლებს ტანში, – უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით. შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე, ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი, რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით, შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად. შენ უწმინდესი ტაძრები უფლის გადააქციე ცხენის თავლებად. კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე და შენმა შხამმა მთებიც მონავსა, მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა! ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება, მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ, ჰაერი რად არ დაიშრიტება ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა… რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი, რად არ იქცევა ნეტავ ქედები – შენგან დაღვრილი ამდენი შხამით, რაც დააზღვავე შენივ ქმედებით… მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი; ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის არის უბრალო გაფრენა მწერის. შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი, ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, – შენ წყეული ხარ შენივე საქმით. შენ წყეული ხარ შენივე აზრით, შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ, შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ. აქციე ციხედ თუჯის თაღებით და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს, შენ თავკაცების წმინდა წაღები მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ! შენ თავკაცების მწვედ გამწირველი ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს, რომ ყოფილიყავ თავად პირველი, რომ დაგეოკა ეგ სიამაყე. რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს, ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი… ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ, რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები. და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი… ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი, რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი. ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, – სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა, სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას, რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა. დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს, მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით, თან მილიონებს მიცემენ ხანძარს. ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის, ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ, თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, – სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც. შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, – ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც, მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო, რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს. ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი, მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო, თავად დაიდგი შენ მონუმენტი. შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი თავად დაიდგი სიავის შმორით და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.
5 რამდენი ღერი თმისა გასხია, იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი, სამყაროს რისხვა შენთვის ახია და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის. შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს, ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს, იყავ წყეული აწ და მარადის ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად. ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი, გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა, ოდეს დადგება ჟამი განკითხვის, როს წარუდგები უფალ-იესოს, რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!
6 შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა ხარ შავ ხროვაში გამოკიდული, შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა შენ ააყეფე ხმა მოსყიდული. ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი, ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის, რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, – თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი, დაიცა შენი ჯერიც დადგება, – აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას და მათი ლექსის მძლე აზათქება არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს. ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს და ლექსი ეტყვის შთამომავლობას თუ რა არგუნე შენ დედამიწას.
7 შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი, მაგრამ იცოდე: თაობა ესე ხვალ მესაფლავე იქნება შენი. შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი… შენი მკლავები არის ბორკილი, – ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი. რაიცა გველი ამა პლანეტას, შემოხვევია და ხარბად სალტავს, თან მაინც კიდე ეცოტავება ესე მსოფლიო სამეფო ტახტად. გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი, შენ უდიდესი აიგე ძეგლი, ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი. ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის, ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი, სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: – მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი!
8 შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას, უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა, ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას, დამ და დაახრჩო დაუნდობელად – და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო, რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო. არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.
9 შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს, ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე. შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს, რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე. მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება, კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს. მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება, რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს. ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში, ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული მთელი სამყაროს ბოროტებაზე უბოროტეს არს ეგ შენი გული. იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება და არის მასზეც ათასჯერ მეტი, აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი. შენ თვით დახატე შენი ხატება, შენივე სიტყვით, შენივე საქმით, რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა, მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით. შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი, შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი, ცრემლით და სისხლით სახელოვანი შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.
10 აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ, იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, – დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან. იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა, ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა. დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა. შენთვის სამყაროს ახია რისხვა და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა რამდენი ღერი გასხია თმისა, იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა, სამყაროს რისხვა შენთვის ახია და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის, რამდენი ღერი თმისა გასხია, იმდენი დედის გიღვრია ცრემლი. დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა, ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო, შენთვის არავინ არ ატირდება.
1950-53 წწ. | |
|  | | satori

 Number of posts : 15 Age : 45 Location : Brooklyn, NY Job/hobbies : Legal/poetry Humor : Fine Registration date : 27.03.10
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Mon Jun 07, 2010 4:19 am | |
| - ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
- დედამიწას ასუფთავებენ ასეთი ადამიანები.. წაიკითხავ ჯაბუშანურის ლექსებს და თითქოს აღასრება უთხარი მოძღვარს.. შვებას გრძნობ და უფრო ძლიერად იწყებ სუნთქვას.. ამ ცისა და მიწის უფრო დიდი და მართალი სიყვარულით დააბიჯებ და გიხარია.. რომ შენს პატარა საქართველოში ასეთი კაცები იყვნენ..
საქართველო ტერიტორიულად არის პატარა თორე, მაგაზე ვინა სთქვა პატარააო...  )) ეს კაცი კიდე ამ ქვეყნის წიაღიდან გამოსული სულით ხორცამდე პოეტი, ქართველი პოეტი | |
|  | | მინდია

 Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Mon Jun 14, 2010 3:06 pm | |
| მთების სამეფოში
გავყურებ უთვალავ ღრუბელთა მთიბავებს, გასცელეს სივრცეთა სამყარო. მთებზე დგას მთებივე, ჩამაგევ, ჩორეხო, შავწყალო!
ცისკარი ციალებს მაშრიყეთს მარტოდენ, ვინ გაქრობთ ვარსკვლავნო - სანთლებო? შენ გამიმარჯვოდე ნადირთა პატრონო ქალბნელო!
აგერა, აჰანდე: - მე ვხედავ ჭოგრითა შუნისთვის ხარჯიხვთა რქინებას! აგერა ჯოგიცა! შენ ნისლო, შეწყვიტე დინება!
რიჟრაჟი ინთება განვედით ბინდებო ცვარისგან აცრემლდა ბალახი... ჰე, ოჩოპინტეო, მიშველე მიბოძე ხარლაღი!
გორები გორებზე გულდაგულ დგებიან იღვიძებს საჯიხვე გამწყრალი. რამდენი მთებია: ჩამაგე, ჩორეხი, შავწყალი | |
|  | | მინდია

 Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Tue Aug 24, 2010 10:16 am | |
| გაბრიელ ჯაბუშანურის ახალი წიგნი გამოვიდა. ჟურნალ გუმბათის 33ე ნომერთან ერთად იყიდება.
მშვიდობით... მშვიდობით... მშვიდობით...
მშვიდობით! ახლა კი: - სამუდამოდ, სამუდამოდ ვშორდებით... მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით... ეს ღილღოს ზეცა და ეს ღილღოს მიდამო მოწმეა: - ჩვენ ერთად არც დღემდე ვიდოდით...
და მაინც: - აქამდე ხომ შენთან ზიარი ზეცა თავს მეხურა. მთები გარს მეზღუდა, თუმც ჩემთვის არ ენთო ეგ მზერა მზიანი, - შორიდან შენი ხმა ხომ მაინც მესმოდა... წაირღვნა იღბალი, ვით ზღვაზე სამუმი, - მოლიზღეთ ზიზღით და დღის უამინდობით... ახლა კი: - სამუდამოდ, სამუდამოდ, მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Tue Aug 24, 2010 3:19 pm | |
| გაბრიელ ჯაბუშანური ძაღლის ბედი გზად მიხვალ, ლეგა ნაგაზი მოგდევს და გელაქუცება. გორიდან გიმზერ, გავბრაზდი ამ ჩემს იღბალზე, უცება. მე ვნატრობ: მიწყივ შენს ახლო ყოფნას და შენთან მხარდამხარ სვლას, მაგრამ ბედი - ეს ძაღლი - მიყეფს და გვრიყავს ხანდახან... მიდიხარ... თქვენსკენ ვაფრინე გული - გვემული ნაღვლითა... ვაჰ, დედას მტრისას, გაბრიელ, ბედით გჯობია ძაღლიცა!  გამომცემლობა: "საოჯახო ბიბლიოთეკა" სერია: "ქართული პოეზია" წელი: 2010 ISBN 978-9941-9155-0-5 შემდგენელი: ხათუნა დავითური რედაქტორი: ეთერ ინწკირველი დიზაინერი: თეა ინწკირველი  იჩქარეთ, თორემ მერე ძვირად გაიყიდება წიგნი...
Last edited by Admin on Wed Nov 29, 2017 10:11 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri Aug 27, 2010 3:07 pm | |
| თუ დაეტყობა, ნეტავი...
საწუთროს შავი ხევიდან მოვალ სისხლ ჩამამდინარი; არყოფნის ავი დევი და მე შევიბენით მძვინვარნი.
ლახტს მცემდა რკინის მკვნეტავი, მე მხოლოდ ცხრაგზის დავკარი; თუ დაეტყობა, ნეტავი, მასაც ჩემი ხმლის ნაკვალი...
*** აეს არი ადამიანის ცხოვრება, მეტი კი არაფერი... | |
|  | | bekauri
 Number of posts : 1 Age : 51 Location : tbilisi Job/hobbies : xinkali Humor : xinkali Registration date : 18.06.10
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Mon Apr 11, 2011 1:07 am | |
| აი, ეს შენა და ეს მე, ჩემი გუმანის ბარგითა: -გაბრიელ ქალაქს დაეხსენ, ვერ შაეწყობი არ გინდა! ფიქრობ: ბარს თავზე დაესხე, ჩონგურ ჩასცვალო ჩანგითა? ვთქვათ,პროსპექტს მკერდზე დაემსხვრე ნაბანგი მთათა ბანგითა! გიჯობს: ეს ხევ-ღრე და ეს კლდე მოგალ-მოგალე არგნითა, გინდ წრიაპ დასხლტეს, დაასკდე სალს, როგორც ჯიხვი, თავ-რქითა, მაინც თეთრი მთა! - დაასკვენ,.. შულშაბურვილი თალხითა!.. | |
|  | | მხოლოდ მთებშია თვისუფლება

 Number of posts : 77 Age : 32 Location : შენქალაქი Job/hobbies : მთა, პოეზია Registration date : 25.10.11
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri Nov 18, 2011 11:11 pm | |
| გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს ხევსურეთის სოფელ არხოტში, სწავლობდა თბილისში, მთიელი ბავშვებისათვის სპეციალურად გახსნილ ინტერნატში, სკოლის დამტავრების შემდეგ, 1943 წელს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. ცამეტი წლის ასაკიდან ბეჭდავდა ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. ოჯახური მდგომარეობის გამო მეოთხე კურსიდან სწავლა შეწყვიტა და მშობლიურ არხოტში დაბრუნდა. ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ - მის მიერვე დაარსებული სამკითხველოს გამგე. "ჩვენი თაობის" 1935 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა გაბრიელის ლექსი "ცხენი", ხოლო ლექსთა პირველი წიგნი "არაგვიანი" 1940 წელს გამოსცა "ფედერაციამ", ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები: "ლექსები", "ნათელი მტაში", "ლირიკა", "პატარა მთიელები", "მზეთა ქვეყანა", "მაღალი მთვარე", "ჩრდილი და მზვარე", "მოკრძალება", "რჩეული" და სხვ., რომელთაც სახელი გაუთქვეს ნიჭიერ პოეტს. სამამულო ომის წლებში იგი კვლავ ხევსურეთს დასტრიალებდა თავს. მან ომის დამთავრების წლებში ხევსურეთიდან თბილისში მოიწერა: - ძალიან მომენატრა თბილისი, სულ მთებში ვცხოვრობ გაუსვლელად და უმეგობროდ, ამხანაგები შემომეფანტნენ.. ყველაზე უფრო მირზა გელოვანი და ლადო ბალიაური, ალიოშა საჯაია და ლადო ასათიანი სტკივიან ჩემს გულს. ახლა კიდევ გადავიკითხე მათი უკანასკნელი სტრიქონები და მეტკინა რაღაც, გული ჩამწყდა.. ჩვენი თაობის ბიჭები ხომ სწორედ ოქტომბრის კბილანი ვიყავით, ცხოვრებასა და მწერლობაში ახლადფეხშედგმულნი, დიდი გეგმებითა და ფართო, მგზნებარე გულით. ახალგაზრდულად მოხეთქილი და აფეტქებული ტემპერამებტით, თავბრუდამხვევი ჯრუანტელით, გულში ჩანჩქერებად მოზღვავებული სიმღერებითა და ლექსთმრავლობით. რა გვიქნა, როგორ მიმოგვფანტა იმ წყეული ომის ქარცეცხლმა და ბევრ ჩვენგანს რა ცუდად აუბნია გზაკვალიო, ამ მწუხარე სიტყვებით ამთავრებდა გაბრიელი წერილს.. 1968 წლის 26 დეკემბერს დიდუბის პანთეონში უკანასკნელად გამოვეთხოვეთ ორმოცდათოთხმეტი წლის გაბრიელ ჯაბუშანურს. ყველას გული დასწყვიტა და დასწვა გაბრიელს გარდაცვალებამ. კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, ბევრ გაჭირვებას რომ არ შესწრებოდა და განიკურნებელი სენი არ მორეოდა და შეუმოკლა სავალნი დღენი იმ ჩვენს ფიც-ვერცხლ-ნაჭამ ძმას. ნიკა აგიაშვილი | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Sat Jun 15, 2013 3:50 pm | |
| გაბრიელ ჯაბუშანური *** მე მწყემსი ვიყავ შორ მთებში ვუდექი სოფლის ნახირსა; ჩემი მგოსნობის მორბედი- მზექალი ბედმა მაღირსა. მაგრამ გრიგალმა დამქროლა: მიჯნური ღილღოს დამიწდა… კენტობის ქუსლმა დამქროლა, სამწყსოც პირწმინდად გამიწყდა. ახლა ერთი ხბოც არა მყავს, მგოსნობის მადლიც წამერთვა. ვუყეფ არყოფნის ალაყაფს: შამიშვი, მართე ღამეთა! Link: * http://xevsurulipoezia.wordpress.com/გაბრიელ-ჯაბუშანური/ | |
|  | | Christopher Moderator


 Number of posts : 117 Age : 34 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Fri Mar 15, 2019 11:05 pm | |
| გაბრიელ ჯაბუშანური ქარაფებთან გავლადელგმის დარად დარიალში ვიჭრები, მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს, ქარაფებში ირხევიან ფიჭვები, შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო! თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი, ჩემი გული განა მისებრ კისკასობს. ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი, მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო! მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს- შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ. ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის, შენი თმები მაგონდება, მზექალო!  | |
|  | | Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 538 Age : 32 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური Sat Aug 13, 2022 9:16 pm | |
|  გაბრიელ ჯაბუშანური სალამი გაზაფხულს!მზექალო, ზამთარი ვათრიე კბილითა, ღრეობით გავლიე დღენი; თვეობით მშიოდა ეგ შენი ტკბილი ხმა, მშიოდა ღიმილი შენი… სასმელში ვეძებდი წამების წამალსა, კალამი მივუგდე ჟანგსა და შენგან შერისხვის თალხიან სამანსა განწირვით ვალეწდი ჩანგსა… მაგრამ არ დაიმსხვრა ეს ჩანგი ტიალი, - კვლავ შენზე სიმღერას ცდილობს; კალამსაც სწადია შენდამი ტრფიალი ოდებით ადიდოს, ტკბილო! სალამი გაზაფხულს! სიმღერას სალამი! კვლავ შმაგი მიჯნური მერქვას! აწყდნენ და ამღერდნენ ჩანგი და კალამი, რომ ხოტბა შეასხან მზექალს! ::: _________________ Nicoletta La Chatte  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: გაბრიელ ჯაბუშანური  | |
| |
|  | | | გაბრიელ ჯაბუშანური | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|