| | ბობოისკარის გამო | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: ბობოისკარის გამო Fri Feb 13, 2009 4:55 pm | |
| დღეიდან სახელი შეეცვალა კაფიების გვერდს და ”შაირ-კაფია ამავსთქო...” კი აღარ, ”ბობოისკარი” ჰქვიან. მარიამ წიკლაურის მოგონილი მთის სოფლის სახელია ესა, რომლის შუაში ერთი დიდი, ზღაპრული ხე დგას, სახელად ”ბაობაბი” და იმ ხის ძირში საფიხვნოა, სადაც კაფიობენ ხოლმე... იმ ხეზე რო მანათობელ ციცინათელა შამოჯდება ხოლმე, ის არისა სანათა. და ბობო კიდევა, - ბობორიკი ხო ობობა არისა მთის კილოზე - ის კიდე ბაობაბის ტოტებზე ხლართავსა თავის ქსელსა. აეგეთი სოფელი გვქონდა დაარსებული ”ებლიტფოს” ფორუმზე და მერე სულ წაიშალა იქა ყველაკა... ეს ლექსიც მაშინდელია: ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა სანათასა, ბაობაბსა და არჩანდასა (თავის ბობო-დოგიანადა) "ტრიოს" გვეძახოდნენ "ებლიტფოს" კაფიების გვერდზე, რომელსაც "ბობოისკარი" ერქვა.
ბობოსკარს სევდა ხევისბრობს, მოელის თავის დასტურებს. ვეღარ მაჰხელავს ვერსადა ტრიოსათ, სადღაც წასულებს. სიჩუმეს უსმენს შორისას, სცრის - ნაღველისას ასრულებს. წვიმას არ ჩამაუშვებავ, არცა ვის დააამწყალობნებს. ქვემოთით ჯანღი ჩამდგარა, გაულაღნიათ ყვავ-ყორნებს. არწივ ბოინობს არსადა, ვეღარა ხედავს საძოვრებს. ჯანღი მაიწევს აქითაც, უფსკრულს დაიდებს საფუძველს - ამუა, ამააშავებს მდინარისპირა ქვა-ღორღებს. ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა, დარდებ - სევდაის ასულებ… ჯანღოო, სოფელს ნუ ჰგუდავა, მალე მაგვივლენ წასულებ. ჰოდა, სწორედ აი ეს მთის სოფელი არის აღდგენილი ამ ლამაზი სახელით. ბევრი ლექსები გვქონდა ხოლმე ბობოისკარზე და რასაც დავძებნი, მოვიტან ხოლმე აქ. 
Last edited by Admin on Fri Jan 26, 2018 8:30 pm; edited 1 time in total | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ბობოისკარის გამო Fri Feb 13, 2009 7:28 pm | |
| ბევრი ლექსები გვქონდა ხოლმე ბობოისკარზე და რასაც დავძებნი, მოვიტან ხოლმე აქ.  [/quote]
ულამაზესი სიზმარივით მახსოვს ის პერიოდი_"ბობოისკარის" სასწაულები,შაირებითა და კაფიებით "შუღლი." ეს დიდი სიხარულის დაბრუნება იქნება,არჩანდავ.კარგს იზამ ძალიან,იმ ლამაზ სამყაროში თუ გადაგვახედებ... | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბობოისკარის გამო Mon Mar 02, 2009 11:47 pm | |
| ისიც დასდე აქა, ნათლიდედოს ნუ გააბრაზებ, ბობოისკარის ხის ძირში რო შელოცვა ვიპოვე ვითომ!.. თორე მაგ სახელს გადაგარქმევთ და რამე მაწაკურს დაგარქმევთ.  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ბობოისკარის გამო Tue Mar 03, 2009 4:10 pm | |
| | |
|  | | ზაალ ხადელი

 Number of posts : 20 Age : 51 Location : თბილისი, საქართველო Job/hobbies : რამოდენიმე... Humor : "ხუმრობა ხადას იციან..." Registration date : 16.10.09
 | Subject: Re: ბობოისკარის გამო Thu Mar 15, 2012 4:30 pm | |
| - Admin wrote:
ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა
ბობოსკარს სევდა ხევისბრობს, მოელის თავის დასტურებს. ვეღარ მაჰხელავს ვერსადა “ტრიოსათ”, სადღაც წასულებს. სიჩუმეს უსმენს შორისას, სცრის - ნაღველისას ასრულებს. წვიმას არ ჩამაუშვებავ, არცა ვის დააამწყალობნებს. ქვემოთით ჯანღი ჩამდგარა, გაულაღნიათ ყვავ-ყორნებს. არწივ ბოინობს არსადა, ვეღარა ხედავს საძოვრებს. ჯანღი მაიწევს აქითაც, უფსკრულს დაიდებს საფუძველს - ამუა, ამააშავებს მდინარისპირა ქვა-ღორღებს. ბობოსკარს დარდებ ჰყუდავა, დარდებ - სევდაის ასულებ… ჯანღოო, სოფელს ნუ ჰგუდავა, მალე მაგვივლენ წასულებ კარგი ლექს-კაფიაა ესა! ბობოისკარის დღევანდელ ყოფასაც კარგად ასახავს... კიდევ გამარჯობა თქვენი, ლექსის ოსტატებო! ხევსურულად რომ გითხრათ: ღმერთმ გამარჯვება არ მაგიშალასთ  რად მიგიტოვებიათ ეს კარგი სოფელი? რა მოუვიდა იმ ხმელ ბაობაბს? რატომ აღარ ფიხვნობთ აქა? სადღაც სამიოდ წლის წინ შემთხვევით შემოვეხეტე აქა და დიდად ვისიამოვნე თქვენი ლექს-კაფიებით, ლამაზქართულით, ფშაური და არამარტო ფშაური მარილით შეზავებული სიტყვით. ახლაღა გიხდით დაგვიანებულ მადლობას მაშინდელი სიამოვნებისთვის  . მაშინ დავრეგისტრირდი აქა, მაგრამ თქვენს პაექრობაში ჩართვა არც მიფიქრია. იმის შემდეგ, პეროოდულად გამახსენდებოდით, შემოგივლიდით და გადაგიკითხავდით ხოლმე... ახლაც შემოვიარე, ცოტა ხნის წინ... და გული დამწყდა, რომ მიგიტოვებიათ ხმელი ბაობაბი... როცა იქნება, ჰო შემოიხედავთ აქა  ჰოდა "მესიჯს" გიტოვებთ ხმელი ბაობაბის ტოტზე. ჰო, კიდევ ცოტა კაფიებშიც წავივარჯიშე და მაგასაც გიტოვებთ. იმედია არ გამიწყრებით კაფიის უმეცარს, შეხუმრება-შემოლექსებას  ესეც "მესიჯი": კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, კაფიობის ლამაზი ტრადიციის, ლამაზად გაგრძელებისათვის. დრო მუდმივად იცვლება და რაღაცეებს დროის მტვერი წაეყრება ხოლმე, რაც მტვერწასაყრელია და დასავიწყებელია ის დავივიწყოთ, მაგრამ კაფიაობის ლამაზი ჩვევა კი არ უნდა მოიშალოს საქართველოში, არც მთაში, არც ბარში, არც სოფელში, არც ქალაქში და არც ახლა უკვე ინტერნეტში  იდეას გთავაზობთ: იმ კარგ საქმესთან ერთად, რაც აქამდე გიკეთებიათ, ანუ ძველი მოლექსეების ნათქვამები აქ შეგიგროვებიათ, მოდი კაფიების წესები ჩამოწერეთ, რაღაც კონსტიტუციის მაგვარი. ბატონ ვაჟა ხორნაულს აქვს ალაგ-ალაგ ნახსენები ეს წესები, ქალბატონ სანათასაც, ბატონ მიხოსაც... კაფიები სხვა ფორუმზეც მინახავს, მაგრამ ბობოისკარი კაფიის მექად მეჩვენება, რადგან აქ სხვა სული და სუნია... ჰოდა აქ უნდა დაიწეროს ეგ წესები, თავის აკრძალვებითა და ნებართვებით... კარგი იქნება...  კარგი იმად იქნება, რომ ბევრს და მათ შორის მეც, არ უნახავს ნამდვილი ცოცხალი კაფია, არ უცხოვრია მთაში და არ უვლია ხატობებში... მაგრამ კაფია წიგნებში უკითხავს და მოსწონებია. კაფიობის დაწერილი წესების წაკითხვა დამატებითი ინფორმაციის მიმცემი იქნება ასეთი ადამიანისთვის. მაგალითად ჩემთვის  გაიხარეთ! პატივისცემით, ზაალ ხადელი | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბობოისკარის გამო Tue May 19, 2015 12:01 pm | |
| ვის ახსოვს საარმუროი...არმურის კლდე-გორაკებსა სოცქსელმა მისცა ზიანი, სუყველა გადაგვიყლაპა, უფხო იყო თუ ფხიანი. ჰყუდიან ფეისბუკზედა, სულელია თუ ჭკვიანი, ხშირად დასდებენ პოსტებსა, სახელ რო ხქონდეთ ხმიანი... სურათებს კიოთ აწყობენ, - ლაიკნ მაუდის სვიანი. კომენტებს უგვიანებენ, - ფიქრებს უღრღნიან ჭიანი... ვის ახსოვს საარმუროი, ლაღის არწივის ფრთიანი. წასვლა კი იოლი იყო, მოსვლა გამხდარა გვიანი.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ბობოისკარის გამო  | |
| |
|  | | | ბობოისკარის გამო | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|