არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თეთრაულ დავითომა სთქო

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6074
Registration date : 09.11.08

თეთრაულ დავითომა სთქო Empty
PostSubject: თეთრაულ დავითომა სთქო   თეთრაულ დავითომა სთქო EmptyMon Nov 17, 2008 9:01 pm

დავითო თეთრაული

სანათასა
დღეს სამსახურში რადიოდან უცებ შენი ხმა გავიგონე და მერე შენს წაკითხულ ლექსებს რომ ვუსმენდი, ეს მაშინა ვთქვი...

შენ წაკითხული ლექსითა,
მაყრიდა ტანზე ტაოსა.
მადლობა უფალს, დაგბადა
სანათა საარაგვოსა.
ლაშარის მადლით გაგვიჩნდი,
ფშავის ბუნებამ შაგმოსა,
იახსრის ლოცვით სწერიხარ
ფშაველ პოეტთა საძმოსა.
როსტომი, ჯარჯი და ძმანი
გადაგიხდიან საღმრთოსა,
პავლე, დათა და დავითო
არ დაგტოვებენ მარტოსა.
ყველას გვიყვარხარ, სანათავ,
ყველა შენ ბედსა ნატრობსა,
უფალს ღმერთს შავევედრებით,
სუ ხელი მოგემართოსა...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



თეთრაულ დავითომა სთქო Empty
PostSubject: Re: თეთრაულ დავითომა სთქო   თეთრაულ დავითომა სთქო EmptyMon Nov 17, 2008 9:17 pm

***
ფშავის ლექს-ქალა სანათო,
უნდა ავდგე და გადკარგო.
თუ ძაან მამისაკლისებ,
დალიე ჩემი საკარგყმოც.


ძაან გამიხარდა, ეს ლექსი რო დუუწერნია დავითო თეთრაულსა.
და მე არ ვიცოდი, თუ დღეს იყო, თორო მავუსმენდი მეცა - კარგი კითხვა იცი ხოლმე და მაგიტო. ლევან ხარანაულზე წაიკითხე თუ სხვები?
და ბობოს რო არ ახსენებს, მარტო ეგ მეწყინა... Smile

ბობო
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6074
Registration date : 09.11.08

თეთრაულ დავითომა სთქო Empty
PostSubject: Re: თეთრაულ დავითომა სთქო   თეთრაულ დავითომა სთქო EmptyMon Nov 17, 2008 10:46 pm

არჩანდა wrote:
დავითო თეთრაული

სანათასა
დღეს სამსახურში რადიოდან უცებ შენი ხმა გავიგონე და მერე შენს წაკითხულ ლექსებს რომ ვუსმენდი, ეს მაშინა ვთქვი...

შენ წაკითხული ლექსითა,
მაყრიდა ტანზე ტაოსა.
მადლობა უფალს, დაგბადა
სანათა საარაგვოსა.
ლაშარის მადლით გაგვიჩნდი,
ფშავის ბუნებამ შაგმოსა,
იახსრის ლოცვით სწერიხარ
ფშაველ პოეტთა საძმოსა.
როსტომი, ჯარჯი და ძმანი
გადაგიხდიან საღმრთოსა,
პავლე, დათა და დავითო
არ დაგტოვებენ მარტოსა.
ყველას გვიყვარხარ, სანათავ,
ყველა შენ ბედსა ნატრობსა,
უფალს ღმერთს შავევედრებით,
სუ ხელი მოგემართოსა...

და პავლიკოს უთქვამს, სანათას ძმასა, რო დავითომ ვერ შამოგბედა, თორო ბოლო სტრიქონი აესე უნდა ყოფილიყოო:

"ცოტა ჭკვა მოგემატოსა".
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

თეთრაულ დავითომა სთქო Empty
PostSubject: Re: თეთრაულ დავითომა სთქო   თეთრაულ დავითომა სთქო EmptyTue Nov 18, 2008 4:12 pm

აქ იყო სანათა.
ჰო, ის სანათა ძალიან-ძალიან ცუდი ქალი რომაა და რომელსაც დღეს მთელი დღეა, პროცესები აქვს და არც საპასუხო კაფია მოადგა ენაზე და ლექსზე ხომ საააერთოდ ზედმეტია საუბარი. Sad
არ ეჩხუბო რააა, მიხო! Embarassed არა, ეჩხუბე, მაგრამ არ დაემდურ-დაეუბრო! No
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6074
Registration date : 09.11.08

თეთრაულ დავითომა სთქო Empty
PostSubject: Re: თეთრაულ დავითომა სთქო   თეთრაულ დავითომა სთქო EmptyTue Nov 18, 2008 5:27 pm

სანათა wrote:
აქ იყო სანათა.
ჰო, ის სანათა ძალიან-ძალიან ცუდი ქალი რომაა და რომელსაც დღეს მთელი დღეა, პროცესები აქვს და არც საპასუხო კაფია მოადგა ენაზე და ლექსზე ხომ საააერთოდ ზედმეტია საუბარი. Sad
არ ეჩხუბო რააა, მიხო! Embarassed არა, ეჩხუბე, მაგრამ არ დაემდურ-დაეუბრო! No

ადამიანი შრომობს და თუ ლექსი არ მოადგება დაღლილს ენაზე, მაგიტომ უნდა ვეჩხუბო?
როგორ შეიძლება?
მე რომ მალე რომანს დავიწყებ, რამდენიმე წელიწადი ვერავინ ვეღარ მნახავს ვერსად და უნდა დამემდურნენ?
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თეთრაულ დავითომა სთქო Empty
PostSubject: Re: თეთრაულ დავითომა სთქო   თეთრაულ დავითომა სთქო Empty

Back to top Go down
 
თეთრაულ დავითომა სთქო
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ბობოისკარი-
Jump to: