Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Thu Feb 16, 2012 1:31 am
სოფელი. ქალაქი. სოფელი
ახლა ღამეა, სიჩუმეა, შორს სძინავს სოფელს, მე კი ქალაქის მრუმე ჩქამებს დავდევ შეშლილი, სოფელში ალბათ მაყვლის ბუჩქმა მოქსოვა ღობე, ქალაქში უკვე ფრესკებია ძირს ჩამოშლილი...
ამ ცივ ღამეში ჩემი ლოცვა ვერ აღწევს ზეცას, და ცის კიდესთან ბორიალობს ჩუმი ხველებით, სოფელში ალბათ ქარი ღრუბლებს მატყლივით წეწავს, ქალაქში ქარი შავ ცელოფნებს სდევს გახელებით.
მე დავავიწყდი ჩემს ანგელოზს კარგა ხანია, მეც დავივიწყე ჩემი ფესვის ლურჯი მდინარე, თავის მართლება პაპის სულთან არახალია, მერე რა, თუკი, რომ ცხოვრება მოვიმძინარე.
როგორ გამხია ამ ქალაქის ბასრმა მახვილმა, როგორ შემაბა ყელზე გრძელი თბილი ბაწარი ვერ გამაღვიძა სოფლის კივილ-გადაძახილმა, ისე დაღამდა ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი!
ახლა ღამეა, სიჩუმეა, შორს სძინავს სოფელს, მე კი ქალაქის მრუმე ჩქამებს დავდევ შეშლილი, სოფელში ალბათ მაყვლის ბუჩქმა მოქსოვა ღობე, ქალაქში უკვე ფრესკებია ძირს ჩამოშლილი...
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
წიგნი – "ლურჯი რვეული” ავტორი – რამაზ გიგაური რედაქტორი - ნათია დოლიძე კომპიუტერული უზრუნველყოფა – ნიკა ხვედელიძე ყდის დიზაინი – მიხო ქოჩაკიძე და კოკა კაპანაძე ISBN 978-9941-442-08-7 გამომცემლობა – "საუნჯე" გვერდები – 84 ენა – ქართული ფასი - ხუთი ლარი
Last edited by Admin on Tue Nov 20, 2012 8:48 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Tue Nov 20, 2012 10:18 am
რამაზ გიგაური თავისი ლექსების პირველი წიგნის ("ლურჯი რვეული”) წარდგინებაზე ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2012 წლის 18 ნოემბერი, კვირა.
Published on Nov 18, 2012 by tv9ge: „ლურჯი რვეული" - ასე უწოდა პოეტმა და ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა თავის ლექსების კრებულს. წიგნის პრეზენტაცია დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. ასტროლოგის ლექსები მეგობრებმა და სტუმრებმა წაიკითხეს. „ლურჯი რვეული" საჩუქრად საღამოს ყველა სტუმარმა მიიღო.
გაგა
Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
Subject: "წელწადი" Sun Dec 30, 2012 3:42 pm
"წელწადი"
წელწადია – აპნისის თოთხმეტი. თოვს... ბუხარში ნედლი რცხილის ხე იწვის – მისი ბოლით ჩვენი სახლი ზეცაშია დაკიდებული. დაბერდა ჩემი ბერდედა – ბედისკვერებს ვეღარ აცხობს და წუხს. დედაჩემმა არ იცის ბედიკვერის გამოცხობა და არც ბერდედასავით ლოცვა იცის. მე სიცხიანი ვწევარ. ძმრიან ტილოებს ჩემი უმცროსი და მალი–მალ მიცვლის. მამაჩემის მნახველი კაცი ჯერ არ გამოჩნდა – ჩაიხაფრა კავკავის იქით. კიდობანში ხორბალი, კოდში კი ფქვილი ილევა... ძროხები და ხბოები ბღავიან – თივის დამყრელი აღარ ჰყავთ, რადგან პაპაჩემი გორშეღმა სასაფლაოზეა. მე სახადი მაქვს და მეზობლები ვერ გვეკარებიან, მხოლოდ აბაისძეთა აშექალი გადმოდის ჟამი–ჟამს. ძილ–ღვიძილში ვხედავ სახლში მამაჩემი და პაპაჩემი შემოდიან. მამაჩემს ხელში ძროხის მთლიანი ბარკალი უჭირავს, მოდის და სისხლს მოაწვეთებს, პაპაჩემს სპილენძის თეფშით კანფეტები მოაქვს. პაპაჩემი მეუბნება, „რა დაღლილი ხარ შვილო, რამდენი გივლია–გირბენია. მოდი კანფეტი მოგცეო“. მე ტკბილ კანფეტს ვჭამ და ვიცინი. მამაჩემი მთელ ოთახში დააბიჯებს და თან ძროხის ამ ბარკალს ხელიდან არ უშვებს – გასდის ამ ბარკალს სისხლი. შორიდან მესმის დედაჩემის კივილი და ბერდედას ლოცვა. პაპაჩემი კანფეტიან თეფშს მაგიდაზე დგამს და გარეთ გადის, მამაჩემი ძროხის ბარკლით პაპაჩემს უკან მიჰყვება. მე საწოლიდან ფეხშიშველა გადავდივარ და მათ მივდევ. ვტირი, „მეც მინდა თქვენთან–მეთქი“ „წადი, მამცილდი, გამეცა“, ბრაზობს პაპაჩემი. ტირილ–ტირილით ვბრუნდები სახლში. მოვდივარ ფეხშიშველა, ფეხები მისველდება და მცივა. საწოლში ვწვები, მამცივნებს და ვკანკალებ. მაგიდაზე პაპას დადებული სპილენძის თეფშით კანფეტი დგას. კანფეტი მინდა–მეთქი, ჩურჩულით ვამბობ. დედაჩემი ერთ კანფეტს მიწვდის. მე ვჭამ და ვამბობ: „ტკბილია პაპის კანფეტი–მეთქი.“ „რა პაპა, აშექალი იყო გადმოსული და იმან მოიტანა, ქალაქიდან მოუტანია მის შვილიშვილსო,“ მეუბნება დედაჩემი. ჩემი და შეშინებული თვალებით მიყურებს. კედელზე პაპაჩემის ცხრაძალიანი ფანდური ჰკიდია. "დაუკარი–მეთქი", ვეუბნები დედაჩემს. დედაჩემი კედლიდან ფანდურს იღებს და საბანზე მიდებს, „შენ დაუკარიო“. საწოლზე ვჯდები და დაკვრას ვიწყებ. „ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა, ღმერთო, უშველი შენს ყმასა გაგასაო“, ლოცულობს ბერდედა.
* * * * * * * * * კუმეტია – აპნისის თხუთმეტი. აღარ თოვს... მე საქონელს თივას ვუყრი, შეშას ვჭრი, ვჩქარობ, რადგან მერე ხორბალი წისქვილშია წასაღები. გორშეღმიდან პაპაჩემის დაკრული ცხრაძალიანი ფანდურის ხმა მოდის...
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Published on Jan 20, 2013 Ramaz Gigauri: "Lurji Rveuli" [грузинский поэт Рамаз Гигаури: презентация книги "Синяя тетрадь"] https://www.facebook.com/ramaz.gigauri
_________________ Nicoletta La Chatte
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
„რაც არ უნდა მშიერი იყო, ნელა ჭამე შვილო. ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის ხოლმე, შეიძლება მოვიდეს და ლუკმა გთხოვოს, ხომ უნდა გქონდეს ცოტა მაინც დარჩენილი, რომ უწილადოო“, მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი. სწრაფად ჭამა ვიცოდი და ასე ცდილობდა ჩემს გადაჩვევას. ერთხელ გზაზე მანქანა ტალახში ჩავარდნოდათ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა უბანში. ჩვენ მოგვადგა კარზე. ბებიაჩემი პურს აცხობდა. სუნი იდგა მთელს უბანში. ვიქნებოდი ასე 8-9 წლისა და ეზოში ვთამაშობდი. „უფროსი არის ვინმეო?“ პაპაჩემი არ იყო და დავუძახე ბებიაჩემს. სამი მანეთი გაუწოდა იმან ბებიაჩემს, „ბებო, მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, ტრაქტორს ველოდებით, აქაურები არ ვართ, მთელი დღის მშივრები ვართ და 1-2 პური მოგვყიდეო“. ბებიაჩემმა, „შემოდი შვილო ეზოში, ოღონდ ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეო“. სათონეში გამიყოლა, სამი პური დაადო ერთმანეთს, ერთი ნაზუქი, მერე ავედით სახლში, ყველი ამოიღო დერგიდან, პომიდორი, კიტრი, ნივრის მწნილი. „მოდი შვილო, ბოთლი დამიჭირეო“, ერთი ბოთლი ქლიავის არაყი ჩამომასხმევინა. გავუტანეთ ეს ყველაფერი და მივეცით. „ღმერთმა ხელი მაგიმართოთო“, დალოცა ბებიაჩემმა. გამოგვართვა ამ ბიჭმა ეს ყველაფერი და არ მიდის. დგას ასე გაშტერებული და დაჰყურებს საჭმელს. მერე შეხედა ბებიაჩემს, მერე მე შემომხედა, მერე სახლს. ბოლოს თქვა რაღაცნაირად, მოგუდულად, „ვისი ოჯახია ესო?“ „იასონ გიგაურისო“, თქვა ბებიაჩემმა ამაყად. მერე გადმომხედა და დაამატა: „როცა დალევთ ესა და ამის ძმაც მიდღეგრძელეთო“. გატრიალდა ეს ბიჭი და წავიდა. ბებიაჩემიც სათონეში შებრუნდა. მე ვეღარ ვითამაშე, გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული.
2018
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
წიგნი – „მენტალური მისტერია“ ავტორი – რამაზ გიგაური რედაქტორი - თემურ ჩხეტიანი დიზაინი და დაკაბადონება – ნიკა ხვედელიძე ISBN 978-9941-469-41-1 გამომცემლობა – "საუნჯე" გვერდები – 148 ენა – ქართული ყდა - რბილი
vindousis-gadayeneba
Number of posts : 1 Age : 30 Location : Tbilisi Job/hobbies : IT+latheman Humor : humor Registration date : 20.02.20